შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი VI)


31-03-2015, 22:40
ავტორი Skellington
ნანახია 2 304

- ჰო, ჩვენ ვართ, - სწრაფად უპასუხა ჯორჯმა.
- აუ, რა ცუდ დროს მოვსულვარ, - დაიკნავლა ფრედმა.
- დანარჩენები როგორ არიან? - წაუყრუა ლოყებაწითლებულმა სემმა და თმები გაისწორა.
- კარგად, თქვენ გეძებდით.
შეშინებულები "ბუნაგში" დაბრუნდნენ, მაგრამ ოცნებებით გატაცებულ სემს სულ არ ახსოვდა "სიკვდილის მხვრელები". ჯორჯის შეხებას ჯერ კიდევ გრძნობდა, მისი მზერა კი თვალწინ ედგა. დაღლილ-დაქანცულებს გაწამებული სახეები ჰქონდათ, მხოლოდ სემი იღიმოდა, რომელსაც გულში იმედი ჩასახვოდა.
ბავშვები ჰოგვორტსში გაემგზავრნენ. სემი ჯორჯს იმ ამბის შემდეგ აღარ უნახავს, რის გამოც გოგონას შიგნიდან რაღაც ღრღნიდა.
სადილობის დროს დამბლდორმა განცხადება გააკეთა:
- ...გატყობინებთ, რომ ქვიდიჩის მატჩები ამ წელს არ შედგება.
- რაა? - სუნთქვა შეეკრათ ტყუპებს. ალისია და ანჯელინაც აღშფოთებულები იყვნენ.
- ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ, - დაუმატა დირექტორმა. - ამ წელს, ჰოგვორტსში სამი ჯადოქრის ტურნირი გაიმართება.
- ხუმრობთ, არა?! - მთელ ხმაზე გაიკვირვა სახეგაბრწყინებულმა ფრედმა. დარბაზმა სიცილი ატეხა, ანჯელინამ კი იდაყვი გაჰკრა. დირექტორმა საუბარი გააგრძელა.
- რადგანაც მსხვერპლთა რაოდენობამ იმატა, ტურნირები აღარ ტარდებოდა, - როგორც ჩანს, სიტყვა "მსხვერპლმა" მხოლოდ სემი შეაწუხა, - გამარჯვებულს ათასი გალეონი გადაეცემა ჯილდოდ.
- მე მინდა, - გრიფინდორის მაგიდის გასაგონად დაარტყა ბეჭედი ფრედმა.
- აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, - დაეთანხმა ჯორჯი.
- ...მაგრამ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც უკვე შეუსრულდა ჩვიდმეტი წელი... - თქვა დამბლდორმა.
- რა უსამართლობაა! - მომენტალურად გააკეთეს კომენტარი ტყუპებმა.
- ამ წესის დაცვა აუცილებელია, რადგან ტურნირის დავალებები სახიფათო და რთული იქნება. ვიზრუნებ, რომ მეშვიდეკურსელების გარდა, ვერავინ ვერ შეძლოს საკუთარი კანდიდატურის შემოთავაზება, - დაარწმუნა მან დარბაზი, და მზერა, რამდენიმე წამით ტყუპებზე შეაჩერა.
- არ აქვთ უფლება ასე მოიქცნენ! - განაცხადა ჯორჯმა, დარბაზიდან გამოსვლისას. - აპრილში შეგვისრულდება ჩვიდმეტი წელი, რატომ გვართმევენ შანსს?
- სახიფათოა, შეიძლება დაიღუპოთ, თქვენ რა, ვერ გაიგეთ? - წამოენთო სემი.
- მაგრამ გამარჯვებული, ძალაუფლებას და ჯილდოს მიიღებს. თან სკოლასაც ასახელებს, - შეუტია ალისიამ. სემმა ისეთი განცვიფრებით შეხედა, ახლა გოგონა ბასილისკო რომ ყოფილიყო, ალისია იქ უკვე აღარ იქნებოდა.
- რომელ ძალაუფლებაზეა აქ ლაპარაკი, როცა ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს? ნორმალური ხარ?! - თავი ვეღარ შეიკავა სემმა. ანჯელინამ სემი თავისკენ მიიზიდა, რითაც ანიშნა, დამშვიდდიო.
- შეიძლება მსხვერპლი სულ არ იყოს, - თქვა ჯონსონმა.
- შენც ამათკენ ხარ, არა? კარგი, - ცხვირი აიბზუა სემმა.
- აბა, სიამოვნებას მხოლოდ რისკით თუ მიიღებ, - ჩაეცინა ფრედს.
- აუცილებლად გავაცურებთ დამბლდორს, - თავდაჯარებულად თქვა ჯორჯმა.

***

იმის გარდა, რომ ტყუპები გასაცურებელი ხრიკის მოფიქრებას ცდილობდნენ (დახმარებაზე სემმა უარი განუცხადა), ოინებისა და შხამების მომზადებასაც ასწრებდნენ.
დიდ დარბაზში შესვლისას, გრიფინდორის მაგიდას მიახლოებულმა სემმა, თვალი, ერთმანეთში გადახლართულ ჯორჯსა და ალისიას მოჰკრა. ის იყო, უკვე უნდა დამჯდარიყო, როდესაც სემს, უკნიდან ნაცნობმა ხმამ შეაჩერა:
- სემ? გამარჯობა, - ეს სედრიკი იყო. სემი ვერ მიხვდა, რატომ, მაგრამ გაუღიმა და პასუხად, ისიც მიესალმა. ბიჭი რამდენიმე წამს ათვალიერებდა. - მესმის, რომ ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდი, ირლანდიის გამარჯვება რომ აგვეღნიშნა? წავიდეთ დღეს საღამოს პიკნიკზე? - სემი დაფიქრდა. უკნიდან უკმაყოფილო ჩახველება მოესმა, რომელიც სემმა, "უჰუ-უჰუს" პატრონის გასაკვირვად, დააიგნორა.
- კარგი, ტბასთან?
- ჰო, ექვს საათზე ჭიშკართან ვიქნები, - გაუღიმა სედრიკმა, სემმა თავი დაუქნია და მაგიდას მიუჯდა.
- შენ რა, მართლა წახვალ? - თვალები დაუწვრილდა აფოფრილ ჯორჯს.
- მერე რა? - სემმა თვალები ააფახურა, შემწვარი ქათმის ბარკალი გადაიღო თეფშზე და დაუმატა, - ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, - სემი იმავე წამს მიყუჩდა. ასე არასდროს არავის დალაპარაკებია, მითუმეტეს კი ტყუპებს.
- მართალია, - სახე დამანჭა ჯორჯმა. - მაგრამ ის ჩვენი მტერია!
- მოიცა, რა. მერე რა, რომ ჰაფლეპაფმა წინაზე გაიმარჯვა? მაინც არაფერი გადაუწყვეტია მაგ მატჩს, - წყნარად უპასუხა სემმა და ბარკალი მოკბიჩა.
- და მე რომ დავეპატიჟე დიგორის? - მიიქცია ალისიამ ჯორჯის ყურადღება.
- არ გაგიშვებდი, - უპასუხა მან, გოგონამ კი, ჯორჯის თავი თავისკენ მიიზიდა და აკოცა.
- აუ, მომინდომა. დიგორი ასი წელი ზედ არ შემოგხედავს, - უნებურად წამოცდა სემს, და როცა გაიაზრა, რომ თავისი ფიქრები ხმამაღლა გააჟღერა, თვალი გაუაზრებლად, სოსისებს გაუშტერა. იქვე მჯდარ რონს, გოგრის წვენი გადასცდა. მომღიმარე ჰარი, რომელიც სემისკენ აპარებდა თვალს და დიდ თითს (რომელსაც თან მალავდა, ალისიასა და ჯორჯის შიშით) უჩვენებდა მოწონების ნიშნად, რონს ზურგზე მუშტს ჰკრავდა, რომ საწყალ ბიჭს ამოესუნთქა და კარგად ჩაეხველებინა. ფრედმა ხელი პირზე აიფარა და ფხუკუნ-ფხუკუნით ადევნებდა თვალს მეგობრების სახის გამომეტყველებას. ანჯელინა ყურადღების გადატანას ფრედზე ცდილობდა, ვითომ მისი დამშვიდება უნდაო, არადა ამასობაში, ტუჩის ერთი ბოლო ზევით გაურბოდა. ალისია და ჯორჯი, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წამის წინ, მზრუნველი სახით უყურებდნენ ერთმანეთს, ზუსტად ეგ ნაზი გამომეტყველება, სახეებზე შეციებოდათ, თუმცაღა თქმით, ნირწამხდრებმა, ვეღარაფერი თქვეს. ზარის დარეკვის წინა წამს, სემს ყურამდე მოსწვდა რონის ხმადაბალი: "აუ, მაგარი ჩაუტარე, სემ!"

***

სემი დანიშნულ დროზე მივიდა. სედრიკი უკვე ელოდებოდა. ხელში კალათა ეჭირა. არყის ხემდე სანამ მივიდოდნენ, გზაში სემს ბევრი გოგო უყურებდა შურის თვალით. რა თქმა უნდა. ისინი ხომ გიჟდებოდნენ სედრიკზე და უსიმპათიურეს ბიჭად თვლიდნენ.
ჩამავალი მზე ცოტაზეღა მოჩანდა. წყვილი არყის ხის ქვეშ გაშლილ ადეალაზე მოკალათდა. კალათში ბურბურახი და კრუასანები ელაგა.
- რაღაც უცნაური მოხდა მატჩის შემდეგ, - თქვა სედრიკმა. - სად გაქრი?
- უისლებთან ვიყავი, მათთან ერთად არ მოვედი? - შეახსენა სემმა და ბურბურახი მოსვა.
- ააა, ჰო. ისე... ყველას შეშურდება თქვენი მეგობრობის.
- ჰოო? - ჩაეღიმა სემს. - ახლა ყველას ჩვენი ინტერესები გვაქვს... ჰო, მართლა, რას ფიქრობ ტურნირის შესახებ? ეს სახიფათოა, ხომ ასეა?
- კი, მაგრამ მაინც მინდა მონაწილეობის მიღება. მსურს სკოლა ვასახელო. - უპასუხა სედრიკმა.
- და ვერავინ ვერ ხვდება, რომ შესაძლოა ამას მსხვერპლი მოჰყვეს, - თავისთვის ჩაილაპარაკა სემმა და უკან ზურგით გადაეშვა. სედრიკმა თავიდან ბოლომდე ჩაათვალიერა.
- მერამდენე დღე უჩიჩინებ ამას ტყუპებს? მგონი საერთოდ არ გისმენენ, - თავი გააქნია მომღიმარე ბიჭმა.
- ჰო, აბა, მე ვინ მომისმენს?
- მათზე ძალიან დარდობ... მე, მაგალითად, არ მყავს ასეთი ერთგული მეგობრები, - სედრიკი მის გვერდით დაწვა და სემს შეხედა.
- არა, რა თქმა უნდა. შენ გყავს მეგობრები! - შეეკამათა გოგონა და იდაყვზე წამოიწია, სახით სედრიკისკენ.
- ვინ? გუნდი? კურსელები? მათთვის უბრალოდ კაპიტანი და კლუბის პრეფექტი ვარ. სხვანაირად არც მიყურებენ, - გაუღიმა სედრიკმა.
- ცოტა სხვანაირი თვალით უნდა შეხედო ზოგიერთ საკითხს. მეგობრობა ყოველთვის არ ფასდება, მაგრამ ღია უნდა იყო, ასე უფრო გაგიადვილდება. შენ კი ისედაც ღია ხარ, - ხალისით მიუგო სემმა.
- კეთილი ხარ, - უთხრა სედრიკმა. სემი წამოჯდა, ხელები უკან წაიღო და ადეალას დაეყრდნო. - მაგრამ უცნაურიც. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ცდილობ საკუთარ თავს გაექცე. რად გინდა ეს?
- არ გავრბივარ, - არ დაეთანხმა სემი, - უბრალოდ ასეთი ვარ.
- მაშინ სულ სხვანაირი იყავი. უფრო ცოცხალი. ახლა თითქოს ეს თვისებები საერთოდ მოსპე შენში. შენ შეუდარებელი ხარ და ნუ ცდილობ, საკუთარი თავის სპეციალურად შეცვლას, - სედრიკმა მზერა სემზე გადაიტანა, რომელიც დუმდა და მგონი, აღარ აპირებდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას.
- მადლობა. მაგრამ არაფერს არ ვცდილობ, უბრალოდ ასეთი მინდა ვიყო.
- იქნებ, ცოტა მერე მიხვდე ყველაფერს, პირველი სტადია რომ ჩაივლის, - დაუმატა ბიჭმა.
- ფსიქოლოგობა ხომ არ დაიწყე?
- ფსიქოლოგობა ვინ არის? - ვერ გაიგო სედრიკმა. სემს გაეცინა და ახსნა დაუწყო. შეეცადა, აღარ დაბრუნებოდა წეღანდელ თემას.

***

კმაყოფილი და ცოტათი დაღლილი სემი საერთო ოთახში დაბრუნდა. ფრედი და ჯორჯი რაღაცას წერდნენ.
- სემ? 4 საათია გასული ხარ! - საყვედურით დასძინა ჯორჯმა. თითქოს, დედა ყოფილიყოსო და სახლში გვიან დაბრუნებულ შვილს ახსნა-განმარტებას სთხოვსო.
- დავუშვათ, - წარმოთქვა გოგონამ. რა სჭირს? უხეშობს. მგონი სედრიკი მართალი იყო. სემმა უეჭველად დაიწყო ცვილელების შეტანა თავის ხასიათსა და თვისებებში.
- დიგორისთან იყავი, არა? და რას აკეთებდით?
- ვსეირნობდით, - მხრები აიჩეჩა სემმა.
- ამდენი ხანი? სემ, ეს რაღაც უცნაურია. რატომ დაგპატიჟა ასე უცბად? - აგრძელებდა ჯორჯი.
- ისე, უბრალოდ. და რა მოხდა რო? არ შეიძლება ვინმემ დამპატიჟოს? - თქვა სემმა და ფრედმა თავისი პერგამენტი მიუცურა. - არა, აქ შეასწორე... - და თითით შეცდომაზე მიუთითა.
სემი უკვე წამომდგარ ჯორჯს მიუბრუნდა, რომელიც თვალებში უყურებდა.
- იქნებ, უნდა რომ რაიმე გამოგტყუოს?
- მაგალითად? - გაეცინა სემს. ბიჭმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ალისია მიუახლოვდა და გვერდზე გაიყვანა. - აბა, ძილი ნებისა, ბიჭებო, - და საძინებელში ავიდა.
სემი სედრიკთან ცოტა მორცხვობდა. ჯორჯმაც თითქოს ეჭვიანობა დაიწყო. თუმცა არა... ყველა ბიჭი მესაკუთრეა. საკმარისია, ცოტა ჩამოსცილდე და სხვისკენ გაგექცეს თვალი, რომ ბიჭი მაშინვე გრძნობს - გოგოზე კონტროლის დაკარგვას.

***

როგორც იქნა, ჰოგვორტსს სტუმრები ეწვია. დამბლდორმა ბობატონი წარადგინა. დარბაზში ქალი შემოვიდა, ჰაგრიდის სიმაღლისა იქნებოდა. უკან კი თხუთმეტი ულამაზესი, ბარხატის ცისფერ მანტიებში გამოწყობილი გოგონები მოყვნენ. ბიჭებმა კისრები წაიგრძელეს.
შემდეგ ბულგარელები და თვით ვიკტორ კრამი. ახლა უკვე გოგოებმა დაიწყეს თვალების ცეცება. ყურადღება მაინც ყველაზე ცნობილ სიკერზე ჰქონდათ გამახვილებული.
მეორე დღეს სემმა გახარებული ტყუპები იხილა.
- დავლიეთ! - წამოიძახა ჯორჯმა.
- მერე? - ჰკითხა სემმა.
- დაბერების შხამი. თითო წვეთი.
- დამბლდორმა იზრუნა ამაზე. ასე ადვილად ვერ გააცურებთ, - შეეწინააღმდეგა სემი.
- მზად ხარ, ფრედ? - წაუყრუა ჯორჯმა სემის გაფრთხილებას.
- მზად ვარ, ჯორჯ! - ტყუპებმა ერთდროულად გადააბიჯეს საზღვარს.
დარბაზი ხალისიანი შეძახილებისგან და აპლოდისმენტებისგან დაიძრა, მაგრამ ტყუპები რაღაც უხილავმა ძალამ უკან გადააგდო. წამი და ორივეს თეთრი წვერი გაეზარდათ. სემს თვალები გაუფართვოდა. ძირს დავარდნილი პერგამენტის ნაგლეჯი შენიშნა, რომელიც რომელიღაცა ტყუპს გადმოუვარდა ჯიბიდან. გოგონამ პერგამენტი აიღო და ჩაიხითხითა.
- არასწორად დაგიმზადებიათ. თან ამ უარყოფით შედეგში "წვლილი" დამცავ ხაზსაც მიუძღვის, - თავი გადააქნია მან, ტყუპებს მიუახლოვდა და ხელები გაუწოდა, - ადექით, ფლიგელში უნდა წახვიდეთ, თორემ შედეგი გაუარესდება.
- მადლობა, მის პეის, სრულებით გეთანხმებით, - სრულიად არსაიდან გაჩნდა დამბლდორი. - სასწრაფოდ საავადმყოფო ფლიგელში წაბრძანდით. სამანტა, მიხედე შენს მეგობრებს.
ტყუპებმა დარბაზი დატოვეს და სიჩუმემ მაშინვე დაისადგურა, რადგან უისლები ბობატონელმა გოგონებმა შეცვალეს, რომლებმაც ბიჭების ყურადღება იმწამსვე მიიპყრეს.
- და რა არის მათში ასეთი განსაკუთრებული? - ჩასჩურჩულა სემს ყურში სედრიკმა. - ჰოგვორტსში უფრო ლამაზი გოგოები არიან, - თავდაჯერებულად დასძინა ბიჭმა. - ოჰ, კი. ჩემი სახელი მაინც ჩავაგდე.
- რატომ არავინ არ მისმენს? - ჩაიბუტბუტა სემმა და სიმწრისგან ჩაეღიმა.
- ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ნუ ღელავ, - დაარწმუნა დიგორიმ.

***

დადგა დრო, თასს არჩევანი გაეკეთებინა. ანჯელინამაც ჩააგდო თავისი სახელი, ფრედი და ჯორჯი კი გუნება მოშხამულები ისხდნენ, მაგრამ მაინც დაძაბულად ადევნებდნენ თვალს.
- იმედი მაქვს, ანჯელინას აირჩევს, - ჩაილუღლუღა ფრედმა.
დირექტორი ფეხზე წამოდგა. თასის ცისფერი ალი გაწითლდა და პერგამენტის ნაგლეჯი გადმოაგდა. ყველას სუნთქვა შეეკრა. დურმსტრანგის ჩემპიონი - ვიკტორ კრამი, როგორც მოსალოდნელი იყო. ბობატონის ჩემპიონი - ფლერ დელაკური. და, როგორც იქნა, ჰოგვორტსის ჯერიც დადგა.
- ჰოგვორტსის ჩემპიონი - სედრიკ დიგორი!
სემს ხელები ექავებოდა ჰაფლეპაფელებისავით მხურვალე ტაშს რომ არ მოჰყოლოდა, თუმცა თავი შეიკავა, თორემ გრიფინდორელები ასეთ ჟესტს სხვანაირად მიიღებდნენ. უცბად, სრულიად მოულოდნელად თასმა კიდევ ერთი ნაგლეჯი გადმოაგდო.
- ჰარი პოტერი!
ყველა ჰარისკენ გაბრუნდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არ ჩაუგდია სახელი, მაგრამ გვერდზე გასვლა მაინც მოუწია პროფესორებთან ერთად. დარბაზი ატყდა. ყველა უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო, ტყუპების ჩათვლითაც კი.
- ეს როგორ მოახერხე? - ჩააცივდნენ ჰარის, როცა საცოდავი ბიჭი საერთო ოთახში დაბრუნდა.
- და რატომ არ გვითხარი არაფერი?
- არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინა! მე არაფერი მიქნია! - დაუცაცხანა მოთმინებადაკარგულმა ჰარიმ და საძინებელში ავიდა.
- რაც მთავარია - გრიფინდორელია! - მაინც უხაროდა კლუბს.
ფრედმა და ჯორჯმა სამზარეულოდან საჭმელი გამოზიდეს და პატარა წვეულება მოაწყვეს. მხოლოდ სემი იყო ცუდ ხასიათზე. საქმე რაღაც ვერ იყო კარგად.

***

სედრიკი უფრო პოპულარული გახდა სკოლაში, რაშიც გარეგნობაც მშვენივრად უწყობდა ხელს. დიგორი ლამაზი ყმაწვილი იყო: მოქერაო, ნაცრისფერი თვალებით და სწორი ცხვირით. გოგოები ჯგუფ-ჯგუფად დაჰყვებოდნენ და აღტაცებით უყურებდნენ. სემმა იფიქრა, ალბათ, მეც ზუსტად ასე გამოვიყურები, როცა ჯორჯის გვერდით ვარო. სედრიკთან საუბრისას, სემს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს წლებია, რაც ერთმანეთს იცნობდნენ. აზრი არ ჰქონდათ დამთავრებული, როცა უკვე იცოდნენ, თუ რას გულისხმობდნენ.
- გილოცავ, სედრიკ, შენ ხომ ეს ძალიან გინდოდა! - მიულოცა სემმა, როცა სედრიკმა ძლივს დააღწია თავი გოგოების ბრბოს.
- მადლობა, მაგრამ კვლავ არ მოგწონს ეს იდეა, არა? - მიუხვდა ბიჭი.
მელანქოლიით შეპყრობილი ფრედი და ჯორჯი ოინების გამოგონებას აგრძელებდნენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეში სემიც ადრინდელივით ეხმარებოდა.
- მაინც რა ვერ გავაკეთეთ სწორად? - ამოიოხრა ფრედმა, რომელსაც მარცხი ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა.
- უკვე ჩავასწორე. და რაღად გინდათ? - გაუკვირდა სემს.
- დავამზადებთ. რა იცი, რაში გამოგვადგეს, - მხრები აიჩეჩა ჯორჯმა. - კარგია, ჰარი მაინც მოხვდა ტურნირში. ვინმემ ხო უნდა ასწავლოს ჭკუა ამ ლამაზმან დიგორის. შენ ისევ გაქვს მასთან ურთიერთობა, არა?
- რატომაც არა? - გაუმეორა სემმა. ახლა ტყუპები კვლავ დაუწყებდნენ ამ თემაზე კამათს.
- ის ჩვენი მტერია, არ უნდა დაიჭირო მასთან საქმე.
- მოდი, თვითონ გადავწყვეტ, ვისთან დავიჭერ საქმეს და ვისთან არა. და შენ არასწორი ხარ, ჯორჯ. ეს ტურნირი გამარჯვებისთვის კი არა, არამედ სკოლების გაერთიანებისთვის და დამეგობრებისთვისაა! - არ ცხრებოდა სემი.
- ის ჰარის მტერია, ესეიგი ჩვენი მტერიცაა, - დააზუსტა ფრედმა.
სემი ვერასდროს ვერ გაუგებს მათ.

***

ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩემპიონები დაძაბულები დადიოდნენ და სულ რაღაცაზე ფიქრობდნენ. ჰარი და სედრიკი უარეს დღეში იყვნენ, რადგან იცოდნენ, რაც ელოდათ წინ.
დადგა პირველი ეტაპის დღე. ყველა ადრე ადგა. მთლიანი სკოლა ღელავდა.
გასვლის წინ სემი სედრიკს გადაეყარა.
- აბა, წარმატებები! - გაამხნევა გოგონამ და ნერვიულობისგან ტუჩი მოიკვნიტა.
- გამომადგება, - თქვა ცოტა დაბნეულმა სედრიკმა დარდით.
- ყველაფერი გამოგივა, - იმედი ჩაუსახა სემმა. სედრიკმა გაუღიმა და გასვლისთვის მოემზადა.
ფრედი და ჯორჯი აზარტით ადევნებდნენ თვალს და დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ დაწყებას. თან დაობდნენ, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი დავალება და სემის აზრით, უსაშინლეს ვარიანტებს ასახელებდნენ. მაგრამ გოგონას ენა გადაეყლაპა, როცა შეიტყო, რომ ჩემპიონებს დრაკონებთან მოუწევდათ საქმის დაჭერა. ასე როგორ შეიძლება?
სედრიკი პირველი იყო. გავიდა და მაყურებლებს დაუწყო თვალიერება. როცა თვალით სემს გადაეყარა, ჩაეღიმა, რადგან გოგონა უღიმოდა, რაც ბიჭს თავდაჯერებულობას მატებდა, რომელიც ასე აკლდა.
სედრიკმა თვალი მოავლო დრაკონს. შემდეგ მზერა კვერცხს მიაპყრო და ტრანსფიგურაციის დახმარებით, ქვა ძაღლად გადააქცია, დრაკონის გასართობად. სედრიკმა მოასწრო კვერცხის აღება, მაგრამ ბოლო მომენტში, დრაკონმა ძაღლს - ადამიანი ამჯობინა და დაწვა. შეშინებულმა სემმა ხელის გული პირზე აიფარა, მაგრამ გულზე მოეშვა, სედრიკი დროულად რომ გახტა გვერდზე და ცეცხლმა ზიანი ოდნავ მიაყენა. სემმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები და კარავში შეძვრა.
- სედრიკ? - ხმადაბლა დაუძახა გოგონამ, როცა დარწმუნდა, რომ მადამ პომფრი წავიდა.
- სემ? - აქამდე მისკენ ზურგით მჯდარი სედრიკი, გოგონას მიუბრუნდა. - აქ რა გინდა?
- გასაოცარი იყავი, ყოჩაღ! მაგრამ აი, ბოლოში, - სემმა სედრიკის დაშავებულ ლოყას შეხედა.
- მადლობა, მაგრამ უკეთესადაც შემეძლო, - მხრები აიჩეჩა დანაღვლიანებულმა სედრიკმა. - რას ეძებ? - ჰკითხა სემს, რომელიც ჩანთაში იქექებოდა და გამწარებული რაღაცას ეძებდა.
- რომელი მალამო წაგისვეს დამწვარ ადგილას? - სედრიკმა პატარა კოლოფი უჩვენა. სემმა იმედგაცრუებით ამოიოხრა, - ეგ მალამო წვავს და დიდ დროს ანდომებს. მე უკეთესი მაქვს. მომაწოდე პირსახოცი, - მომთხოვნად გაუწოდა ხელი სემმა. როცა მის ხელს ფაფუკი და რბილი ნაჭერი შეეხო, სედრიკს, დამწვრობიდან ნარინჯისფერი მალამო ფრთხილად გააცალა. ბიჭი ცდილობდა, ტუჩები არ მოებრიცა უსიამოვნო შეგრძნებისგან, მაგრამ სემი ხვდებოდა, რომ ეს მტკივნეული პროცედურა იყო. - ბოდიში, ცოტაღა დარჩა, - მოუბოდიშა სემმა, შემდეგ კი თავისივე დამზადებული მალამო აიღო. - ასე უკეთესია, - ამაყად განაცხადა სემმა, თმები უკან გადაიყარა, ორი თითი მალამოში ჩააწო და ბიჭს ლოყაზე ნელა, აუჩქარებლად წაუსვა. - ხომ არ გტკივა? - ჰკითხა სემმა დამთავრებისას და სედრიკს შეხედა. ბიჭი ცოტა გაოცებული კი უყურებდა, მაგრამ თვალები სინაზითა და სიყვარულით ჰქონდა სავსე. თან ოდნავ იღიმოდა და ისე ჩაბღაუჯებოდა სემს მზერით, თითქოს პირველად ენახოს.
- არა, - ხმადაბლა უპასუხა კითხვაზე სედრიკმა. სემს უნდოდა კიდევ დაეზილა მალამო, მაგრამ სედრიკმა ხელი მაჯაზე მოჰკიდა, ოდნავ გვერდით გასწია და ერთი მარტივი მოძრაობით მიიზიდა თავისკენ. მათი სახეები ახლოს იყო. ცოტაც და სედრიკი სურვილს აისრულებდა.
- მისტერ დიგორი, მგონი გთხოვეთ, არ ილაპარაკოთ-მეთქი, - კარავში მადამ პომფრი შევიდა და სემი, პირდაპირი გაგებით გადაარჩინა.
- მე წავალ, - ხმადაბლა თქვა სემმა და კარვიდან, ლოყებშეფაკლული, საჩქაროდ გავიდა.

***

ჰარიც მშვენივრად გაუმკლავდა დავალებას და გრიფინდორელებმა წვეულება გამართეს. სემი ცდილობდა სხვებს აყოლოდა, მაგრამ მისი ფიქრები მხოლოდ სედრიკს უკავშირდებოდა. უფრო მეტიც. ერთმანეთში გადაზნექილი ალისია და ჯორჯი სულ გადაავიწყდა.
რა იქნებოდა, სედრიკს მისთვის რომ ეკოცნა? რომ ეკოცნა, სემს კი გაეშვა და ხელი არ ეკრა, ნეტავ, ეს საქციელი ჯორჯის ღალატში ჩაეთვლებოდა?..



№1  offline წევრი Mkitxveli

უფ,სედრიკი როგორ მიყვარს, ვგიჟდებოდი წიგნში მის პერსონაჟზე.
როგორც ვხვდები, სემის ბოლო არც/ვერც სედრიკია.
მაინტერესებს (არ ვიცი,იქნებ თქვი უკვე), ზუსტად წიგნის შინაარსს მიყვები? ანუ,მთავარს რაც შეეხება... თუ შეცვლი მოვლენებს ცოტა-ცოტა?
უსაყვარლესი ხარ,მადლობა ამხელა თავების დადებისათვის.

 


№2  offline წევრი Skellington

Mkitxveli
უფ,სედრიკი როგორ მიყვარს, ვგიჟდებოდი წიგნში მის პერსონაჟზე.
როგორც ვხვდები, სემის ბოლო არც/ვერც სედრიკია.
მაინტერესებს (არ ვიცი,იქნებ თქვი უკვე), ზუსტად წიგნის შინაარსს მიყვები? ანუ,მთავარს რაც შეეხება... თუ შეცვლი მოვლენებს ცოტა-ცოტა?
უსაყვარლესი ხარ,მადლობა ამხელა თავების დადებისათვის.

Ar vici, shesadzloa shevcvalo kidec cota. :3

Tqven ki, tbili sityvebistvis gixdit madlobas. <3

 


№3  offline წევრი Leeluu

Usayvarlesoo <3 umagresad wer, amas rom vkitxulob mgonia mec ert-erti gmiri var <3 gamaxare da gvachuqe dges kidev erti tavii <3

 


№4  offline წევრი mariamii))

აი აი ძაან მაგარია!! მალე დადე ხოლმე თავებიიი <3 შემდეგ თავს როდის დადეეებ ??? love

 


№5  offline წევრი Skellington

mariamii))
აი აი ძაან მაგარია!! მალე დადე ხოლმე თავებიიი <3 შემდეგ თავს როდის დადეეებ ??? love

ხვალ. :* ♥ გადასცდა თორმეტს, და ანუ, უკვე დღეს. :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent