შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი ქმარი [თავი 3]


3-04-2015, 20:19
ავტორი grifini
ნანახია 5 097

განა თვითონ იცოდა რატომ მიჰყავდა ეხლა სალომე სახლში,არა არც თვითონ არ იცოდა მაგრამ რატომღაც ასე უნდოდა.იმის გარკვევაც უნდოდა რა ჯანდაბა უნდოდა სალომეს იმ საგიჟეთში,მაგრამ როგორ გაიგებდა ? არა,ყველა ძალას იხმარდა და გაიგებდა !
***
ჩუმად იჯდა მანქანაში და მამაკაცის მზერას გრძნობდა,მაგრამ ჯიუტად წინ იყურებოდა.დილიდან ასე არიან,ხმას არც ერთი იღებს.არა და როგორ უნდა ორივეს რომ დაარღვიონ ეს საზარელი სიჩუმე,მაგრამ მაინც ორივე ჯიუტად ჩუმად არის და ხმას არ იღებენ.
„ჩემი ქმარი,შვილები მყავს.ქმარი და შვილები მყავს“იმეორებდა გულში სალომე,ქმარი და შვილები კი არა თავის სახელიც კი არ ახსოვს.ჯანდაბა ახლა მაინც დაარღვიოს სიჩუმე და ჰკითხოს თორემ თვითონ კი არა მე ვკითხავ და მე ავალაპარაკებ!
-ისა...რა მქვია ?-ჰკითხა ცოტა ხანი ყოყმანის შემდეგ.
სანდრო ჯერ ჩაფიქრდა,თავის ნამდვილ სახელს და გვარს ვერ ეტყოდა.მაგრამ შეეძო უბრალოდ გვარი მოეტყუებინა,რატომ არა.
-სალომე თოდუა,-უთხრა და თბილად გაუღიმა,სალომე დაიბნა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.-მე სანდრო ვარ,ჩვენს შვილებს ზუკა და ცოტნე ჰქვია.-ელაპარაკებოდა და გზას უყურებდა.-დედა და მამა დაგეღუპა,მეც დაღუპული მყავს ორივე.-ცოტა ხნით გაჩუმდა შემდეგ კი ისევ გააგრძელა,-ჩემი მეგობრები ეხლა სახლში არიან და მათაც თავიდან გაგაცნობ.
-კარგი-დაეთანხმა სალომე და ისევ ფანრჯარაში გაიხედა.
ეცნობოდა სანდრო,მაგრამ მაინც არ სჯეროდა რომ ქმარი ჰყავს.მითუმეტეს შვილები,არა ვერ იჯერებდა.დარჩენილი გზა სიჩუმეში გაატარეს,მხოლოდ სანდრო თუ გააპარებდა სალომესკენ თვალს.სალომე კი ჯიუტად წინ იყურებოდა და რაღაცაზე იყო საკმაოდ ჩაფიქრებული.“ჯანდაბა რომ გაახსენდეს ვინცაა,სად მივდივარ“გაიფიქრა გულში სანდრომ და გულშივე შეიკურთხა.
სალომემ ხელებზე დაიხედა,რომლებიც გაოფლიანებული ჰქონდა და ჟაკეტზე ჩამოისვა.სანდროს მის ქმედებაზე უბრალოდ ჩაეცინა და ისევ გზას გახედა.
მანქანა გააჩერა თუ არა სალომეს მიუტრიალდა,რომელსაც სახეზე ფერი დაჰკარვოდა.
-ნუ,ნერვიულობ რა.-უთხრა ცივად და მანქანიდან გადავიდა.
ღვედი შეიხსნა და თვითონაც გადაჰყვა.მის წინ ორ სართულიანი სახლი აღიმართა,რომელიც თეთრად იყო შეღებილი.ნელი ნაბიჯებით მიჰყვა სანდროს,კისერს ხან მარჯვნივ ატრიალებდა,ხან მარცხნივ და ხანაც ზევით.რატომღაც ოდნავადაც კი არ ახსენდებოდა ეს სახლი.იქნებ მისი შვილები გაიხსენოს,რომ ნახავს,მაგრამ არც ეგ ჰგონია.
სახლი კარგად იყო მოწყობილი.ხის პარკეტი,ყავისფერ ჩარჩოიანი ფანჯრები,რომლებსაც გისოსები ჰქონდათ.კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორი იყო ჩამოკიდებული,მის წინ კი გრძელი დივანი,დივნის ორივე გვერძე ტუმბოები იდგა.პირველ სართულზე სულ სამი საძინებელი იყო,ერთი მისაღები,ერთი სააბაზანო და სამზარეულო.
თვალიერებაში ისე გაერთო ვერ მიხვდა,რომ იმ ოთახში კიდევ მის გარდა ხუთი ადამიანი იყო,რომლებიც მას მიშტერებოდნენ და აკვირდებოდნენ.გონს რომელიღაცის ჩახველებამ მოიყვანა,სწრაფად მიატრიალა მათკენ თავი და თვალებში ჩააშტერდა შავ თვალება ბიჭს,რომელიც სანდროს უკან იდგა.
-აი ესენი ჩვენი შვილები არიან,-მის წინ დააყენა ტყუპები და თავზე თბილად გადაუსვა ზუკას ხელი,-ეს ზუკაა,-ანიშა ქერა ბიჭზე,რომელსაც შავი თვალები ჰქონდა და სულ რაღაც ათი წამის წინ მის თვალებს ჩაშტერებოდა.-ეს ცოტნე,-ახლა რიჟა ბიჭზე ანიშნა,რომელსაც ზვაღასავით მღელვარე თვალები ჰქონდა.სალომეს თბილად გაუღიმა და მამამისს შეხედა.-ეს ვატო და ეს იოანე,-ანიშნა ორ აყლაყზე,რომლებიც მთელი მონდომებით იკრიჭებოდნენ.
ყველა მოათვალიერა და თბილად გაიღიმა,არავინ არ ეცნობოდა.სანდროს გარდა ყველა უცხო იყო,ყველა.
-ჩვენ მივდივართ და ხვალ შემოგივლით.-უთხრა თავის ქექვით იოანემ.
-კაი ტო,ესე მალე?-ჰკითხა მოღუშულმა სანდრომ.
-ხო,რა საქმე გვაქვს.ხვალ შემოგივლით.-გაუღიმა ისევ იოანემ,-აბა კარგად რძალო გამოჯანმრთელებას გისურვებ.-უთხრა სალომეს და ჩაეხუტა.სალომესთვის ეს ისეთი უცხო იყო დაიფიცებდა,რომ ესეთი გრძნობა არასდროს გამოუცდია.
-ამას თავში ჭკუა და მე მილიონ ნახევარი,-ხელი ჩაიქნია ვატომ და ისიც ჩაეხუტა სალომეს.
ბიჭები სანდრომ გააცილა და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
სალომე დაბნეული იდგა მისაღების შუა გულში და მოშტერებულ ტყუპებს უმზერდა,ორივეს მრავლის მეტყველი თვალები ჰქონდათ,თითქოს მხიარულები მაგრამ მაინც სევდიანები.ორივეში ჩაიძირებოდა ადამიანი.ზღვა იყო მათი თვალები,რომელშიც იძირები,ფეხზე ღუზა გაქვს და ეს ღუზა არ გიშვებს,რომ ამოხვიდე.
გონს სანდროს ჩახველებამ მოიყვანა,სწრაფად მიატრიალა მისკენ თავი და თვალებში ჩააშტერდა,მასაც კუპრივით შავი თვალები ჰქონდა როგორც ზუკას.
-მე გავდივარ და შენ მიხედე ბავშვებს კარგი?-ჰკითხა უემოციოდ.
სალომემ უბრალოდ თავი დაუქნია და თვალებით გააცილა კარებამდე.
-ე.ი. დედა,დავალებების დაწერაში დაგვეხმარები.-გაეკრიჭა ცოტნე და ხელი დაავლო.
-ნელა შე ცხოველო,არ ატკინო.-დაუვირა ზუკამ და ხელი გააშვებინა.
დაბნეული სალომე ხან ზუკას შეხედავდა ხანაც ცოტნეს.ბოლოს მათმა კამათმა თავი რომ აატკივა დივანზე მოწყვეტით დაეშვა და ჩუმი ხმით უთხრა:
-გთხოვთ,გაჩუმდით და დაგეხმარებით!
ბიჭებმა მას შეხედეს შემდეგ სწრაფად სადღაც გაიქცნენ უკან კი ჩანთებით ხელში დაბრუნდნენ.
-ასე გვითხრა მზიამ,რომ თუ შემდეგზე დავალებებს არ დაწერთ ორიანსაც არ გაღირსებთო,-ჩამოარაკრაკა ცოტნემ მობეზრებულად და „ახალ დედას“ გაუღიმა.
-კარგით დაგეხმარებით მაჩვენეთ,მერამდენე კლასში ხართ?
-5 გადავედით.-უპასუხა ზუკამ და წიგნი ამოიღო ჩანთიდან.
-რაში გინდათ დახმარება აბა ?-ჰკითხა სალომემ და გორგოლაჭებიანი მაგიდა მის წინ მოაგორა.
-აი,ამ ამოცანებს ვერ ვიგებთ და მოგვკალი რა.-უთხრა თავის ქნევით ცოტნემ.
-კარგით,მოდით დამიჯექით და ვეცდები დაგეხმაროთ.-უთხრა სალომემ და გვერძე მჯდარ ბიჭებს დაუწყო ახსნა,რომ ჯერ მოცემულობა უნდა ჩაეწერა,როგორ უნდა ჩაეწერათ და შემდეგ როგორ უნდა ამოეხსნათ.ბიჭები კი ყოველი „გაიგეთ?!“-ის მერე თავს უქნევდნენ.
ყველა გაკვეთილი მოამზადებინა რაც შემდეგ დღეს ჰქონდათ,ჩანთებიც ჩაალაგებინა დააკვება კიდევაც როგორც შეეძლო და თავიანთ ოთახში შეუშვა დასაძინებლად.თვითონ კი დივანზე ჩამოჯდა და კედელს თვალი გაუშტერა „საიდან მუშას ამდენი ფული? შეიძლება არ მახსოვს ვინ ვარ მაგრამ ის მაინც ვიცი,რომ მუშას ესეთი სახლი არ აქვს.“ თვალი კიდევ ერთხელ მოავლო სახლს და შემდეგ ისევ თვალი გაუშტერა კედელს.
ცოტა ხანში მისაღებში საღამურებში ჩაცმული რიჟა ცოტნე შევიდა.
-შეგიძლია რამე მოგიყვე?-ჰკითხა მორიდებით,სალომემ თბილად გაუღიმა ხელი ჩაჰკიდა რიჟა ბიჭს და ოთახისკენ წაიყვანა.
რაღაც გამოგონილი ამბავი მოუყვა ბიჭებს,როდესაც მორჩა შუბლზე ორივეს აკოცა,რატომ თვითონაც არ იცის უბრალოდ მოუნდა და აკოცა.

***
-როგორ თუ არ იცი?სულ მთლად გამაგიჟე რა,ქალი მოიყვანე და არ იცი რატომ ?-ჰკითხა ისევ ნანომ მობეზრებულ სანდროს.
-არ ვიცი რა ჯანდაბა მომივიდა,უბრალოდ მომინდა რომ მეთქვა და ვთქვი.რა ვქნა ეხლა ? უკან დავაბრუნო?-ჰკითხა და დასერიოზულებულ ვატოს შეხედა.
-არაფერი არ გეშველება რა.ხვალ მოვალ და გავიცნობ შენს ახალ ცოლს.-ირონიულად გაუღიმა და პატარა ალექსანდრესკენ წავიდა.
-რა უნდა შენ ცოლს?-ჰკითხა მობეზრებული ტონით ვატოს.
-რაც უნდა თვითონაც კარგად იცი!თუმცა შენ არაფერიც არ იცი.-ხელი ჩაიქნია და ტელევიზორი ჩართო.







იმედია მოგეწონებათ და ბოდიში დაგვიანებისთვის :D



№1  offline წევრი ninonino7500

კაია დზ :* მალე დადე რა :*

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მარა აღარ გაიგვიანო რა

 


№3  offline წევრი Unnamed

Agar daagviano ra :)

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

კინოს მაგონებსს, ტუ სწორედ მივხვდიი დაა მსიამოვნებს რატორაც კითხვაა და მალ-მალე დადე რააა
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5  offline წევრი Anuuc^.^

რაღაც ფილმი მაქვს ნანახი და ძალიან ჰგავს იმას...კარგია გააგრძელე
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№6  offline წევრი გურანდა

exla wavikitxe 3 tavida dzaliann momewona.. velodebi movlenebis ganvitarebas da imedia mal-male da did taves dadeb <3 kargi istoriaa..
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№7  offline წევრი killer

აიი ძაან მომეწონაა და საერთოდ შენი ისტორიები ძან მომწონს ველი შEმდეგ თავს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent