შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [6]


3-04-2015, 21:38
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 341

დილით რომ გაიღვიძა, წელი ისევ ტკიოდა. გაჭირვებით გადაბრუნდა თამარისკენ, უშფოთველად ეძინა გოგონას. გაეღიმა, წვალებით წამოდგა ლოგინიდან, იქვე მიგდებული ხალათი მოიცვა და ლასლასით გაფრატუნდა თავისი ოთახისკენ. კარები ფრთხილად შეაღო და სააბაზანოს მიაშურა. „ყველაფერი მოუწესრიგებიათ“ - გაიფიქრა კმაყოფილმა. კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო, მოემზადა და ისევ თამართან გავიდა. საუზმეზე აგვიანდებოდათ. შეაღვიძა, სწრაფად მოემზადა და კიბეებზე დაეშვნენ. ღიმილით მიესალმნენ ყველას და მაგიდასთან მოთავსდნენ.

- როგორ ხარ გაიანე? წელი ისევ გტკივა?
- უკეთ ვარ, მადლობა _ გაუღიმა უფროს თამარს.
- დილით ხელოსანი იყო მოსული, ყველაფერი მოაგვარა, მილი დაზიანებულა. _ გაბელიამ უბრალოდ გაუღიმა და თავი დაუქნია. მის გვერდით ადგილი ცარიელი იყო. საუზმეზე ბატონი კონსტანტინე არ ბრძანდებოდა. საუზმობის შემდეგ გაიანემ წამალი დაალევინა უფროს კონსტანტინეს და თავის ოთახში ავიდა. ლოგინზე წამოგორებული ალბათ ერთი საათი მაინც ელაქლაქა დედას. მაგრამ ქალბატონი ელენე ეძახდა და იძულებული გახდა გაეთიშა. ოთახიდან გავიდა და ელენეც იქვე იყო.
- გისმენთ ქალბატონო ელენე.
- გაიანე კონსტანტინე ცუდადაა.
- რა სჭირს?
- მგონი სიცხე უნდა ჰქონდეს, ხმაც ჩახლეჩილი აქვს, სად გაცივდა არ ვიცი, ტრავმატოლოგი ხარ, მაგრამ მაინც ექიმი და ვიფიქრე იქნებ შეგეძლოს დახმარება.
- დია, რა თქმა უნდა _ დაეთანხმა. _ შეიძლება ოთახში შევიდე?
- კი, შედი. _ კარებზე დააკაკუნა და შევიდა.
- დილამშვიდობის _ გაუღიმა. ოდნავ დაუქნია ვაჟმა თავი და ჩახლეჩილი ხმით მიესალმა. ოთახში სამედიცინო ყუთიც იყო. თერმომეტრი ფრთხილად დაფერთხა და ბაგრატიონს გაუწოდა. _ 38,2 _ ჩაილაპარაკა თავისთვის და წამლების მოძებნას შეუდგა. _ წყალს ამოვიტან და მოვალ _ სამზარეულოში ჩაირბინა, ჭიქა აავსო და ისევ ავიდა ოთახში. წამლები და ჭიქა გაუწოდა, დაალევინა და ისევ მიწვა პრინცი. ოდნავ გაუღიმა გაბელიამ და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში ნინის ჩაის მომზადება სთხოვა და ისევ ბატონის ოთახში დაბრუნდა. ჩასძინებია, გაღვიძება არ უნდოდა, ლოგინის გვერდით დადგა ჩაის ფინჯანი და გამობრუნდა.

მისაღებში ქალბატონი ელენე შეხვდა. შვილის მდგომარეობა იკითხა და გაიანეს აცნობა, ქეთევანი გვესტუმრება, კარგად მოეპყარიო. თავი დაუქნია გაბელიამ და ბიბლიოთეკაში შევიდა. ქალბატონი ელენეს კეთილგანწყობა მაინც ვერ მოიპოვა. „დაულეწე სახლი და“ - ჩაისისინა ეგომ. მერე რა მოხდა თუ ერთი ჭიქა გატეხა, ვაზა ხომ გადარჩა, მილის გაფუჭება მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. ქეთევანის მოსვლა ამცნეს და ოთახიდან გამოვიდა. ღიმილით მიესალმნენ გოგონები ერთმანეთს, მოიკითხეს, ქალბატონი ელენეც კმაყოფილი იყო. საცოლე კონსტანტინესთან გაუშვეს ოთახში.

გაიანეს საქმე არაფერი ჰქონდა და უეცრად შესანიშნავი იდეა მოუვიდა. როგორც გაიგო, ბატონ კონსტანტინეს, უფროსს, ძალიან უყვარს ტკბილეული, ჰო და ნამცხვარს გამოუცხობს. კმაყოფილმა გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ნინი და ლელა იქ არ იყვნენ. მაცივარი გამოაღო, ინგრედიენტები მოიძია, სხვა საჭირო ნივთებიც ნახა და მზადება დაიწყო. ყველაფერი მარტივად მოამზადა, თან ასუფთავებდა და იქვე მაგიდაზე დადო ჯამი. ახლა სჭირდება ტაფა, რომელშიც უნდა გამოაცხოს. სამზარეულოს თვალი მოავლო, კარადებშიც შეიხედა, მაგრამ სასურველი ვერაფერი ნახა. ჰმ! აი ეს გამოადგება, სამზარეულო კარადის თავზე დაინახა ჯამები, ქვაბები, ტაფები... ყველაფერი ცალ-ცალკე დახარისხებული, ლამაზად დაწყობილი. სკამი მიიტანა, ავიდა და ხელი ასწია სასურველი ტაფის ჩამოსაღებად.. თუმცა, ზემდეტად მაღლა იდო და ვერ მიწვდა. უკმაყოფილოდ გაიხედ-გამოიხედა. არა, კიდევ ერთ სკამს ვერ დაამატებს, ხომ იცის თავისი უიღბლობის ამბავი, ჩამოვარდება და მოიტეხს რამეს. მაგიდაზე ხომ სულ ვერ ავა, ავიდეს და ქალბატონმა ელენემ დაინახოს, შეიძლება მოკლას. ისევ თავისი სიმაღლის იმედზე თუ შეწვდება. სკამზე მდგარი რაც შეეძლო მაღლა აიწია ფეხის წვერებზე და როგორც იქნა მიაწვდინა თითები სასურველ ტაფას. ფრთხილად გამოსწია..გამოსწია..გამოსწია და უკვე წკიპზე იყო, წონასწორობა რომ ვერ შეიკავა. არა, განა ჩამოვარდა? უბრალოდ ფეხის წვერებზე დგომა ვეღარ შეძლო, ტაფასაც არ გაუშვა ხელი და ამ ხსენებულ ტაფასთან ერთად ჩამოცვივდნენ სხვა ტაფებიც და რამდენიმე ქვაბიც.. რახა-რუხით დაემხო გაბელიას თავზე ყველაფერი და დაგვირგვინება? თვითონ ექიმმაც იატაკზე მოადინა „ზღართანი“..

- ააა.. წელიიი _ საცოდავად კრუსუნებდა, მაგრამ როგორც კი ტკივილი ოდნავ დაუამდა და ფეხზე წამოდგომაც შეძლო, სულ აღარ ახსოვდა თავისი სხეული. _ ღმერთო გადამარჩინე _ ბუტბუტებდა შეშინებული. შველა და გადარჩენა ნამდვილად სჭირდებოდა, ქალბატონი ელენე სამზარეულოსკენ მიემართებოდა, თან თვალებიდან ნაპერწკელბს ყრიდა. ერთხელაც იქნება და შემოაკვდება ეს გოგო. ჯერ თითქმის ერთი კვირაა რაც მისულია და მთელი სახლი თავდაყირა დააყენა, ხან რას ამტვრევს, ხან რას, ხან რა უფუჭდება, ამის ატანა აღარ შეიძლება.. თან გაბრაზების საშუალებასაც რომ არ აძლევენ? ყველა ამ ექიმს იცავს, არადა დიდი სიამოვნებით მოისვრიდა სახლიდან.

გაბელია იდგა ასე გაუნძრევლად და შიშნარევი მზერით დაჰყურებდა იატაკზე დაყრილ ქვაბებს და ტაფებს. ამ სულელმა ისიც კი ვერ მოიფიქრა აეკრიფა მაინც. ცალკე წელი სტკიოდა, ცალკე ნერვიულობდა და თვალებიც ცრემლებით ავსებოდა. ახლა კი ნამდვილად გააგდებს ქალბატონი ელენე, მაგრამ ბატონ კონსტანტინეს ექიმი სჭირდება - დაიმშვიდა თავი, თუმცა სულ ტყუილად.. ქარიშხალი უახლოვდებოდა..

- რა ხდება აქ _ ფაქტობრივად კივილამდე ცოტაღა უკლდა ქალბატონ ელენეს.
- ქალბატონო..
- ხმა არ ამოიღო ძალიან გთხოვ, რა ამბები დაგიტრიალებია აქ!
- ქალბატონო ელენე აგიხსნით _ ნერვიულობისგან თითებს იმტვრევდა.
- რას ამიხსნი, დღე არ გასულა რამე არ დაგემართოს. რა გინდოდა ახლა ამ ქვაბებთან?
- ქალბატონო ნამცხვრის გამოცხობა მინდოდა..
- შენ აქ კონდიტერად არ მოგვიყვანიხარ, ექიმი ხარ, ე ქი მი _ გაცხარებით უხსნიდა.
- ვიცი მაგრამ..
- არავითარი მაგრამ.. გაიანე, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და აქ აღარ იცხოვრებ. გასაგებია?
- გასაგებია ქალბატონო, ბოდიში, ყველაფერს მივალაგებ.
- ხელს არ მოკიდებ არაფერს, ყველაფერს გოგოები მიხედავენ..
- კარგი _ თავი დაუქნია და მაშინვე თავის ოთახში ავიდა. ლოგინზე მიწოლილმა ცრემლებიც აფრქვია, საკუთარი დაბდურობის გამო ეშლებოდა ნერვები და ემოციების გამოხატვამ დააწყნარა.

სადილობის დრო რომ მოვიდა, ოდნავ შეწითლებული თვალები მაკიაჟით დაიფარა და სასადილო ოთახში ჩავიდა. ხმა არ ამოუღია, კონსტანტინე ისევ არ იყო, მის ადგილს ქეთევანი იკავებდა. როგორც ჩანს მთელი დღის საქმროსთან გატარებას აპირებდა. უხმაუროდ ისადილეს, გაბელიამ თავისი მოვალეობა შეასრულა და საქანელას მიაშურა. ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა სჭირდება, ქალბატონ ელენეს თვალს ვეღარ უსწორებს. მაგრამ მარტო ყოფნაც არ აცადეს, თამარმა დაუძახა და დედის თხოვნა გადასცა. კიბეებზე ავიდა გაბელია, ფრთხილად დააკაკუნა უმცროსი ბაგრატიონის კარებზე და შევიდა.

- უკაცრავად _ გაუღიმა წყვილს. სავარძელი ლოგინთან მიედგა კვირკველიას და თბილი მზერით შესცქეროდა საქმროს.
- მოდი გაიანე _ ისევ ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა კონსტანტინეს. გაბელიამ თერმომეტრი გაუწოდა და დაელოდა, უხერხულად იყო წყვილთა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
- სიცხეს დაუწევია, 37,7 _ ჩაილაპარაკა და წამლები გაუწოდა.
- მადლობა _ გაუღიმა ქეთევანმა. ოდნავ დაუქნია თავი ღიმილით გაიანემ.
- დაგტოვებთ _ კარები გამოიხურა და ისევ ბაღში წავიდა.

საქანელაში ჩამომჯდარი ფიქრობდა რა იქნებოდა ახლა რომ არა ეს ოჯახი. იჯდებოდა თავისთვის მშვიდად კაბინეტში, არავის არაფერს დაუშავებდა. საღამოს სახლში წავიდოდა, უკვე გამომცხვარი ნამცხვარი დახვდებოდა, დედა ღიმილით და არ მოაკლდებოდა მშვიდი დღეები. მაგრამ სად აქვს ამის ბედი? ჰოდა ახლა უწევს აიტანოს ქალბატონი ელენეს საფუძვლიანი საყვედურები.

- გამარჯობა..
- გამარჯობა გაგი, ვერ შეგამჩნიე _ გაუღიმა.
- როგორ ხარ?
- არამიშავს, შენ?
- მეც არამიშავს, შეიძლება? _ თვალით მიანიშნა საქანელაზე.
- ჰო, მოდი _ მიიწია და გაუღიმა.
- მომიყევი რამე შენზე.
- რავი რა მოგიყვე, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ხანდახან ცოტა დაბნეული _ გაუცინა.
- ეგ არაფერი, ხანდახან ყველა იბნევა.
- მამხნევებ? შენზე რას მეტყვი?
- მეც ართი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ _ გაგიმაც გაუცინა _ აგერ უკვე მეორე წელია ამ ოჯახში ვმუშაობ.
- კარგია, ოჯახი?
- ცოლ-შვილი არ მყავს _ გაიცინა _ დედა და უმცროსი და მყავს, მამა გარდამეცვალა.
- ვწუხვარ..
- მადლობა, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, შეჩვეული ვარ უკვე..
- ალბათ ვერ გადავიტან ჩემი ოჯახის წევრებს რომ რამე მოუვიდეთ.
- მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ თურმე ადამიანი ყველაფერს ეგუება.. მით უმეტეს როცა არსებობენ სხვები, ვისაც სჭირდები.
- გასაგებია..
- შენ?
- მე მყავს მშობლები და უმცროსი ძმა.
- საყვარელი ადამიანი?
- საყვარელი ადამიანები არიან ესენი _ გაუცინა _ თუ შეყვარებულს გულისხმობ არ მყავს, არც საქმრო და არც ქმარი.
- კარგია _ გაუღიმა გაგიმ. _ კარგი, პოსტს უნდა დავუბრუნდე, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი.
- კარგი, დროებით. _ ღიმილით დაემშვიდობა კაცს.

ცოტა ხანში კიდევ ერთხელ მოუწია უმცროსი ბაგრატიონის ნახვა. ამჯერად ქეთევანი ოთახში აღარ იყო. წამალი დაალევინა, მდგომარეობა მოიკითხა და ოთახი დატოვა. ბატონი კონსტანტინე ვახშმისთვის უკეთ იყო და თავისი ადგილიც დაიკავა. იმ საღამოს სრული სიმშვიდე იყო, ახალ ხათაბალაშიც აღარ გახვეულა. რაღა ხათაბალა უნდოდა. თავის ოთახშიც დაიძინა და შეიძლება ითქვას ტკბილადაც ეძინა.
დილით ნებართვა სთხოვა ქალბატონ ელენეს და საუზმობის შემდეგ თავის სახლში წავიდა. თბილად ჩაეხუტა მონატრებულ დედიკოს. ძმასაც მოუშალა ნერვები. მამა როგორც თითქმის ყოველთვის, არც ახლა იყო სახლში და მასთან სამსახურში მოუწია გავლდა. სადილობამდე „შინ“ უნდა დაბრუნებულიყო და ეცადა ყველასთვის გაენაწილებინა დრო. მეგობრებიც ნახა სულ ცოტა ხნით, მოუყვა რა ხდებოდა და როგორ იყო, არც გაგი გამორჩენია. კმაყოფილი დაბრუნდა ბაგრატიონების სასახლეში. ერთად ისადილეს და უფროს კონსტანტინესთან ავიდა ოთახში. მეგობრების შესახებაც მოუყვა. საერთოდაც, საკმაოდ დაუახლოვდა ამ კაცს, ოჯახის სხვა მცხოვრებლებს კი არ ჰგავს, უმრავლესობას.. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია, ისეთი, ადვილად რომ გამონახავ საერთო ენას. გაბელიას მკურნალ ანგელოზს ეძახის და გოგონაც გაბადრული ისმენს. ალბათ პირველი დღე იყო, რომელიც ასე მშვიდად დააღამა, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე.

თითქოს უკვე შეეჩვია კიდეც ამ ოჯახს. თავს იმდენად უხერხულად აღარ გრძნობს. თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ წევრს ესაუბროს. თამართან განსაკუთრებით კარგად ააწყო ურთიერთობა, ფაქტობრივად ახლო მეგობრები გახდნენ.იმდენად შეაყვარა თავი ამ გოგომ, აუცილებლად გააგრძელებს ურთიერთობას სამი თვის შემდეგაც. ქალბატონი თამარიც ძალიან თბილად ექცევა, მაგრამ თითქოს მაინც მოკრძალებულია გაბელია მასთან. ბატონი დავითიც არ ჩანს მკაცრი ადამიანი, თუმცა ძირითადად სახლში არაა. აი ქალბატონი ელენე, ოო, ყველაზე მკაცრ პერსონად ეჩვენება ამ სახლში, თუმცა ალბათ თავისი დამსახურებაა. უმცროსი კონსტანტინე ჯერაც ვერ გაიგო როგორია, როგორც დაადგინა, არც ისეთი ჯმუხია, მაგრამ ურთიერთობა მაინც არ აქვს. ძირითადად მოკლე დიალოგებით შემოიფარგლებიან. ახლაც, საღამოს ოთახში მიმავალს დაუძახა. გაკვირვებული მიტრიალდა გაიანე და გაუღიმა.

- გისმენთ.
- მადლობა მკურნალობისთვის _ ისეთი გულწრფელობით უთხრა, გაბელიას გაეცინა. _ რა ვთქვი სასაცილო? _ უცებ დასერიოზულდა.
- ბოდიში _ ფხუკუნით ჩაილაპარაკა _ არ არის საჭირო მადლობა, მოვალეობას ვასრულებდი.
- რადგან გითხარი, საჭიროა. ძილინების _ მიტრიალდა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
- ძილინებიის _ გზაში დააწია სიტყვა. ოთახში შევიდა და ისევ გაეცინა. ჯერ სამადლობელი რა იყო, ეგ არაფერი, ელემენტარული თავაზიანობაა და კარგია, მაგრამ სულ ოდნავ მაინც რომ გაეღიმა ხომ შეიძლებოდა. რას იზამს, რა მისი საქმეა გაიღიმებს თუ არა. მოემზადა, ლოგინზე მიწვა და თვალები დახუჭა. დღესაც გადარჩა გაგდებას, მაგრამ როდემდე? როდემდე აიტანს ქალბატონი ელენე მის მარცხიანობას? სხვა რა გზა აქვს, ბატონ კონსტანტინეს ექიმი სჭირდება - მაინც იმშვიდებდა თავს. „სხვა ექიმებიც არსებობენ“ - ჩაისისინა ეგომ...



_______________________

ესეც მეექვსე თავი შოკოლადებო.. მადლობა, მადლობა და მადლობა სითბოსთვის.. ბოდიში ამ თავის მოცულობისთვის, ისეთი დიდი ვერ არის, მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე და ბოდიში შეცდომებისთვის, გადახედვაც ვეღარ მოვასწარი..იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის..



№1  offline წევრი მარგო ♥

Dzaan momwons es istoria da avtor minda gitxra rom dzalian kargi weris stili gak da warmatebebi ❤❤❤

 


№2  offline წევრი Unnamed

Es tavic momewona magram ar meyo :D ra xatabalaa es gogo xan sad gadaichexeba da xan sad :D imedia rame seriozuli ar daemarteba :D

 


№3  offline ადმინი ano23

ქვაბებზე ვიცინე და იცი რატომაც :D:D:D ველი ახალ თავას და გაიანეს ახალ ხათაბალას :D^_^

 


№4  offline მოდერი ლილიანა

კარგი ხარ მარი: )

კარგი ხარ მარიკუს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი სპენსერი

მაროოო wink კარგიი ხარრ მარრუსს love

 


№6  offline მოდერი მარრიამი

მარგო ♥
Dzaan momwons es istoria da avtor minda gitxra rom dzalian kargi weris stili gak da warmatebebi ❤❤❤

Unnamed
Es tavic momewona magram ar meyo :D ra xatabalaa es gogo xan sad gadaichexeba da xan sad :D imedia rame seriozuli ar daemarteba :D

ano23
ქვაბებზე ვიცინე და იცი რატომაც :D:D:D ველი ახალ თავას და გაიანეს ახალ ხათაბალას :D^_^

ლილიანა
კარგი ხარ მარი: )

კარგი ხარ მარიკუს

მარიამი(მია)
მაროოო wink კარგიი ხარრ მარრუსს love

მადლობა მადლობა <3 <3

 


№7  offline წევრი happiness

vinmestan cota daaxlovi:)) bichs vgulisxmob)) ise kaia

 


№8  offline წევრი EiLuL♥

უჰჰ კაიაა მარაა სულ ერთფეროვანს ნუ გახდი კაიი ? ყოვრკ დღე რო რაღაც ლეწოს სასაცილო კი არის მაგრამ ერთფეროვანია ,,,არაა გადასარევიია მაგრამ მაინცც ❤❤
--------------------
elene

 


№9  offline მოდერი მარრიამი

happiness
vinmestan cota daaxlovi:)) bichs vgulisxmob)) ise kaia

EiLuL♥
უჰჰ კაიაა მარაა სულ ერთფეროვანს ნუ გახდი კაიი ? ყოვრკ დღე რო რაღაც ლეწოს სასაცილო კი არის მაგრამ ერთფეროვანია ,,,არაა გადასარევიია მაგრამ მაინცც ❤❤

მადლობა მადლობა ^_^ ვიწყებ ნელ-ნელა მოვლენების განვითარებას :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent