მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი V)
- სემ! გაიღვიძე! - გაისმა ოთახში ორი ხმამაღალი ხმა, შემდეგ კი ასაფეთქებლის ბათქაბუთქი, რომლის გაქრობის შედეგად, სემი ფერადმა კონფეტებმა ფანტელებივით დაფარეს. - აქ რა გინდათ? - წაიბუტბუტა სემმა მძინარე ხმით. - დაბადების დღეს გილოცავთ! - შესძახეს მათ და სადღაც, რაღაც ისევ აფეთქდა. სემი წამოხტა. - მადლობა! - გაეცინა მომღიმარე ტყუპების შემყურე სემს. - მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ ჩაცმის ნებას ხომ ვერ მომცემდით? - დრედ, როგორ ფიქრობ, ეს ჩვენს ძალებს ხომ არ აღემატება? - იკითხა ჯორჯმა. - ეს ძალიან სერიოზული და რთული რამაა, მაგრამ გავუმკლავდებით, - სერიოზული სახით, დაუკრა თავი ფრედმა და ტყუპები ოთახიდან გავიდნენ. სემმა რატომღაც გადაწყვიტა ცოტა განსხვავებულად ჩაეცვა, ამიტომ არჩევანი ღია მწვანე მოკლე კაბაზე შეაჩერა, რომელიც ზევით კორსეტით იყო, ქვევით კი - გაშლილი. - გვეგონა, ისევ ჩაგეძინა, - უკბინა ფრედმა და თვალი ჩაუკრა. ჯორჯმა მოწონების ნიშნად, დიდი თითი ასწია და გაუღიმა. სემმა ღიმილი ვერ შეიკავა და როგორც ყოველთვის, ტყუპებს შორის დაჯდა. ბიჭებმა ერთმანეთს უცნაურად გადახედეს. - დაცხა, - ერთი კი თქვა ფრედმა ჩუმად, მაგრამ სემს ეს არ გამოპარვია. - მოკლედ, სამანტა, აი, თექვსმეტი წელიც შეგისრულდა, - დაიწყო ჯორჯმა. - ბერდები, - ამოიოხრა ფრედმა. - უფრო მეტ ბურბურახს და შოკოლადის ბაყაყებს გისურვებთ! - ნაკლებ სნეიპს ცხოვრებაში! - სიხარულსა და ფეიერვერკებს! - და არანაირი იმედგაცრუება, - დაასრულდა ფრედმა ბედნიერ ნოტაზე. სემი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა და ადგილზე აწრიალდა. - ძალიან გაფასებთ, უკვე მესამე წელია რაც ერთად ვართ. - სულ გვეხმარები, არადა შეგეძლო, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მოგეფურთხებინა ჩვენთვის, - თავი გაიქნია ჯორჯმა. - ჩვენი დაიკო ხარ, - დაამატა ფრედმა და გოგონას თმები აუჩეჩა. - და ნურასდროს ნუ მიგვატოვებ, უშენოდ დაკარგულები ვართ! - დაარწმუნა გოგონა ჯორჯმა და გულწრფელი ღიმილი აჩუქა. - ბიჭებო, საუკეთესოები ხართ, მადლობა! - სემი ორივეს გადაეხვია, ბიჭებმაც მომენტით ისარგებლეს და ლამის მოჭყლიტეს გამხდარი სხეული მჭიდრო ჩახუტებაში. - და საჩუქარი ჩვენს პატარა შხამმხარშველს, - თქვა ჯორჯმა და პატარა ზარდახშა გაუწოდა. - ოღონდ, გთხოვ, სნეიპი ნუ გახდები, - სხვათაშორის თქვა ფრედმა. ზარდახშაში ბევრი სხვადასხვა ზომის სინჯარა იყო, როგორც ცარელა, ასევე ნაირ-ნაირი შხამებით სავსეც. - ძალიან იშვიათი შხამებია, მაგრამ ვფიქრობ, გამოგადგება. - თქვა ჯორჯმა. მთელი დღე ფრედი და ჯორჯი სემს არ მოშორებიან. როგორც ნამდვილი ჯენტლმენები, ისე იქცეოდნენ და გოგონას მარტოს არ ტოვებდნენ. თუმცაღა სემი ხედავდა, რომ ჯორჯს პირობა არ გაუტეხია და დღეგამოშვებით ალისიას პასუხს წერდა, ის ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია იმ მწველი ტკივილისთვის, რომელსაც გულის მიდამოებში გრძნობდა. *** ფრედმა და ჯორჯმა სემს სამომავლო გეგმების შესახებ ყველაფერი მოახსენეს. მათ მაღაზიის გახსნა სურდათ, სახელად "უისლების ჯადოსნური ოინების მაღაზია". სამეული ერთად ფიქრობდა ამაზე და წინასწარ აწყობდნენ გეგმებს, რას, როგორ, სად და როდის, გააკეთებდნენ და მოაწყობდნენ, რასაც შემდგომ პერგამენტზე წერდნენ და ინიშავდნენ. მისის უისლის ეს არ გამოპარვია და ერთხელაც იპოვა ეს პერგამენტები. - ეს რა არის? - ერთ მშვენიერ დღეს იკითხა მისის უისლიმ. - რას ნიშნავს "უ.ჯ.ო.მ"? რა ყურების დამაგრძელებელი? ჯორჯ, მიპასუხე. - ჯორჯი არ ვარ, ფრედი ვარ, - თქვა... ჯორჯმა. - ოჰ... ჰო... სემ, იქნებ შენ ამიხსნა? რაში ჩაგითრიეს? - მიმართა მისის უისლიმ გოგონას. სემმა კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, ტყუპებმა კი, მაინც ყოველი შემთხვევისთვისო, გაიფიქრეს, და სემს ორივე ფეხზე ფეხები დააბიჯეს მაგიდის ქვეშ. - ჩვენ, ჩვენ ვიტყვით, - დაიწყო ფრედმა და დაბნეული სახით გახედა ძმას. - ეს საშინაო დავალებაა, - დაუფიქრებლად თქვა ჯორჯმა. - ჰო, რაღაც დაგვრჩა დასამთავრებელი, - მხარი აუბა სემმა. - სემ, ამათ ნუ ყვები, - რბილად მიმართა მისის უისლიმ და კვლავ მკაცრი მზერა მიაპყრო ტყუპებს. - რა არის ეს? - ჩვენი გამოგონებულია, - მოგუდული ხმით წაილუღლუღეს ტყუპებმა. - რაა? ამ სისულელეებზე იყავით გადაყოლილნი და მაგიტომ ჩაიჭერით, არა? - უცბად წამოიყვირა ქალმა, ტყუპებმა კი დაღუპულებივით დახარეს თავები. - ამ ყველაფრის გაყიდვას აპირებთ? ეს რა არის... საერთოდ საიდან მოგაფიქრდათ? - ყვიროდა მისის უისლი. - თვითონ მოვიფიქრეთ, - ლოგიკური პასუხი გასცა ფრედმა. - და გვინდა საკუთარი მაღაზია გავხსნათ! - კვერი დაუკრა ტყუპს ჯორჯმა. მისის უისლის მოთმინების ფიალა აევსო. - სემ, ზევით ადი, საყვარელო. სემმა ტყუპებს გადახედა, მათ კი თავი დაუქნიეს და ტუჩების მოძრაობით უთხრეს, ადიო. სემი ზევით ავიდა და ისღა დარჩენოდა, მისის უისლის ყვირილი ესმინა და ტყუპებს დალოდებოდა. ძმები ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ, მაგრამ გაცხარებული მისის უისლი არ აძლევდა ამის საშუალებას. უცბად სემი შეცბა. თუ მისის უისლი ზევით ავა და უკვე გამოგონებულ ოინებს გადააწყდება, მომენტალურად გაანადგურებს. გოგონა წამოხტა, ტყუპების ოთახში გავარდა და ოთახის დალაგება დაიწყო. ეგზემპლარები ჩემოდანში ჩაყარა, უცბად და უჩუმრად დაბრუნდა საძინებელში, საწოლქვეშ შეაგორა, წამოწვა, ვითომც არაფერიო და უდარდელი სახე დაიჭირა. რამდენიმე წუთში კიბეებზე ასვლის ხმა გაისმა. - რასაც ვიპოვი, ყველაფერს მოვსპობ, - იმუქრებოდა აპილპილებული მისის უისლი. - კი მაგრამ, მთელი ნახევარი წელი დავკარგეთ! - ჰოდა სულ ტყუილად! ო, მერლინ! იმდენ საყვედურს ვღებულობდი თქვენზე! როდის გამოსწორდებით? რატომ არ გინდათ, რომ ჩააბაროთ ისევე, როგორც თქვენი ძმები აპირებენ ამას? ბოლოს და ბოლოს, წახვალთ და სამინისტროში დაიწყებთ მუშაობას, - მათ გონზე მოყვანას ცდილობდა მისის უისლი. - იმიტომ, რომ არ გვინდა! - მტკიცედ მოუჭრა ჯორჯმა. - მაღაზიას აუცილებლად გავხსნით, - რქებით აწვებოდა ფრედი. ქალმა თავი გააქნია და შვილების ოთახში შევიდა. ტყუპებმა ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს, მაგრამ როგორც კი, მოლიმ მათკენ თვალი გააპარა, იმავე წამს გაიჭიმნენ და მშვიდად შეხედეს დედას. - იმ საწყალი გოგოსგან რაღა გინდათ? რატომ რევთ ბავშვს ამ საქმეში? - არავის არ ვრევთ. - ეს რა არის... - მისის უისლიმ მაგიდაზე მიმოფანტული პერგამენტები დაინახა. ორი წამი და პერგამენტები გაქრა. ტყუპებს ლამის გული გაუჩერდათ. - თუ კიდე ვიპოვი... - საფრთხის მომასწავლებელი ხმით გააფრთხილა ქალმა, თვალები დააწვრილა უფრო მეტი ეფექტისთვის და როგორც იქნა, წავიდა. სემმა ტყუპებთან შეირბინა, რომლებიც გაკვირვებულები ჩააშტერდნენ. - ყველაფერი მე მაქვს, - ამოიოხრა გოგონამ. ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, როცა ერთ-ერთი ტყუპი, უფროსწორედ კი, ჯორჯი მივარა და მაგრად ჩაეხუტა. გოგონამ ტუჩზე იკბინა და გულმა გამალებული სისწრაფით დაიწყო ფეთქვა. - შენ ჩვენ გადაგვარჩინე, - წარმოთქვა ბიჭმა და ხელი უშვა. - ჩვენ კი გვეგონა, რომ დავიღუპეთ. - ოღონდ ახლა მეტი სიფრთხილე გვმართებს, - შეახსენა სემმა. - ქვიდიჩის თასამდე ორი დღეა, შემდეგ კი, ალბათ დაავიწყდება კიდეც. *** "ბუნაგში" ჰერმიონი და ჰარი ჩავიდნენ. იმ დღეს, როცა უკვე უნდა გამგზავრებულიყვნენ, მისის უისლიმ ბავშვები ძალიან ადრე გააღვიძა. სემს კი მეორეჯერ მოუწია ტყუპებთან შესვლა და გაღვიძება. ბნელოდა და სემმა, საწოლებთან დატოვებული ყუთები ვერ შენიშნა. ნაბიჯები ვერ მოზომა, ფეხი წამოკრა და რომელიღაცა ტყუპის საწოლში ჩაეფლო. რადგანაც ფრედი და ჯორჯი ხშირად ცვლიდნენ ადგილებს, გოგონამ არ იცოდა, ვინ გახდა მისი წონის მსხვერპლი. - სემ? - მძინარე ხმით წამოიძახა ჯორჯმა. გოგონა შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ვერ გამოუვიდა და უფრო ძლიერად დააწვა ჯორჯს. - ბოდიში, მე... ფეხი წამოვკარი, - და ტუჩები სწორ ხაზში ჩასვა. - მისის უისლიმ მთხოვა, გამეღვიძებინეთ. გესმის, ფრედ? - ასეთი სცენის შემყურე, გაგეღვიძება კაცს, აბა, რა იქნება, - ბრაზნარევი ღიმილით გამოეხმაურა მეზობელ საწოლში მწოლიარე ფრედი და "წყვილი" თვალებით გაბურღა. - ჯორჯ, ბოდიში, - კიდევ ერთხელ თქვა სემმა. - არაუშავს. სემი სწრაფად გავირდა ოთახიდან და დარცხვენილმა, სახეზე ხელები აიფარა. ჯობდა, ისევ ფრედზე გაფლაშულიყო. სემმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თავი გაიქნია, ფიქრების მოსაცილებლად და ქვევით ჩავიდა. საუზმეზე მისის უისლის გუშინდელი შემთხვევა გაახსენდა და დილიდანვე ჩხუბი დაიწყო. - ამდენი დრო რაღაც საზიზღრობებზე დაკარგეთ! არ მიკვირს, რატომაც ჩაიჭერით! - ბრაზობდა მისის უისლი, ლექციის წაკითხვის შემდეგ. არანაკლებ ნერვებმოშლილმა ტყუპებმა ჩანთები გადაიკიდეს და უხმოდ გავიდნენ სახლიდან. სემი ქალს დაემშვიდობა და ბიჭებს დაეწია. მზე უკვე ამოსვლას იწყებდა. - როგორ ფიქრობ, სემ, ფსონის საშუალებით რამდენი დაგვრჩება მოგება? - ჰკითხა ჯორჯმა. - ფსონის დადებას აპირებთ? - გაუკვირდა გოგონას. - ჰო, აბა, სხვანაირად როგორ უნდა მივხედოთ ფულის ამბავს? - ამოიოხრა ფრედმა. - რაღაც არა მგონია, კარგი იდეა იყოს, - მხოლოდ ეს თქვა სემმა. თავიდან ჯერ აღმართზე ადიოდნენ, შემდეგ კი სწორ გზაზე გავიდნენ. ყველა მძიმედ სუნთქავდა და ცდილობდნენ, სუნთქვა ნორმაში ჩაეყენებინათ. - პორტალი უნდა ვიპოვოთ, - თქვა მისტერ უისლიმ. - არტურ! აქეთ, ჩემო ბიჭო, ვიპოვეთ! - და ორი ჯადოქარი მიუახლოვდათ. - გამარჯობა, ამოს, სედრიკ, - მიესალმა ჯადოქრებს მისტერ უისლი. ეს ზუსტად ის სედრიკ დიგორი იყო, რომლის გამოც შარშან გრიფინდორმა თამაში წააგო. ტყუპებმა უბრალოდ თავი დაუკრეს, რადგან ჯერ კიდევ ვერ ეპატიებიათ ჰაფლეპაფის კაპიტნისთვის. - გამარჯობა, სემ! - გაუღიმა სედრიკმა გოგონას, რომელმაც გაკვირვებით შეხედა, მაგრამ უზრდელობაში რომ არ ჩამორთმეოდა, გაუღიმა. სედრიკი საიდან იცნობს? ფრედმა და ჯორჯმა წარბები აზიდეს და უკმაყოფილო მზერები გაცვალეს. ოჰ, როგორ არ მოსწონდათ ეს დიგორი. - პორტალი იქითაა, ვიპოვე, - თქვა სედრიკმა და ბორცვის თავზე მიანიშნა. სემი ძალიან დაიღალა, ახლა კი, კიდევ აღმართზე უნდა ევლოთ. გოგონა ფეხის თრევით გაჰყვა დანარჩენებს, ამიტომ ცოტა მოზრდილ ქვას ფეხი წამოკრა, მაგრამ დროულად დაიჭირეს. - მადლობა, ჯ... - ტყუპების სიახლოვეს მიჩვეულმა სემმა, ავტომატურად უპასუხა, მაგრამ ამჯერად, არც ერთი ტყუპი ყოფილა, არც მეორე, - მადლობა, სედრიკ, - თავი დაუქნია გოგონამ, რაზეც ჰაფლეპაფელმა გაუღიმა, ხელი გაუშვა და გზა გააგრძელა. სემი რამდენიმე წამი შეჩერდა და წინ მიმავალ ბიჭს დაბნეული უყურებდა. როგორც კი, ფეხი გადადგა, ჯორჯის მზერა დაიჭირა. სემმა მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო. ასვლა ძალიან გაუჭირდათ. თითქმის ყველა დაეცა, მისტერ უისლის, მისტერ დიგორისა და სედრიკის გარდა. სედრიკი სემთან ყველაზე ახლოს იყო და როცა სემი ბორძიკობდა, ბიჭი უკვე მზად იყო, კვლავ გადაერჩინა გოგონა მიწასთან ცხვირით შეხვედრისგან. - სემ, რომელ გუნდს გულშემატკივრობ? - ჰკითხა სედრიკმა, როდესაც სემთან ერთად დანარჩენებს ცოტა ჩამორჩა. - ქვიდიჩის ბევრი არ გამეგება, მაგრამ, - ჩაეცინა სემს, - ირლანდიისკენ ვარ. - ჰოო? მეც. ჰმ... ცოტა უნდა გაგარკვიო... - და სედრიკმა გუნდზე და მის წერვებზე დაიწყო თხრობა. - და წარმოდგიდგენია... - ბიჭი ყველაზე სასაცილო შემთხვევებს ყვებოდა, სემი კი კისკისებდა. სედრიკი ჩვეულებრივი, სალაპარაკოდ ადვილი და სასიამოვნო ბიჭი იყო, რომელთანაც არ მოიწყენდი. ამ დროს, ფრედი და ჯორჯი რაღაცაზე ხუმრობდნენ და ეგონათ, სემს მათ ხუმრობაზე გაეცინათ, მაგრამ როცა სემის სიცილი კვლავ გაისმა, ტყუპებმა ჯერ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი უკან მიმავალ სედრიკს და სემს გახედეს. სემი იღიმოდა, სედრიკი კი, ჟესტებით ლაპარაკობდა. "რას გადაეკიდა? - გაიფიქრა ჯორჯმა და ისევ გახედა წყვილს. სემი ყურადღებით უსმენდა და თავს უქნევდა. ჯორჯმა მობეზრებით ჩაიფრუტუნა და ზურგი აქცია. - რა უნდა სემისგან? არა, ეს სემიც მაგარია. ადრე ზედ არ უყურებდა, ახლა კიდე როგორ კეკლუცად იქცევა". ჯორჯი ცდილობდა, ნაკლები ყურადღება მიექცია მათთვის. ეს ხომ პირდაპირ მის თავმოყვარეობას ურტყავდა. როგორც იქნა, დანიშნულ ადგილას მივიდნენ. ფრედი და ჯორჯი მაინც ჩამოვიდნენ ფსონს, მაგრამ სემი და სედრიკი, რომლებსაც წამდაუწუმ ეძახდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ. - თამაში მალე დაიწყება, - თქვა სედრიკმა. - კი, იგრძნობა აზარტი, - უპასუხა სემმა. - ჩამოხვალთ ფსონს? - არა, ეს არასწორია. ფული და ქონება შეიძლება სულ ტყუილად დაიკარგოს, - თქვა გოგონამ. - და შენ? - მეც ასე ვფიქრობ. ისე, საინტერესო მიდგომა გაქვს, - ჩაეცინა სედრიკს. სემს დაუძახეს. - კიდევ შევხვდებით, - თვალი ჩაუკრა ბიჭმა. - შეხვედრამდე, - ტონში უპასუხა სემმა და უისლებისკენ წავიდა. - რას აკეთებდი ამდენ ხანს? - საყვედურით ჰკითხა ჯორჯმა. - რაღაცაზე ვლაპარაკობდით, - მხრები აიჩეჩა გოგონამ, ტყუპებმა - ჩაიფრუტუნეს. ჯორჯმა კარვისკენ ანიშნა. შესვლისას, სემს აღტაცებისგან გაეღიმა. ეს ძველებური, სამოთახიანი ბინა იყო. დაღლილები მაინც წავიდნენ სასეირნოდ და გარემო-სიტუაციას ათვალიერებდნენ. - ჯგუფებად დავიძინებთ. სემ, შენ ფრედს და ჯორჯს განდობ, - თქვა მისტერ უისლიმ. - მორჩა, წავედით, - გამოაცხადა რამდენიმე ხნის შემდეგ და შუქი ჩააქრო. სემმა ცოტა არა კომფორტულად იგრძნო თავი, რადგან ორი ერთნაირი ბიჭის შუაში იყო მოქცეული, იატაკზე. ჯერ გვიანობამდე ლაპარაკობდნენ, შემდეგ კი დაიძინეს. ღამე სემს ცუდად ეძინა. ჰოგვორტსი ესიზმრებოდა, ვითომ ბოლო კურსზე იყო და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მალე ყველას და ყველაფერს ბოლო მოეღებოდა. - ჯორჯ, - სიზმარში თქვა სემმა და უცბად გამოეღვიძა. ჯორჯი რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იწვა და გოგონას შეეშინდა, ნეტა, ხომ არ გაიგოვო, მაგრამ ბიჭს მშვიდად ეძინა. სემმა თავი ძლივს შეიკავა, გაზრდილ თმებზე რომ არ შეხებოდა. გოგონამ ამოიოხრა და კბილები ერთმანეთს დააჭირა, გადაბრუნდა, მზერით ეშმაკურად მომღიმარე ფრედს შეხვდა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა, რის დანახვაზეც, გოგონამ ტუჩზე იკბინა. - სამანტა, რა გესიზმრებოდა? - სკოლა, - თითქმის არ მოიტყუა მან. - და ჯორჯი? - მოისურვა დეტალების გაგება ფრედმა. - ჰო, ისიც ხომ ჰოგვორტსში სწავლობს. - იცი, სემ, მგონი ჩემი გზას აცდენილი ძმა მოგწონს, - და თვალები ცბიერი მელიასავით დააწვრილა. სემს ლამის გული წაუვიდა. რადგან ფრედმა გაიგო, ესეიგი ჯორჯიც მალე შეიტყობს ამ ამბავს. - დიდი ხანია ვატყობ, თან ანჯელინას ბევრჯერ გაუყვანიხარ გვერდზე, როცა ჯორჯი... - ფრედმა ამოიოხრა. - ალისიასთან იყო. - სემი მიხვდა, რომ თავს ვეღარ დაიძვრენდა. - ფრედ, დაგესიზმრა, მოდი, დავიძინოთ, - ვეღარაფერი ჭკვიანური ვერ მოიფიქრა სემმა. - ასე თუ ისე, რაღაც გრძნობას განიცდი მისადმი. - არ ხარ მართალი. - აბა, მე მოგწონვარ? - და ფრედმა სახე სემის სახესთან მიიტანა. - ა-არა, - გოგონამ ხელი მკერდზე მიადო, ტყუპის გაწევის მიზნით. - ესეიგი, ჯორჯი. - არა. - ესეიგი, მე. ბოლოს და ბოლოს, მე უფრო სიმპათიური ვარ. - არა! - გაღიზიანდა სემი. - ესეიგი, ჯორჯი. - არა-მეთქი! - ჰოდა, აი, გავარკვიეთ. უკვე რამდენი ხანია? - გააგრძელა უისლიმ. - შეგიძლია ანჯელინასგან შეიტყო, ყველაფერს მოგიყვება, - თემა გადაიტანა სემმა. - მართლა? - დაინტერესდა ფრედი. - მე არაფერი არ მითქვამს, - სარკასტულად დაარწმუნა გოგონამ. - ჰმ... ისა, სემ, ჩემი უმცროსი ძმა... ალისიასადმი სერიოზულადაა განწყობილი. ყოველი შემთხვევისთვის გეუბნები. მაგრამ სამაგიეროდ, მე ვარ თავისუფალი! - უცბად წამოიძახა ფრედმა, ჯორჯი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, მეორე მხარეს გადაბრუნდა და უკმაყოფილოდ, რაღაც წაიბუტბუტა. - ჰოდა... - ჩურჩულით გააგრძელა ფრედმა. - მე და ჯორჯი თითქმის ერთნაირები ვართ. ერთი ის არის, რომ, როგორც წეღან მოგახსენე, მე უფრო მამაკაცური ვარ, - ფრედს სახეზე ამაყი ღიმილი მოეფინა, - ამიტომ... - სემმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ფრედის ტუჩებმა აღარ აცადეს დასრულებდა. ბიჭმა მომთხოვნად, ცოტა უხეშად, მაგრამ ამასთანავე, ვნებიანად აკოცა და ასევე უხეშად დააცილა, თავისი და სემის ტუჩები ერთმანეთს. - ...ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს. - დააგვირგვინა ბოლოს, სემს ზურგი აქცია და ძილინებისა უსურვა. გამშრალი სემი, რომელსაც ერთხელაც არ აცადეს და სიტყვა არ ათქმევინეს, დამფრთალი უყურებდა ფრედის ზურგს. "ეს რა იყო?.." - აწუხებდა ერთი შეხედვით, ასეთი უბრალო კითხვა, რომელმაც ღამე არ დააძინა. *** დილით ყველა აღელვებული იყო. როგორც სემმა შეიტყო, ფრედი და ჯორჯი მაინც ჩამოვიდნენ ფსონს. ტრიბუნები გადაჭედილი იყო და გულშემატკივრები მოუთმენლად ყვიროდნენ. თამაში დაიწყო, გუნდები, რომელთა შესახებ სემს, სედრიკმა უამბო, ოსტატურად თამაშობდნენ. ხალხი შეძახილებს არ იშურებდა. ირლანდიამ გაიმარჯვა, თუმცა სნიჩი ბულგარეთმა დაიჭირა. ფრედმა და ჯორჯმაც ზუსტად ასე იწინასწარმეტყველეს. როცა ბავშვები გაერთნენ (მართალია, სემი კვლავინდებურად დაძაბული იყო, გუშინდელი ღამის შემდეგ), მისტერ უისლის ყვირილი გაისმა: - ადექით, სასწრაფოდ! ქურთუკები აიღეთ და გავიქცეთ აქედან! სემმა და ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ რეაგირება მაინც მოახდინეს. კარვიდან გასვლისას, დაინახეს, რომ ხალხი ბუზებივით ირეოდნენ ერთმანეთში. ცოტა მოშორებით, შავკაპიუშონიანი ჯადოქრები იყვნენ და ყველა მიმართულებით შელოცვებს ისვროდნენ. კარვებს შლიდნენ, წვავდნენ, ხალხის პანიკა ძლიერდებოდა. - "სიკვდილის მხვრელები" არიან, - ამოიოხრა ფრედმა. სემმა იცოდა, რას წარმოადგენდნენ ისინი და შეეცადა, თავი ხელში აეყვანა, ფანიკას მისი გონება რომ არ მოეცვა. - ფრედ, ჯორჯ, ჯინის განდობთ, - იყვირა მისტერ უისლიმ. ამ სიტყვებმა უფრო იმოქმედა ბავშვებზე, რადგან საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს უკვე სერიოზული საქმე იყო. ფრედმა ჯინის სტაცა ხელი, ჯორჯი კი, სემისკენ წავიდა, თავისკენ მიიზიდა და ორივე სირბილით წავიდა ბორცვის მიმართულებით. თან ცდილობდნენ, მწვანე და წითელი ნაპერწკლების გროვა აეცილებინათ. ფრედმა და ჯორჯმა ერთმანეთი დაკარგეს. როგორც ჩანს, ბრბომ ბავშვები განაცალკევა. - ცოტა დროზე, ჩვენებს რომ დავეწიოთ, - წარმოთქვა შიშით შეპყრობილმა ჯორჯმა. მათ ეს გამოუვიდათ. ძლივს დააღწიეს თავი კარვებით მორთულ მდელოს და ბორცვზე აბობღდნენ. ისტერიკაში ჩავარდნილმა სემმა, ოფლით დასველებული სახე მოიწმინდა. - წყნარად, ყველაფერი რიგზეა, თავი დავაღწიეთ, - მოეხვია ჯორჯი, თითქოს თავისი თავის დამშვიდებას ცდილობდა ამითო. სემს ბრძოლა შიშთან, სითბოსთან, იმედგაცრუებასთან და სიყვარულთან გაეჩაღებინა, მაგრამ მალევე დამშვიდდა ჯორჯის სიახლოვისგან. გოგონა გაუბედავად ჩაეხუტა ჯორჯს. - ყველაფერი რიგზეა, - გაიმეორა ჯორჯმა. ბიჭი სემს თმაზე მოეფერა და თავი ნელა აუწია. რას აკეთებს? მას ხომ ალისია ჰყავს... მაგრამ იქნებ, ეს ჟესტი არაფერს არ ნიშნავს? იქნებ, უბრალოდ მეგობრულია... სემმა ხელები მის ზურგზე ააცურ-ჩააცურა. სემი ყველაფერს გაიღებდა, ჯორჯს მისთვის ყოველთვის ასე რომ ეყურებინა. ის გაგრძელებაზე ოცნებობდა, რადგან ჯორჯი ხან თვალებში უყურებდა, ხან ტუჩებზე და თვითონაც, ნერვიულად ილოკავდა მას. - სემ? ჯორჯ? თქვენ ხართ? - გაიგონეს ნაცნობი ხმა. სემი და ჯორჯი უცბად დაცილდნენ ერთმანეთს. პ.ს. ვეღარ ვასწრებ შესწორებას, ამიტომ, ბოდიშით დაშვებული შეცდომებისთვის. :c ველი კომენტარებს. ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.