მე,შენ და წვიმა..(6)
მაისის ბოლო იყო.. კლასში ვიჯექით.. მარი ფანჯრისკენ იჯდა,მე მის გვერდით.. თავი მაგიდაზე მედო და ფურცელზე გაურკვეველ ასოებს ვწერდი.. თან ისტორიის მასწავლებელს ვუსმენდი,რომელიც ერთი და იმავეს იმეორებდა,ბავშვები კი ყირაზე გადადიოდნენ.. სხვა დროს მეც მათ ვუერთდებოდი და ერთად ვმღეროდით ხოლმე,რამე ჩვენებურს.. მერე ყველაფერი აირია,მეც შევიცვალე.. კლასშიც გაუგებრობა იყო.. და იმ დღეს ყველა თავისთვის იგიჟებდა თავს.. მარი უცბად იმდენად აღშფოთდა თითქმის მიაკივლა..მეც თავი ავწიე და გაოცებული შევხედე.. -გარეთ გაიხედე. წამოვდექი,ფანჯრისკენ მივიწიე და.. ნიკუშა იდგა...ჩემი ნიკუშაა.... განსაკუთრებულად სიმპატიური მეჩვენა,თმა უფრო მოკლედ ჰქონდა-გადაპარსული,შავი რეი-ბანები ეკეთა,სიგარეტს ეწეოდა,როგორც ყოველთვის თხლად ეცვა და მანქანაზე მიყრდნობილი ფეხებ-გადაჯვარედინებული ელოდებოდა რაღაცას ან უფრო-ვიღაცას. ყურება არასოდეს მომბეზრდებოდა,მაგრამ გამოვიწიე და სკამზე დავჯექი. -ნინა,უნდა მიხვიდე. -რააა??მარი ვერ მივალ. -დამიჯერე,ეს ყველაზე მაგარი შანსია,მიდი და დაელაპარაკე, როდემდე უნდა იტანჯო, არ დაიღალე? ყველაფერზე დავფიქრდი.. იმაზე რომ სიგარეტი და მარტინი ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ ,იმაზე რომ უკვე 42 კილო ვიყავი და ანორექსიას მიწინასწარმეტყველებდნენ,იმაზე რომ გართობას თავი დავანებე,იმაზე რომ ყველას დავშორდი.. დაჯღაპნილ ფურცელს ჩემი ცრემლი დაეცა.. ჩანთაში ჩავიხედე, იქაც მარტინი-პატარა ბოთლით,სიგარეტი და დამამშვიდებელი წამლები.. გული მეტკინა იმის გამო რომ მე ”მე” აღარ ვიყავი.. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გამო,რომელიც ყველა და ყველაფერს ცვლიდა.. როდემდე უნდა ვყოფილიყავი ასე.. ახლო მომავალში სიკვდილიც მეწვეოდა.. თავს ძალა დავატანე და ავდექი.. -მარი,დაველაპარაკები რა. მარიმ ხელზე მაკოცა.. მასწავლებელს გაშვება ვთხოვე და კლასიდან გავედი.. კიბეებზე ჩასვლას 5 წუთი მოვანდომე,იმდენად ვნერვიულობდი 5-ჯერ გამოვბრუნდი უკან.. ბოლო საფეხურზეც დაბრუნება გადავწყვიტე,მაგრამ არ დავბრუნდი.. ეზოში გავედი.. და მე ვიდექი მის წინ.. შორს მაგრამ ზუსტად მის წინ... დამინახა........................... არც შერხეულა.. ამის მიუხედავად,გზიდან გადახვევა არ მიფიქრია.. ის რაც მინდოდა,უნდა გამეკეთებინა.. სიკვდილის ფასად რომ დამჯდომოდა,მე ეს მინდოდა.. ვიგრძენი როგორ გამეყინა ხელები და გამიხურდა სახე.. ქარი იყო,სულ ოდნავ..უფროსწორედ-სიო.. თმა ამეწეწა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.. მორჩა, ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით თან უკვე ძალიან ახლოს. -გამარჯობა,ნინა. თავი დავხარე,თითქოს რაღაც დარტყმისთვის ვიყავი მზად.. ხმას ვერ ვიღებდი. -კარგად ხარ? ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი,თვალებშიც მიბნელდებოდა.. ყველაფრის მიუხედავად არ დავცემულვარ.. არვიცი როგორ და რანაირად.. თავი ხელში ავიყვანე და თვალი გავუსწორე.. სათვალე მოიხსნა.. მისი თვალები..ყველაფერს ამბობდნენ.. ამაყი და სევდიანი თვალები.. სიგარეტს მოუკიდა და გაიცინა. -არაფერს მეტყვი? -კი გეტყვი. ვერ ამოუღებელი ხმა,ძლივს ამოვიღე და გონებაში ყველაფერი დავალაგე.. ლაპარაკის დაწყებას ვაპირებდი,ნიკუშამ სიგარეტის გახსნილი კოლოფი რომ მომაწოდა: -მადლობა,არ მინდა. თმა სახეში მეყრებოდა და ნერვებს მიშლიდა. -ნიკუშა,ბოდიში. სიცილი დაიწყო,თუმცა მე სულაც არ ვთვლიდი ამ ყველაფერს სასაცილოდ. -ბოდიშს რისთვის მიხდი? ამოვისუნთქე და დავიწყე. -იმ დღეს, სიმთვრალის გამო არაფერი მითქვამს,ის ვთქვი რაც სიმართ.. ლაპარაკი არ მაცადა. -შენ ისეთი არაფერი გითქვამს. -ხო რა მნიშვნელობა აქვს,რაც გითხარი ყველაფერი სიმართლე იყო,მეორე დღეს უბრალოდ დაფიქრება მჭირდებოდა ყველა და ყველაფერზე,სხვა ვერაფერი მოვიფიქრე შენთვის რომ მეთქვა და ძალიან ცუდად გამოვიდა..მაპატიე რა..არ მინდოდა. -იქნებ ამასაც რაღაცის გამო მეუბნები? -არა,გეფიცები. ამ დროს ძლიერმა ქარმა დაუბერა და ვიგრძენი როგორი უძლური ვიყავი.. ქარმა კინაღამ წამაქცია.. -სულ ეს იყო,ნინა? -მეტი რა უნდა გითხრა, იმ დღისთვის ბოდიში,მე.. -კაი გაჩერდი. -წავალ. -ცოტა ხანი დარჩი. -რამე გინდა? ნიკუშამ სახიდან თმა მომაშორა და მაკოცა.. ტუჩისა და ლოყის გასაყარზე.. ხელები ამიკანკალდა და ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა.. მეორე და იგივე შეცდომის დაშვებას არ ვაპირებდი.. ცივი ხელი ნიკუშას კისერზე მოვკიდე და ზუსტად იმ ადგილას,სადაც თვითონ,ვაკოცე... ხელიც გამითბა,ტუჩიც და სულიერად გავთბი.. ზარი დაირეკა და ჭორიკანა ენების თავი არ მქონდა.. -ნინა,დღეს 7 საათზე შენ კორპუსთან. გავუცინე და წამოვედი.. სულელივით ვიცინოდი და ხალხის გაოცებულ თვალებზე უფრო მეცინებოდა,ალბათ ფიქრობდნენ გიჟიაო.. მარი კიბეებზე შემხვდა.. მოუსვენრობა სახეზე შევატყვე და სიცილს მოვუმატე... ხელში ჩემი და თავისი ჩანთა ეკავა,ჩემი გამოვართვი და წამოვედი.. მარი უკან მომყვებოდა.. ნაბიჯების სისწრაფეს მოვუმატე.. -სად მირბიხარ გოგო გაჩერდი. ეზოში გასულმა ნიკუშას მზერა ვიგრძენი,რომელიც უკვე ძმაკაცებთან ერთად იდგა და სისწრაფეს ეგრევე მოვუკელი.. ერთი ადგილი ვიცოდი,რომელიც ადრე მე და მარიმ ვიპოვეთ.. მაღლა იყო და მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანდა.. იქვე ლამაზი ტბა იყო და ის ადგილი ყოველთვის მომწონდა.. მარი დამეწია. -ჩვენ ადგილზე მივდივართ,იქ მოგიყვები.. ტაქსი გავაჩერეთ და 15 წუთში ჩვენ ადგილას ვიყავით.. იქ ჩამოვჯექი სადაც მთელი ქალაქი ჩანდა, მარიც მომიჯდა.. ჩანთა გავხსენი,დამამშვიდებლები ამოვიღე და მთელი ძალით ვისროლე.. ალბათ ძალიან,ძალიან,ძალიან შორს დავარდა.. -ნიი,მარტინიც რა.. მარტინი ავმოღე,ჩემსა და მარის შორის დავდგი და შევხედე.. -ეს დაგვჭირდება,გასართობად... ორივემ გავიცინეთ.. -ნი,შეგირიგდა? -კი და შენ ყველაზე მაგარი დაქალი ხარ. ჩახუტებულები ვიჯექით, ერთი გავაბოლეთ და კაფეში წავედით,ყავის დასალევად. -ნინა,ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყავი არ მახსოვს. -არც მე.. ძაან ბევრი ვიცინეთ,მერე ჩემთან ავედით. 7 საათამდე კიდევ 2 საათი იყო დარჩენილი,მე კი ვერ ვისვენებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.