გრძნობები შიშის გარეშე (13)
რომი-ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ქალაქი, რომელსაც მსოფლიო დედაქალაქადაც მოიხსენიებენ, ის მსოფლიოში იმ უმცირეს ქალაქთა რიცხვში შედის, რომელბიც ყველაზე რომანტიულ, უმშვენიერეს ქალაქებადაა ცნობილი,რომის მთავარი ღირშესანიშნაობა კოლიზეუმია, მისი დათვალიერების დროს თითქოს მაშინდელი დრო შენს თვალწინ ცოცხლდება, ყველაფერი თითქოს ნათელი ხდება. ესპანეთის კიბეები, ეს ხომ შესანიშნავი ადგილია მთელ მსოფლიოში, სადაც არაერთი მსოფლიო დონის დიზაინერების ჩვენებები იმართება, ტრევის შადრევანი, წმინდა პეტრეს ტაძარი და კიდევ მრავალი კარგი და დასამახსოვრებელი ადგილი ვნახეთ. უფრო დიდი ხნით სიამოვნებით დავრჩებოდით აქ, მაგრამ მამას უკვე აწუხებდნენ სამსახურიდან და მალე მოგვიწია უკან დაბრუნება, მართალია იტალია ძალიან მომეწონა მაგრამ ჩემს სამშობლოს არაფერი მერჩივნა, მტვრიანი და ჭუჭყიანი თბილისის ქუჩები მაინც რაღაცნაირად მომწონდა. სიმართლე რომ გითხრათ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ერეკლე გამახსენდა, იტალიაში ვცდილობდი მის დავიწყებას რაც კარგად გამომდიოდა, მაგრამ აქ ყველაფერი ხელახლა გამახსენდა, ყოველი მისი ცივად ნათქვამი სიტყვა, მისი უხეში ხუმრობა, ყველა დამუქრება და მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი. ყველანაირად ვცდილობდი მის დავიწყებას მაგრამ არ გამომდიოდა, ყველგან ერეკლე მელანდებოდა, ისიც კი ვიფიქრე ჭკუიდან გადავედი და ფსიქიატრიულში ვარ დასაწვენი თქო ფსიქოლოგთან დავდიოდი და ყველაფერს ვუყვებოდი, ერთ დღეს კი ძალიან მოულოდნელი შეკითხვა დამისვა -მოგწონს? -რათქმაუნდა არა. მშვიდად ვუპასუხე -მაშინ რას გრძნობ მის მიმართ? -არ ვიცი. ამ შეკითხვაზეც სწრაფად ვუპასუხე -დეა ახლა მის გარეშე ხარ, რას განიცდი როცა ხვდები რომ შენს გვერდით არ არის? -უფრო მშვიდად ვარ, მაგრამ თითქოს........... -თოთქოს მის გარეშე ცარიელი ხარ.ფსიქოლოგმა თვითონ დააბოლოვა წინადადება, მერე კი გამიღიმა -თოთქოს რაღაც მაკლია. -იტალიინად ჩამოსვლის შემდეგ არ გინახავს? -არა, არც მიფიქრია რომ მენახა -სიმართლე მითხარი არ მოგენატრა? -არა,მაგრამ მისი ნახვა მინდა, რათა ყველაფრის თქმა შევძლო მისთვის -მერე რა გიშლის ხელს? -იცით საქმე ასე იოლად არ არის. ხმაში ყოყომანი აშკარად შემემჩნა. -მშობლების არ სურთ რომ ნახო? -არა ,ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია და ამიტომ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვფიქრობ რომ დიდად არ მოეწონებათ ჩემი საქციელი თუ ვნახავ. მშვიდად ვუპასუხე -შეგიძლია მათ არც უთხრა. -ფარული შეხვედრა? გამეცინა -თუნდაც ფარული შეხვედრა. თბილად გამიღიმა ფსიქოლოგის სიტყვემბა დამაფიქრა, მგონი რომ ცუდი არ უნდა ყოფილიყო მასთან შეხვედრა, ახლა მაინც მოვახერხებდი მისთვის ყველაფრის თქმას. სახლში ვახშმის დროს დავბრუნდი, ყველა სუფრას უსხდნენ და მე მელოდებოდნენ -ბოდიში რომ გალოდინეთ. ჩემი ადგილი მშვიდად დავიკავე -არაუშავს. მამამ თბილად გამიღიმა და ჭამას შეუდგა -დეა უნივერსიტეტში როგორ არის საქმეები? კვლავ მამამ დაარღვია სიჩუმე რომელიც ფახშმის დროს ჩამოწვა -რაც გავაცდინე ძალიან ჩამოვრჩი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ რომ მასალას დავეწიო. -იცი მე მაინც მგონია რომ შენგან კარგი მოსამართლე დადგება. -მამა ჩვენ ხომ ვისაუბრეთ უკვე ამაზე. -კი ვისაუბრეთ, მაგრამ შენ მაშინ არ მომისმინე ამიტომ კვლავ გიმეორებ, რომ გადაწყვეტილება შეცვალო და სამართლის ფაკულტეტზე გადახვიდე, არ გეუბნები რომ ამაზე ახლავე უნდა დათანხმდე, მაგრამ იფიქრე გთხოვ -კარგი. მამას თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად -გავიგე ახლა რამდენიმე სტუდენტი ციხეში გადის პრაქტიკას, დამნაშავეებს ხვდებიან, ოღონდ იმათ ვინც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მე ძალიან მახარებს ეს ფაქტი, ვფიქრობ რომ ძალიან კარგია დამნაშავეებთან გასაუბრება, ურიგო არ იქნება თუ მათ საქმეებს ხელახლა გადახედავენ. დედამ მამას აუბა მხარი -მოიცა თქვენ რა პირი შეკარით? თვალებ მოჭუტულმა ვკითხე ორივეს -არა. მაშინვე მიპასუხეს -როგორ მიყვარხართ იცით? ორივეს გავუცინე -მეც ჩემო საყვარელო. დედამ თბილად გამიღიმა -ჰმ, მე რა არ გიყვარვარ? ნიკოლოზმა გაბრაზებული შემომხედა -შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, ცქნაფა. ნიკოლოზს ცხვირზე მაგრად მოვუჭირე და გავუცინე -ცქნაფა? ვერ მხედავ ამხელა ბიჭს? გაბრაზებული ფეხზე წამოხტა -მაინც ჩემი ცქნაფა ხარ და მუდამ ასე იქნება. სიცილით ვუთხარი -შენ კი ქაჯი ხარ, იმ ბიჭმაც ვერ გაგიძლო ხედავ? ალბათ ვინ იცის რა უქენი საცოდავს. -ვის? გამიკვირდა, თავიდან მართლა ვერ მივხვდი ვისზე მითხრა -აი ის ბიჭი ციხეში რომ ზის. -ნიკოლოზ!!! დედამ დაუბღვირა -რა სიმართლეს არ ვამბობ? გაიკვირვა -ნიკოლოზ!!! ახლავე შენს ოთახში წადი. დედამ მკაცრად დაუყვირა, ის კი მაშინვე გაიქცა -დეა, მას არ უნდოდა ამის თქმა. დედამ ყველაფრის ახსნა დამიწყო -არა დედა ნურაფერს მიხსნი, ეს მისი ბრალი სულაც არ არის, ის ჯერ კიდევ ბავშვია,ამიტომ ვერ ხვდება.მშვიდად ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი, მერე კი ნიკოლოზის ოთახისკენ წავედი -იცი ვინ არის ის ბიჭი? ნიკოლოზს ვკითხე როდესაც მის ოთახში შევედი -კი, სწორედ ის ბიჭია რომელმაც იარაღი დაგიმიზნა და შემდეგ იატაკს ესროლა. -ესეიგი იცი ვინც არის, მაშ კარგი. მშვიდად ვუპასუხე -რა კარგი? -მაშინ რადგან დიდი ბიჭი ხარ ყველაფერს მოგიყვები, გინდა? -კი მინდა. სწრაფად მიპასუხა ნიკოლოზს ყველაფერი მოვუყევი, ოღონდ რათქმაუნდა ცოტა შემზარავი და არც თუ ისე საინტერესო ფაქტები დავუმალე, სულგანაბული მისმენდა თვალს არ მწყვეტდა, ვამჩნევდი როგორ ეცვლებოდა სახეზე მიმიკები, თხრობის ბოლოს კი ძლიერ ჩამეხუტა -მომენატრე, ძალიან მომენატრე. თბილად მითხრა -მეც ჩემო სიცოცხლე და აღარასდროს აღარ დავშორდებით -მპირდები? -გპირდები. მშვიდად ვუთხარი და მაგრად ვაკოცე ერთი კვირა მამა და დედას მეჩიჩინებოდნენ რომ ფაკულტეტი შემეცვალა, მაგრამ ვყოვმანებდი, არ მსურდა სხვა ფაკულტეტზე გადასვლა, ბოლოს ისე მოხდა რომ ჩემი დაყოლიება მოახერხეს, სამართლის ფაკულტეტზე გადავედი. პირველი დღეები ძალიან დასამახსოვრებელი იყო, ახალი კურსელები და ახალი მკაცრი ლექტორები, მომწონდა ახალი გარემო, მით უმეტეს რომ ბევრნი ვიყავით. -აბა როგორ მოგწონს ახალი ფაკულტელი? დიმამ მმკითხა როდესაც უნივერსიტეტში შევედი -ძალიან მომწონს, მით უმეტეს ის მახარებს რომ სხვა უნივერსიტეტში არ მომიწია გადასვლა. ღიმილით ვუპასუხე -ხო ეგ მეც მომწონს, თორე შენთან განშორება ძალიან ძნელი იქნებოდა. -აქამდე უჩემოდ როგორ გაძელი? გულწრფელად მაინტერესებდა რას მიპასუხებდა -შენი აზრით გავძელი? -არ ვიცი, ამიტომ გეკითხები -გამიჭირდა, მეგონა რომ ვეღარ გნახავდი. -არაუშავს, ყველაფერი უკან დარჩა, ახლა აქ ვარ და ეს არის მთავარი, ლექციების შემდეგ შეგვიძლია სადმე წავიდეთ, ახლა კი მეჩქარება არ მინდა დავაგვიანო. სწრაფად ვუთხარი და გავიქეცი პირველი ლექცია ძალიან გაიწელა, მეორე და მესამე კი შედარებით უფრო ადვილად გავიდა, მეოთხე ლექციაზე კი ახალი ამბავი გვაცნობა ლექტორმა -ციხეებში განაწილდებით და ხვალიდან პრაქტიკას გაივლით, ახალად შეისწავლით დამნაშავეების საქმეებს, შემდეგ კი თქვენს ვარაუდს გამოთქვამთ, მათ საქმესთან დაკავშირებით მართლაც რომ ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის რადგან ასეთ ღონისძიებაში პირველად უნდა მიმეღო მონაწილეობა რაც ჩემთვის ერთობ სასარგებლო იქნებოდა. ლექტორმა კენჭისყრით გაგვანაწილა, მე გლდანის 8ე ციხეში მოვხვდი სწორედ იქ რომელშიც არ მინდოდა, ერეკლესთან უფრო ახლოს ვიქნებოდი, ამასთან ერთად უფრო დაძაბული. -გილოცავ დეა შენ ყველაზე კარგ ციხეში მოგიწევს მუშაობა, აბა შენ იცი წარმატებები. -მადლობა თეა ლექტორო.თავაზიანად ვუთხარი ლექციების შემდეგ დიმას არ ეცალა ამიტომ ჩვენი ერთად გასეირნება გადაიდო. სახლში დაბრუნებისას მშობლები ჩემდა გასაკვირად სახლში დამხვდნენ -დღეს რამე ხდება? ეჭვისთვალით ვკითხე ორივეს -არაფერი, რამე უნდა ხდებოდეს? დედამ გაიკვირვა -მაკვირვებს ის ფაქტი რომ ამ დროს სახლში ხართ. -დეა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შვილებს უფრო მეტი დრო დავუთმოთ, ამიტომ სახლში ვიმუშავებთ და გამონაკლის შემთხვევებში ვივლით სამსახურში. -მომწონეს ეგ აზრი. მამას გავუღიმე -ხო მართლა დღეს ლექტორმა ციხეებში გაგვანაწილა, ხვალიდან კი ვიწყებთ პრაქტიკის გავლას -ძალიან კარგი, მოხარული ვარ,რომელ ციხეში მოხვდი?მამამ ინტერესით მკითხა -გლდანის 8ე ციხეში. -იქ ერეკლე არ ზის? მაშინვე მიხვდა დედა და ცოტა შეშფოთებულმა მკითხა -კი. მშვიდად ვუპასუხე -მაშინ იქ არ წახვალ, შენს ლექტორს დაურეკე და სთხოვე გადაგიყვანოს სხვა ციხეში. მამამ მკაცრად მითხრა -ერეკლე რომ ზის იქ მაგიტომ არ უნდა წავიდე იქ? არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მე ჩემს სამუშაოს შევასრულებ. -დეა!!!! დედამ დამიბღვირა -არა დედა,რატომ არ შეიძება რომ იქ ვიყო? -ჩვენ შენზე ვზრუნავთ დეა, ამიტომ დაუჯერე მამას და დაურეკე ლექტონს. -დედა კარგი იქნება თუ მტერი უფრო ახლოს მეყოლება და მის საქმეს კარგად ჩავუღრმავდები. -დეა თუ გინდა რომ იმ ციხეში წახვიდე სადაც მოხვდი, მაშინ ერეკლეს საქმეს არ მოკიდებ ხელს. მამამ განმიცხადა -კი მაგრამ...................შეწინააღმდეგება დავაპირე -არანაირი მაგრამ!! მკაცრად მითხრა -კარგი. პატარა ბავშვივით გავიბუტე და ოთახიდან გამოვედი იმ საღამოს ჩემმა დაქალებმა ჩემთან დარჩენა გადაწყვიტეს რადგან ძალიან ბევრი გვქონდა საჭორაო, ჩემი არ ყოფნის დროს ბევრი რამე შეიცვალა, ამიტომ ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა გადაწყვიტეს და მესტუმრნენ -მარიშკას თვალები უბრწყინავს, თუ მეჩვენება . სიცილით ვკითხე გოგოებს -გეჩვენება. მარიშკამ სწრაფად მიპასუხა -არაფერიც, ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს და მგონი რომ შეყვარებულია იმ ბიჭზე. სიცილით თქვა ნანუკამ -ვინ არის ის უბედური? სიცილით ვკითხე და მხარი გავკარი -თუ დამაცდი გეტყვი. ვითომ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა -მიდი დაიწყე ვეღარ ვითმენ. -მაშ ასე მოემზადეთ, ახლა გიამბობთ სიყავარულის წრფელ ისტორიას. ხმამაღლა გამოაცხადა შემდეგ კი თხრობა დაიწყო -ერთმანეთი გავიცანით მეტროში. პირველივე მის წინადადებაზე სიცილით დავიხოცეთ, ერთი კი შემოგვიბღვირა სამივეს მაგრამ არაფერი არ უთქვამს და თხრობა განაგრძო -ხოდა როგორც აღვნიშნე ერთმანეთი გავიცანით მეტროში......................... კვლავ გაგვეცინა მის სიტყვებზე -თუ არ გაინტერესებთ ჩემი ისტორია მაშინ გავჩუმდები. გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა -არა მაინტერესებს. სწრაფად ვუთხარი და სიცილი შევწყვიტე. -როგორც თავაზიანობით გამორჩეულმა, მაშინაც ადგილი დამითმო, მეც რათქმაუნდა უარი არ მითქვამს ასეთი კარგი ბიჭის შემოთავაზებაზე და მოხდენილად დავიკავე ჩემთვის განკუთვნილი ადგილი, მერე დაიწყო ყველაფერი, ჯერ გამეცნო შემდეგ კი............................................ -ერთ სადგურზე ამოვიდნენ გვრიტები და ერთად წაჭიკჭიკდნენ სახლისკენ, როგორც აღმოჩნდა თურმე ერთ უბანში ცხოვრობდნე და არ იცნობდნენ ერთმანეთს. აღარ დააცადა ნანუკამ მოყოლა და აკისკისდა -ახლა რა ხდება თქვენს შორის? სიცილით ვკითხე მარიშკას -ახლა კარგად ვართ. მშვიდად მიპასუხა -ანუ? -ანუ მალე ერთად ვიქნებით. უემოციოდ მიპასუხა -მერე ასე მშვიდად რატომ ხარ? გაკვირვებულმა ვკითხე -აბა ნანუკასავით ხომ არ ვიკივლო? გაიკვირვა -ნანუკასავით? ვითომ გაბრაზებულმა გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომ ნანუკას -რა? თავი ისე დაიჭირა ვითომ ვერ მიმხვდარიყო რას ვეკითხებოდი -მგონი რომ ნანუკასაც ჰყავს თაყვანისმცემელი და გვიმალავს. გავუღიმე -ხო მყავს მერე რა? -არ აპირებ მოყოლას? -არა, არ მინდა რომ რამე იცოდეთ მასზე, ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა ამიტომ არ მინდა მასზე საუბარი. მკაცრად გვითხრა -დეა დიმასთან ურთიერთობა როგორ მიდის? მოულოდნელად მართამ მკითხა -ჩვეულებრივად როგორც ადრე. სწრაფად ვუპასუხე -ასე ერთი სიტყვით შემოიფარგლები, არაფერს გვეტყვი? -არაფერი არ ხდება ყველაფერი ჩვეულებრივადაა. მხოლოდ ეს ვუთხარი იმ საღამოს კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცინეთ, მივხვდი თუ როგორ მომნატრებოდა ჩემს გიჟებთან ერთად გართობა, სიცილი და ჭორაობა. დილით ძლივს გავიღვიძეთ,საუზმეზე ყველა ნახევრად მძინარენი ვისხედით. -გუშინ რომელზე დაიძინეთ? დედამ აშკარად შეგვატყო რომ გვეძინებოდა ამიტომ ცოტა მკაცრად გვითხრა -1ლზე ელენა დეიდა.მარიშკამ მაშინვე უპასუხა -ვითომ? ეჭვისთვალით შემოგვხედა -რომ არ მოგატყუოთ 3ზე დავიძინეთ. სწრაფად თქვა ნანუკამ -გადამრევთ მე თქვენ,უფრო მალე რომ დაგეძინათ არ შეიძლებოდა? ხომ ხედავთ რომ ჯერ კიდევ გძინავთ. -ვის ძინავს, მე მღვიძავ. ახლა გაახილა მართამ თვალები -მართა შენ რაღას იტყუები, ვითომ არ ვიცი რომ ჯერ კიდევ გძინავს. დედამ სიცილით უთხრა -რას ბრძანებთ ელენა დეიდა,მე უკვე გამოვფხიზლდი. მაშინვე გაიმართლა დედასთან თავი, მაგრამ უშედეგოდ სახლიდან ცხრაზე გამოვლაგდით, მერე ყველა წავიყვანე სათითაოდ უნივერსიტეტში, შემდეგ კი უნივერსიტეტში წავედი, სადაც ყველა მე მიცდიდა -დეა 20ი წუთით დაიგვიანე. ლექტორმა გაბრაზებულმა მითხრა -ბოდიში,ეს პირველი და უკანასკნელი იქნება. -კარგი არაუშავს, ახლა კი რადგან ყველა ვართ შეგვიძლია უკვე ჩვენს კუთვნილ ციხეებში წასვლა. თეამ ყველას გასაგონად დაიყვირა ყველამ შვენს ციხეებს მივაშურეთ. ჩემთან ერთად გლდანის 8ე ციხეში სამი ბიჭი იყვნენ განწესებული,დიდად არ გამხარებია ბიჭების გვერდით რომ უნდა მემუშავა, მაგრამ რაც მთავარია მარტო მაინც არ ვიქნებოდი. ადგილზე მისვლისთანავე ციხის ადმინისტრაციის წევერები დაგვხვდნენ და ყველაფერი გაგვაცნეს, იმ პატიმრების სია მოგვცეს ვისთანაც გასაუბრება შეიძლებოდა,ერთ-ერთი ერეკლე იყო, რამაც ცოტა არ იყოს გამახარა 12ი იყო ამიტომ პატიმრები სასადილო ოთახში იყვნენ, სწორედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა, არ დამავიწყდება ის მომენტი როდესაც სასადილო ოთახში შევედი, ყველა მე მომშტერებოდა, ძალიან უკვირდათ იქ ჩემი დანახვა, ვიცოდი რომ ყველას ერთი შეკითხვა დაებადებოდა "რა უნდა ამას აქ", ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილი იყო, პრაკტიკას გავდივარ. ციხის დირექტორი ჩვენც გაგვიმასპინძლდა, ბიჭებმა პატიმრების უკეთ გასაცნობათ მათ გვერძე დაიკავეს ადგილი,მე კი ციხის ბოლოში მჯდომი მოხუცი კაცისკენ წავედი რომელიც განმარტოებით იჯდა -შეიძლება აქ რომ დავჯდე? მშვიდად ვკითხე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მის წინ დავიკავე ადგილი, ჭამის დაწყებას ვაპირებდი როდესაც ჩემს გვერძე ვიღაცამ საჭმლით სავსე ლანგარი მაგიდაზე დააგდო, შემდერგ კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილაი. დანამდვილებით ვიცოდი რომ ერეკლე იქნებოდა ამიტომ გვერძე არ გაიხედავს, ჭამა დავიწყე -აქ რას აკეთებ? მკაცრად მკითხა როდესაც ჭამა დავასრულე -დღეიდან აქ მომიწევს მუშაობა და იმედი მაქვს რომ ხელს არ შემიშლი. მკაცრად ვუპასუხე და მისკენ შევტრიალდი ისევ ის მკაცრი გამოხედვა და ისევ ის ზედმეტად კმაყოფილი სახე, რომელიც ასე ძალიან არ მომწონდა -------------------------------------------------------------- ესეც ახალი თავი, აბა შემიფასეთ ვიცი რომ დავიგვიანე, მაგრამ სკოლის მოსწავლე ვარ და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ყველანაირად ვცდილობ რომ მალ-მალე დავდო, იმედი მაქვ არ გამიბრაზდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.