სამეფო კარზე [5]
დილით გაღვიძებულმა თვალები მოიფშვნიტა, დაამთქნარა და წამოჯდა. გვერდით მიხედვისას და კონსტანტინეს მოსაცმელის დანახვისას, ავტომატურად გაახსენდა ღამის ამბები და აღაჟღაჟდა. ო, არა! რა გამოდის, ბატონ კონსტანტინეს ოთახში შეუვარდა, მის ლოგინში ეძინა, მერე წიხლიც უთავაზა.. არა! არა! ეს უკვე მეტისმეტია.. ჯანდაბა, რატომ არის ასეთი დაბნეული რატომ... უნდა დაუბრუნოს.. ახლავე? არა! ამ დილაადრიან ვერ შეუვარდება იმ კაცს ოთახში. სწრაფად მოემზადა და სასადილო ოთახისკენ წავიდა. იქ მისულს ადგილზე არავინ დახვედრია. „რა ადრე მოვედი“ - გაიფიქრა და თავისი ადგილი დაიკავა. „შუქიც მოსულა“ - განათებულ ჭერს ახედა. - დილამშვიდობის ექიმო ოკუპანტო _ გაუღიმა კონსტანტინემ და ისევ აუწითლდა ლოყები გაბელიას. - დილამშვიდობის ოკუპირებულო _ არ შეიმჩნია სირცხვილი. - მოსაცმელი და ტელეფონიც მიითვისე? - დაგიბრუნებ, ახლავე გინდა? - არა, ვისაუზმოთ და შემდეგ. - დილამშვიდობის ახალგაზრდა საზოგადოებას _ სიცილით შევიდა უმცროსი თამარი. - დილამშვიდობის თამარ. - დღეს უფროსებ ძილი უსურვებიათ? - ალბათ თამარ. - დილამშვიდობის _ ელენე შემოვიდა და მაგიდასთან მოთავსდა. - გამარჯობა ბავშვებო _ ღიმილით მიესალმა დავითი. სულ ბოლოს ბებია და ბაბუაც ერთად ჩამოვიდნენ. - ჩემი მკურნალი ანგელოზიც აქ ყოფილა უკვე _ გაუღიმა მოხუცმა გაიანეს. ღიმილით დახარა თავი გოგონამ. მშვიდად ისაუზმეს და წესისამებრ დასრულების შემდეგ მთელი ოთახი დაიცალა. გაიანემ წამლები დაალევინა უფროს კონსტანტინეს და თავისი ოთახისკენ წავიდა. ბაგრატიონის ნივთები აიღო, მის ოთახთან მივიდა და ნელა დააკაკუნა. სერიოზული სახით გაუღო კარები, ნივთები გამოართვა, ოდნავ გაუღიმა და ისევ მიკეტა კარები. გაბელიამ მხრები აიჩეჩა და ბაღისკენ წავიდა. საქანელაზე ჩამომჯდარმა შენიშნა როგორ ტოვებდნენ ეზოს დავითი და კონსტანტინე. მზერა მოაცილა მათ და მისკენ მიმავალი თამარისკენ გაიხედა. - დღეს უნივერსიტეტში არ წავედი. წავიდეთ ახლა მე და შენ და საჩუქარი ვიყიდოთ. - აუ მაინც უნდა წამოვიდე? - გთხოვ რა გაიანე _ საწყალი თვალებით ახედა თამარმა. - კარგი ჰო _ ხელი ჩაიქნია. - გაემზადე და წავიდეთ. - მზად ვარ _ გაუცინა. - კაი, გავიქცეთ მაშინ და სადილამდე დავბრუნდეთ. - ტელეფონს ავიღებ. _ ტელეფონი და პატარა ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდნენ. ბევრი არჩიეს, საბოლოოდ თამარმა სამაჯური უყიდა, გაიანემ ყელსაბამი და სადილისთვის შინ დაბრუნდნენ.. ---------------------- - გამარჯობა ქეთევან, გცალია? - კი კოსტა, რა ხდება? - ანინოსთვის საჩუქარი უნდა ავარჩიო და ვერ დამეხმარები? თან თითქმის ერთი ასაკის ხართ და. - კი რა პრობლემაა, გავემზადები და გამოვალ. - გაემზადე და გამოგივლი. - კარგი. _ სწრაფად მოემზადა ქეთევანი. წყვილმა ერთად შეარჩია ჩანთა და ყელსახვევი, მერე კაფეში შეიარეს, ყავაც მიირთვეს და საღამომდე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ---------------------------- სადილის შემდეგ ისევ „შაგრენის ტყავს“ მოჰკიდა ხელი გაბელიამ და ბაღის საქანელაში ჩაჯდა. წიგნის კითხვამ გაიტაცა, ფეხის ხმამ გამოაფხიზლა, აიხედა და მომღიმარი გაგი შეხვდა. - გამარჯობა _ მიესალმა კაცი. - გამარჯობა _ გაუღიმა გაიანემ. - როგორ ხარ? - კარგად გაგი, შენ? - მეც კარგად. - იცი, ვიფიქრე შეგვიძლია ვიმეგობროთ. - რატომაც არა _ გაუღიმა. - ძალიან კარგი, დაგტოვებ ახლა, პოსტს დიდხანს ვერ ვტოვებ. - კარგი, დროებით. საინტერესო ბიჭია გაგი, თუმცა ამჟამად საინტერესოზე მეტად სიმპატიური ალბათ. მაგრამ ახლა ამაზე საფიქრელად არ სცალია, გონებაში თავის ტანსაცმელს ავლებს თვალს და განიხილავს რა შეიძლება ჩაიცვას. „ეს არა, არც ეს, არც ეს, აი ეს შეიძლება.. ან ეს, ეს არა.. აი ეს კარგია, არის!“ მაშინვე გაახილა თვალები და ოთახისკენ წავიდა. კიბეებზე უსაფრთხოდ ავიდა, კარები გამოაღო და მაშინვე კარადას მიაშურა. მოკლე სარაფანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოსაცმელი - მორჩა, ყველაფერი მზადაა. ახლა ბაბუას შეუვლის, ცოტას ილაპარაკებენ და მერე წავლენ გაიანესთვის მოსაწყენ საღამოზე. - შეიძლება? _ თავი შეყო კარებში. - მოდი გაიანე, მოდი _ გაუღიმა მოხუცმა. - ვიფიქრე ცოტას ვილაპარაკებთ-თქო. - მოდი, დაჯექი. _ სკამი ახლოს მიიწია და ჩამოჯდა. _ აბა მომიყევი შენს ოჯახზე რამე. - ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს, დედა, მამა და ძმა. ძმა სწავლობს, ჩემზე პატარაა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ყველასთან ოჯახში. - გექნება შვილო გექნება _ გაუცინა. _ ჩვენ როგორ შეგვეგუე? - თქვენ შესაგუებელი რა გჭირთ? თამარს გავუგე არაჩვეულებრივად, ძალიან მხიარულია. - მართალი ხარ, თამარი ახალისებს ჩვენს სახლს. ახლა უკვე შენც. - მე კი არ ვახალისებ ვამტვრევ _ ჩაიფხუკუნა. - ჰო, მომივიდა ამბები, არ იდარდო, ელენე ცოტა ფიცხია, მაგრამ მალე ივიწყებს. - ჰო, აქამდე გამაგდებდა ვინმე. - გაიანეე _ ყვირილით შევარდა ოთახში თამარი. _ გაიანე შენ გეძებ, მოვირბინე მთელი სახლი, წამოდი გაემზადე. - უკვე? - უკვე, წამო. - ნახვამდის ბაბუ _ თამარს გაჰყვა. ოთახში შევიდა, ჩაიცვა,ტალღოვანი თმა ზურგზე დაიყარა. თვალის ჭრილს ფანქარი გააყოლა, წამწამებიც აიპრიხა, ტუჩები უმნიშვნელოდ შეიფერადა და მზად იყო. და მაინც რა უნდა გააკეთოს იქ? არავის იცნობს, მისი ტოლები იქნებიან თუ არა ისიც არ იცის. უნდა დაჯდეს ჩუმად და აქეთ-იქით აპაროს მზერა. არადა ამას ხომ ჯობს დაჯდეს თავისთვის ბიბლიოთეკაში, ან საქანელაზე და იკითხოს, იფიქროს, ან სულაც დაიძინოს. მაგრამ რა გინდა რომ თამარს შეასმინო? ჰო და ახლა ზის და ელოდება როდის მოემზადება თამარი. ბოლოსდაბოლოს ოთახში შეიხედა და ორივე წაპაკუნდნენ. მიუხედავად იმისა რომ კომუნიკაბელური ადამიანია, მაინც არ უყვარს უცხო საზოგადოებაში ყოფნა, არადა ახლა სწორედ ამას აიძულებენ. ბედს შეგუებული გადმოვიდა მანქანიდან და ჭიშკარი დაინახა. ესეც კერძო სახლი, მაგრამ სახლი და არა სასახლე, როგორც ბაგრატიონების შემთხვევაში. სახეზე ღიმილი აიკრა და თამარს შეჰყვა. ყველას თბილად ესალმებოდა უმცროსი ბაგრატიონი, მოიკითხავდა და შემდეგ გაიანეს აცნობდა, როგორც მის საუკეთესო მეგობარს. როგორც იქნა მიაღწიეს იუბილარამდეც, უხერხული ღიმილით გაუწოდა გაბელიამ საჩუქარი, მართლა ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. მართალია უამრავი ხალხი იყო, ყველა თავისთვის ერთობოდა, ყველა თავის საქმეში იყო გართული, მაგრამ ექიმს მაინც ეგონა რომ ყველა მას უყურებდა, როგორც უცხოს. თამარმა ჩაავლო ხელი და სადღაც წაიყვანა, როცა კონსტანტინეს და ქეთევანის წინ აღმოჩნდა, მაშინღა მიხვდა სადაც მიჰყავდა. ღიმილით მიესალმა ორივეს, ქეთევანს კიდევ უფრო ფართოდ გაუღიმა, სულაც არ სურს ოჯახის მომავალ რძალთან ცუდი ურთიერთობა. მართალია სამ თვეში სულ უნდა გაქრეს ამ სახლიდან, მაგრამ იქნებ იქამდე მოიყვანოს ცოლად და მერე სად წავიდეს. გაუკვირდა როცა ქეთევანის სახეზეც შენიშნა გულწრფელი ღიმილი. თამარმა წვენი მიუტანა, გამოართვა და იქვე მდგარ სავარძელში ჩამოჯდა. უყურებდა ახალგაზრდებს , აკვირდებოდა... - გამარჯობა. _ შეშინებულმა მიიხედა გვერდით და ახალგზრდა ბიჭი დაინახა. - საღამომშვიდობის. - როგორ ხარ? - კარგად, მადლობა. - მეც კარგად ვარ. _ „არ მიკითხავს“ - გაიფიქრა უკმაყოფილოდ. - რა გქვია? - გაიანე. - მე რეზი. _ ნაძალადევად გაუღიმა. ხომ ვამბობ, არ მოწონს ამ გოგოს უცხო საზოგადოებაში ყოფნა და რა გინდა რომ ქნა. _ რამდენი წლის ხარ? - ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. - აჰ, უკაცრავად, მე 20 წლის ვარ. _ უკვე საფირმო ფრუტუნისთვის ემზადებოდა გაბელია. _ არ გინდა ვიცეკვოთ? - არა, მადლობა. - ძალიან რომ გთხოვოთ? - მართლა არ მინდა. - და თავი რომ არ დაგანებოთ? - არ უნდა _ ბაგრატიონის ხმა გაეგო. გაკვირვებულმა ახედა, თუმცა „უფლისწულს“ არანაირი ემოცია არ ჰქონია სახეზე, მშვიდად საუბრობდა. - კარგი _ დაეთანხმა რეზი და ოდნავ მოშორებით დაჯდა. - მადლობა _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა გაბელიამ. - არაფერს _ უემოციოდ უპასუხა და ისევ საცოლეს დაუბრუნდა. როგორც იქნა დასრულდა ეს მოსაწყენი საღამო. უკვე ეზოში არიან და გასასვლელისკენ მიდიან. თამარმა დაიჟინა მარტო ვერ წავალთ, კოსტას დაველოდოთო. სულ მალე ბატონი კონსტანტინეს მანქანის უკანა სავარძელზე ამოყო თავი, წინ რა თქმა უნდა ქეთევანს დაეკავებინა ადგილი. ჯერ საცოლე მიიყვანა, შუბლზე კოცნით დაემშვიდობა და შემდეგ წავიდნენ სახლში. მშვიდობით მიაღწიეს, მანქანიდან პირველი თამარი გადახტა და შემდეგ მიჰყვა გაბელია. ნელი ნაბიჯით წავიდნენ სახლისკენ. ამ ქუსლიანებმაც როგორ ატკინა ფეხები. რას მოინდომა ეს „გამოკვანწვა“, ჩაეცვა ადამიანურად დაბლები და წასულიყო. სახლშ შესული არ იყო, ფეხსაცმელები გაიხადა, ხელში დაიჭირა და ფეხშიშველი გაუყვა თავისი ოთახისკენ გზას. გულში უხაროდა რომ დღემ ასე „მშვიდობიანად“ ჩაიარა, არაფერი მოსვლია. თამარს ტკბილი ძილი უსურვა და ოთახში შევიდა. ტანსაცმელი გაიხადა, საყვარელი მოკლე ხალათი მოიცვა და აბაზანაში შევიდა. რომ შესულიყო კიდევ არაფერი, უფრო შეცურა. თვალები გაუფართოვდა, მაგრამ რაღა დროს. არა! ზუსტად ახსოვს რომ ონკანი დაკეტა, არა! არ არსებობს! წყალი მოშვებული არ დარჩებოდა. მართალია, მოშვებული არცაა.. მაგრამ აზრი? წყალი ასხამს და ასხამს შადრევანივით. „ჯანდაბა, ალბათ მილი გაფუჭდა“ - გაიფიქრა და კინაღამ ტირილი დაიწყო თავისი უიღბლობის გამო. „ახლა რა ვქნა? ვის ვუთხრა?“ გატოპიალდა და ონკანამდე მივიდა, თავისი ჭკუით უნდა ენახა საიდან მოდიოდა ეს წყალი. თვითონ რომ ვერაფერი მოახერხა, ამოიფრუტუნა და აბაზანაზე ჩამოჯდა. „ვის დავუძახო?“ - გაიფიქრა. „ თამარს ვეტყვი ჯერ“ - იპოვა პასუხი და გახარებული წამოხტა ფეხზე. წამოხტა და ჰოპ... თავით ჩაეშვა აბაზანაში... - ააააა!! ვაიმე დედიკო! _ კივილი მორთო... ესეც „მშვიდი დღე“.. ახლა აუზად ქცეულ სააბაზანოს გაწუწული ქათამი ამშვენებს... მის კივილს სწრაფად მოჰყვა რეაქცია, ოთახში ჯერ თამარი შევარდა, შემდეგ მიჰყვნენ ძმა, მშობლები და ბებია. ყველა გაოცებული უყურებდნენ აბაზანაში მწოლიარე, სახეშეჭმუხნილ გაიანეს.. თამარს სიცილი აუტყდა, ცრემლებამდე იცინა, ბოლოს ძლივს მოიფიქრა რომ მისულიყო და ხელი გაეწოდებინა. - რა მოგივიდა? - აქ რა ხდება? _ მკაცრი იყო კვლავ ელენე _ მერამდენედ უნდა შეგემთხვათ ასეთი რამ? - გაიანე შვილო ხომ კარგად ხარ? _ თბილად მიმართა თამარმა. - არ ვიცი _ ამოიკრუსუნა. - კონსტანტინე ამოიყვანე, რას უყურებ _ დატუქსა დავითმა. ნელი ნაბიჯით წავიდა ბაგრატიონი მისკენ. - ჩემით, მადლობა _ წამოიწია და ისევ დაიკრუსუნა _ ვაიმე წელი. - მაცადეთ ექიმო _ ხელი გაუწოდა, აბაზანიდან გადმოსვლაში დაეხმარა და ლოგინამდეც მიიყვანა. - ახლა აგვიხსენი თუ შეიძლება რა ხდება. - არ ვიცი ქალბატონო ელენე, ოთახში ამოვედი და სააბაზანოში რომ შევედი, წყალი უკვე გადმოსული იყო. ონკანი დაკეტილი დავტოვე, რაღაც მილი გაფუჭდა მგონი. - დარწმუნებული ხარ რომ ონკანი დაკეტილი იყო? არც ის გამიკვირდება, მოშვებული დაგრჩენოდა. - არა, ნამდვილად დაკეტილი იყო, გეფიცებით. - კარგი, გასაგებია, თამარ ჩადი და ნინის უთხარი ხელოსანთან დარეკოს. - კარგი _ ორ წუთში ისევ უკან დაბრუნდა თამარი. - გავიდეთ ჩვენ, გამოიცვალოს გაიანემ, სველია და გაცივდება. თამარ შენ მიეხმარე _ უფროსმა თამარმა ყველა გაუშვა ოთახიდან. - ვაიმე გაიანე რა შარიანი ვინმე ხარ _ ფხუკუნებდა თამარი. - უიღბლო, აუ წელი.. _ შეგიძლია პირსახოცი მომაწოდო? - კი, აი, აიღე. - მადლობა, შეგიძლია დამტოვო შენც, ჩავიცვამ. - კარგი გავალ, ჩაიცვი და დამიძახე. - კარგი _ კრუსუნით გაიმშრალა, გამოიცვალა. თან წელის ტკივილს გრძნობდა. არა მაინც რა დაბდურია ეს გოგო, ყველაფერი მას უნდა მოუვიდეს.. მაგრამ მისი დაბდურობა რა შუაშია, სულაც არ მიუძღვის ბრალი სააბაზანოს აუზად გადაქცევაში. თამარს დაუძახა და ისიც მაშინვე შევიდა. - ხელოსანი მოდის უკვე და გააკეთებს. შენ ამაღამ ჩემთან დაიძინე, გოგოები მიხედავენ აბაზანას. - კარგი, სხვა რა გზაა _ გაუღიმა. - წამო ჩემთან. _ ნელა გავიდნენ თამარის ოთახში, თან მთელი გზა გაბელიას წუწუნს უსმენდა. ლოგინზე მიაწვინა და გაუცინა. _ ძალიან გტკივა? _ უცებ მოიღუშა, წამოჯდომისას გაიანეს შეჭმუხნული სახე რომ დაინახა. - არც ისე. - მოვწესრიგდები და მოვალ. _ სააბაზანოში გაუჩინარდა, უკან საღამურებში გამოწყობილი დაბრუნდა და მეორე მხრიდან შეწვა ლოგინში. შუქი არ ჩაუქრიათ, ისე ლაპარაკობდნენ და დაუკაკუნებლად შემოაღო კარები კონსტანტინემ. სწრაფად აიწია საბანი გაიანემ ყელამდე და ვაჟს გახედა. ბაგრატიონმა დას აკოცა შუბლზე და მშვიდი ძილი უსურვა, ნელა მიტრიალდა და კარებისნეკ წავიდა, გამოაღო, თუმცა ისევ უკან მობრუნდა. - შენც ტკბილი ძილი ექიმო _ ოდნავ გაუღიმა. - შენც _ ჩაილაპარაკა გაიანემ და კონსტანტინეც გავიდა. გოგონებმა სინათლე ჩააქრეს, გაიანე წვალებით გადაბრუნდა, ამოიკრუსუნა და თვალები დახუჭა. ახლა დედა ხედავდეს, ჯერ კარგად დატუქსავდა, მერე გაეცინებოდა კიდეც, ეტყოდა ისევ ის დაბდურა გოგო ხარო. მამა? მამაც გულიანად იცინებდა და მშვიდად ჩაილაპარაკებდა რაზე ფიქრობ შვილოო. ძმა? ძმა ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე ეტყოდა რომ მისნაირი ჩერჩეტი ამ ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა. კიდევ კარგი ვერ ხედავენ.. მაგრამ ისევ მათ გაეგოთ ჯობდა, ასე მაინც არ შერცხვებოდა. ახლა კი აღარ იცის უფროსებს თვალებში როგორ შეხედოს, რაც მოვიდა მას შემდეგ ყველაფერს აფუჭებს. მაგრამ რა ქნას, განა ძალით აკეთებს? უბრალოდ ასე ხდება, თავისთავად ხდება, მისგან დამოუკიდებლად. ასეთი უიღბლობა როგორ შეიძლება, თავსატეხები არ ელევა, ერთ დღეს ერთს მოაგვარებს და მეორე დღეს კვლავ ახალი საშინელება ხდება. ეს სამი თვე თუ ასე „ანებივრა“ ბაგრატიონების ოჯახი, კარგად ჰქონია საქმე. ერთ დღესაც გაუძახებენ გარეთ და მერე რაც უნდა ის ქნას.. ____________________ ესეც მეხუთე თავი შოკოლადებო... კიდევ ერთხელ უუღრმესი მადლობა სითბოსთვის.. უზომოდ მახარებს თქვენი კომენტარები... თბილები და ტკბილები ხართ ... იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ბოდიში შეცდომებითვის.. ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას... პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.