შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (12)


31-03-2015, 20:06
ავტორი lola
ნანახია 2 329

იმ დღეს მოვლენები არც თუ ისე კარგად განვითარდა,მამას მცირე ნაკაწრი ჰქონდა მხარზე, ერეკლე კი მძიმედ იყო დაშავებული, მისი ნახვის სურვილი საერთოდ არ გამჩენია, უკეთესიც იქნებოდა თუ აღარასდროს ვნახავდი.
აქამდე განვლილი ყოველი დღის დავიწყება და გონებიდან წაშლა მინდოდა, ჩემი მშობლების თხოვნით ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული, რომელიც მართლაც რომ მეხმარებოდა ყველაფრის დავიწყებაში
-არ გინდა ერეკლეს ნახვა? ერთ-ერთი სიანსის დროს მკითხა ფსიქოლოგმა
-ხვალ მისი სასამართლო პროცესი გაიმართება, ამიტომ ისედაც მომიწევს მისი ნახვა
-არ გინდა დღეს ინახული? დაელაპარაკო, რაც სათქმელი გაქვს ყველაფერი უთხრა, ეს ნამდვილად დაგეხმარება
-არ ვიცი, არ ვფიქრობ რომ კარგი იდეა იყოს
-ვფიქრობ რომ მასთან საუბარი შენთვისაც სასარგებლო იქნება და მისთვისაც.თბილად მითხრა და გამიცინა
მართალია ფსიქოლოგმა ერეკლეს ნახვა მირჩია, მაგრამ მაინც არ ვაპირებდი წასვლას
საღამოთი მამამ ვახშმის დროს სიხლე გვაცნობა, ერეკლეს სასამართლო პროცესის შემდეგ იტალიაში წავიდოდით,ერთი კვირით.
ვახშმის შემდეგ ჩემს ოთახში ვიყავი და ბარგს ვალაგებდი როდესაც დედა შემოვიდა და საუბარი დამიწყო
-იცი დღეს შენს ფსიქოლოგს ვესაუბრე. მშვიდად მითხრა და ტანსაცმლის დაკეცვა დაიწყო
-მერე რა გითხრა?
-ის რაც დღეს შენ გითხრა.
-ერეკლეს ნახვა არ მსურს.სწრაფად ვუპასუხე
-ვიცი და ამიტომ არ გაძალებ, თუ არ გინდა არ წახვიდე
-ამ ყველაფრის დავიწყებას ვცდილობ, აღარ მინდა ოდესმე კიდევ გავიხსენო ის საშინელი წუთები, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ჩემთვის
-ვიცი და ამიტომ ამ თემაზე აღარასდროს დაგელაპარაკო. თბილად მითხრა
-მადლობა რომ გესმის ჩემი.გულწრფელად ვუთხარი და ჩავეხუტე
ახლა ვიგრძენი თუ როგორ მომნატრებოდა დედასთან ჩახუტება, მისი სითბო და სიყვარული, მისი თბილი ღიმილი და ზოგჯერ მკაცრი მზერაც, რომელიც არც თუ ისე ხშირად ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე
დიდი ხანი არ დამჭირებია ჩემი ჩანთის ჩალაგებისთვის, ყველა საჭირო ნივთი ადგილზე იყო, მხოლოდ ხვალინდელი გამგზავრებაღა რჩებოდა.
ალბათ ცხრა იყო, როდესაც ერეკლესთან შეხვედრის სურვილი გამიჩნდა, მისი ნახვა მომინდა, მაგრამ არ ვიცი რატომ,მომინდა ყველაფერი რასაც მის მიმართ ვგრძნობდი მეთქვა, მეთქვა და ამით დამესრულებინა ყველაფერი.
სახლიდან შეუმჩნევლად ვერ გამოვიდოდი, ამიტომ მოვიტყუე ვითომ მართასთან ვაპირებდი წასვლას.ერეკლე წინასწარ დკავების იზოლატორში ჰყავდათ, ამიტომ არ გამიჭირდებოდა მისი ნახვა
პოლიციაში მისვლისას დაცვამ არ შემიშვა და ახსნა განმარტებები მომთხოვა, ძლივს დავითანხმე, ხან როგორ ვთხოვე, რომ შევეშვი და ხან როგორ. ბოლოს შევეცოდე და შემიშვა
ერეკლეს საკნისკენ მშვიდად და აუღელვებლად მივიწევდი
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი. მისი კმაყოფილი ხმა როგორც ყოველთვის არ მესიამოვნა და ახლაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა
-ციხეში სანამ აღმოჩნდებოდი მინდოდა რომ მენახე და ყველაფერი მეთქვა, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ.
-არაა საჭირო რამის თქმა ისედაც ვიცი რასაც გრძნობ. სიცილით მთხრა
-ნამდვილად უნდა იცოდე, რადგან ბევრჯერ მითქვამს შენთვის რომ მეზიზღები, ვერ გიტან და რაც მთავარია მეცოდები.
-ჩემს მოტყუებას ცდილობ?
-არა, სიმართლეს გეუბნები
-მატყუებ, ზიზღის კი არა სხვა რაღაცას გრძნობ ჩემს მიმართ, რომელიც შიგნიდან თითქოს გჭმს. მომიახლოვდა
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
-ახლაც იტყუები, ძალიან კარგად ხვდები რასაც ვგულიხმობ.
-არა ვერ ვხვდები. მაშინვე ვიუარე
-დეა რატომ ცდილობ შენი გრძნობების დამალვას?
-გგონია რომ შენს მიმართ ზიზღის გარდა სხვა რამეს ვგრძნობ?
-კი არ მგონია ვიცი. მშვიდად მითხრა და უფრო ახლოს მოიწია
-მაშინ ძალიან ცდები, მე შენს მმართ საერთოდ არაფერს ვგრძნონ
-თავის მართლება იოლია, მაგრამ სიმართლის თქმა ძნელი. კმაყოფილი სახით მითხრა
-იცი აჯობებდა რომ არ მოვსულიყავი. წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ხელი მაგრად ჩამჭიდა და წასვლის საშვალება არ მომცა
-გამიშვი. გაბრაზებულმა ვუთხარი და თავის გათავისუფლება ვცადე
-გგონია არ ვიცი აქ რატომ მოხვედი? ვიცი რომ ჩემი ნახვა გინდოდა, ვიცი როგორ გახრჩობს მონატრება და ისიც კარგად ვიცი რომ ჩემს გარეშე სიცარიელეს გრძნობ, თითქოს რაღაც გაკლია.
-ცდები სულ არ მომნატრებიხარ, არც შენს გარეშე ვგრძნობ თავს ცუდად, პირიქით დამშვიდებული ვარ.
-იცი შენი თვალები სულ სხვა რაღაცას ამბობენ,სითბოთი გაქვს სავსე, შენი ტუჩეbი კი.......................... მარცხენა ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, სწორედ ისე როგორც ბიჭებმა იცოდნენ.
-ჩემს ტუჩეbს დაანებე თავი და ხელი ახლავე გამიშვი. გაბრაზებული ვიყავი და ცოტა მაკლდა გავარტყავდი
-ტკბილი ტუჩები, რომელიც ძალიან მიყვარს. მშვიდად მითხრა და ხელი გამიშვა
-ჩემი ტკბილი ტუჩები შენთვის სამუდამოდ სანატრელი იქნება, არც იოცნებო რომ მას ოდესმე კიდევ შეეხო. ამაყად ვუთხარი და წამოვედი, სანამ ოთახს დავტოვებდი ერეკლემ გულიანად გაიცინა მერე კი დამიყვირა
-თავს ნუ მომანატრებ.
-აღარასდროს აღარ შევხვდებით. მშვიდად ჩავიჩურჩულე და ოთახიდან გამოვედი
იმ ღამეს ვერ დავიძინე, ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, მთელი ღამე საათს ვუყურებდი, მინდოდა რომ მალე გათენებულიყო და მალე დაწყებულიყო სასამართლო სხდომა, სადაც ერთადერთი მოწმე ვიყავი, რომელიც დაკითხავდნენ, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცოდა ერეკლეს წარსულიდან და თავისუფლად შეეძლო მისი ცხოვრების შეცვლა.



დილით დედამ ჩემთვის განკუთვნილი შავი სადა კაბა ოთახში შემომიტანა, მეც აღარ დავაყოვნე და მაშინვე ჩავიცვი, სასამართლო სხდომა 12ზე იყო დანიშნული, ამიტომ არ გვსურდა რომ დაგვეგიანა.
სასამართლოში მისვლისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მე უნდა გადამეწყვიტა ადამიანის ბედი, შემეშინდა, გულწრფელად შემეშინდა, გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, სისუსტე ვიგრძენი,შემეშინდა არ წავქცეულიყავი ამიტომ დედას გავუკეთე ხელკავი
-დეა ხომ კარგად ხარ? დედამ მაშინვე მკითხა როგორც კი ჩემს გაფითრებულ სახეს შეხედა
-მშვენივრად ვარ. მშვიდად ვუპასუხე
-შესაძლებელია ამ სასამართლოს გადადება. გადმომჩურჩულა ისე რომ მამას არ გაეგნა. მართალია დედასთან დიდი დროს არ ვატარებდი, მაგრამ იმდენად კარგად მაინც მიცნობდა რომ ადვილად მიხვდა მაშინ რას ვგრძნობდი
-არა, დღეს უნდა გადაწყდეს მისი ბედი, არ ვაპირებ კიდევ მის ნახვას. სწრაფად ვუპასუხე
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. გამამხნევა დედამ და სასამართლოს შენობაში შემიძღვა
კესოს დანახვა არ გამკვირვები, ვიცოდი რომ აუცილებლად მოვიდოდა, მასთან ახლოს არ მივსულვარ, მხოლოდ მივესალმე და თბილად გავუღიმე, მანაც იგივე გაიმეორა
სასამრთლო სანამ დაიწყებოდა გარეთ მოსაცდელში ვიცდიდით, ყველა დაძაბულები ვიჯექით და ველოდით თუ როდის დაიწყებოდა პროცესი.
-ხომ არ ღელავ დეა? მამამ მკითხა
-არა. მშვიდად ვუთხარი, მაგრამ მაშინ მშვიდად სულ არ ვიყავი,ადამიანის ბედი ჩემს ხელში იყო,მართალია დამნაშავეა, მაგრამ მაინც მეცოდებოდა, არ მინდოდა ციხეში ჩამჯდარიყო და ოდესმე საკნის მიღმა მენახა.
რამდენიმე წუთში ერეკლეს სილუეტი შორიდან დავლანდე, ხელბორკილებით მოჰყავდათ, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,მართალია ციხეში უნდა ჩამჯდარიყო მაგრამ მაინც ამაყად იღიმოდა, როცა მოგვიახლოვდა ფეხზე წამოვდექით,სუნთქვა შემეკრა, ვიგრძენი რომ ერეკლეს ვერ ვუყურებდი ამ მდგომარეობაში,თავი მორცხვად დავხარე და დედაჩემს უკან ამოვეფარე.ჩემს ასეთ საქციელზე უფრო გაეღიმა, არ ვიცი რატომ მაგრამ ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები, შემრჩხვა და თვალები დავხუჭე.
-დეა უკვე დროა.თვალები მხოლოდ მაშაინ გავახილე როდესაც დედას ხმა გავიგონე
-იწყება უკვე? გავიკვირვე
დედას თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და ოთახში შემიძღვა, ჩვენი ადგილები დავიკავეთ, ერეკლეს კარგად ვხედავდი,მის თვალები კი თითქოს მესაუბრებოდნენ,თითქოს ყველაფერს გრძნობდნენ, თითქოს ჩემი ესმოდათ, ვიცოდი რომ იმ მომენტში ერეკლემ ყელაზე კარგად იცოდა რას ვგრძნობდი, იცოდა რომ მეშინოდა, არ მინდოდა მისი ციხეში გამოკეტილის ნახვა, არ მინდოდა რომ ცოხეში ჩამჯდარიყო.
მაგრამ რატომ არ მინდოდა? რატომ მეცოდებოდა ის ხომ დამნაშავე იყო? რატომ, რატომ? ჩემს თავს ამ შეკითხვას ვუსვამდი, მაგრამ პასუხს ვერ ვცემდი.
სასამართლოც დაიწყო და სწორედ ახლა დაიწყო ჩემი ღელვა, მინდოდა რომ გავქცეულიყავი, სასამართლო პროცესი დამეტოვებინა, არ მინდოდა დავეკითხე პროკურორს, მეშინოდა. შიში უფრო გაძლიერდა როდესაც ჩემი სახელი წარმოთქვა მოსამართლემ.
ალბათ 2ი წუთი გაუნძრევლად ვიჯექი, არ მინდოდა ფეხზე წამოდგომა.
-დეა თუ გინდა................
-არა დედა, ვიცი რომ შევძლებ. მშვიდად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, ნელე დავიწყე სვლა, ვგრძნობდი როგორ მაყოლებდა ყველა თვალს, აუტანელი შეგრძნება დამეუფლა, მეგონა გული გამისკდებოდა, ან რამე დამემართებოდა, მაგრამ უარესი მაშინ მოხდა როდესაც ადვიკატებმა და პროკურორმა ჩემი დაკითხვა დაიწყეს, მათ შეკითხვემს მოკლედ ვცემდი პასუხებს.
ჩემი დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე გამიჭირდა პასუხის გაცემა თუ ვიცოდი მის წარსულზე რამე, თუ იყო რამე ცუდ საქმეში გარეული, ამ შეითხვაზე პასუხის გაცემა არ მინდოდა, მაგრამ მაინც მომიწია.
-მე მის წარსულზე საერთოდ არაფერი ვიცი, არ ვიცი იყო რამე ცუდ საქმეში გარეული, ან თუ მოუკლავს კაცი,ეს ჩემთვის უცნობია. ოსტატურად მოვიტყუე, ცოტა ვღელავდი, დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა რომ ვტყუოდი, მაგრამ ჩემი ღელვა არავის შეუმჩნევია, ამიტომ მეც დავმშვიდდი
ნამდვილად არ ვიყავი ისეთი სასტიკი რომ ერეკლეს ყველა ჩადენილი დანაშაული მეთქვა,ეს მხოლოდ და მხოლოდ კესოს გამო გავაკეთე, ვიცოდი რომ ძმების გარეშე ცხოვრება გაუჭირდებოდა, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
სასამართლომ ერეკლეს 7ი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,მაგრამ შეეძლო თუ კარგად მოიქცეოდა ვადაზე ადრე გამოსულიყო ციხიდან, ეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებულია
სასამართლო სხდომის შემდეგ ერეკლეს თხოვნით ჩემთან გასაუბრების საშვალება მისცეს
-შეგეძლო რომ ციხეში უფრო დიდი ხნით ამომეყო თავი, მაგრამ ეს არ გააკეთე, რატომ?
-7ი წელი არ კმარა? გამიკვირდა
-იცი მეგონა რომ უფრო დაუნდობელი იქნებოდი. სიცილით მითხრა
-შენნაირი ნუ გგონივარ, ჩვენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ვართ, არ ვაპირებ ენის დაგრძელებას და რაც მე არ მეხება იმაზე საუბარს,ამიტომ არაფრის თქმა არ ჩავთვალე საჭიროდ. მშვიდად ვუპასუხე
-არადა ზუსტად ჩემნაირი ხარ. არ წყვეტდა სიცილს
-მე შენსავით არც ნარკომანი და არც მკვლელი არ ვარ.
-სამაგიეროდ ჩემსავით ამაყი ხარ, რომელსაც ძალინ მოსწონდა ჩემს გვერდით ყოფნა, მაგრამ არ აღიარებდს.
-რა დარწმუნებული ხარ რომ შენს გვერდით ყოფნა მომწონდა?
-მაშინ გუშინ რატომ მოხვედი ჩემს სანახავად? ირონიით მკითხა
-უკანასკნელად მინდოდა მენახე და ყველაფერი მეთქვა, მაგრამ გუშინ ვერ მოვახერხე ამის თქმა და ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემს სიტყვებს, რადგან მაინც ციხეში უნდა ჩაჯდე
-მოხარული ვიქნებოდი რომ სხვა ვითარებაში გამეცანი, ვინ იცის იქნებ დავმეგობრებულიყავით, ან მეტიც....... გაიღიმა
-არ ვიცი ასე ბედნიერი როგორ საუბრობ, ციხეში უნდა ჩაგსვან შენ კიდე რაზე ფიქრობ? კესო რომ მარტო რჩება არ გადარდებს? გაბრაზებულმა ვკითხე
-დეაჩკა აქ დიდი ხანი არ მომიწევს ჯდომა, მალე გამოვალ.
-გგონია რომ გაიქცევი?
-გაქცევას არც ვაპირებ, უბრალოდ ვიცი როგორც უნდა მოვიქცე რომ აქედან ადრე გავიდე. რაღაც ზედმეტად დარწმუნებულმა მითხრა
-აბა შენ იცი წარმატებები. დამცინავად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
-უკვე მიდიხარ? გაიკვირვა
-შენთვის სათქმელი აღარაფერი მაქვს ამიტომ ჯობს თუ წავალ.
-დამშვიდობების წინ არ უნდა მაკოცო? კმაყოფილმა მკითხა
-ეგ მე კი არა შენმა ლილემ უნდა გაკოცოს,ხო მართლა სად არის? რაღაც არ დამინახავ,მომიკითხე როცა ნახავ. თავდაჯერებულმა ვუთხარი და ოთახი დავტოვე
ერეკლე დეას საქციელებზე მუდამ ეცინებოდა, მისი ამაყი ხასიათი მასში დიდ სიმპატიებს იწვევდა,ძალიან მოსწონდა ასეთი შეუდრკელი გოგონა, რომელიც მის ცხოვრებაში პირველად იხილა, მანამდე არ წყვეტდა დეას თვალს სანამ ოთახი არ დატოვა,მისი გასვლის შემდეგ კი უეცრად სუნთქვა შეეკრა: ერთი წამით მოეჩვენა რომ ეს გოგონა გაგიჟებით უყვარდა



ოთახიდან გამოსვლისთანავე ამოვისუნთქე, ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მხოლოდ მე და ჩემი ცხოვრება დავრჩით პირისპირ, რომელის დაწყებასაც სუფთა ფურცლიდან ვაპირებდი.
სასამართლო შენობიდან გამოვდიოდი როდესაც კესო დავინახე, აშკარად მე მიცდიდა
-მადლობა რომ არაფერ თქვი.მისი სიტყვები ნამდვილად გულწრფელად ჟღერდა
-მხოლოდ შენს გამო, არ მინდა რომ მარტო იყო და მარტოს მოგიწიოს ბავშვის გაზრდა.
-იცი ძალიან მაკვირვებ, შენს ადგილას ბევრი სხვანაირად მოიქცეოდა.
-მე კი როგორც სწორად მიმაჩნდა ისე მოვიქეცი, ახლა კი ნახე შენი ძმა სანამ გადაიყვანენ ციხეში. თბილად ვუთხარი მერე კი დავემშვიდობე
სასამართლო სხდომიდან ძალიან დაძაბული და აღელვებული წამოვედით, სახლში გავიარეთ რათა ნიკოლოზი წამოგვეყვანა და იტალიაში წავსულიყავით
ჩემს ოთახში ვიყავი ჩანთაში ვალაგებდი ჩემს პირად ნივთებს, როდესაც მამა შემოვიდა
-დეა შეიძლება მოსამართლე ადვილად მოატყუე,მაგრამ გიცნობ და ვიცი რომ ერეკლეზე რაღაც უფრო მეტი იცი ვიდრე ჩვენ.
-არა, მე მასზე არაფერი არ ვიცი. თავის გამართლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, მამა მაინც მიმიხვდა ყველაფერს
-იცი სწორად მოიქეცი რომ არაფერი უთხარი მოსამართლეს, მართალია კანონის საწინააღმდეგოდ წახვედი, მაგრამ ამით შენი და ჩვენი თითეულის თავი დაიცვი. თბილად მითხრა და ჩამეხუტა
-მიხარია რომ რამე სასიკეთო გავაკეთე თქვენთვის.
-ჭკვიანი გოგო ხარ და ამიტომ არ შემშინებია რომ დაგკარგავდი, ვიცოდი რომ აუცილებლად მოიფიქრებდი რამეს, ვამაყობ შენით. მამამ გულწრფელად მითხრა
-მადლობა. მორცხვად დავხარე თავი
ყველას უხარია როდესაც აქებენ, მეც მათშორის ვარ, ბავშვობიდან ყველანარად ვცდილობდი რომ მშობლების შექება დამემსახურებინა, რაც ნამდვილად კარგად გამომდიოდა და ამით სიმართლე რომ გითხრათ ვამაყობდი კიდეც, მეამაყებოდა როდესაც მეტყოდნენ რომ კარგი შვილი ვიყავი.

--------------------------------------------------------------
აბა შემიფასეთ, მოხარული ვიქნები თუ ორი სიყვით მაინც მეტყვით რა მოგწონთ და რა არა
შეიძლება ვიღაცას ჩემი წერის სტილი ან თუნდაც რაღაც დეტალი არ მოსწონს ამიტომ აუცილებლად დაწერეთ კომენტარის სახით
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ love



№1 სტუმარი niniaa

უიმე, შემეცოდა ერეკლე:/// ისტორია არის სუპერ:****

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent