შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროვინციელი (4)


5-04-2015, 00:37
ავტორი northern light
ნანახია 3 294

ნიკას და გაბოს გაოცებული სახეები დავაიგნორე და ჩემს ოთახში შევვარდი , ერად მომაწვა ამ დღეების ნაგროვები და ერტიანად ამოხეთქა , ხელის ტკივილი ემატებოდა ამ ყველაფერს და უარესს მიშვრებოდა , თვალები დავხუჭე თუ არა დემეტრეს სახე წარმომიდგა თვალწინდა საშინელი ზიზღი ვიგრძენი, 2 დღეა ვიცნობ და მთელი არსებით მძულს ეს ადამიანი! არაფერს ვგრძნობდი , ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე რომ ჩემი ცრემლები დავანახე , ვეღარ მოვითმინე და პატარა ბავშვივით ავტირდი , თან ვის წინაშე? დემეტრე ვიბლიანის , ხისთავიანი და ხეპრე სვანის წინაშე რომელმაც გოგოსთან მოპყრობა არ იცის !
-სესილი ნუ გამაგიჟე გააღე გოგო კარი - მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა კარებს ნიკა
-გააღე თორე შემოვანგრევთ - მკაცრად ჩაილაპარაკა გაბომ და მის ხმაში სიმკაცრე რომ შევნიშნე გამიკვირდა . ზლაზნვით წავედი კარის გასაღებად , ცრემლები მოვიწმინდე და მოზანზარე კარების სახელური ძლივს ჩამოვწიე ისე ეჯაჯგურებოდნენ ბიჭები , გავაღე თუ რა თავი ვეღარ შეიკავეს და კარებზე მოყრდნობილები ინერციით შემოვარდნენ ოთახში , რომ არა საშინელი სიბრაზე ალბად გულიანად გადავიხარხარებდი მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული შემეძლო წურბელა ჩემი ხელით მომეხრჩო
-რა გატირებს გოგო? - ახლოს მოვიდა და თვალები დააწვრილა
-შენ დეგენერატ ძმაკაცს კითხეთ - ვთქვი და დემეტრეს შემოსვლაც ერთი იყო , არანაირი ემოცია , ისევ ისეთი ცივი სახე და საზიზღარი დამაბნეველი გამოხედვა , ნეტავ საერთოდ გული აქვს? არ გამიკვირდება გულის მაგივრად ხის ლოდი რომ ედოს .
-კიდე ტლიკინებ - წყნარი ხმით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა
-მეზიზღები გაიგე? ორი დღეა გიცნობ მაგრამ აი მაგრად ვერ გიტან! გაეთრიე აქედან და ვაფშე აღარ დამენახო - თითით კარისკენ გავიშვირე და როცა დავინახე როგორ ჩაიღიმა ლამის ჭკუიდან შევიშალე , მინდოდა მაგრამ გამელაწუნებინა სიფათში ისე რომ მაგრად სტკენოდა
-რა ჯანდაბა გჭირთ? - გაბრიელმა იკითხა და ეეკლეს "ხო არ ჭედავ?!" მზერით შეხედა
-თქვენ ძმაკაცს მოქცევა ასწავლეთ , მკლავი დამილურჯა რეგვენმა , და საერთოდ რაღას დგახარ გაეთრიეთქო ვერ გაიგე ? ხმამაღლა ვუყვირე ხესავით მდგარს და ჩემს დალურჯებულ მხარზე მოშტერებულს , კარებს ხელი მაგრად მიარტყა , ხმადაბლა შეიკურთხა და ოთახიდან გავიდა . ვითომ ინანა? მაგრამ სად შეუძლიათ სადისტებს რამის შეგრძნება?
-კარი აღარ ჩკეტო - თითი დამიქნია ნიკამ და ოთახიდან გავიდა. გაბოც აპირებდა გასვლას მაგრამ მომიტრილადა და გამიღიმა
-არაა ცუდი ადამიანი დემე , პროსტა ძაან ფეთქებადი ხასიათი აქვს - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა . კიდე იმას რომ იცავს, გეგონება მე დავულურჯე მკლავი და მე ვატირე ,
-არ შეგარჩენ დემეტრე ვიბლიანო ! - ხმადაბლა ჩავილაპარაკე დასაწოლზე დავეხეთქე. მერე გავიგე ნიკას ყვირილის და ბრახუნის ხმები , ნეტა მაგრად მოარტყას ყბაში ვიბლიანს , გულზე მომეშვება !
ცოტა ხანს სრულიად გათიშული ვიყავი და საერთოს არაფეზე ვფიქრობდი , მერე ფეხზე წამოვდექი და ახალ წიგნების კარადაში წიგნის ძებნა დავიწყე , მალევე მივაგენი ყდაგაცვეთილ ძველ წიგნს და ღიმილით გადავშალე "მარტინ იდენი" დიდი გამოყვანილი ასოებით ეწერა , ღრმად შევისუნთქე სიძველის სუნი და რაფაზე კარგად მოვკალათდი , ჩემი ბალიში ოდნავ მოხრილ მუხლებზე დავიდე , ზედ წიგნი მოვათავსე და მზის სხივებით გამთბარმა კითხვა დავიწყე , მთლიანად გადავეშვი პარალელურ სამყაროში , უცებ კარგად ჯეკ ლონდონის მიერ ნათქვამი ერთ ერთი ფრაზა გამახსენდა "ყოველი სინამდვილიდან აღებული ფაქტი ილუზიაა" , ვეთანხმები " ძია ჯეკს " ყველაფერი ილუზიაა მაგრამ იმ წიგნს რომელშიც ეს ფრაზა გამოიყენა საშინლად ვერ ვიტან " დიდი სახლის პატარა დიასახლისი" ეს ხომ სრული უბადრუკობაა , გიყვარდეს ორი ადამიანი ერთად? სრული აბსურდია ! ყოველთვის ვნანობ იმ დროს ამ წიგნის კითხვაზე რომ დავხარჯე , მაგრამ ჯეკ ლონდონი მაინც ბოლომდე მეყვარება , მისი ნაწერები საოცარი ემოციებით მავსებს , და სრულიად მაკარგვინებს თავს , ვერ გეტყვით ჩემი საყვარელი მწერალითქო მაგრამ ეს წიგნი " მარტინ იდენი" ბებოს ნაჩუქარია და როგორც საკუთარ შვილს ისე ვუფრთხილდები ...
-გოგო კიდე ჩაკეტე კარიი? - ჩამძინებია , ესენი ხომ არაფერს დაგაცდიან , გახევებული წამოვდექი და მაშინვე დამიარეს ბუსუსებმა მთელს სხეულში , გვარიანად გავიზმორე და კარის გასაღებად გავემართე
-მაცადეთ ხალხო ცხოვრება - ჩემი ხმა მეთვითონ ვერ ვიცანი ,უფრო კატის კნავილს გავდა , ალბად ძილის გამო
-რა ხმა გაქვს გოგო - სიცილით მითხრა გაბომ და ნიკაც აჰყვა
-ოო ჩემძინა
-იცი რომელი საათია ?
-რომელი?
-7 საათი ხდება შვილო შვიდიი - თავზე მომიკაკუნა ნიკამ -არის სახლში ვინმე ?
-ნუ მაიმუნობ - გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა ვუთხარი და გადასამოწმებლად საათს დავხედე , აი რა იცის პარალელურ სამყაროში მოგზაურობამ ...
-მისმინე ჩაიცვი უბანში გავდივართ ,გაგაცნობ ხალხს იცოდნენ ვისი და ხარ - წარბები ამითამაშა გაბომ
-არ მინდა უბანში - თავი მოვიქექე და სააბაზანოდან გამოსულ დემეტრეს მტრული მზერა ვესროლე
- გინდა , ჩქარა ჩაიცვი და გავდივართ - კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი , როგორ არ მინდა ახლა ვინმეს ნახვა და გაცნობა , " რა პესიმისტი ხარ სესილი" ქვეცნობიერმა გამკიცხა და მეც თავი გავიქნიე მის მოსაშორებლად . მალევე გამოვიცვალე , ჯინსის დახეული შარვალი და უბრალო თეთრი მაისური გადავიცვი რომელსაც ზურგზე დიდი ასოებით ეწერა "dark soul" მიყვარს ეს მაისური , შაკომ მაჩუქა დაბადების დღეზე შენნაირი ბნელი სული აქვს ამ მაისურსაცო . უიი შაკოო
-არ გაგახსენდი ხო მთელი დღე? კაი , მეც დაგიკიდებ ფეხებზე დამპალი და გულ მავიწყი ადამიანი ხარ , 700ჯერ შევამოწმე ტელეფონი ხომ არ მომწერათქო , არაადამიანი ხარ შენ პიღია ვიდექი და ვუსმენდი , ისევ არ მაცდიან ლაპარაკს
-ბიჭო ვკითხულობდი და ჩამეძინა ვერ ხარ შეენ? - გაბრაზებულმა ვუთხარი და თან გამეღიმა მის ასეთ რეაქციაზე
-ოოოო რაა მაინც დამპალი ხარ
-იი ჩემი პაწკუუ , რას შვრები ბიჭი აბა ?
-მომენატრე აი ძალიან , უზომოდ და ისეთი რაღაცეები მაქვს მოსაყოლი ვჭედედავ უკვე ისე მინდა რომ აქ იყო და შენ თუ არ იქნები ხვალ მე მოვიდვარ და კალაშნიკოვით უნდა ამოვხოცო ყველა შენი თავი რომ წამართვეს - მუცელზე ხელებს ვიჭერდი და ხმამაღლა ვკისკისებდი
-მართლა ჩამოვალ გოგო რა გაცინებს
-მართლა ? აუ მიყვარხარ ვაბოდებ შენზე - ხმამაღლა ვიყვირე და ოთახიდან სიცილისგან მუცელატკიებული გავედი ,სამჯერ მომიკაკუნეს გამოდიო . წარბაწეულები მიყურებდნენ სამივე , დემეტრე დავაიგნორე და ბიჭებს ვუთხარი ტუჩების მოძრაობით შაკოათქო .
-გოგო მისმინე დიდუბეშე დამხვდებეე , მე რა ვიცი სად ცხოვრობს შენი დედიკუნა
-კაი მომწერე და იქ გავჩნდები , მიდი გაკოცე და ძილისწინ მოგწერ ოკსი?
-მოკსიი, მეც გაკოცე - ღიმილით გავთიშე ტელეფონი და ნიკას ბედნიერმ ავხედე
-ხვალ ჩამოვა - ტაში შემოვკარი და კიბეებზე სიცილით დავეშვი
-ავშენებულვართ - მაინც მისწვდა ჩემს ყურთასმენას ირონიით ნათქვამი სიტუყვები და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა ამ ხმის გაგონებისას . უბანი გადატენილი იყოთქო ახალგაზრდობით ვერ გეტყვით მაგრამ 10 ბავშვამდე ისხდნენ სკამზე და რაღაცაზე იცინოდნენ , 3 გოგო 7 ბიჭი , გონებაში გადავთვალე და ნიკას ხელკავი გამოვდე .
-ბარო სასტავ - ხელი აგვიწია შავგვრემანმა ტიპმა და გაგვიცინა . ბიჭებმა ყველა გადაკოცნეს
-ეს სესილია ჩემი და - ღიმილით თქვა და ხელი გადამხვია , - ეს ვეკოა , კოკა , ელენე , საბა , კახა , ვერონიკა , მაკო , ბექა , ტუზიკა და კუპატა -მიმითითა ტყუპებზე და მათ სახელებზე გამეცინა
-სასიამოვნოა - მორიდებით ჩავილაპარაკე და ორ ერთმანეთის ანალოგ ტყუპს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე
-გიორგი და ლევანი - სიცილით მითხრა ერთ ერთმა და ნიკას დაბღვერილმა შეხედა- ბიჭო სახელები არ გვაქ ჩვენ? - ნიკამაც თავში წამოარტყა და სიცილით მიმისვა გვერდზე. ღიმილით ვადევნებდი ბავშვებს თვალს და ხანდახან მეც ვერთვებოდი საუბარში , ბექა ყველაზე კარგად გავიცანი და მომეწონა კიდეც იმიტო რო მაგარი ჯიგარი ტიპი ჩანდა . გოგოებსაც მალევე "ჩავუსისთერდი" და ცალკე დავიწყეთ ლაპარაკი ქალთა თემებზე .
-გცივა გოგო? - გვერდით მჯადრმა ბექამ მითხა და აკანკალებულ ნიკაპზე დამხედა
-ააა...რრრააა- დებილურად მოვიტყუე და აკანკალებული ნიკაპის დაწყნარება ვცადე . მთელი ამ დროის მანძილზე დმეტრე არ გამხსენებია მაგრამ გვრდი მეწვოდა მისი დაჟინებული მზერისგან . ,ერე ჩემს პირდაპირ გადაჯდა და ახლა მთელი სახე მეწვოდა .
-აგვისტოში ადამიანი იყინებოდეს არ გამიგია - მხრები აიჩეჩა და მოსაცმელი მომახურა
-შეგცივდა ? - ნიკამ თბილი მზერით გადმომხედა და გამიღიმა
-უკვე გათბა - სიცილითვე უთხრა ბექამ და კაპიუშონი თავზე გადმომაფარა . არ გამომპარვია დემეტრეს მომუშტული ხელები ბექას ამ საქციელზე და საოცრად დავიბენი. ან შეიძლება სხვა რამეზეა გაბრაზებული . ქვეცნობიერმა მზრები აიჩეჩა და მეც დავანებე დემეტრეზე ფიქრს თავი რაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა იმიტომ რომ ორი თაფლისფერი თვალი დაჟინებით მიმზერდნენ .
-წავედით - ფეხზე წამოდგა დემეტრე და ბჭებს გადახედა -საქმე მაქვს და წამოდით - იმის მაგივრად რომ ხვეწნანარევი ხმით ეთქვა ისე ბრძანა თითქოს ბელადი იყოს და ჩვენ კიდე მონები
-კაი წამო, - ფეხზე წამოდგნენ გაბოც და ნიკაც . სულაც არ მინდოდა ახლა სახლში ასვლა ისე კარგად შევწყვე ბავშვებს მაგრამ დეგენერატი ვიბლიანის გამო მომიწევს ოთახში გამოკეტვა
-დროებით - ღიმილით ვუთხარი ბავშვებს და ბექას მოსაცმელი გავუწოდე . მაშინვე დამიარა სიცივემ მთელს ტანში და მთელს სხეულზე გაბატონდა სიცივე .აშკარად წვიმას აპირებს , თან საღამოა და გრილა . ჩემი მცივანობის ამბავი რომ ვიცი მიკვირს არ ვიყინები . ბეღურასავით მოვიფუზე და ისევ ამიკანკალდა ნიკაპი .
-სულაც არ მინდა ძმაკაცის და გაიყინოს და ჩემი ძმის განადგურებულ სიფათს ვუყურებდე - ცივად ჩაილაპარაკა დემეტრემ და მოსაცმელი მომახურა . გაბო და ნიკა წინ მიდიოდნენ ამიტომ არც შეუმჩნევიათ ჩემი კანკალი. როგორც კი თბილი მატერია ვიგრძენი მხრებსე სიცივე სითბომ გამოაძევა და ახლა სითბო გაბატონდა ჩემს სხეულზე, თან როგორი სითბო, ძაალიან გემრიელ სურნელში გახვეული ,ნეტა რა სუნამოს ხმარობს? ტვინს მიღრღნიდა ეს შეკითხვა და ვცდილობდი სურნელი კარგად დამემახსოვრებინა . კარი შევაღეთ თუ არა მაშინვე გავუწოდე მოსაცმელი და ოთახში შევედი, სახლში არ ციოდა მაგრამ თხელი მოსაცმელი მოვიცვი და მისაღებში ბიჭებთან გავედი , დემეტრე სახლში წავიდა მაგრამ გაბო ვერ მოვიშორეთ , საშიშ ფილმს ვუყურეთ და რადგან მარტო ცხოვრობს მეშინიაო და ჩვენთან დარჩა . მთელი ფილმის ყურების განმავლობაში ხელებს ძლივს აჩერებდა დემეტრე და შუა ფილმი ლამის გამოგვირთო "რა დებილობებს და ფანტაზიებს მაყურებინებთო" მაგრამ ჩემმა სიჯიუტემთავისი ქნა და ბოლომდე ვუყურეთ ფილმს .....

****
-გოგო სად ხარ ვერ გხედავთ
-აუუ შაკო შენ სად ხარ? - უცნაურად აჟიტირებული ვცქმუტავდი და თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით რომ საკო დამენახა, მაგრამ ვერსად ვერ ვხედავდი ნაცნობი მოყვანილობის თავს და მწვანე თვალებს . როგორც კი ზურგიდან დავლანდე ჯინსსა და ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილი ბიჭი , ნიკას ტელეფონი ელვის სისწრაფით მივუგდე და მისკენ გავიქეცი
-შაკოოო - დავიყვირე და შემობრუნებაც არ ვაცადე ისე მივახტი. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს და ცოტაღა მაკლდა ბოლო ხმაზე არ მებღავლა
-სესიიიილეეე - ტელეფონი ჯიბეში ჩააცურა და ჰაერში რამოდენიმეჯერ დამატრიალა. ისე მიჭერდა ხელებს მეგონა ძვლებს ჩამინგრევდა . ახლა მივხვდი როგორ მენატრებოდა ჩემი პაწკუ ეს ორი დღე და ახლა მივხვდი რაარის ნამდვილი მეგობრული სითბო .
-აუ აუ სესილი როგორ მომენატრე პროსტა - ოდნავ შემიშვა ხელები სახეზე შემომხედა და ისევ ჩამიხუტა .
-აუ პაწკუ მეც მაგრად მომენატრე - ლოყაზე გემრიელი ვაკოცე და ისე გავიღიმე ლამის პირი გამეხა .
-დიდხანს გელოდოთ ? - შორიდან მომესმა ცივი ხმა და დემეტემ შემახსენა თავი ჩვენც აქ ვართო
-დიდხანს გელოდოთ? - დემეტრეს ინტონაციით გავიმეორე და თვალები დავაელმე .
-ეგ ვინ ჯანდაბაა? -მოჭუტული თვალებით შეხედა დემეტრეს და მერე მე დამხედა
-ძამიკოს მეგობარია - მხრები ავიჩეჩე და მათკენ წავედი, უბრალო ხელის ჩამორთმევით და გადაკოცვნით მოიკითხა ბიჭები და გაბოც გავაცანი, ერთი სიტყვით ჩემი მოვალეობა მოვიხადე .
-ცოტა ხანს მოგპარავთ სესის - ღიმილით დამხედა და ხელი გადამხვია შაკომ
-რასქვია მოგვპარავ სახლში ავალთ და იქ დასხდებით და იჭუკჭუკებთ, არც მამაჩემია სახლში და არც ნატო
-გითხარი რომ მიყვარხარ? - თვალმოჭუტულმა ავხედე ნიკას და გავუცინე
-აარა
-ხოოდა ძალიან მიყვარხარ - ხელები სასაცილოდ გავშალე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე ჯიგარ ძამიკოს -შაკო ხომ წამოხვალ?
-ისე მინდა ახლა შენთან ლაპარაკი ჯანდაბაში წავიდეთ თუ გინდა - გამიცინა და უკვე კარგად მოკალათებულ დემეტრეს გადახედა რომელიც უკან იჯდა . ოჰო? უკან ზის დემეტრე? ჰოი საოცებავ . ჯერ მე დავჯექი დემეტრეს გვერდით მერე შაკო მომიჯდა . მოკლედ ჩავიჭეჭყე რა ორ მუტრუკს შორის
-გავიჭყლიტე - გვერდებატკიებულმა დავიწუწუნე. დემეტრემ უკან დაიწია შაკოც გვერდით მიიწია და ისე აღმოჩნდა რომ მთელი ნახევარი ზურგით დემეტრეს ვეყრდნობოდი . ესღა მაკლდა რა . ოდნავ გადავიწიე და შაკოს ჩამოვადე მხარზე თავი , მაგრამ არც ამან მიშველა , ხელი მთელს სიგრძეზე აქვს დემეტრეს გაშლილი და ისე ჩანს თითქოს წელზე აქვს შემოხვეული. " რამე დავაშავე ?" გულში გავიფიქრე და ქვეცნობიერ სესილის ვუხმე მაგრამ მანაც დამტოვა , რა დამპალია როცა არ მჭირდება მაშინ მოეთრევა და როცა მჭირდება დაიკარგებახოლმე
-თქვენ კლასელებიც ხართ? - გაბომ გადმოყო ტავი და ჩემს ჯდომის "სტილზე გაეღიმა "
- არა ერთი წლით დიდი ვარ და "ც" რა შუაშია ? - გაკვირვებულმა გახედა შაკომ
-აბა ერთად არ ხართ? - ნიკამ გადმოყო თავი და შაკომ ისე გადაიხარხარა ყურები ამატკია .
-ამასთან ? მე ? მწყევლით? - სიცილით გახედა გამოშტერებულ ბიჭებს და მათ სახეებზე კიდევ გაიცინა
-ფუ ვირო , რას მიწუნებ ერთი? - გაბუტულმა ავხედე და ტუჩი პატარა ბავშვივით გამოვწიე
-ხასიათს სიხარულო ხასიათს - ცხვირზე მაკოცა და გაიცინა
-გადი ხმა არ გამცე - მოვშორდი და კიდევ უფრო ავეკარი დემეტრეს . ალბად იმ საზიზღარი ღიმილით ჩაიღიმა ამ დეგენერატმა
-აუ ხელი აიღე რა - შეწუხებულმა ვუთხარი და ავხედე, ზუსტად ისე იღიმის ეს დეგენერატი
-ვერ გავწევ , ან შენ მოგიწევს საბარგულში ჩაჯდომა ან კიდევ მე კარის გაღება და ჰაერში სალტოების კეთება -ისევ იგივე ტონით ჩაილაპარაკა და მეც სხვა გზა არ მქონდა , დავნებდი
-ისე რაღაცით გგავს ჩემი შეყვარებული - სახეზე დამაკვირდა შაკო და მე კიდევ ლამის წნევამ დამარტყა , რაოოოო?? შეყვარებულიოოოოო????
-ვისთან მრალატობ ბიჭო ? - სერიოზულში გავუტარე და ყველანაირად ვეცადე არ გამცინებოდა
-ვაიმე სესილი რა გჭირს გოგო - შუბლზე მომადო ხელი სიცხე ხომ არ აქვსო
-რადა აუუ მაგარია , რო შემეძლოს ჩაგეხუტებოდი , რძალის რა ვიქნები მე ? მული ხო? უულალააა- ტაში შემოვკარი და მერე თავში წამოვარტყი ხელი
-ულალა და ჯანდაბა , გამიხეთქე გოგო თავი - მტკივან ადგილას მიიდო ხელი და გაბრაზებულმა დამხედა
-მეც მიყვარხარ - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ხმაურით მივებერტე საზურგეს , ანუ დეეტრეს მკლავს . სახლში ავედით თუ არა სამზარეულოში შვათრიე ვაჟბატონი და კარი მივხურე
-თქვი ჩქარა როგორია? ქერა შავგვრემანი? წითური? მაღალი? მსუქანიი? - ქოთქოთით ვკითხე და გულში ნაზიკო გამახსენდა . მშვენივრადაა ქალბატონი ნაზიკო , დილით ველაპარაკე და ოტა კი იტირა მაგრამ , მაინც კარგჰად ვარ რა მიჭირსო , მურა ვერაა კარგად მოაკლდა შენი ხელიო , ჩემს ბებერ მურაზე მითხრა და მეც გულში წარმოვიგინე სავი ფუმფულა მურა ნაღვლიანი თვალებით , შაკოც არ გამოუშვია ხელცარიელი , კაი ხაჭაპურები ჩამოგვიტანა მაგრამ ვინ აცადა რამის ამოღება?
-მაცადე გოგო ამოვისუნთქო , მაღალია , ქერაა და იცი რა თვალები აქვს ? აიი შენ ხომ გაქვს ცისფერი თვალები? აი იმასაც ეგეთი აქვს მაგრამ მწვანეში გადასდის, გოგო ბესოს დაა რა , აი იმ ტიპის რო გკერავდა და ვერ დაგკერა - ბესო? ეგ იცით როგორი ტიპია? თავში ავარდნილი აქვს მამიკოს ფულები და გონია რომ ყველადა ყველაფერი თავისია მაგრამ ვერ მივართვი
-ფუუუ ღადაოობ? ბესოს დაა? აუუ ეგ ის ტყლარწი გოგოა?
-არა დებილო უმცროსი , პიანინოზე რომ უკრავს
-ნუ მაშინ პერფექტოო- მერე მთელი ორიდღის ამბები მომიყვა და ყურები დამისივდა ამდენი ახალი ინფორმაციის მოსმენით . ნახევარი საათი პირი არ გაუჩერებია , ბოლოს გაბომ გადამარჩინა და წუწუნით შემოგვივარდა გვშიაო
-აუუ რა ოქროს ხელები გაქვს
-პირი მოიწმინდე და მერე იბლატავე - სიცილით უთხრა შაკომ და დიდი ლუკმა ჩაიტენა პირში . მიხაროდა რომ ასე მალე დაუახლოვდნენ ერთმანეთს . დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ შაკო დავითანხმეთ რომ აქ რჩებოდა რადგან არც ერეკლე იყო სახლში და არც ნატო. მოკლედ მაგარი დღე იყო . მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე , კითხვა დავიწყე მაგრამ თვალები მეტკინა და მალევე დავანებე თავი, პიჟამაზე ჟაკეტი მოვიცვი და ფეხშიშველი გავტანტალდი აივანზე , ლამაზია ღამის თბილისი და გემრიელია ზაფხულის სითბოთი გაჟღენთილი ჰაერი .
-ლამაზია არა ?- ამ ხმამ ისე შემაკრთო რომ არა მოაჯირი ალბად ძირს გადავვარდებოდი .მაგრად მივიჭირე გულზე ხელი და დემეტრესჯენ შევბრუნდი
-აუ რა მაგრად შემაშინე
-არ მინდოდა - ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და მოაჯირს ჩემს გვერდით დაეყრდნო -რატომ არ გძინავს ?
-ვერ დავიძინე -მხრების აჩეჩვით ვუპასუხე და გადაკარგულ ქვეცნობიერს ვუხმე " ეს დემეტრეა თუ მეჩვენება?"
-ფეხსაცმელებიც ვერ იპოვე ?- ჩემს შიშველ ფეხებს დახედა და მერე თვალებში ჩამაშტერდა
-მიყვარს ფეხშიშველი რომ დავდივარ
-გაცივდები.
-არაუშავს .
-სოფელში ეგრე დადიოდი ხოლმე? -გაკვივება ვერ დამალა და ხმის ტემბრიც შეეცვალა
-უმეტესად -ისევ მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებულმა ავათვალიერე , მაინტერესებდა დემეტრე იყო თუ არა
-მართლა ბავშვი ხარ
-არ ვარ ჩხუბის ხასიათზე არც ის მინდა რომ ვინმემ მკლავი დამილურჯოს - წარბაწეულმა გავხედე და მანაც ჩემს მკლავზე გადაიტანა მზერა
-ძალით არ მინდოდა , გაგეჩუმებინა ენა და არაფერი არ მოგივიდოდა - მადებილებს? გამიგია ბოდიში მოიხადო მაგრამ კიდევ მე მადანაშაულებს ?
-აზრი არ აქვს შენთანლაპარაკს - ხელი ჩავიქნიე და კარებისკნ გავტყაპუნდი
-მეორედ ეგრე აღარ გამოხვიდე , მართლა გაცივდები - ისევ ფეხებზე დამხედა ,"სულ შენ შეგეკითხები" მზრით გადავხედე და სახლში შევედი. მოიცათ ეს დემეტრე იყო? მგონი ორი ადამიანი ცხოვრობს ამ არსებაში , ერთი ნორმალური და მეორე საშინელი და უზრდელი. დაბნეული შევწექი საწოლში და ბალიში მაგრად ჩავიხუტე , ემოციებიტ დატვირთულს ახლა უკვე წამებში ჩამეძინა ....

ბოდიშით რომ დამაგვიანდა , უბრალოდ ვერ ვწერდი და არ მინდოდა ცუდი თავი გამომსვლოდა , არც ეს გამოვიდა ისეთი როგორიც მინდოდა მაგრამ სულ არაფერს ჯობს <3 ველოდები თქვენს შეფასებას <3 დაა აი უზომოდ მახარებს თქვენი დადებითი კომენტარები <3



№1  offline წევრი melekshina

ბზობას გილოცავ საყვარელო.. მმ....კაი გოგო ხარ. პირველი მეორე და მესამე და ეს ბოლო ეხა წავიკითხე. მომწონს... მაგრამ დემეტრე უფრო ყურადღებას იჩენს ვიდრე ნიკა. მართლა ძალიან კარგია... ყოჩაღ.

 


№2  offline წევრი ruti

kargiaaaaa....

 


№3  offline წევრი Khaleesi

მაგარია ძაან

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ძალიან მომწონს და დიდხანს არ გვალოდინო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი northern light

melekshina
ბზობას გილოცავ საყვარელო.. მმ....კაი გოგო ხარ. პირველი მეორე და მესამე და ეს ბოლო ეხა წავიკითხე. მომწონს... მაგრამ დემეტრე უფრო ყურადღებას იჩენს ვიდრე ნიკა. მართლა ძალიან კარგია... ყოჩაღ.
მადლობა <3 მეც გილოცავ მრავალს დაესწარი <3 ვეცდები გამოვასწორო <3

 


№6  offline წევრი qeta025

ძალიან კარგი ისტორიაა მომეწონა და არ აპირებ გაგრძელებას?

 


№7  offline წევრი melekshina

აგარ აგრძელეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent