შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [4]


31-03-2015, 21:35
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 983

საღამოს ათი საათია, გაბელია ბაღში, საქანელაზე ზის და გულუბრყვილო მზერით ათვალიერებს გარემოს. უკვე მეორედ იწვნია მარცხი. როგორ ვერ იტანს ასეთ სიტუაციებს, არადა რა მრავლად აქვს. ხელში შოკოლადი ფილა აქვს „ჩაბღუჯული“ და დრო-დრო გაბუტული ტუჩებით კბეჩს. აშკარაა ქალბატონი ელენე უკვე ვეღარ იტანს, ანდა რატომ უნდა იტანდეს, დაუმტვრია მთელი ჭურჭელი. „ერთი ჭიქა გავტეხე, ის ვაზა ხომ გადარჩა“ - გაიფიქრა თავის გასამართლებლად. ფიქრებში ისე ღრმად იყო, არც კი შეუნიშნავს როგორ მიუახლოვდა ვიღაცის სილუეტი.

- გასუქდები, მომიტეხე ცოტა _ გვერდით მიუჯდა ბაგრატიონი. გაკვირვებულმა გახედა, არ ელოდა. ერთი ფილა მოუტეხა და გაუწოდა. _ ამხელა შოკოლადიდან ამაზე მეტი ვერ გაიმეტე?
- ვერა _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა.
- ნუ ღელავ გადაუვლის დედას გაბრაზება.
- არ ვღელავ.
- არადა ვიფიქრე უკეთ გავიცნობ-თქო, მაგრამ არ მელაპარაკები.
- რაზე გელაპარაკო _ მხრები აიჩეჩა.
- სულ ასეთი დაბნეული ხარ?
- თითქმის.
- რამდენი წლის ხარ გაიანე?
- ქალს რომ ასაკს არ ეკითხებიან არ იცი? _ ხასიათზე მოვიდა გაბელია.
- მე მაპატიეთ.
- შენ არ მიბრაზდები ქეთევანთან „ინციდენტის“ გამო?
- რავი მე არ მგონია რომ ასეთი აღმაშფოთებელი ჩაგედინოს რამე. _ ორივეს გაეცინა. _ სიმართლე გითხრა ახლა აქ თამარის თხოვნის გამო ვარ.
- არა, ოღონდ ის არა რაც ვიფიქრე _ გაუცინა.
- მგონი ზუსტად ის, კაი დაეთანხმე და დაისვენეთ რა.
- არ მინდა და რა ვქნა.
- დაეთანხმე და სულ ერთი საღამო აიტანე თამარის ხათრით.
- ვიფიქრებ.
- კარგი, არ გაცივდეთ ექიმო.
- არ გავცივდები უფლისწულო _ გაუცინა. კონსტანტინესაც ჩაეღიმა, წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. ღიმილით გააყოლა თვალი გაბელიამ. „არც ისეთი ჯმუხია“ - გაიფიქრა და კიდევ ერთხელ გაქანდა. როცა მიხვდა რომ საღამოს სუსხმა შეუტია, უკმაყოფილოდ მოშორდა საქანელას და ოთახში ავიდა. აბაზანაშიც ინებივრა და ლოგინში შეწვა. ესიამოვნა ცხელი აბაზანის შემდეგ გრილი მატერიის შეხება. ამ ღამით ადვილად ჩაეძინა და ტკბილადაც ეძინა.. მაგრამ ვაი ასეთ სიტკბოს, რამე რომ არ მოუვიდეს ისე ხომ არ შეიძლება.. ჰო და, საუზმეზე დააგვიანდა. კისრისტეხვით მოემზადა და კიბეებზე დაეშვა. გულამოვარდნილი შევარდა სასადილო ოთახში და ყველას ყურადღება მიიპყრო.

- დაგაგვიანდა _ კვლავ მკაცრი იყო ელენე.
- ვიცი, ბოდიში.
- არაუშავს გაიანე, მოდი, მიირთვი _ შედარებით თბილად მიმართა დავითმა. გაბელიამ გაუღიმა და უკვე თავისად წოდებულ ადგილას მოკალათდა.
- ისევ ბოდიში _ უჩურჩულა კონსტანტინემ და ჩაიღიმა.
- რას ვიზამთ.

საუზმის შემდეგ ჩვეულებისამებრ ბატონ კონსტანტინესთან ავიდა. წამალი დაალევინა, ჩამოუჯდა, ისაუბრეს. თამარი უნივერსიტეტეში იყო უკვე. კონსტანტინე სამსახურში, მაგრამ წინ საქმიანი პარტნიორის ნაცვლად საცოლე ეჯდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. თუმცა ბაგრატიონის გონება სადღაც დაქროდა, სადღაც საზღვრებს იქით. როგორ უნდა ახლა სადმე დასვენება. ცოტა ხანში ნაყინის საჭმელად წავიდნენ. ერთმანეთს ხელები ჩაკიდეს და ქუჩის კუთხისკენ გაისეირნეს, იმხიარულეს.
- სად გინდა ქეთევან წასვლა?
- როდის?
- თაფლობის თვეში.
- პარიზში _ მაშინვე უპასუხა გაბრწყინებული თვალებით.
- ჰო და, წავალთ პარიზში _ გაუღიმა და ნაზად შეეხო ტუჩებზე.
- ჩემივე ქორწილში მე არაფერს მეკითხებიან კოსტა _ უკმაყოფილოდ მობუსხა ტუჩები.
- კაი დაანებე რა, გააკეთონ როგორც უნდათ, არც შენ დაიღლები, არც მე და ქორწილიც მაგარი გამოვა.
- იმედია კაბას მაინც ამარჩევინებენ _ ჩაიბუზღუნა.
- აბა რას იზამენ _ გაუცინა. _ წავედით ახლა, მიგაცილებ და მერე სამსახურში უნდა დავბრუნდე.
- კარგი _ გაუღიმა საქმროს და სკამიდან წამოდგა.

გაიანეს საქმე არაფერი ჰქონდა, ჯერ ბიბლიოთეკაში შევიდა და შემდეგ, ბაღში გაისეირნა. ვიღაც კაცი უკვე გაშლილ ყვავილებს ეფერებოდა. გაახსენდა მებაღე კაკო ძია და მიუახლოვდა.

- გამარჯობა.
- გამარჯობა _ ყვავილებს მოწყდა ცოტა ხნით.
- მე ბატონი კონსტანტინეს ექიმი ვარ, გაიანე.
- ლამაზი სახელი გაქვს, მე კაკო ძია ვარ.
- სასიამოვნოა, ბაღს სულ თქვენ უვლით?
- კი შვილო, სულ მე ვუვლი, ბავშვობიდან მიყვარს მცენარეები.
- მეც მიყვარს.
- ვარდი გეყვარება, როგორც ქალბატონს.
- ვარდები ძალიან მიყვარს, მაგრამ იასამანი ყველა ყვავილს მირჩევნია.
- ოო, კარგია, შენსავით ნაზი და ბავშვური ყვავილი გყვარებია.
- მადლობა.
- იასამანი რომ აყვავილდება, ერთ დიდ თაიგულს გავაკეთებ შენთვის.
- ძალიან გამახარებთ. კარგი, დროებით.
- დროებით შვილო _ გაუღიმა კაკო ძიამ და ისევ ყვავილებს მიუბრუნდა.

სახლში გაღიმებული შევიდა. ამ მოკლე დიალოგმა ისე დამუხტა...ყოველთვის უყვარდა უფროს ხალხთან საუბარი, რატომღაც დადებითი ემოციით ივსება. მაგრამ მაინც მოეწყინა, მოდი და ნუ მოიწყენ ამხელა სახლში მარტო იყო და საქმეც არ გქონდეს... რომ ფიქრობს, მართლა ვერ ხვდება რატომ აიყვანეს, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს, წამლებს ოჯახის წევრები ვერ დაალევინებდნენ? მაგრამ მას რა, ცხოვრობს სასახლეში, არაფერი აკლია და ხელფასსაც იქით უხდიან.. თუმცა სიმართლე რომ თქვას, ახლა თავი პატარა ოთახში ურჩევნია ყოფნა, თავის ლოგინზე წოლა და დედის საუბრის მოსმენა. შუადღისას თამარი მოვიდა, ერთად ისადილეს და გოგონები ოთახში შეიკეტნენ. იმდენი გააკეთა ამ „ერთი ბეწო“ გოგომ, მაინც დაითანხმა გაიანე მეგობრის დაბადების დღეზე წასვლაზე. თან თურმე ოჯახის წევრებთანაც მოუგვარებია ყველაფერი.

- დაბადების დღე ხვალ აქვს.
- კარგი, მაგრამ რა ვაჩუქო? თან არც ვიცნობ.
- არ იღელვო საღამოს რომ გავალთ მე აგარჩევინებ რამეს.
- კარგი.
- წამო ახლა, ვახშამზე არ დაგვაგვიანდეს.
- წამო _ კუს ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე, ფრთხილად დადიოდა ისევ რომ არ გაეფუჭებინა რამე. ვახშამზე ყველა ადგილზე იყო. როგორც ყოველთვის ახლაც უხმაუროდ ივახშმეს, მხოლოდ დასრულების შემდეგ იკითხა ქალბატონმა თამარმა ბატონი კონსტანტინეს მდგომარეობა, პასუხის შემდეგ კმაყოფილმა გაიღიმა და ოთახი დატოვა. ყველამ მას მიბაძა. უმცროსი კონსტანტინე მაშინვე წავიდა სახლიდან, საცოლე უნდა ენახა. გაიანე „პაციენტთან“ ავიდა, უმცროს თამარს სამეცადინო ჰქონდა. უფროსი თამარი, ელენე და დავითი მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ.

----------------

- საღამომშვიდობის _ მიიხუტა ქეთევანი და თავზე აკოცა.
- საღამომშვიდობის _ განაბულმა ჩაილაპარაკა.
- სად წავიდეთ?
- ვისეირნოთ რა.
- კარგი ვისეირნოთ. ხვალ მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ, ხომ წამოხვალ?
- დამპატიჟეს?
- თავისთავად, მე დამპატიჟეს მეწყვილესთან ერთად.
- წამოვალ.
- შოკოლადი არ გინდა?
- მინდა _ გაუცინა. შოკოლადი უყიდა და გოგონამაც კმაყოფილი მზერით უთხრა მადლობა. წინა ღამინდელი ინციდენტი გაახსენდა კონსტანტინეს რატომღაც, გაეღიმა და ისევ ქეთევანს დაუბრუნდა.

---------------------

საქმე აღარფერი ჰქონდა გაბელიას და კვლავ ბაღში გასეირნება გადაწყვიტა. ნელა მიაბიჯებდა ქვაფენილზე და მცენარეებს აკვირდებოდა. გაშლილ ყვავილებს ნაზად ეხებოდა, ყნოსავდა, მერე თავისთვის ჩაიღიმებდა და გზას აგრძელებდა.

- თქვენსავით ლამაზია _ მოესმა კაცის ხმა ყვავილთან მიახლოებულს. გაკვირვებულმა გახედა ხმის პატრონს და დაცვის წევრი ამოიცნო.
- მადლობა _ გაუღიმა.
- იმედი მაქვს თავხედობაში არ ჩამომართმევთ სახელს თუ გკითხავთ.
- გაიანე.
- სასიამოვნოა, მე გაგი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა _ გაუღიმა.
- რამდენ ხანს უნდა იყო აქ?
- სამი თვე.
- კარგია, ხშირად მექნება თქვენი ხილვის პატივი. _ გაიანეს გაეცინა. _ კარგი, თავს აღარ შეგაწყენთ, დროებით.
- დროებით გაგი _ ღიმილით დაემშვიდობა.

გაბელია სახლისკენ წავიდა, მისაღებში შევიდა და მათთან ჩამოჯდა. ყველა ერთად უყურებდა საინფორმაციო გამოშვებას და უეცრად შუქი ჩაქრა. მთელი სახლი ჩაბნელდა. გაკვირვებით იკითხეს რა მოხდა, მაგრამ ვერ გაარკვიეს. ელექტრიკოსის გამოძახებისთვის გვიანი იყო, უმცროსი კონსტანტინე სახლში არ იყო, დავითმა მიზეზი ვერ გაარკვია. მეორე სართულიდან თამარი ყვიროდა რა ხდებაო.

- თამართან მე ავალ _ ჩაილაპარაკა გაიანემ.
- ფრთხილად ადი, სინათლეში ხათაბალებში ეხვევი და ახლა სიბნელეში _ უკმაყოფილო ტონი ჰქონდა ქალბატონ თამარს.
- ფრთხილად ავალ.
- სად არიან ეს გოგოები, ნინიი, ლელაა, იქნებ სანთლები მოგეძებნათ.

ხელის ცეცებით ავიდა მეორე სართულზე, კედლებს და თამარის ხმას მიჰყვებოდა. ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ამ სახლის განლაგება და რა ქნას, ორ დღეში ხომ ვერ ისწავლიდა, ოთახებს დღის სინათლეზე ცნობს, მაგრამ როგორ გინდა ახლა გაიკვლიოს, დათვლით მაინც მიაგნებს. თამარის ოთახამდე მივიდა და ნელა შეაბიჯა.

- თამარ, მე ვარ არ შეგეშინდეს.
- რატომ ჩაქრა შუქი?
- არ ვიცი, ელექტრიკოსიც ვერ გამოიძახეს, ხვალ დილამდე მოგვიწევს ცდა.
- რა უბედურება, მოიცა, ტელეფონით გავანათებ.
- ჩემი ტელეფონი სადღაც გდია ალბათ _ გაეცინა.
- არადა იმდენი მქონდა სამეცადინო _ აწუწუნდა ბაგრატიონი.
- მოასწრებ მაინც, ყოჩაღი გოგო ხარ.
- ცოტა ადრე მაინც გათიშულიყო, გააკეთებდნენ, ახლა ხვალ დილამდე უნდა ველოდოთ.
- ახლა კი არ უნდა ველოდოთ, უნდა დავიძინოთ.
- სხვა რა გზაა.
- წავედი მე, ძილინების.
- გამოგყვე გინდა?
- არა იყავი, არ მეშინია _ გაუცინა. ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა და „თვლით“ წავიდა თავისი ოთახისკენ. კარებს მიუახლოვდა გააღო, შევიდა. აქაც უკუნი სიბნელე, ეს მთვარეც მაინცდამაინც ამ ღამე არ ანათებს წესიერად. ბურდღუნით გადასწია გადასაფარებელი, ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინში შეწვა. ამ სიბნელეში ნამდვილად არ აპირებდა საღამურების ძიებას და ჩაცმას. ყელამდე ამოიწია საბანი და თვალები დახუჭა. ნელ-ნელა წავიდა ვარდისფერი ღრუბლებისკენ და მშვიდი სუნთქვა ამოუშვა. შუაღამისას კარები აჭრიალდა, თუმცა გაიანეს ყურიც არ შეუბერტყავს. არც ის გაუგია როგორ დაწვა ლოგინის მეორე მხარეს ვიღაც, ან რას გაიგებდა, იმხელა ლოგინია ორი კი არა, სამი-ოთხი კაციც მშვენივრად მოთავსდება. რატომღაც არც მეორეს უგრძვნია უცხო სხეული ლოგინში, მშვიდად აქცია ზურგი და თვალები დახუჭა.
აშკარად იგრძნო გაბელიამ რომ საბანი აღარ ჰყოფნიდა, მაგრად მოქაჩა თავის მხარეს, ხელიც „ჩასჭიდა“ და გამოფხიზლებისკენ წასული გონება ისევ დააძინა. როგორც ჩანს, სულაც არ მოეწონა მეორე სხეულს საბნის წართმევა და ახლა მან გასწია თავისკენ. იყო ასე გაწევ-გამოწევა. ქალბატონ გაბელიას რომ ყელში ამოუვიდა ეს სიტუაცია, ერთი ძლიერად გაიქნია ფეხი და... უფს.. აშკარად ვიღაცას შეეხო..
იმ ვიღაცამაც აშკარად იგრძნო ტკივილი. არაფრად ჩააგდო, ისევ მოქაჩა საბანი და მეორე დარტყმაც რომ იწვნია თავი წამოყო. გაკვირვებულმა გადახედა ლოგინის მეორე ნაწილს და უჩვეულოდ „ამობურცული“ შენიშნა. გაიანემაც იკადრა გაღვიძება მეორედაც რომ შეეხო ვიღაცას და ისიც წამოჯდა. მიიხედა და კვლავ უფს.. ვიღაც უყურებდა.

- არ მომეკარო თორემ ვიკივლებ _ უკვე კივილისთვის გამზადებული ხმით ჩაილაპარაკა.
- აქ რა გინდა? _ გაოცებული იყო.
- კონსტანტინე? მე რა მინდა თუ შენ რა გინდა? სულ გაგიჟდი?
- მოიცა, მოდი დავლაგდეთ, შენ ხარ ჩემს ოთახში.
- ეს ოთახში შევარდნა და მერე სხვისთვის გადაბრალება რამე ახალია? _ არ ცხრებოდა გაიანე. _ მითხარი რა მიზნები გამოძრავებს.
- რა მიზნები უნდა მამოძრავებდეს ადამიანო, გეუბნები ჩემს ოთახში ხარ. იქნებ შენ გამოძრავებს ცუდი მიზნები?? _ ჩაიცინა ბაგრატიონმა.
- რა მიზნები?
- რა ცუდი მიზნებიც გაიფიქრე წეღან, აი ის მიზნები.
- რა სისულელეა _ უცებ აღშფოთდა. _ ბოლოჯერ გეუბნები, დატოვე ჩემი ოთახი.
- გეუბნები ჩემი ოთახია-თქო.
- არა, კარებები ზუსტად გადავთვალე.
- რა ქენი? _ ახარხარდა კონსტანტინე.
- გადავთვალე _ გაბუსხულმა ჩაილაპარაკა.
- და რატომ დათვალე? ისე ვერ მიხვდი?
- თუ არ იცი გეტყვი რომ შუქი არაა, ამიტომ გადავთვალე.
- ჰოდა მინდა გითხრათ რომ მათემატიკაში რაღაცები გერევათ გაიანე ექიმო.
- ღმერთო ჩემო..
- დატოვებთ ჩემს ოთახს თუ საბანი გავინაწილოთ?
- რას ჰქვია გავინაწილოთ _ აპილპილდა _ თვალები დახუჭე უნდა გავიდე.
- ძალიან არ ჩანდეს რა _ ჩაიფრუტუნა _ მოიცა _ უცებ სიცილი აუტყდა _ ახლა აქედან რომ გახვიდე და ვინმე სხვა შეგხვდეს?
- რა შარში ვარ, ღმერთო რატომ ვარ ასეთი მარცხიანი _ მოთქვამდა თავისთვის.
- კარგი ჰო, აჰა აიღე _ სკამიდან რაღაც მიაწოდა.
- რა არის?
- ჩემი მოსაცმელია, შემოიცვი, ისეთი პატარა ხარ მუხლებამდე მოგწვდება. _ პატარა ხარო, ეს რა აკადრეს გაბელიას? გაბრაზებულმა გადახედა, ზედა გამოართვა და შემოიცვა.
- სულაც არ ვარ დაბალი და არც მუხლებამდე მაქვს _ გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ფრატუნით გავიდა ოთახიდან. თუმცა გასული არ იყო, ისევ უკან მიფრატუნდა. _ შეგიძლია ტელეფონი მათხოვო?
- რათ გინდა?
- რომ გავანათო და აღარ ამერიოს, ან სანთებელა, რა ვიცი რამე სანათი საშუალება.
- არ ვეწევი, აიღე ტელეფონი _ ეკრანანთებული მობილური გაუწოდა. გაბელიაც ისევ გაფრატუნდა და მიაგნო თავის ოთახს. ახლა ეს ტელეფონი როგორ დაუბრუნოს? ოჰ, ჯანდაბა! ყველა თავსატეხი რატომ უნდა გაუჩნდეს მას. ხვალ დაუბრუნებს! მტკიცედ გადაწყვიტა და ახლა უკვე თავის საბანში გაეხვია...


_________________

ესეც მეოთხე თავი შოკოლადებო.. ოჰ, როგორ მახარებთ... აღარც კი ვიცი რა გითხრათ, ძალიან მაგარი ბავშვები ხართ.. უზომოდ თბილები და ტკბილები.. მაბედნიერებთ თქვენ მე.. ვერ გეტყვით რა არის ამდენი თბილი კომენტარის წაკითხვაზე კარგი.. მიყვარხართ თქვენ მე.. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავიც, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის..



№1  offline წევრი EiLuL♥

ჩემიი როშენიიი ❤ დავწერრო კომენტარი და წავიკოთხო ეგრევე)) გასვლას ვაპირებდი და თვალში რომ მომხვდა ისეე გამეხარდაა ❤❤ წარმატებებიი
--------------------
elene

 


№2  offline ადმინი ano23

ვამბობ რაა ,, მგავს მე ეს გოგო wink ერთი მე ვქანაობ საღამოს სიცივეში საქანელაზე და მეორე ეს wink უფრო და უფორ იხვეწებით წერაში ქალბატონო მარიამ და მე ეს ძალიან მომწონს love

 


№3  offline წევრი EiLuL♥

ვაიმე გავიგუსე სიცილით :დ საბანიი კაიი იყოო :დ ასეთიი დააბდურა როგორაა ❤
--------------------
elene

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian magaria❤ sauketeso rom xar amas tqma ar unda

 


№5  offline წევრი სოფო

აუ რა ძალიან მაგარრიაა
მომწონს ძაან

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მარ ხომ ვთქვი მაგარი იქნებათქო:):):):):):):):):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი Mia

ა კამფეტ :D ეს გაიანე და დაბდურა რა <3 აუ ძაან დამაინტერესა :D ხო ვამბობდი არ დამაინტერესა მეთქი winked ეს რა ხარ რა love ხოო და მეც ვუხდი ლილიანას მადლობას ამ მოთხრობის იდეა რო მოგაწოდა love

 


№8 სტუმარი tikacho

გეფიცებიი აიი ძაან მაგარიაა რაა .❤ ოღონდაც მალეე დადეე ❤

 


№9 სტუმარი tralalalala

გეფიცები ძაან მაგარია ამტკივდა მუცელი wink

 


№10  offline მოდერი მარრიამი

ვგიჟდები მე თქვენზე <3 ^_^ მეტს ვეღარაფერს ვამბობ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent