შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [2]


2-04-2015, 19:49
ავტორი Bero)))
ნანახია 4 801

დემეტრემ ტელეფონი გამარჯვებული სახით დააბრუნა მაგიდაზე და გაჩუმებულ ბიჭებს გახედა...
-მიზანთან ძალიან ახლოს ვარ._თქვა და ყურებამდე გაიღიმა...მის კმაყოფილებაზე კოკა ძალიან გაბრაზდა და სამზარეულოში გავიდა...დემემ შეამჩნია მისი ხასიათის წახდენა, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და მშვიდად განაგრძო კალათბურთის ყურება.
***************************************************************************
მეორე დღეს ისევ იმ კაფეში, იმავე ადგილას, ისევ იჯდა წყვილი თუმცა წინანდელისგან განსხვავებით ორივე იღიმოდა და უცხო თვალს რომ შეეხედა იფიქრებდა, რომ ეს ორი ერთმანეთზე უზომოდ იყო შეყვარებული...დიდ კმაყოფილებას გრძნობდა ყიფიანი და ცდილობდა ეს კმაყოფილება სახეზე ისე გამოსახვოდა, რომ ანას ვერაფერი შეემჩნია...წინა დღიდან ჭკუა ისწავლა და ახლა ის ზიზღი და სიძულვილი გულის კუთხეში გადამალა, ნამდვილად არ აწყობდა ანასთან დაშორება და იმ აქციების დაკარგვა, რომელიც მამამისმა ასეთი წვალებით შეინარჩუნა და თავისი საქმისთვის სიცოცხლის გაღებაც კი მოუხდა...
ანა მაინც ვერ გრძნობდა კომფორტს დემეს გვერდით, მაგრამ მისთვის მთავარი იყო ყიფიანითან ყოფნა და ამისთვის ეშმაკსაც კი სულს მისცემდა...ცოტახნიანი დუმილი ისევ ანამ დაარღვია...
-ხვალ ბექას დაბადების დღეა და დაგვპატიჟა...წავიდეთ?
-არ ვიცი შენ წადი და მე თუ მოვახერხე მოვალ...
-კარგიი...საჩუქარს მე შევარჩევ..._ამით დასრულდა მათი საუბარი და აღარც გაგრძელებულა...ცოტა ხანში ანა წამოდგა ფეხზე და უთხრა " ნინისთან უნდა წავიდეო" მშრალად აკოცა და კაფე დატოვა...დემეტრემ მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ მოახერხა თავისუფლად ესუნთქა...
კიდევ ერთი ჭიქა ყავა შეუკვეთა და იქიდან პირდაპირ შეხვედრაზე წავიდა...ანა კი ისევ და ისევ დემეტრეზე ფიქრობდა და ჯერ კიდევ სჯეროდა რომ შეიძლებოდა ყიფიანის შეცვლა და დაიფიცა, რომ ამას ყველაფრის ფასად შეძლებდა...ნინისთან ავიდა და კარზე დააკაკუნა, მანაც მთელი ძალით გამოგლიჯა კარი და სადარბაზოში მყოფ მეგობარს ერთი წივილ-კივილით მოეხვია...ანამაც სიცილით მოხვია ხელები და ძალით შეათრია სახლში, თორემ იცოდა კიდევ ერთი წუთიც და მეზობლები თავზე დააქცევდნენ კორპუსს...
-ანააა...ასე უნდა გოგო ჩემი დავიწყება? ერთხელ მაინც დაგერეკა...
-ოოოო ნინი ნუ ბუზღუნებ რაა... ორი დღის წინ არ გნახე... ისეთ დღეში ვარ, რომ მამაჩემსაც აღარ ვურეკავ, სიმართლე გითხრა არც სურვილი მაქვს...
-მაგათმა რაღა დაგიშავეს?
-ორი წელია რაც აქ ვარ და ერთხელ არ ჩამომაკითხეს, ისიც კი არ იკითხეს როგორ მოვეწყვე, მამაჩემი როცა რეკავს, პირველ რიგში იმას მეუბნება ხვალ ქარხანაში გაიარე და შეამოწმე საქმეები როგორ მიდისო...არადა თვითონაც კარგად იცის რომ მაგ ქარხნის საქმეების გარტყმაში არ ვარ...
-არ გიფიქრია, რომ გერმანიაში დაბრუნდე?_ნინის სიტყვებზე ანა შეცბა.
-მაგის გაფიქრებაც არ მინდა, აქ დემეტრეს ვერ დავტოვებ...
-არადა შენს გარეშეც კარგად იქნება._თავისთვის ჩაიბურტყუნა ნინიმ.
-სამაგიეროდ მე არ ვიქნები კარგად...
-და ახლა კარგად ხარ ასე რომ გტანჯავს?_გაცოფდა ნინი და ფეხზე წამოხტა.-ასე როგორ გიყვარს, რომ ყველაფერი გადათელე? ყველაზე ამაყმა გოგომ თავისი სიამაყე დაივიწყე...კარგად იცი რომ მას ზუსტად ეგ უნდოდა და მიაღწია კიდეც, ფეხქვეშ გაგთელა...
-ნეტა საქმე მხოლოდ სიამაყეში იყოს...არ ვიცი რას მერჩის, მაგრამ ვიცი რომ სანამ ის არწავა ჩემგან, მე მას არ მივატოვებ...
-მანამდე არ მოეშვები სანამ არ გაგაუბედურებს, მერე კი ტირილით თავს მოიკლავ და ალბათ ხვეწნასაც დაუწყებ, რომ დაგიბრუბდეს..._ხმამაღლა ყვიროდა ნინი, თუმცა ანამ ვითომც აქ არაფერიო, თავისი ჩანთა აიღო და კარი გამოიხურა...როგორც კი სადარბაზოში რკინის კარის მიღმა დარჩა, მაშინვე ცრემლები გადმოყარა...მან ყველაზე კარგად იცოდა რომ ნინი ცამდე მართალი იყო და ისიც იცოდა რომ თუ ყიფიანს თავს მალე არ დაანებებდა თავის ცხოვრებაში დიდ უბედურებას დაატრიალებდა...
გარეთ გამოვიდა თუ არა გაწვიმდა...ქუხდა და თბილისის ქუჩებშიც წყალი ნიაღვარივით მიედინებოდა...მანქანისკენ მიმავალ ანას ტვინში რაღაცამ დააარტყა და ტროტუარს ფეხით გაუყვა...სახლამდე სულ ფეხით იარა და ტირილით სული მოითქვა, როცა კორპუსს მიუახლოვდა თავისი სახლს ახედა და ჩაბნელებულ ფანჯრებს რომ მოკრა თვალი გული დაეწვა, ახლა როგორ უნდოდა, რომ სახლში ასულს დედა დახვედროდა, თბილად დაეტუქსა შვილი ამ საქციელისთვის და მისთვის ცხელი ჩაი გაემზადებინა...გადაწყვიტა ჯერ სახლში არ ასულიყო, იქვე პარკში სკამზე ჩამოჯდა და ეზოში მდგომ მანქანას თვალი გაუშტერა...ფიქრებში ისე გაერთო, რომ ვერც შეამჩნია როგორ მიუჯდა გვერდით ვიღაც, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა რეალობას, როცა ბიჭმა მხარზე ხელი მოკიდა და ოდნავ შეანჯღრია...გოგონაც შეხტა და შეშინებული მზერა მიაპყრო გვერდით მჯდომს...
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება.
-არაუშავს._უთხრა დვალმა და ისევ აკვიატებულ მანქანას გახედა. ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ისევ ბიჭმა გადაწყვიტა დიალოგის წამოწყება.
-არ ფიქრობ რომ ცივა?
-მთავარია მე არ მცივა...
ისევ დუმილი...
-მეგონა მარტო მე ვიყავი ასეთი გიჟი..._ისევ ბიჭის ინიციატივით.
-რას გულისხმობ?_ჰკითხა დვალმა, თუმცა პასუხი თვითონაც კარგად იცოდა, უბრალოდ უნდოდა გული რამისთვის გადაეყოლებინა და იქნებ ეს ლაპარაკი მაინც დახმარებოდა.
-წვიმაში სიარულს.
-წვიმაში პირველად ვსეირნობ, აქამდე ამის სურვილი არ გამჩენია, ალბათ იმიტომ რომ უდარდელად ვცხოვრობდი და სულარ არ მომდიოდა თვალში დეპრესიული ამინდი, თუმცა მარადიული არაფერია და არც ჩემმა ბედნიერებამ გასტანა დიდ ხანს, ახლა კი ჩემთან ყველაზე ახლოს წვიმაა._ანა ლაპარაკობდა და თან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან, თთქოს თავის ცხოვრებას დასცინოდა...ბიჭს არ გაკვირვებია, რადგან როცა ფანჯრიდან გოგონა შეამჩნია, მაშინვე მიხვდა რომ ამ თქეშში ასე უბრალოდ წვიმის სიყვარულის გამო არ გამოვიდოდა და გულმაც და გონებამაც, ორივემ უბიძგა რომ გასულიყო და იქნებ რამით დახმარებოდა...
-ხოოო... ამ დროს წვიმა საუკეთესო მეგობარია...აი მე კი აქ იმიტომ ვარ რომ წვიმა ძალიან მიყვარს. მაგრამ ახლა სახლში, რომ არ შევიდე, ვიცი ხვალ ბალიშიდან თავს ვერ ავწევ და შენც იმავეს გირჩევ._ანამ თბილად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა, ბიჭმაც მისი მოქმედება გაიმეორა და წინ დაუდგა.
-მე გიგა ვარ_თქვა და ხელი გაუწოდა.
-ანა_მანაც თავისი თლილი თითები შეაგება ბიჭის დიდ ტორებს და სასიამოვნოდ გაეღიმა მის ნაზ და ძლიერ ხელზე...ამით თითქოს დემეტრეს მიამსგავსა და ყიფიანის გახსენებაზე შიგნეულბა აეწვა.
-ნახვამდის_უფრო თავისთვის ჩაიჩურჩულა და სადარბაზოსკენ წავიდა...ბინის კარი როგორც კი შეაღო, მაშინე საძინებლისკენ წავიდა, ჯერ სააბაზანოში შევიდა, მერე საღამურები ჩაიცვა და გაყინულ საწოლში შძვრა...
დილით თვალები, რომ გაახილა მიხვდა რომ ვერ ინძრეოდა და ადგომაზე ხომ ლაპარაკიც არ იყო. ტუმბოზე დადებული ტელეფონი გაბმულად რეკავდა და ისედაც ატკიებულ თავს, კიდევ უროს ურტყავდა...მალევე შეწყდა ზარი, თუმცა წამებში, ისევ ახმაურდა...მესამედაც იგივე....უკვე მეოთხედ...და ანამც მთელი ძალა მოიკრიბა, რომ ტკივილისთვის ყურადღება არ მიექცია და ტელეფონი აეღო...მეორე მხარეს დემეტრეს ხმა გაისმა...
-ანა გცალია?_უნდოდა პასუხი გაეცა, თუმცა ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ ამოიხრიალა და ყელი იმდენად ატკივა, რომ ცრემლები წამოსცვივდა.
-ანა კარგად ხარ?_ისევ გაისმა დემეტრეს ხმა. ანამ ამჯერად ზარი გათიშა და შეტყობინება მიწერა "გავცივდი და ხმა არ მაქვს, ცუდად ვარ და დღეს სახლიდან ვერსად გავალ". რამდენიმე წუთში საპასუხო წერილიც მოუვიდა. "15 წუთში მოვალ", ტელეფონი გვერდით, საწოლზე დააგდო და თვითონ ისევ თვალები დახუჭა, ვერც გაიგო როგორ ჩაეძინა, გამოფხიზლებულს კი ოთახში დემეტრე დახვდა, რომელიც ზევიდან არაფრის მთქმელი თვალებით დაყურებდა.
-ასე როგორ გაცივდი?_კითხა ყიფიანმა...მის თვალებში საყვედური უფრო შეინიშნებოდა, ვიდრე სითბო და მზრუნველობა.
-გუშინ წვიმაში მოვყევი.
-მერე მანქანა სად გყავდა?
-აღარ ამუშავდა და ფეხით წმოვედი._ყიფიანმა თავი გადააქნია და ამით ანა მიახვედრა, რომ ტყუილებს მიუხვდა.
-თუ შეგიძლია კარადაში თერმომეტრი დევს და მომაწოდე რაა.._ისიც ნელი ნაბიჯით მივიდა კარადასთან და წამლების ყუთიდან თერმომეტრი ამოიღო. ვერცხლისწყალმა 40,რომ აჩვენა დემეტრეს თვალები გაუფართოვდა.
-იქნებ ჯობია ექიმთან წაგიყვანო?_დვალმაც თავი დაუქნია, მაგრამ საწოლიდან ფეხიც კი ვერ გადმოსწია, დემეს იძულებული გახდა, იქვე მიგდებული პლედი აიღო, ანას საბანი გადახადა, პლედი შემოახვია და ხელში აიყვანა. სახლიდან ფრთხილად გაიყვანა და უკვე მანქანისკენ მიდიოდა, როცა გიგა გამოჩნდა...როცა შეამჩნია, რომ კაცს ხელში ანა ეჭირა მათკენ წავიდა, დმეტრემაც შემაჩნია მათკენ მომავალი ბიჭი.
-რა სჭირს?_იკითხა შეცბუნებულმა გიგამ.
-შენთვის საინტერესო არაფერი._უთხრა და გზა განაგრძო, გიგაც წამოეწია და მანქანის კარი გამოუღო, რომ დემეს ანა უკანა სავარძელზე დაეწვინა. ანას უკვე მშვიდად ეძინა, ამიტომ არც მათ საუბარი გაუგია...დემეტრემ ანა მანქანაში შესვა და გიგას მოუბრუნდა, საეჭვოდ აათვალიერა და უკმეხად კითხა:
-შენ ვინ ხარ?_ბიჭს გაუკვირდა ასეთი უხესობა, თუმცა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია.
-მე გიგა ვარ, ანას მეზობელი._თქვა და ხელი გაუწოდა.
-დემეტრე, ანას შეყვარებული._ყოფიანი კარგად აკვირდებოდა, ბიჭის რეაქციას, მაგრამ გიგას წარბიც არ შეუხრია. ხელი როგორც კი შეუშვეს ერთმანეთს, დემეტრემ მანქანას შემოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა, გიგამ კი სადარბაზოს მიაშურა...



№1 სტუმარი nao

აუუუ, მომწონს და აგვიანებ:((( არა და ძალიან კარგი ისტორიაა

 


№2  offline წევრი Bero)))

nao
აუუუ, მომწონს და აგვიანებ:((( არა და ძალიან კარგი ისტორიაა

მიხარია რომ მოგწონს <3 ყველანაირად ვეცდები აგარ დავაგვიანო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent