როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები!!(5 თავი)
#5 ალექსანდრე უკვე კარგად იყო. სკოლაში კი ბანკეტი ახლოვდებოდა და გოგოები ვემზადებოდით, კაბები, ფეხსაცმელები ნუ როგორც მოგეხსენებათ ყველაფერზე ვზრუნავდით, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი ვინ იყო ჩემი მეწყვილე რადგანაც ჩემდა გასაკვირად არავინ არ მოდიოდა ჩემთან იმისთვის, რომ კავალერობა გაეწია. ნინი, ფეხმძიმედ იყო და მისთვის ულამაზესი კაბაც გვქონდა შერჩეული, რომელშიც მისი საყვარელი ღიპუცა კარგად ჩანდა. დრო გადიოდა, უკვე ყველა გოგოს მეწყვილე ყავდა ჩემს გარდა. არც ალექსანდრეს ყავდა მეწყვილე. -სალიტა, წამოხვალ ჩემთან ერთად ბანკეტზე? -არა, იყოს ვინმე სხვა წამიყვანს. -მარტო მე არ მყავს მეწყვილე სხვა გზა არ გაქ, ან მარტო წახვალ ან ჩემთან ერთად. სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებუკიყავი ამ დღეს მეწვილის გარეშე ვერ ვიქმებოდი, რადგანაც დიდი ხანია ამ დღეს ველოდით. -ხო, კაი ჯანდაბას შენი თავი წავიდეთ. სახეზე ღიმილი მოეფინა და კმაყოფილი სახით გასწია სახლში. ************ ბანკეტის დღეც მოვიდა. მე ჩემი გრძელი წითელი კაბა ჩავიცვი, რომელიც უზომოდ მიხდებოდა და საძაგელ ალექსანდრეს დაველოდე. რომელიც უზომოდ მიყვარდა, მაგრამ არ ვუტყდებოდი. რა საძაგელი ვარ. ის კი ისევ და ისევ ცდილობდა ჩემს "მოპოვებას". თორმეტ საათზე ჩემს კორპუსთან უკვე ალეწსანდრეს მანქანა დავინახე, მერე ზარის გაისმა კარი გავაღე და შოკი მივიღე... შავი შარვალ-კოსტუმი, კლასიკური ფეხსაცმელი, ვაუუ როგორ უხდებოდა უზარმაზარი ნერწყვი გადავყლაპე და სახლში შემოვიპატიჟე, მან წითელი ვარდების თაიგული მომცა რომელიც უზომოდ მომეწონა მაგრამ არ შევიმჩნიე. მადლობა ვესროლე. -წავიდეთ? (ალექსანდრე) -კი. ჩავედით დაბლა, მან კარი არ გამიღო და მაშინვე საჭისკენ გასწია. -ოეე, უზრდელო, კარი არ უნდა გამიღო? (შენივნა ვუთხარი) -ვაიმე შენ სულ დამავიწყდი. ნერვები მომიშალა ამ პასუხმა, გავბრაზდი კარი გავაღე და თვითონ დავჯექი. -თუ თვითონ შეგეძლო დაჯდომა რატო მთხოვე კარის გაღება. -აუუუ, ზრდილობის აზრზე არ ხარ დაეგდე და წავიდეთ რა.!! დაჯდა, წავედით ბანკეტზე. ყველა ულამაზესი იყო. იმ საღამოს კარგად გავერთეთ. საღამოს ალექსანდრემ მიმაცილა სახლში. -კარგად. დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი. -მოოცა. მითხრა და გადმომყვა. მომიახლოვდა და დაბალი ხმით მითხრა: -მიყვარხარ. ვაიმე, ამ სიტყვაზე გამაჟრიალა. დავიბენი, უეცრად წამომცდა -მეც.... რომ სევხედე გაოცებული მიყურებდა, მერე მივვარდი ვაკოცე და სადარბაზოსკენ გავიქეცი, სახლში რომ ავედი ფანჯრიდან გადავიხედე ისევ იქ იდგა, ისევ ისე როგორც დავტოვე და გაოცებული მაგრამ ბედნიერი სახით ამოჰყურებდა ჩემს ფანჯარას. მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ეს ღამე არასდროს დამავიწყდება............. ****************** დრო გადიოდა ალექსანდრე არსად ჩანდა. სადღაც აორთქლდა. ყველა ამბობდა, რომ ამერიკაში იყო სასწავლებლად. რატომ არ მითხრა ეს მე? ნუთუ ის ღამე არაფერს ნიშნავდა... აბა მიყვარხარო... აღარც მირეკავს არც მწერს.. გული მატკინა ძალიან. როცა უკვე ჭირვეული მოარჯულა მაშინ დანებდა... ************** ამ ამბის შემდეგ დაახლოებით 5წელი გავიდა. უკვე 22 წლის ვიყავი. არავინ აღარ შემყვარებია. მხოლოდ ალექსანდრე.. მაგრამ მის მიმართ ზიზღსაც ვგრძნობდი, როგორ მიმატოვა... ისევ უამრავი კითხვა მახრჩობდა. ერთხელ სახლში ვიყავი, ჩემი ძმა ოთახში შემომივარდა და ფერება დამიწყო. -ჩემი გოგო, როგორ გაიზარდა. (ანდრია) -აბა, აბა, უკვე თხოვდება! (გაბრიელი) -რააა?( ბოლო ხმაზე ვიკივლე) -აუ რა დებილიხარ გაბრიელ!! (ანდრიან თავი წამოარტყა გაბრიელს) რატომ უთხარი ,მამას უნდა ეთქვა. -თქვენ სულ გააფრინეთ? არ გავთხოვდები. -სხვა გზა არ გაქ. ბიზნესს ჭირდება, თორებ გავკოტრდებით. ( უეცრად მამაჩემი ჩაება საუბარში) -არა, არა და არა. უცხოს არ გავყვები ცოლად !! -მოგიწევს!! (მკაცრად მითხრა) -არა, არ გაგვთ უფლება ბიზნესის გამო ვიღაც უცხო კაცზე მიმათხოვოთ !! -არაა უცხო, კარგად იცნობ!! ხვალ მოვა მშობლებთან ერთად და ნახავ. -არ ვნახავ. -მე, რომ ვთქვი ნახავ !! -გავიპარები სახლიდან. -ვერ გაიპარები კარს ჩაგიკეტავ. -ეს უკვე ძალადობაა. -არაა, კარს ვკეტავ, ხვალამდე შეეგუე მაგ ამბავს. მოვიწყინე, მივხვდი აზრი არ ქონდა პანიკას და კივილს. მამაჩემი მიხვდა, რომ დავნებდი და ოთახიდან გავიდა. კარი ჩაკეტა, იცოდა მართლა გავიპარებოდი. მე არ მიძინია, მთელი ღამე ჩემს "მომავალ ქმარზე" ვფიქრობდი. იმდენი ვიფიქრე ძალიან კარგმა იდეამ დამარტყა თავში ყველაფერი დავგეგმე და დავიძინე. ერთი სულივმაქ როდის ვნახავ მას. დილით, კარის ხმამ გამაღვიძა. მამაჩემი იყო. -გაემზადე, მალე მოვლენ. -კარგი. გავიდა. უფ. რა ჩავიცვა. გადავწყვიტე გამომწვევად ჩამეცვა. წითელი მოკლე კაბა, დეკოლტით, რომელიც ჩემს საოცარ ტანს კარგად გამოკვეთდა. თმები გავიშალე, შანელის სუნამო მივისხი, მსუბუქი მაკიაჟი და ვსო. -ვაა, სალიტა რა ლამაზი ხარ. (ჩემი ძმები) -მოვიდნენ, მოვიდნენ. მამაჩემი აივნიდან შემოვიდა და გამომხედა. თავი გაიქნია და კარისკენ წავიდა. ისინი ამოვიდნენ და მამაჩემის კაბინეტში შევიდნენ. სამწუხაროდ ვერ დავინახე ვინ იყო ჩემი "მომავალი ქმარი" მე ტელევიზორთან დავჯექი და ფეხები იქვე მაგიდაზე შევაწყე. -სალიტა, ფეხები ჩამოიღე და ნორმალურად დაჯექი, არ დაგავიწყდეს სტუმრები გვყვანან !! (ანდრია) -ხო,ხო გასწორდი დედამთილს და მამამთილს თავი მოაწონე. (გაეცინა გაბრიელს) მე გავბრაზდი და ბალიში ვესროლე. მერე მამაჩემის ხმა გავიგე. -სალიტა მოდი. -მიდი შედი შეგაფასონ (გაბრიელი) -შენ დაწყნარდი რა!! (მე) აუ, ეხლა მათი როჟები უნდა ვნახო რაა.. უჟმური სახით დავაკაკუნე კაბინეტზე. -შემოდი (მამაჩემი) შევედი და ხმამაღლა ვიკივლე -შეეეენ? შენ აქ რა გინდა ?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.