შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე საკმარისი არ არის [3]


4-04-2015, 10:57
ავტორი Bero)))
ნანახია 4 321

ანამ თვალები გაახილა და მის გვერდით მდგარ დივანში, მშვიდად მჯდომ ყიფიანს გახედა, ბიჭმაც მოჩვენებითი სითბოთი გაუღიმა და ლოყაზე ხელით მიეალერსა...
-საბოლოოდ შენმა წვიმაში გასეირნებამ ფილტვების ანთება მოგიტანა..._ანამ ამოიოხრა, არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ახლა მკურნალობა და უამრავი წამლით გაჭყიპვა დასჭირდებოდა...თუმცა ერთი წამითაც არ ინანა ის საქციელი, რადგან იმის მერე მოეშვა და იმდენად აღარ ნერვიულობდა...არა, არ იფიქროთ, რომ დემეტრესადმი სიყვარული განელდა ან რაიმე ამდაგვარი, ის უნამუსო ანას მაინც უყვარდა, მაგრამ გატყუებთ... რადგან ყოველდღე უფრო და უფრო უყვარდებოდა, თუმცა აღარ აპირებდა ამდენის დათმობას, იცოდა თუ გაჯიუტდებოდა შეიძლება დემეტრე დაეკარგა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დემეტრე ასე მალე არ მიატოვებდა, რადგან ანასგან რაღაცის მიღება უნდოდა...
-მალე გამწერენ?_იკითხა დვალმა და პასუხის მოლოდინში დმეტრეს თვალებში ჩააშტერდა.
-ცოტა ხნით აქ მოგიწევს ყოფნა და მერე სახლში უნდა იმკურნალო._დვალი პასუხმა დააკმაყოფილა და აღარაფერი უკითხავს, აღარც დემეტრემ შეიწუხა თავი დიალოგის გაგრძელებით...ანა ძველ დროს იხსენებდა და ამასობაში უნდა ჩაეთვლიმა, როცა დენდარტყმულივით წამოხტა და თვალები გააფართოვა.
-ვაიმე ბექა..._დვალს გაახსენდა, რომ დღეს ბექას დაბადების დღე იყო და ამ ანთების გადამკიდეს სულ დაავიწყდა.დემეც წამომხტარიყო დივნიდან და გაკვირვებული თვალებით უყურებდა ანას...მაგრამ როცა დვალმა ბექა ახსენა, მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე.
-დემე ტელეფონი მათხოვე , ბექას მინდა რომ მივულოცო._ყიფიანმაც უსიტყვოდ გაუწოდა ტელეფონი და მდივანში კომფორტულად მოთავსდა...ანამ მეგობრის ნომერი აკრიფა და მეორე მხრიდან პასუხს დაელოდა.
-გისმენ.
-ბექუშ ანა ვარ...გილოცავ ბიჭო, დიდი და ჭკუასქელი გამეზარდე_ბექას გაეცინა და მადლობაც გადაუხადა.
-ანა არ მოხვალ დღეს?
-ვერა ბექუ, ვერანაირად.
-აუუუ, რატო ტოო...არადა მაგარი მეწყინება შენ რომ აქ არ იყო.
-ბექუშ ფიზიკურად არ შემიძლია, გავციცვდი და ვერსად მოვალ.
-კაი რააა... ეგრე როგორ გაცივდი, პროსტა ახლა მოსვლა გეზარება და მოიმიზეზე.
-ბექა, საავადმყოფოში ვწევარ და შენი აზრით, ასე მალე გამომიშვებენ?
-მანდ რა გინდა გოგო?-იმხელაზე ჩაყვირა ბექამ ტელეფონს, რომ ანამ იფიქრა, ყურის ექიმსაც ხომ არ გავესინჯოო.
-ანთება მაქვს ფილტვების..._ბექა ცოტა ხანი ფიქრობდა, მერე უკვე ანას უნდა გაეთიშა, როცა ბექამ კითხა:
-მნახველები ხო მოსული პონტია მანდ?
-ხო რავი, ერთი-ორი შეიძლება.
-კაი მაშინ ანუშკი, დროებით.
-კარგი ბექა, აბა შენ იცი.-თქვა და გაუთიშა, ტელეფონი ისევ დემეტრეს გაუწოდა, ისევ ძილს აპირებდა, როცა პალატის კარები 3 წლის კიკინებიანმა თოჯინამ შემოაღო და დემეტრეს დივანს ამოეფარა...ანა და დემე გაოცებულები უყურებდნენ ბავშვს და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა...ბავშვი თითქოს მიხვდა, სად იყო და თავი გაიმართლა.
-დედამ მითხრა, ნემსი უნდა გაგიკეთოო_თქვა თოჯინამ და მორცხვად თვალები დახარა, დემეს გაეღიმა და პატარა გოგონა კალთაში ჩაისვა...
-მერე ეგრე შეიძლება? ეხლა ხომ დედა ინერვიულებს, ალბათ უკვე გეძებს._ჩუმად ელპარაკებოდა დემეტრე და მის შემხედვარეს ანასაც ეღიმებოდა.
-მესინია..._ჩაიჩურჩულა პატარამ და დემეს მიეხუტა...ყიფიანმაც ხელები მოხვია და პატარა ტკიპასავით აიკრა.
-მომიყვანე რაა..._შეეხვეწა ანა და ხელები გაუშვირა, დემეტრემაც ნელა გადააწვინა თოჯინა დვალის ხელებში და თვითონ საწოლთან დადგა...
-რატო ტირიხარ?_შეეკითხა ანა, როცა ბავშვის თვალებზე ცრემლები დაინახა...-შენ იცი ვის გავხარა? პატარა ფერიას და მე მახსოვს, რომ ფერიები არ ტიროდნენ...მოდი ცრემლები მოვიწმინდოთ და ახლა შენ მითხარი რა გქვია?
-მარიამი.
-რა ლამაზი სახელიაა...მე ანა ვარ, ეს კი დემეტრეა._ანამ ბავშვთან განაგრძო საუბარი და ყიფიანს თვალწინ მისი ოჯახი დაუდგა, მაგრამ თავიდან ამოიგდო ეგ აზრი, რადგან იცოდა, რომ ანა დვალი არასდროს იქნებოდა მისი შვილების დედა, მაგრამ ოი როგორ შეცდა...
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთ ღამეს დემეტრე მის ძმაკაცებთან და პარტნიორებთან ერთად სვავდა. ბიჭებმა იმდენი დალიეს, რომ ბოლოს სახლის გასაღები მანქანისაში ერეოდათ, როგორც მეორე დღეს აღმოჩნდა დემეტრე ყიფიანს თავისთვის ყველაზე საბედისწერო საბუთისთვის მოუწერია ხელი...საბუთი კი გულისხმობდა, რომ ბატონ ომარ მაჩაიძეს გადაეცემოდა დემეტრე ყიფიანის აქციების 50% თუ არ შეასრულებდა იმ პირობებს, რომელიც ბატონმა ომარმა დაუნიშნა...რა თქმა უნდა დოკუმენტში არ ეწერა, ის რომ დემეს ანას უმანკოების მიბარება ევალებოდა, იქ სულ სხვა პირობები იყო, თუმცა დემეტრე დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა...ერთი მხრივ უნდა დაეთმო მამის კომპანიის ნახევარი აქციები, ან უნდა გაეკეთებინა ის რაც არასდროს გაუკეთებია...ეთამაშა სხვის გრძნობებზე...თქვენც მიხვდებოდით რა აირჩია დემეტრემ, თავიდან ნანობდა, მაგრამ როცა ანას შეხვდა და მიხვდა, რომ ერთი ჩვეულებრივი თბილისელი "ძერსკი" გოგო იყო, ამის შესრულების სურვილი თვითონაც გაუჩნდა...შემდეგ იყო "შემთხვევითი" შეხვედრები, რომელიც ყოველთვის სრულდებოდა ანას სახლამდე მიცილებით, მერე ურთიერთობა გაღრმავდა და უკვე ოფიციალური სახეც მიიღო...ახლა კი როცა დემე ისევ ბარში იჯდა, ფიქრობდ აიმაზე თუ, როგორ დაეჩქარებინა გოგოს საწოლში შემოტყუება...იცოდა რომ გოგო ყველაფერზე გაყვებოდა, მაგრამ უნდოდა ეს ცოტა სხვანაირად ყოფილიყო...დიდი ხანი იფიქრა და ბოლოს მხოლოდ ერთი აზრი შემორჩა...ხვალ ანას დაბადების დღე იყო და იმ დღეს აქცევდა საბედისწეროდ...ბარიდან გამოვიდა და Delfos-ში საკმაოდ ძვირადღირებული და ლამაზი ბეჭედი შეიძინა, მერე ანას დაურეკა, მოიკითხა, როგორ იყო და ბოლოს ბიჭებთან ავიდა...კარები შეაღო და ბიჭებისთვის არც კი შეუხედავს ისე ჩაეშვა სავარძელში...
- რა გჭირს?
-ხვალ საბოლოოდ ვამთავრებ._თქვა და მთელი გული ამოაყოლა ამ ნათქვამს.
-ასე მალე ტო?_კითხა დიტომ... რაც არ უნდა იყოს, ბიჭები ძალიან დაუხლოვდნენ დვალს და ნამდვილად არ ემეტებოდათ ამ ბინძური საქმისთვის, მაგრამ ვერც დემეს ურჩევდნენ რამეს, რადგან აქ საქმე იმას ეხებოდა, რაც დემეტრეს მშობლებთან აკავშირებდა...
-ჯერ ხო გაქვს დრო?-ახლა უკვე სანდრომ კითხა.
-კი, მაგრამ მირჩევნია მალე მოვრჩე, თორემ რაც უფრო დრო გადის მით უფრო მეპარება ეჭვი ჩემს სისწორეში... და არ მინდა ეს უიმედო სიყვარული.
-რატომ უიმედო....მას ხომ უყვარხარ, იქნებ შენც ცადო.
-არა!რაც არ უნდა იყოს მე მას ისე ვერ შევიყვარებ, როგორც საჭიროა და ნამდვილად არ მინდა მერე სინანული._ბიჭებმა ხმა ვეღარ ამოიღეს....
ის საღამო აღარ იყო ისეთი მხიარული, როგორც ჩვეულებრივ...2-3 საათის შემდეგ დემეტრე სახლში წავიდა და ამ დროის განმავლობაში, პირველად ჩაეძინა ანაზე ფიქრით...



№1 სტუმარი likuna

მმმ რა კარგი,საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა.ეხლა წავიკითხე სამივე თავი და ძააააააალიაააააან მომეწონა და დამაინტერესა რაც იმაზე მეტყველებს რომ ავტორიც ძალიან კარგი და ნიჭიერი ყავს♥ველოდები შემდეგ თავს♥♥♥

 


№2  offline წევრი niakoo

აუუ ველოდები დააა გეხუუუუუუწებიიი მალე დადე რაა! მე კი ვის რა უნდა ვუთხრა მაგრამ მაინც ! wink ძაან ქაიაა ! love

 


№3  offline წევრი Bero)))

likuna
მმმ რა კარგი,საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორიაა.ეხლა წავიკითხე სამივე თავი და ძააააააალიაააააან მომეწონა და დამაინტერესა რაც იმაზე მეტყველებს რომ ავტორიც ძალიან კარგი და ნიჭიერი ყავს♥ველოდები შემდეგ თავს♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა და მიხარია თუ მოგწონს love

niakoo
აუუ ველოდები დააა გეხუუუუუუწებიიი მალე დადე რაა! მე კი ვის რა უნდა ვუთხრა მაგრამ მაინც ! wink ძაან ქაიაა ! love

ჩემი დეგენერატი ძმა არ მსვავს და მაგიტომ ვაგვიანებ wink მადლობა რომ კითხულობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent