შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [7]


4-04-2015, 21:47
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 581

უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ ოჯახშია. ხშირად ანებივრებდა ოჯახს თავისი „სიცელქეებით“. მაგრამ იყო გამონაკლისი დღეებიც, როცა არაფერი ხდებოდა და მშვიდობიანად აღამებდა. უკვე შეეჩვია ამ სახლს, მასში მაცხოვრებლებს. ყველასთან ასე თუ ისე ააწყო ურთიერთობა, ქალბატონი ელენეც თითქოს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად თვლის მის მარცხიანობას, მაინც უბრაზდება, მაგრამ მალე ივიწყებს. ხანდახან თამართან ერთად დადის, მისი მეგობრებიც გაიცნო. ყველას შეაყვარა თავი ამ „ცელქმა“ გოგომ. თვით ელენასც კი.. აი ბატონი უმცროსი კონსტანტინე ისევ ისე იქცევა, ჩვეულებრივ, როგორც პირველ თვეს. ოდნავ მეგობრულად, ოდნავ თბილად, მაგრამ მაინც საკმაოდ ოფიციალურად. თუმცა ხანდახან, ძალიან იშვიათად საუბრობენ კიდეც, ბაღში საქანელაზე, საღამოობით ან დილაობით.
გაგისაც უფრო დაუახლოვდა, რამდენჯერმე ყავაზეც დაპატიჟა კაცმა. ერთმანეთი უკეთ გაიცნეს. საკმად საინტერესო ადამიანია, საკმაოდ თბილიც, თავაზიანი, ყურადღებიანი. მოკლედ რომ ვთქვათ, თითქოს გარკვეული სიმპატიებიც გაუჩნდა. აი მისი მხრიდან კი აშკარა სიმპატიებს გრძნობს, თუმცა არ უნდა აჩქარდეს..
უკვე მაისია, შესაბამისად საკმაოდ თბილა. ასეთ ამინდში, როცა დილიდანვე მზე ანათებს, ვერაფრით იძინებს გაბელია. ჯერ რვა საათია, საუზმისთვის ადრეა, მაგრამ ვერც ოთახში ზის უსაქმურად. „არაფერი მოხდება ჩაის თუ დავლევ“ - გაიფიქრა და კიბეებზე დაეშვა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და დაელოდა. რომ ადუღდა, სამზარეულოს ხელთათმანით აიღო და დაისხა. რა მოხდებოდა ახლა წესიერი ჩაიდანი რომ ეყიდათ, ადამიანურად, ზედმეტი ხლაფორთის გარეშე რომ მოკიდებ ხელს და აიღებ, მაგრამ არა. ძირიც და ხელისმოსაკიდიც ერთნაირად უცხელდება. მაგიდასთან მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ფრთხილად შეახო ჭიქას ტუჩები.

- დილამშვიდობის, ადრე გაგიღვიძია ექიმო _ კარებში მდგარ კონსტანტინეს ღიმილით ახედა გაიანემ.
- დილამშვიდობის.
- დაგეწვეოდი ჩაიზე თუ შეიძლება.
- რა თქმა უნდა _ გაუცინა _ დაბრძანდი, დაგისხმა ახლავე. _ ფინჯანი მაგიდაზე დადგა კონსტანტინეს წინ და ჩაიდნის ასაღებად მიტრიალდა. ჩაიდანი კი აიღო, მაგრამ ამ სულელმა ვერ მოტვინა რომ ჯერ ხუთი წუთიც არ იყო გასული და ისევ ისეთი ცხელი იქნებოდა. იმ წამსვე ვერ იგრძნო ხელის წვა, შემობრუნდა და დასხმა დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ეპარებოდა ცუდი შეგრძნება, სანამ ფინჯანი გაავსო, ხელი თვითონაც კარგად დაეწვა, ვეღარც ჩაიდანი შეიკავა და მძმედ გაუვარდა. მერამდენედ?! იატაკზე დავარდნოდა კიდევ არაფერი, უარესი მოხდა. ჩაიდანი „მიფარფატებდა“ ქვემოთ და იატაკამდე, მშვიდად „დაენარცხა“ ბატონი კონსტანტინეს ხელს, შეიწირა მისი ძვირადღირებული საათი, მოწესრიგებული ხელი, კოსტუმი, შარვალი და მხოლოდ ამის შემდეგ გაგორდა მიწაზე..

- ფუ შენი _ მაშინვე წამოხტა ბაგრატიონი.
- ვაიმე, ბოდიში.. გეწვის? ცივ წყალს შეუშვირე ხელი, წამოდი _ დაბნეული გაჰკიოდა სიტყვებს.
- გაჩუმდი, არ მომეკარო, დამმართებ კიდევ რამეს. ხელიც მეწვის და ფეხიც _ იღრინებოდა კონსტანტინე.
- ვაიმე.. მაპატიე, არ მინდოდა..
- რომელ ნორმალურს უნდა ადუღებული წყლის გადასხმა სხვისთვის _ ჩქარი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო და ოთახში წავიდა გამოსაცვლელად.

გაბელიამ ძლივს მოიფიქრა ტილო ეპოვა და იატაკზე დაღვრილი წყალი მაინც მოეწმინდა. ფაცხა-ფუცხით მოაწესრიგა იქაურობა. სამედიცინო ყუთიც მოძებნა, დამწვრობის მალამო იპოვა და შეშინებული აუყვა კიბეებს. ახლა ხომ იქნება ღირსი რომ მოისროლოს იმ კაცმა სახლიდან. არა რა, მაინც როგორ შეიძლება ყველაფერი მას დაემართოს. ფრთხილად დააკაკუნა კარებზე, არავინ გაეხმაურა. კიდევ ერთხელ დააკაკუნა და ჩუმად დაუძახა.

- კონსტანტინე, შეიძლება? _ ვითომ გაიგონებდა იმ კარებს იქით რამეს. შეაღო და შეიხედა, ბაგრატიონი ოთახში არ იყო. თვითონაც არ იცის საიდან ამდენი სითამამე, მაგრამ შეაბიჯა და კარები დახურა. მალამო სარკის წინ დადო და თვითონაც იქვე ჩამოჯდა. მალე გამოვიდა კონსტანტინე სააბაზანოდან და გაუკვირდა გაბელია რომ შენიშნა, არ ელოდა.
- რა გინდა აქ? _ მკაცრი ტონით ჰკითხა.
- მართლა არ მინდოდა, ბოდიში.
- გითხარი უკვე ეგ არავის უნდა-თქო.
- ვიღაცებს შეიძლება უნდოდეთ კიდეც _ გაეღიმა. _ დასახმარებლად შემოვედი, დავაკაკუნე და ვერ გაიგე.
- არ მინდა დახმარება.
- გეწვის?
- არა _ იღრინებოდა.
- ნუ მატყუებ.
- კარგი, მეწვის, თან ძალიან.
- რომ არ გეწვოდეს ის გამიკვირდებოდა.
- ხომ გაარკვიე ჩემი მდგომარეობა, შეგიძლია გახვიდე.
- ბოდიშიც მოგიხადე, მალამო ამოვიტანე, დაგეხმარები და წავალ.
- კარგი _ ჩაიბურტყუნა.
- პერანგის მკლავი აიწიე.
- შეგიძლია ახლაც დამეხმარო _ კვლავ სერიოზული იყო.
- ახლავე _ ოდნავ მიჩოჩდა გაიანე მისკენ. ორივე ხელით ფრთხილად, მოწესრიგებულად აუკეცა პერანგი და მალამო თითებზე გადაინაწილა. ცალი ხელით ბაგრატიონის მარცხენა დაიჭირა, მეორე ხელი კი ნაზად შეახო დამწვარ ადგილს. სიფრთხილის გამოჩენას ცდილობდამ სულაც არ უნდოდა ისევ რამე დაეშავებინა ბატონისთვის. პირველ შეხებაზე სახე შეჭმუხნა კონსტანტინემ, გაიანეს გაეღიმა, კიდევ უფრო ფრთხილად გადაანაწილა მალამო დამწვრობაზე. თითები წრიული მოძრაობით წაუსვა, სახვევიც დაადო მალამო რომ არ მოშორებოდა და ახედა.
- მადლობა, შეგიძლია დამტოვო.
- ფეხი აღარ გეწვით?
- არა, ფეხი აღარ მეწვის, მივხედავ დანარჩენს ჩემით.
- ბოდიში კიდევ ერთხელ დამწვრობისთვისაც და საათისთვისაც. შეგიძლიათ ხელფასიდან დამიქვითოთ. _ ძლივს შეიკავა სიცილი ბაგრატიონმა _ დროებით.
- საუზმობა არ დაგავიწყდეს.
- დიახ. _ კარები გაიხურა და ღრმად ამოისუნთქა. ეს რა დღეშია.. ნელი ნაბიჯით ჩაუყვა კიბეებს და სასადილო ოთახში შევიდა. მალე შემოუერთდა ყველა, მხოლოდ კონსტანტინეს აგვიანდებოდა, მაგრამ ისიც ჩამოვიდა. პერანგის შიგნიდან მოუჩანდა შეხვეული ხელი.
- კოსტა, რა მოგივიდა? _ მაშინვე წამოხტა ქალბატონი ელენე და შეშფოთებული მზერით მიაჩერდა შვილს. გაბელიამ თავი ჩაღუნა და შემდეგი შეტევის მისაღებად მოემზადა.
- არაფერი დედა, დამშვიდდი, ჩაიდანი ვერ დავიჭირე ხელში კარგად და აი _ ღიმილით აუხსნა სიტუაცია. გაკვირვებით ახედა გაიანემ.
- მერე? ახლა პირდაპირ გაქვს გადახვეული?
- აა, ჩვენმა ექიმმა მიმკურნალა, რაღაც მალამო წამისვა და გადამიხვია, დამშვიდდი, სერიოზული არაფერია.
- მადლობა გაიანე _ ღიმილით გადახედა ელენემ. ექიმმა ვერაფერი თქვა. „უფლისწული“ თავის ადგილზე მოკალათდა და ყავა მოსვა.
- მადლობა _ უჩურჩულა გაიანემ.
- არაფრის _ გაუღიმა.

მშვიდად ისაუზმეს, გაიანე ბატონი კონსტანტინეს ოთახში ავიდა, დანარჩენები თავიანთ ოთახებში დანაწილდნენ. გაღიმებული შეჰყურებდა უმროსი ბაგრატიონი თავის ხელს, სიმწრის ღიმილი უფრო იყო ალბათ. ამ ქალბატონმა გაუტეხა ძვირადღირებული საათი, გაუჭუჭყიანა შარვალ-კოსტუმი და დაწვა. მაგრამ როგორ დაუკარგოს ის შეშინებული მზერა და უამრავი ბოდიში. აწყლიანებული თვალები, დიდრონი, ზღვისფერი.. პირველად აღიქვა გაბელიას სილამაზე. თითქოს აქამდე მის გვერდით არ ცხოვრობდა, თითქოს ერთხელაც არ შეეხედა თვალებში. მაგრამ როცა აღიქვა რა? საკუთარ თავს დაეთანხმა რომ მართლაც ლამაზი გოგონაა ეს ჩვენი ექიმი და მორჩა.

ამასობაში გაიანე ბაღში იჯდა და გაგისთან საუბრით ირთობდა თავს. როგორც უკვე აღვნიშნე გარკვეული სიმპატიები აქვს. ყველაზე მეტად რაც მოწონს მისი უბრალოებაა, უშუალობა. ასე ჰგონია ნებისმიერთან გამონახავს საერთო ენას. ზუსტად იმ დღეს თამარის ოთახში შეკეტილებმა, ტუჩების კვნეტით უთხრა გოგონამ საიდუმლო უნდა გაგიმხილოო.

- გისმენ ყურადღებით _ გაუცინა.
- ვერავის ვერ ვეუბნები, მაგრამ შენთან სხვანაირად ვარ რაღაც.
- გისმენ.
- ერთი ბიჭი მიყვარს.
- ოჰო?? საინტერესოა _ გაეცინა. _ ვინ არის?
- მოკლედ, აუ..
- თქვი გისმენ.
- ჩვენთან მუშაობს.
- რომელი?
- გაგი _ თითქოს რაღაც ჩაარტყეს გაბელიას. რაო რა თქვა? გაგიო.. ყურებს არ უჯერებდა. ადამიანი რომელმაც გაიანეს უთხრა მომწონხარო და არც თვითონ იყო სიმპატიების გარეშე, უყვარს მის მეგობარს. არა რა, თავიდან ბოლომდე ხათაბალაა ეს გოგო, ხომ ვამბობ. როგორ გინდა რომ რამე უთხრას? არადა სწორედ ამ დღეებში აპირებდა გაგისთან ურთიერთობაზე ეთქვა თამარისთვის.
- და გაგის? _ ძლივს მოახერხა თქმა.
- გაგიმ არ იცის, ის კი არა ყურადღებასაც არ იჩენს.
- ჰოომ _ დაბნეული იყო.
- ამ ბოლო დროს დაგინახეთ რამდენჯერმე ერთად.
- ჰო, საერთო ენა გამოვნახეთ _ მთლიანად აწითლდა გაბელია.
- იქნებ უთხრა რამე ჩემზეც? ან როცა ერთად ისაუბრებთ მეც დამიძახოთ..
- ჰო.. _ მექანიკურად ეპასუხებოდა. _ თამარ გავალ რა, ჩემებს უნდა ველაპარაკო.
- კარგი, მიდი . _ ნელი ნაბიჯით წავიდა თავის ოთახში. გონება მთლიანად არეული ჰქონდა, ხან რას ფიქრობდა, ხან რას. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მაგრამ საუკეთესო გამოსავლად გაგისთან ურთიერთობის გაწყვეტა ჩათვალა. აუცილებლად დაელაპარაკება, სხვა გზას ვერ ხედავს. მართალია რაღაც სიმპატიები აქვს მის მიმართ, მაგრამ თამარს თურმე უკვე მეორე წელია უყვარს.. მასთან ტავს დამნაშავედ გრძნობს. ოჰ, როდის გავა დარჩენილი ორი თვეც რომ წავიდეს ამ სახლიდან. პრობლემები არ ელევა. სადილობის დროს მაგიდასთან მჯდარი თამარს თვალს ვეღარ უსწორებდა. რომ დაასრულეს კონსტანტინემ გააჩერა თავისი ოთახისკენ წასული.
- ხელი მეწვის, შეგიძლია კიდევ ერთხელ დამეხმარო?
- დიახ _ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და მისი ოთახისკენ წავიდა. ფრთხილად მოხსნა სახვევი, დარჩენილი მალამო მოაშორა და თავიდან წაუსვა. ნელა გადაუხვია თავიდან და ახედა.
- ხომ კარგად ხარ?
- მეე? კი _ ჩაიბურტყუნა.
- რაღაც სხვანაირი მეჩვენები, რამე პრობლემაა?
- არა, არაფერი _ ძალით გაუღიმა.
- თუ დახმარება დაგჭირდეს არ მოგერიდოს.
- მადლობა _ ეცადა მყარი ტონით ეთქვა. ტახიდან გამოვიდა თუ არა ბაღისკენ აიღო გეზი, საქანელაზე ჩამოჯდა. იცოდა გაგი აუცილებლად მივიდოდა და არც დაუგვიანია.
- გამარჯობა _ მოესმა მისი ხმა.
- გამარჯობა _ გაუღიმა.
- როგორ ხარ?
- არამიშვას, გაგი რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ.
- შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს რასაც გეტყვი, მაგრამ მაინც.. მოკლედ, ჯობს რომ მეგობრებად დავრჩეთ.
- გასაგებია. მაგრამ რატომ? ვფიქრობ არც ისე ცუდად გამოგვდის ურთიერთობა.
- მართალი ხარ მაგრამ არაფერი გამოგვივა.
- კარგი, გასაგებია _ მშვიდად დაეთანხმა.
- მადლობა, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
- მაგრამ შენ სხვანაირს ეძებ _ ჩაეცინა.
- აუცილებლად იქნება ვინმე, ვინც შენნაირს ეძებს.
- მეგობრებად დარჩენის პირობა ძალაშია? _ გაუღიმა.
- რა თქმა უნდა _ გახარებული ნაზად შეეხო ლოყაზე და მაშინვე უხერხული ღიმილით მოშორდა.
- ყველაფერი რიგზეა, დამშვიდდი _ გაუღიმა გაგიმ,
- კარგი, მე უნდა წავიდე ახლა.
- კარგი, დროებით.

სახლში დამშვიდებული შევიდა. სხვას არც ელოდა გაგისგან, საოცრად გაწონასწორებული ადამიანია. გაბელიასაც გაუხარდება თუ თამართან საერთო ენას გამონახავს. კიდევ კარგი ეს პრობლემა მაინც გადაწვყვიტა მშვიდობიანად. ისე მეორე პრობლემაც ხომ ასე მოგვარდა. „უფლისწულმა“ „ სულგრძელობა“ გამოიჩინა და გაიანეს დანაშაული დამალა. ეს სიკეთე როგორ დაუკარგოს.

სავახშმოდ რომ დაუძახეს, მხიარულად ჩაირბინა კიბეები და თავის ადგილზე მოთავსდა. კონსტანტინე არ ჩანდა. მთელი ვახშმის განმავლობაში არ გამოჩენილა ბატონი. უფროს ბაგრატიონს წამალი დაალევინა გაიანემ და თავისი ოთახისკენ წავიდა. „პრინცის“ ოთახს რატომღაც გულგრილად ვერ ჩაუარა. შეჩერდა და მიუკაკუნა. დაინტერესდა რატომ არ იყო ვახშამზე, იქნებ ხელიც ტკიოდა. ნებართვის შემდეგ შევიდა.

- სავახშმოდ არ იყავი და ვიფიქრე ხელი ხომ არ გტკიოდა.
- არ მტკივა, შეგიძლია გახვიდე _ ზედმეტად მკაცრი იყო.
- უკაცრავად _ ჩუმად ჩაილაპარაკა და კარები გაიხურა. უკმაყოფილოდ წავიდა ოთახისკენ. რა იყო ახლა ეს სიუხეშე? ხომ შეეძლო ცოტა თავაზიანად ეთქვა. არ ეძინება, ბაღში ჩასვლის თითქოს ეშინია, ჯერ მაინც ერიდება გაგის ნახვის. მაგრამ აბა რა აკეთოს? ჩუმად გავიდა სახლიდან და თვალების ცეცებით მივიდა საქანელამდე. იქ მოკალათებულმა თვალები დახუჭა, თითქოს ავტომატურად სხვა სამყაროში გადავიდა. აღარაფერზე ფიქრობდა, ან თითქმის აღარაფერზე. ბატონის მკაცრი ტონი არ ავიწყდებოდა და კვლა აღშფოთებული იყო. „სხვამ გააბრაზა მე რა შუაში ვარ“ - აიბზუა ცხვირი და შეგრილებულ მკლავზე ხელი მოისვა.

- შეგცივდათ ექიმო? მოიცვით _ თვალები რომ გაახილა გაიანემ, კონსტანტინე უკვე მოსაცმელს იხდიდა.
- არ მცივა _ თვითონაც უხეშად უპასუხა. გაეცინა ბაგრატიონს.
- ცივა ექიმო, ცივა. მოიცვი _ თვითონვე შემოახვია მოსაცმელი და გვერდით მიუჯდა.
- გაცვიდებით და მერე ეგეც მე უნდა დამაბრალოთ, დაიბრუნეთ _ მხრებიდან მოიშორა და გაუწია.
- როდის გადავედით თქვენობით საუბარზე?
- დღეს _ კვლავ უხეში იყო გაბელია.
- გაიანე, ბოდიში, ვიცი რომ წეღან ცუდად გამომივიდა.
- ნუთუ? _ წარბები ზემოთ აზიდა.
- ნუთუ _ ჩაეცინა. _ უნდა მაპატიო.
- რატომ?
- კინაღამ დამასახიჩრე და გაპატიე, რა მოხდება რომ მაპატიო.
- არაფერი არ მოხდება, უბრალოდ ბრაზი უნდა აკონტროლოთ, ვიღაცამ რომ გაგაბრაზათ, მე დამნაშავე არ ვარ ამაში.
- მესმის, ვიცი და ბოდიშს გიხდი, რა გავაკეთო სხვა?
- არაფერი.
- ჰო და მადლობა მოკითხვისთვის, ძალიან ზრუნავ ჩემს ხელზე _ გაუღიმა.
- ჩემი ბრალია და იმიტომ.
- ისე მაგარი ვიღაც ხარ, დღე არ გავა რამე არ მოგივიდეს. _ გაიცინა. გაკვირვებით აქაჩა გაბელიამ წარბები მაღლა. „უყურე როგორ გამიშინაურდა“ - გაიფიქრა და ჩაიფხუკუნა.
- რას ვიზამთ, ყველა იდეალური ვერ იქნება.
- შენ ისევ გაბრაზებული ხარ.
- არ ვიცი, შეიძლება. უკაცრავად, შემცივდა _ ფეხზე წამოდგა და მოხდენილი მანერით გაუყვა ბილიკს, ბაგრატიონის მოსაცმელთან ერთად. ღიმილით გააყოლა მზერა კაცმა. პირდაპირ გასაოცარია, აქამდე რატომ ვერ შენიშნა მისი სილამაზე, მომხიბვლელი სხეული, საოცარი თვალები. როგორ უნდოდა ხმამაღლა გაცინება გაბრაზებული რომ უყურებდა. თავისდა გასაოცრად, მოულოდნელად, გონებისგან დამოუკიდებლად, უეცრად წარმოიდგინა რა იქნებოდა ქეთევანის ადგილას რომ გაიანე ყოფილიყო და მაშინვე უკუაგდო ფიქრები. რა სისულელეებზე ფიქრობს, როგორ შეიძლება ასე. საცოლე გყავდეს და სხვაზე ფიქრობდე. მაგრამ... გული ან გონება ეკითხება რაზე უნდა იფიქროს? რაღაც არ ეტყობა მის ფიქრებს..

მოსაცმელ-შემოკრული ავიდა თავის ოთახში. თან ფიქრობდა რა უცნაური გამოხტომები აქვს ამ კაცს, მაგრამ მაინც ესიმოვნა ბოდიშის მოხდა, თავაზიანობის ჟესტია. მჭიდროდ ჰქონდა შემოკრული ზედა და არც აპირებდა რომ გაეხადა. არაჩვეულებრივი სუნი ჰქონდა და საკმაოდ მოწონდა, მოუხდა კიდეც. „რა სასიამოვნო სუნი, რა მოხდენა, სულ გავგიჟდი მგონი მეც..“ - უკმაყოფილოდ გაიხადა ზედა. რა ფიქრები მოსდიოდა თავში? რა საშინელებაა... სასწრაფოდ უნდა გავიდეს ორი თვე სანამ სულ გაგიჟდა. და მაინც რა კარგი სუნი ჰქონდა იმ ზედას...


____________________

შოკოლადებოოო ესეც მეშვიდე თავი... ვგიჟდები თქვენზე მე... უღრმესი მადლობა ყველას.. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ბოდიში შეცდომებისთვის, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..
შეიძლება ხვალ ახალი თავი ვერ დავდო, ასე რომ წინასწარ ბოდიში..

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის...



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria ❤

 


№2  offline ადმინი ano23

აუ შენ ხომ არ იცი რა ოქრო გოგო ხარ რა... ამ ცოტა ხანში მართლა კიდევ უფრი დახვეწე წერის სტილი. გაბრიელს რომ ვერ ჩაანაცვლებს ხომ იცი,მაგრამ მიყვარს ეს ისტორია :D :-*

 


№3  offline წევრი Mkitxveli

ძალიან კარგი გოგო ხარ :*

 


№4  offline წევრი Tako_Latibashvili

Au dzalian magaria <3
Tavebi gazarde da umagresi iqneba <3

 


№5  offline მოდერი ლილიანა

მოლოდინს გადააჭარბე მარიკუს:):):):):):):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი EiLuL♥

შენ ხარ შოკი-მოკიი,,, რა კარგად წეერ,,იხვეწები ნელ-ნელაა ❤❤❤
--------------------
elene

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

ვაუ,მაგრად წერ <3 მიგუარხარრ :Dდ მალე დადე რა სულმოუთქმელად გელოდები
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№8  offline მოდერი მარრიამი

vighaca
Dzalian magaria ❤

ano23
აუ შენ ხომ არ იცი რა ოქრო გოგო ხარ რა... ამ ცოტა ხანში მართლა კიდევ უფრი დახვეწე წერის სტილი. გაბრიელს რომ ვერ ჩაანაცვლებს ხომ იცი,მაგრამ მიყვარს ეს ისტორია :D :-*

Mkitxveli
ძალიან კარგი გოგო ხარ :*

Tako_Latibashvili
Au dzalian magaria <3
Tavebi gazarde da umagresi iqneba <3

ლილიანა
მოლოდინს გადააჭარბე მარიკუს:):):):):):):):)

psychopath_013
ვაუ,მაგრად წერ <3 მიგუარხარრ :Dდ მალე დადე რა სულმოუთქმელად გელოდები

EiLuL♥
შენ ხარ შოკი-მოკიი,,, რა კარგად წეერ,,იხვეწები ნელ-ნელაა ❤❤❤

ვაიმე ვაიმე რა კარგები ხართ <3 ეილულ ბაუნტი ვიქნები რა :D ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent