- შეიცვლები? -მოიცა რა ! 3
-ერაძეს თანაში უყვარს- თქვა ჩაფიქრებულმა ელემ- ყველას ეთამაშება, ხალხს, პოლიციას, თბილისს და ქვეყანას.. სულ ყველას! - წესით უნდა შეემჩნია რომ არ ვარ მაგ კატეგორიის გოგო- მეც ჩაფიქრებულმა შევხედე ელეს. - მეც მანდ ვარ ზუსტად, მისნაირები ეთამაშებიან მოკლე კაბაში გახვეულ ბო***ს და არა დიდ კაპიუშონიანმ კედებში წიგნებით გატენილ გოგოს.. - ვერ ვხვდები რა უნდა.. - არ ვიცი მაგრამ რაც უფრო შორს იქნები მისგან უკეთესია- თვალებში შემომხედა ელემ და ყავა მოსვა. - შეიძლება აღარც გამოჩნდეს- ბარის ვიტრინადან ქუჩას მოვავლე თვალი, ლამაზია ღამე თბილისი. -შეიძლება მაგრამ მაინც იქნებ ქართულიდან გადახვიდე სხვაგან? - და რეზის რა ვუთხრა გეგა ერაძე მაწუხებს თქო? ხვდები რა მოხდება? - ხო.. წავიდეთ გვიანია უკვე! - დარჩები ჩემთან? - ხო .. - კაი წავიდეთ! ფული გადავიხადეთ და კაფე დავტოვეთ, თბილი ამინდია, ნელა დავუყევით ჩემს ქუჩას, ღამე მიყვარს, ლამპიონების შუქზე სეირნობაზე ვაფანატრებ.. სიწყნარე არაა მაგრამ მაინხც მაგარია. - ეე რას დაფრატუნობთ?- წარბაწეული ჩაგვეჩხირა ლექსო. - ყავის დასალევად ვიყავით კაფეში- ლოყაზე აკოცა ელემ. - და იქნებ სხვასაც უნდოდა? - საჭორაო გვქონდა- გავიმართლე თავი. - და რა?- წარბებაწკეპილმა გადმომხედა ლექსომ. - ეგ არაა შენი საქმე! - კაი კაი მეჩქარება ეხლა ის გამოშტერებული მელოდება კლუბში და მოიწერეთ რომ მიხვალთ- დაგვარიგა ლექსომ და გზა გააგრძელა. - აუ ხვალ ამის და დაჩის სახეები ნახე- ჩაიფხუკუნა ელემ. - აუ თავიიი გასკდა ბიჯოო- გავაჯავრე დაჩის და ელეს კისკისზე მეც ხმამაღალი სიცილი ამიტყდა. - აუ ის ნაშა ვინ იყო ტოო- ხმა დაიბოხა ელემაც და შუბლზე ხელმიდებულმა ნაბახუსევი დაჩის როჟა დაკერა. - რავი ბიჯოო არ მახსოვს!- მე ლექსოობა ვითავე და უფრო ხმამაღლა გავიცინე. - დაჟე სიცილიც ვიცით ბავშვი?- მომესმა ერაძეს ხმა. იმ წამს მიმახმა სახეზე სიცილი, ელემაც დასერიოზულებულმა გახედა ჩვენს წინ აყუდებულ სამეულს. გაღიმებულმა ამათვალიერა ერაძემ და ბიჭებს გადახედა. - არ გვესალმებიან!- ნაწყენმა აწია წარბი და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა.- გამარჯობა ზრდილობაზე მიუთითებს! - თავი დამანებე რაზე მიუთითებს?- ვკითხე გაბრაზებულმა. - ბევრ ტლიკინზე- თვალი ჩამიკრა გეგამ.- ამას არ გამაცნობთ? - ამას მიმართვაა?- იგივე ტონით იკითხა ელემ. - ვაა ვაა!- წამოიძახა გამშველებელმა- ამათ რამდენი ტლიკინი სცოდნიათ? - შენ ვაბშე ვინ გელაპარაკება?- ცერად გახედა ელემ ბორდიულზე შემომჯდარ გამშველებელს. -აოო!- ჩაუსტვინა გამშველებელმა და ბორდიულიდან ჩამოხტა- სად იპოვე ესენი გეგუშ>?- თვალი არ მოუშორებია ელესთვის ისე კითხა გეგას. - დაშლილებში წავაწყდი- გაიცინა ერაძემ. - მერე როდის ავაწყოთ? - ნაწილებს რომ ჩამოიტანენ. -ზედმეტად თავხედი ხარ- წამოვიყვირე გაბრაზებულმა. - ჩამიტარებ ზრდილობის გაკვეთილებს..? - რა გინდა ერაძე?- საქმიანი ტონი მიიღო ელემ.- კარგად იცი ვინც შენ გჭირდება ნია არაა! - და იქნებ ზუსტად ნია მჭირდება? - კაი შეჩ** შეეშინდათ ბავშვებს - წამოიყვირა მესამემ. - წასვლის დროა- რაც შემეძლო ხმამაღლა წარმოვთქვი და ელეს ხელი ჩავკიდე. - ზილინაა ზილინაა- გადაიხარხარა ერაძემ.- ბაღში დადიხართ თქვეენ?> - იუმორის კურსებზე მიდი ერაძე!- ტუჩაბზუებულმა ამოვილაპარაკე და ვცადე წასვლა მაგრამ გეგას ხელმა გამაჩერა. - მე ხომ გითხარი ცუდია თქო ბევრი ტლიკინი! - გამიშვი ხელი- მკლავზე ჩაჭიდებულ ხელს დავეჯაჯგურე და ორითავით მაღალ ერაძეს გაბრაზებულმა ავხედე. ბღუილით შემოვარდა ვიღაცის მანქანა და ქუჩაც ასევე ბღუილით გაიარა მტვერში გაგვხვია ყველა, სწრაფად გამიშვა ხელი გეგამ და უკვე ქუჩაზე გავარდნილ მესამეს გახედა. - დაიმახსოვრე ნომერი?-კითხა გეგამ და თვითონაც მიუახლოვდა ქუჩაზე მგდარ მესამეს. - ხო ! - ვინ იყოო?-იკითხა გამშველებელმა. - უცხოა ვიღაც, არ იცის წესები- გაიღიმა მესამემ. - ავუხსნით რა პრობლემაა- მხრები აიჩეჩა ერაძემ- ყიფო აბა ეშვი მანქანა გამოიყვანე- გადახედა მესამეს. ისიც ღიმილით გაუჩინარდა ჩიხში.ერაძემაც თვალი ჩამიკრა და უკან მიყვა მესამეს, გამშველებელი ელესკენ დაიხარა, სწრაფად აკოცა ლოყაზე და სირბილით გაყვა უკან ერაძეს. - იდიოტო!- იყვირა ელემ და ლოყა მოიწმინდა. - ენა დაიმოკლე წრიპა!- მობრუნდა გამშველებელი და ელეს დაუყვირა. -წავედიით- ხელზე დავქაჩე ელეს და სახლისკენ წავაფორთხიალე. - მგონი შენც გაები შარში- ჩავილაპარაკე გაღიმებულმა და ელეს გაბრაზებულ სახეს შევხედე. - ჩვეულებრივი მასხრები არიან- ჩაიდუდღუნა ელემ და ბოლო კიბეც აირბინა. - ოჰ ელე!- ხელი აუწია რეზიმ სუფრიდან სადაც ელეს მამა და ნათლიაც ისხდნენ. სამივეს ვაკოცეთ ლოყაზე და ჩემს ოთახში შევიბუდეთ. - ის მეცოდება მანქანაზე ვინც იჯდა- ჩაილაპარაკა ელემ. - წარმომიდგენია რას უზამენ.- დავეთანხმე და ლეპტოპი გავხსენი. - ესეთი მხეცები როგორ არიან? - აი ეგრე, რას ვუყუროთ? - აუ რავი საშინელებათა ფილმს- წარბები აათამაშა ელემ და შუქი ჩააქრო. გავათენეთ, ჯერ ორ ფილმს ვუყურეთ და მერე ვეღარ დავიძინეთ არტივი მიზეზის გამო, გვეშინოდა, დილით ვერცერთმა ვერ გავიღვიძეთ, ნუ სკოლაც დავიკიდეთ! დაჩის ზარმა გაგვაღვიძა, მარტო ვარ და თუ გიყვარვართ გამოდით და ყავა და ლიკაანი წამომიღეთო! მე და ელეც ღამურა თვალებით ავდექით და გავწიეთ დაჩის სახლისკენ. - აუ ძმები ხართ- ამოიხრიალა შორტით მოტანტალე დაჩიმ ლიკანის ბოთლა რომ დაიყვანა ბოლომდე.- ა ბიჭო- დივნისკენ წაბარბაცდა და ბოთლი ლექსოს დაუგდო! - ნელა შე***- ოდნავ წამოიწია ლექსო და ბოთლი ხმაურით გამოცალა. - რა იყო ფრონტი გქონდათ?- გაიცინა ელემ. - აუფფფ!- ხელი აიქნია დაჩიმ და ლექსოს გადახედა. -იარე შენ აქეთ იქით და ნაშები ჩაგიბარებენ გამოცდებს- ლექსოს თავთან ჩამოვჯექი და თმაზე ხელი გადავუსვი. - ყავა გააკეთეთ რა- ამომხედა საცოდავად ლექსომ. - კაი მივდივარ- ფეხზე ადგა ელე და სამზარეულოში შეძვრა. - სად არიან შენები?- ვკითხე დაჩის. - რავი გუშინ ბებო გახდა ცუდად და იქ არიან.. - ააა და როგორაა? - კარგადაა წნევა ჰქონდა! - ხოოო? აუ მე მასწავლებელი მაქვს და ელე მალე რაა! - რა გაქვს ?- გამომძახა ელემ. - ქართული- შეშინებულმა ამოვიჩურჩულე და ელეს შევხედე. - იცი რაა?- დაიწყო ელემ- მეც მანდ გადმოვალ, ერთად მაინც ვივლით! - კარგი აზრია- მივუხვდი ელეს და თვალებით გადავუხადე მადლობა. - მიდი ახლა დავლიოთ და წავიდეთ- ჭიქა მომაწოდა ელემ. სწრაფად დავლიეთ ყავა, აზრზე მოსული ბიჭები დავტოვეტ და წამოვედით. - დაველაპარაკები თინას( დედამისს) და გადმოვალ მანდეთ- მითხრა დამშვიდობებისას ელემ.- ამ ერთხელ გაუძელი! - შეიძლება არც შემხვდეს, ვინ იცის სად იყო გუშინ! - ეგეც მართალია! - კაი საღამომდე! - საღამომდე! სახლიდან ჩანთა ავიღე და მასწავლებლის სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი, ხროვა კი იდგა ეზოში მაგრამ ერაძე არ იყო, მხოლოდ მესამე და გამშველებელი იდგნენ.. მასწავლებელს მივესალმე და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე, ილია ჭავEავაძის კაცია ადამიანის მოყოლა დავიწყე მაგრამ ერაძეს ძილისაგან დაბოხებულმა ხმამ გამომაფხიზლა. - ნანა რამე მაჭამე რა!- თვალებდასიებული შემოვიდა გეგა ოთახში და იმხელა დაამთქნარა გავიწიე არ გადავეყლაპო თქო.- ვა ბავშვი გყავს?- სახეზე ხელი მოისვა ერაძემ და სიგარეტი გაიჩხირა პირში. -ეგ არ დაგავიწყდეს -აქოთქოთდა ნანა- წავიდა მამაშენი? - ხო რავი არავინაა სახლში! მიდი რა შემიწვი კვერცხი! - ბავშვი მყავს! - მე ვამეცადინებ მაგ ბავშვს! - ჯერ წადი ლაშას მაიკა მაინც ჩაიცვი, მარტში გარეთ ეგრე სიარული ვის გაუგია ბიჭო? - მიდი მომიტანე ხოო- ისევ დაამთქნარა ერაძემ. - ოხ შე არ გასაზრდელო- ქოთქოთით დატოვა ნანამ ოთახი. - არ გეძინება ბავშვი?- მკითხა ერაძემ და მაგიდას დაეყრდნო. - ორი საათია!- საათზე ვანიშნე გეგას. - აუ ხოო ? - საათს ახედა ერაძემ და სიგარეტის ღრმა ნაფაზი დაარტყა. - იენაბ გაიწიო? სახეში მაბოლებ!- ხელით გავფანტე სიგარეტის კვამლი და გეგას გაბრაზებულმა გავხედე. - მაკოცე და გავიწევი!- გაიღიმა დეგენერატმა. - იოცნებე! - გინდა ამ წამს ავიხდინო? - არც გაბედო მოკარება! - ჯერ არავისთვის გიკოცნია ხო?-ისევ გაიცინა მან. - არაა შენი საქმე! - იმენა პირველი ვიქნები? - დამანებე რა თავი! - ცოლად უნდა მოგიყვანდე ფეხზე რო არ მეკიდოს ეგეთები! - და რატომ გგონია რომ გამოგყვებოდი? - იმიტომ რომ რაც მინდა ჩემია!- თვალი ჩამიკრა გეგამ, სიგარეტი ირში ჩაიდო და გასწორდა. ნანამ მაისური მიაწოდა ერაძემაც ღიმილით გადაიცვა და სამზარეულოში შევიდა. - სადაა საჭმელი ნანა?- გამოსძახა იქედან და ყრუდ გაისმა რაღაცის ბრახუნი. - მაცივარშია სად იქნება?- გაბრაზდა ნანა, დამიმტვრიე აბა მთელი სამზარეულო. - მაიცა რაა! ნანამ მანიშნა გააგრძელო, მეც ბლუყუნით მოვყევი დარჩენილი გაკვეთილი, რა ვქნა მთელი ყურადღება იქეთ მქონდა გადატანილი, ძლივს მაღირსა ნანამ და გამომიშვა, მანამდე ერაძემ დატოვა სახლი, უკვე ეზოში მესმოდა მისი ხარხარი, სწრაფად დავტოვე იქაურობა და სახლისკენ ავიღე გეზი.. მეტს ვერ ვასწრებ მეძინება! მადლობა ყველასაა დედასდა მამასა ბაბოსა პაპასა მეზობლებსაა! აუ რა მეშველება წავედი მეძინება! ფოტოზე ჩვენი სიმპატიური დაჩიბააა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.