შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის ! ( 8 თავი)


30-03-2015, 11:46
ავტორი Aunt B.
ნანახია 4 333

ემოციურად უკვე მისთვისაც კი აუტანელი გახდა ის საშინელება, რომელშიც ამდენი წლის განმავლობაში უწევდა ცხოვრება. თითქოს ბედის არანორმალური ირონია იყო, რომ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ერთ დროს მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები დაკარგა, ახლა მუხლებზე იდგა და ელენეს მოსულიერებას ცდილობდა. მაშინვე მიხვდა, რომ სხვა დანარჩენს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, იატაკზე თეთრად შემოხაზული მისი პატარა დისა და დედის სხეულის კონტურები ამდენი წლის შემდეგ მაინც რომ არ კარგავდნენ სიმკვეთრეს იმდენად უფერულად მოეჩვენა, რომ გაიფიქრა ხომ არ ვგიჟდებიო, მაგრამ როგორც კი ელენემ თვალები გაახილა მაშინ მიხვდა, რომ როცა თაფლისფერი თვალები მისთვის მზერას შეწყვეტდნენ ზუსტად ეს იქნებოდა მისი არსებობის დასასრული და არა ეს მუქი ლაქები ნოხზე, რომლებიც უკვე ზიზღსაც ჰგვრიდნენ. მანამდეც მშვენივრად იცოდა, რომ ელენეს აქ წამოყვანა ყველაზე ცუდი იდეა იყო მაგრამ რაღაც მომენტში მაინც გამოიჭირა თავი იმაში რომ გულის სიღმეში თავადაც უნდოდა გოგონას ეს ყველაფერი ენახა, ენახა არა იმიტომ, რომ ალექსანდრე შეცოდებოდა.. უბრალოდ უნდოდა უკეთ გაეგო რამდენად რთული იყო მისთვის ამ ყველაფრით ცხოვრება, ადრე თუ გვიან როცა ყველაფერს დაასრულებდა და მისი ჩანაფიქრი ტყუილთან ერთად გამომჟღავნდებოდა, ელენესთვის პატიების საბაბი უნდა დაეტოვებინა. იცოდა, რომ მისი თბილი თვალები ყოველთვის მის უსაზღვრო სიყვარულს დაიტევდა მაგრამ უნდოდა ოდნავ მაინც ყოფილიყო პატიების ღირსი.
არცერთს ამოუღია ხმა, ახლაც უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.. არაფრით მისცა მისი მკლავებიდან ჩამოსვლის საშუალება, ხელშიაყვანილმა გაიყვანა გარეთ და სახლი ისე დატოვა კარი არც ჩაუკეტავს. გამიზნულად ძალიან ნელა მიდიოდა მანქანისკენ ელენეს სუფთა ჰაერი რაც შეიძლება დიდხანს რომ ესუნთქა, მთელ ენერგიას მის მაისურზე ჩაბღაუჭებული თლილი თითებისგან იღებდა და ღმად სუნთქავდა ნიავისგან უფრო მეტად გამძაფრებული ელენეს თმის სურნელს, ფრთხილად მოათავსა წინა სავარძელზე, არაფრით დაანება თვითონ შეეკრა ღვედი.. როცა ყველაფერი მოამთავრა ნაზად დაუკოცნა მთელი სახე და მხოლოდ ამის შემდეგ მიუჯდა საჭეს.
- მართლა კარგად ვარ.. - ადვილად ამოიკითხა ალექსანდრეს ნევიული მზერის მიღმა დაფარული კითხვა და არც პასუხის გაცემა გაჭირვებია. მართლა კარგად იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ახლა ზუსტად იცოდა როგორც უნდა მოქცეულიყო. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ყველაფერს გააკეთებდა, რომ მისთვის თითოეული წამი გაეფერადებინა. თანხმობის ნიშნად ალექსანდრემ ძლივსშესამჩნევად დააქნია თავი მაგრამ ზუსტად იცოდა პანიკის ნიშნებს ასე ადვილად ვერ წაშლიდა მისი სახიდან.
ასეც მოხდა.. დილა გათენებული არც იყო სასწრაფოდ რომ გააღვიძა ელენე და ბუზღუნით წაიყვანა ექიმთან. თუკი რაიმეს გამოკვლევა შეეძლოთ ყველაფრის ანალიზი ჩაატარებინა სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა, რომ გოგონას გულის წასვლის მიზეზი მხოლოდ ზედმეტად გამძაფრებული ემოციური ფონი იყო. არც კი იცოდა ელენემ რა უნდა ეთქვა მისი ბავშვობისდროინდელი სახლის ნახვისას, ვერც სიტყვებს აგროვებდა, ვერც აზრებს ალაგებდა, მაგრამ ალექსანდრე ყოველგვარი ახსნის გარეშეც ამჩნევდა მის გვერდში დგომას და საოცრად გამამხნევებელ თვალებს, რომლებიც ყოველ დილას მასზე ადრე ეგებებოდნენ მზის ამოსვლას.

---

ერთმა ზარმა მის არსებაში ყველაფერი შეცვალა.. დიდხანს ვერ აპატიებდა თავს ელენეზე ფიქრები უკანა ფლანგზე რომ დაწია და სისხლისგან მოსვრილ საძულველი სახის ზმანებას საშუალება მისცა მთლიანად დაპატრონებოდა მის გონებას. მისი დაცვის წევრს მიაგნო! ახლა მთელი სისწრაფით მასთან მიდიოდა და მალე უფროს გაგნიძესაც მიაგნებდა. ახლა ვერც იმაზე დარდობდა, რომ მისი დაგვიანებისთვის ელენე ალბათ მთელ ღამეს გაათენებდა, გვერდითა სავარძელზე დაუდევრად მიგდებულ გამორთულ მობილურს ყოყმანით გადახედა მაგრამ მაშინვე ამოიგდო ელენესთან დარეკვის აზრი თავიდან რა წამშიც მიხვდა, რომ გოგონას მშვიდი, მონატრებული ხმა ბევრ რამეს გადააფიქრებინებდა. მთელი ყურადღება სანავიგაციო სისტემის ეკრანზე გადაიტანა და მოძრავ წერტილს დიდი ინტერესით დააკვირდა გზა რომ არ შეშლოდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც აწყობდა.. მშვიდი, უკაცრიელი ადგილი კიდევ უფრო გაუმარტივებდა საქმეს. ფრთხილად გადმოათრია უკანა სავარძლიდან ვერცხლისფერი ქეისი, არც ხელთათმანების მორგება დავიწყებია, პროფესიონალურად მოარგო იარაღს მაყუჩი და მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან. ახლა შეცდომა არ უნდა მოსვლოდა, ყველანაირად უნდა გამოეყენებინა ხელსაყრელი შემთხვევა და გაგნიძის ადგილსამყოფელის შესახებ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეგო. ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე მოძველებული სტილის სახლი შეამჩნია, მათ შორის მხოლოდ ორიდან გამოდიდოდა მბჟუტავი სინათლე. საწადელის ასრულებასთან ასეთმა სიახლოვემ ერთიანად დაუძაბა სხეული, ემოციებმა ენერგია მოუზღვავეს მაგრამ მაინც არაფრით მისცა თავს აჩქარების უფლება სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა გარემოს ხელსაყრელობაში. ფრთხილად ამოეფარა დიდ კაკლის ხეს და კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაზვერა შემოგარენი. ის იყო შეტევაზე გადასვლას აპირებდა, ჯერ ფრთხილი მერე კი ოდნავ აჩქარებული გაუბედავი ნაბიჯების ხმა რომ მოესმა. არაადამიანური, ამოუცნობი შეგრძნება დაეუფლა უკან რომ გაიხედა და მის მანქანასთან მიახლოებული სილუეტი ელენეს მიამსგავსა. თავიდან ეგონა, რომ მოეჩვენა მაგრამ მალევე გაანათა მთვარემ მისი სახე და ძარღვებში სისხლიც კი გაეყინა მართლა ელენე რომ აღმოჩნდა.

შიშისგან კინაღამ სული განუტევა მოულოდნელად რომ ააფარეს პირზე ხელი და ნაძვზე მთელი ტანით ააკრეს. წამიერად დამშვიდდა ალექსანდრეს შავ თვალებს რომ წააწყდა მაგრამ სიმშვიდე მაშინვე გაეფანტა როცა შედარებით კარგად დააკვირდა სიბრაზისგან მის დაძარღვულ ყელს და არაადამიანურ გამომეტყველებას, მძიმედ რომ სუნთქავდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. რამდენიმე წამით თვალები დახუჭა ძალები რომ მოეკრიბა, მომენტალურად მოიშორა პირიდან მარწუხი და რომ არ შეეწყვეტინებინა რაც შეეძლო სწრაფად მიაყარა:
- იცოდე ვერ გამიბრაზდები, ფეხმძიმედ ვარ და ვერ მეჩხუბები! ალექს, პატარა გვეყოლება.. ეს არ უნდა გააკეთო. - უნდოდა ყველაფრის თქმა მოესწრო და ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა.. სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ ელენეს ყველაზე მეტად ალექსანდრეს გამომეტყველება გაამხიარულებდა ალბათ, მაგრამ ახლა თვითონაც ისე ეშინოდა მთავარი იყო როგორმე აქაურობას მოშორებოდნენ.. ალექსანდრემ ფრთხილად მოაშორა ხელი მის მკლავებს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და მუცელზე შემოხვეულ ელენეს ხელებს გაოგნებული დააჩერდა. საშინელი დასანახი იყო როგორ ცდილობდა გაბრაზების და ნერვიულობის ჩახშობას, გაურკვევლობა და ჯერ გაუცნობიერებელი სიხარულიც რომ შერეოდა თან.
- ჯანდაბა.. ელენე.. - ვერაფრით მოუყარა სათქმელს თავი, ფრთხილად აიტაცა გოგონა ჰაერში და მაშინვე მანქანისკენ გააქანა. მთელი გზა შეშლილივით უყურებდა იმაში დასარწმუნებლად ხომ ნამდვილად კარგად იყო და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ბოლომდე მამობის აშკარა პერსპექტივას. ჯერ ისიც ვერ გაერკვია როგორ აღმოჩნდა ელენე მასთან, ვერც თავის შეგრძნებებში გაერკვა. არასდროს უგრძვნია ემოციების ასეთი სასიამოვნო ნაკადი, ცხოვრებაში პირველად არ ფიქრობდა გაფუჭებულ საქმეზე, კიდევ ერთხელ გამომძვრალ გაგნიძეზე.. ვარდისფერი პატარა ფეხისგულები რომ წარმოიდგინა მიხვდა რომ ცოტა ხნით მანქანა უნდა გაეჩერებინა რომ აღელვებულს არაფერი დამართნოდა, გონებაში საზიზღარმა ეჭვმა გაუელვა და წამებში მოექუფრა სახე.
- ელე, ელენე.. მითხარი რომ რაც თქვი სიმართლეა და არ მოგიტყუებივარ.. თქვი, რომ ეს ჩემს შესაჩერებლად არ მოგიგონებია! - გოგონას გაფართოებულმა თვალებმა ადვილად მიახვედრეს რამდენად აფსურდული იყო მისი ფიქრები. სასწრაფოდ შეუხსნა ღვედი და მის ტუჩებს არაფრით მისცა პასუხის გაცემის საშუალება. მანამდე მასთან ყოველთვის ფრთხილი ახლა გაასმაგებული სინაზით იკრავდა გულში და გაურკვეველ სიტყვებს ან მის სახელს უაზროდ ჩურჩულებდა. რთულია გადმოსცეთ რა შეიძლება იგრძნო მსგავს მომენტში, რამდენად სასიამოვნოა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა და წარმოდგენაშიც კი რამდენად შოკისმომგვრელია ვარდისფერ ერთი ციდა ფეხისგულებთან თამაში, რომელიც შენს შვილს ეკუთვნის.
ახლაც არაფრით დაანება მანქანიდან თავისით გადმოსვლა, საჭირო რომ ყოფილიყო მთელი 9 თვის განმავლობაში მიწაზე ფეხს არ დააკარებინებდა. სავარძელში რომ ჩასვა თვითონ მის პირდაპირ ჩამოჯდა მაგიდაზე, მუხლებს დაეყრდნო და ბედნიერი, მაგრამ მაინც თავშეკავებული ღიმილით კიდევ ერთხელ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გამხდარი სხეული, რომელიც მისთვის მთელი სამყაროს ცენტრად ქცეულიყო. უფრო სწორად ქცეულიყვნენ! გონებაში მაშინვე შეასწორა და თბილი ხელი თავისაში მოიქცია.
- როდის გაიგე, ელე? - ყველაფრის დაზუტება და დეტალების გამოკვლევა ახლა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
- ექიმთან რომ გყავდი ანალიზებზე მაშინ .. მე ვთხოვე და მაგიტომ არ გითხრეს.. - სასწრაფოდ დაამატა გაურკვევლობა რომ მოეშორებინა მისი თბილი მზერისთვის.
- და იმიტომ არ მითხარი, რომ სიურპრიზის გაკეთება გინდოდა.. - არ გაჭირებია ამოეცნო მისი ფიქრების, გეგების, სურვილების ამოცნობა, რომელიც ბოლო დროს „ცხოვრებისეულ პროფესიად“ ექცია.
- ნუუ.. რაღაც ასეთი.. - გაუცინა და მოფერებაში გართულ მის ხელს ცერა თითით თვითონაც ნაზად მოეალერსა.
- აშკარად გამოგივიდა! - ადვილად შეატყო დაბღვერილს, რომ თავს მხოლოდ მისი მდგომარეობის გამო იკავებდა.
- იცოდე არ გაგვიბრაზდე ! - ბრძანების მრავლობითმა ფორმამ ბედნიერებისგან ორივეს სუნთქვა შეუკრა. მთელი არსებით რომ მოენდომებინა ალესანდრეს ამის მერე ვეღარ გაბრაზდებოდა.
- ელენე რატომ გადაეკიდე ამ გაბრაზებას? ან მანამდე როდის გიბრაზდებოდი ხოლმე? - მაშინვე გაახსენდა გოგონას მათი გაცნობის შემდგომი დღეები, ტბის სახლში ძაღლთან დაკავშირებული ჩხუბი და ალექსანდრეს აბსურდულ კითხვაზე გულიანად გაიცინა.
- შენი სახე რომ გენახა, დამიჯერე თავს აუცილებლად დაიზღვევდი ! ჩვენი პატარა რომ არა მგონი მომკლავდი! - დააპირა ეხუმრა მაგრამ ალექსანდრემ აშკარად ზედმეტად სერიოზულად აღიქვა მისი ნათქვამი.
- იქ როგორ აღმოჩნდი? - ძალიან ეცადა, მაგრამ დაძაბული ტონი ვერაფრით მოიშორა. ელენემ თავი ჩახარა და რამდენიმე წამი არ უპასუხია. მისმა ქმედებამ უფრო მეტად რომ ააღელვა გოგონამ ადვილად იგრძნო მის ხელზე მოსრიალე დაჭიმული თითებით..
- თომას ლაპარაკი მოვისმინე.. მერე გამოვეპარე.. და გამოგყევი.. არ გამიბრაზდე რა, გთხოვ.. - ცოტა აკლდა რომ ტირილი არ დაეწყო.
- ჯანდაბა, ელენე არ გიბრაზდები! მაგრამ ამ მდგომარეობაში როგორ გაბედე იქ წამოსვლა? რამე რომ მოგსვლოდა მერე რას აპირებდი? - მაინც ვერ შეიკავა ბოლომდე თავი რომ არ ესაყვედურა.
- აბა, არ გიბრაზდებიო? - კინაღამ გააგიჟა აშკარად აწყლიანებულმა თვალებმა და რამდენიმე ცრემლმა მის გაფითრებულ ლოყაზე.. მეტი აღარ გაუგრძელებია, სწრაფად ჩაისვა კალთაში და დიდი ხნით დააკავა ბევრად უფრო სასიამოვნო საქმიანობით მისი ტუჩები. თავისით ხელით გახადა ტანსაცმელი და მზრუნველად ჩააწვინა საწოლში, მართლა ისე უვლიდა როგორც პატარა ბავშვს, ელენეც ყველაფერს უპრობლემოდ იფერებდა და ახლა უკვე მართლა იცოდა როგორ შეეძლო ალექსანდრეს სრულყოფილად გაბედნიერება ყოველგვარი ულტიმატუმების, მოთხოვნებისა და დათმობების გარეშე.
არ იცოდა რა სახელი უნდა დაერქვა ამ გრძნობისთვის, რომელსაც ერთიანად მოეცვა მისი არსება და საოცარი ენერგიით ავსებდა. ოთახის აივნის მოაჯირს მიყრდნობილი გარედან ადევნებდა გოგონას ძილს თვალს და მართლა ხვდებოდა, რომ ახლა ყველაფერს შეძლებდა. ზუსტად მაშინ დაკარგა ყველაფერმა აზრი, როცა იქ, ტყეში ელენემ ჩუმად გაუმხილა, რომ მალე მამა გახდებოდა. ბოლომდე ახლა იაზრებდა ყველაფერს, ყოველთვის წარსულზე პასუხისმგებელს ეჩვენებოდა, რომ მომავალი ახლა მხოლოდ მას აღარ ეხებოდა. შვილი ეყოლებოდა, რომელიც არაფრით არ იმსახურებდა მამის ცოდვების გამო რამით მაინც დასჯილიყო, ზუსტად გონებაში წარმოდგენილი ვარდისფერი ფეხისგულების გამო ამჯერად მართლა უნდა დაემთავრებინა ყველაფერი. მნიშვნელობა არ ჰქონდა სადამდე გაანადგურებდა ვერასრულებული შურისძიებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა მაგრამ ცხოვრებაში პირველად მოუნდა თვითონაც ყოფილიყო უცოდველი, ძალიან სუფთა და მართალი. ელენეზე ფიქრი ახლა უკვე სულ სხვანაირი იყო, უყურებდა და ვერ ხვდებოდა რატომ დაიმსახურა მისი იმდენად უსაზღვრო სიყვარული, რომ პირობის დარღვევაც კი უპრობლემოდ რომ აპატია. მართლა ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ელენეს ყველაფერს მხოლოდ მის გამო შეგუებოდა.. ზუსტად ამიტომ იცოდა, რომ უკვე მართლა მიატოვებდა, აუცილებლად დაივიწყებდა წარსულს და ახლა უკვე ელენეს უსაზღვრო ბედნიერებით მოიწყობდა სრულფასოვან მომავალს...

@@@

მადლობა, მადლობა, და კიდევ მადლობა ასეთი კარგები და საყვარლები რომ ხართ. ძალიან მინდა ეს თავიც მოგეწონოთ, შეიძლება შედარებით პატარაა მაგრამ აზრობრივად სხვაგან ვერ გავწყვეტდი.



№1 სტუმარი 123456

ყოველი მომდევნო თავი ისეთია, რომ პირადად ჩემზე არც ეს მოლოდინი მოქმედებს და არც თავის სიპატარავე. მე, პირადად ეს თავი იმდენად ყველაზე რაღაცნაირი მეჩვენა, რომ მეზედმეტა კიდეც მგონი wink . რა გითხრა აბა?! მადლობა, ამ ემოციებისთვის. გრაფო

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

რა ძალიან კარგი იყოოო...კიდევ ემოციებში ვარ აიი მართლა ძალიან მომწონს❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი EiLuL♥

ჩემი ალპენ გოლდიი ❤❤ ცოტა გაბრაზებული კი ვარ ,არა ცოტა არა ძალიან,,, მთელი დღე ველოდი გუშინ ❤,,, ჩემი გოგოო ^.^ უბრალოდ მაგარიას ვერ გაკადრებ ,,, ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ და ვფიქრობ ❤)))
--------------------
elene

 


№4  offline წევრი SaLoOme

Raaa Kaaargiii Iyooo ❤❤❤❤ velodebi axaaal taaavss❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent