შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. (ნაწილი X)


6-04-2015, 16:12
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 574

თბილისიდან როგორც კი ჩამოვედით, ერეკლემ გადაწყვიტა, რომ ჩემი მშობლებისთვის ხელის სათხოვნელად მოსულიყვნენ ის და რატი, მე კი არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, ჩემთვის მოულოდნელი იყო და წარმომიდგენია მათთვის რა იქნებოდა.
სიღნაღიდან ჩამოსვლის მეორე ღამეს, სამსახურს ადრე მოვრჩი და სახლშიც მალევე დავბრუნდი. გადავწყვიტე დღეს მეთქვა ყველაფერი მშობლებისთვის. მერიმ ყველაფერი იცოდა ამიტომ ჩემ გასამხნევებლად შემომიარა.
-დღეს ეუბნები?
-მოცდას რაღა აზრი აქვს.
-გეთანხმები რაც უფრო მალე მით უკეთესი.
-მაგრამ როგორ ვუთხრა?
-როგორ და პირდაპირ, არამგონია თენგო ბიძია თქვენი შეუღლების წინააღმდეგი იყოს.
-ხო მოსწონს მამას, დედაზე რომ აღარაფერი ვთქვა.
-ხოდა ძალიან კარგი. წამოდი!
-სად?
-მისაღებში შევიდეთ და უთხარი ყველაფერი.
-ასე მალე?
-და რაღას უნდა უცადო?
-არ ვიცი. რაც იქნება იქნება.
ვუთხარი მერის ხელი ჩავჭიდე, ჩემი ოთახი დავტოვე და მისაღებში მშობლებთან გავედიდით. თენდო ფანჯარასთან იჯდა ტყავის სავარძელში და გამალებით კითხულობდა წიგნს, დედა კი გაზათს ათვალიერებდა. მიუხედავად მათი საქმეებისა ჩვენი შემოსვლა მაინც არ გამოპარვიათ.
-მერი შვილო, როდის მოხვედი შენ?
-ერთი საათის წინ, თქვენ არ იყავით სახლში.
-ხო ოცი წუთია რაც მოვედი, უნივერსიტეტში როგორ გაქვს საქმე?
-ყვეალაფერი ხუთიანზეა თენგო ბიძია!
-ძალიან ჭკვიანი ხარ შენ, შვილო და აბა რა იქნება.
ლაპარაკში დედაც ჩაერთო.
-მოკლედ რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოთ?
წამსვე დახურა მამამ წიგნი, სათვალეები მოიხსნა და ინტერესით შემავლო თვალი.
-ხომ მშვიდობაა?
მკითხა ეჭვშეპარული ხმით.
-ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.
-ანასტასია რა ხდება?
მკითხა დედამ და კითხვითი ნიშნით ჯერ მერის გახედა მერე მე.
-ხელი მთხოვეს და მეც დავთანხმდი!
ვაჯახე პირდაპირ. ჩემი თქმა და მამას დაფეთებული წამოხტომა სავარძლიდან ერთი იყო. აშკარად ეტყობოდა სახეზე გაოცება.
-ვინ არის ის ბედნიერი?
მითხრა ღიმილ ნარევი მაგრამ მაინც ძალიან სერიოზული ხმით!
-როგორ თუ ხელი გთხოვეს, როგორ თუ დათანხმდი არ გამაგიჟო გოგო?
ეტყობა ჩემი სიტყვები სულ ახლახანს გაიაზრა თამარმა და ფეხზე ელდაკრული წამოხტა.
-თამარ!
ჰაერში გაისმა მამას გამაფრთხილებელი ხმა. დედაც წამსვე მიხვდა მის შეცდომას და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ურიგო არ იქნება თუ გაგვარკვევ რა ხდება !
მეც აღარ დავაყოვნე და დავიწყე.
-ჩემი მომავალი ქმარი ერეკლე ბარათაშვილია, უკვე ოთხი თვეა ერთად ვართ და გადავწყვიტეთ მთელი ცხოვრება ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა, იმედი მაქვს საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ!
ვუთხარი და მონაცვლეობით ვაკვირდებოდი ჯერ დედას შემდეგ კი შეპარულად მამას სახეს. თამარს თითქოს ლოდი მოეხსნა გულზეო ჩემი სიტყვები რომ მოისმინა და სახე გაებადრა, აი მამა კი ისევ ისეთივე სერიოზული სახით იდგა და განგმირავად მიყურებდა.
-მააა... მიბრაზდები?
ტირილნარევი ხმით ავხედე, მას ისევ არ შეცვლია სახის გამომეტყველება.
-იმედია ხელის სათხოვნელად მოვლენ !
-კი ხვალვე, მის ძმასთან ერთად.
-მშობლები ?
-ავტოკატასტროფაში დაეღუპა.
-ძალიან სამწუხაროა.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. თენგოს ისეთივე, სერიოზული და არაფრის მთქმელი სახე ჰქონდა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.
-მიბრაზდები?
ისე დავუსვი შეკითხვა თავი არ ამიწევია, ვერ ვბედავდი მისთვის თვალებში შეხედვას.
-სულაც არა !
-აბა ?
მხოლოდ ახლა მოვახერხე მისი სახისთვის სახე გამესწორებინა.
-უბრალოდ ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე სად შეიძლება ვიშოვო, დიდი რაოდენობით ბრინჯაო !
ახლა მივხვდი ყველაფერს.
,, -შენი დაჭკვიანება არ იქნება მოკლედ რა.
-ვერ გედავები !
-იმ კაცს დავუდგამ ძეგლს შენ რომ ჭკუას გასწავლის.
-იცოდე ბრინჯაოზე ნაკლები არ იყოს!“
როგორც კი ეს პასუხი მოვისმინე გახარებული სახით გავიქეცი თენგოსკენ და რაცშემეძლო ძლიერად ჩავეხუტე. დედა და მერი კი გაკვირვებული შემოგვცქეროდნენ, ვერც კი ხვდებოდნენ რა შეიცვალა ასე უცებ. მე კი უბედნიერესი ვიყავი იმ წამს, მალევე ჩამოვცილდი მამას და მერისა და თამარის გაკვირვებულ სახეებს რომ წავაწყდი გულიანად გამეცინა.
-აბა თამარ ახლა უმოქმედობის დრო არ არის ! შვილი გვითხოვდება.
თქვა თუ არა უფრო მტკიცედ მიმიხუტა გულზე.
-ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
-აბა შენ იცი და შენმა ქაობამ.
უთხრა მამამ და ჩვენთან მოსული დედაც გულში ჩაიკრა. წამსვე გავედი აივანზე და ერეკლეს ნომერი ავკრიფე, მალე ზარი გავიდა და ერეკლეს ხავერდოვანი ხმაც ჩამესმა ყურში.
-ხო პაწაწ.
-ვუთხარი ერეკლე !
-მართლა?
-კი მართლა.
-მერე რა თქვეს ?
-არაფერი, ძალიან გაუხარდათ.
-ძალიანაც კარგი. ხვალ მაშინ სტუმრები გეყოლებათ.
-დიდი სიამოვნებით მივიღებთ.
-კარგი დროებით, ახლა თათბირზე ვარ და დაგირეკავ მერე. მიყვარხარ.
-მეც უზომოდ, უკიდეგამოდ !
ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. იმ ღამეს მერი ჩემთან დარჩა, ავუხსენი მამა ბრინჯაოში რასაც გულისხმობდა და მასაც გაეცინა. იმ ღამეს დაძინება ვერ შევძელი და მთელი ღამე ერეკლეზე ფიქრში გავატარე.

მეორე დღეს ჩემ სახლში ნამდვილი აურზაური იყო, ვინ სად რატომ დარბოდა ვერ მიხვდებოდი. დედა ერთ ამბავში იყო, მაქსიმალურად ცდილობდა თენგოსგან შენიშვნა არ დაემსახურებინა და ყველაფერი იდიალური ყოფილიყო. მე და მერი საშოფინგოდ წავედით, საბოლოოდ არჩევანი მოკლემკლავიან თეთრ კაბაზე შევაჩერე. მერიმაც როგორც მეჯვარემ ლამაზი ცისფერი კაბა შეარჩია. ჩვენ მეგობრებს გიოს, ერეკლეს და დათოს დავუკავშირდი. მინდოდა დღეს ისინი ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ. რომ ვუთხარი ვხოვდები მეთქი ერეკლემ საერთოდ მეღადავები შენ ახლა და არ მაქ მაგის თავიო. მერე მერიმაც რომ დამიდასტურა კინაღამ გაგიჟდა ეგ როდის გადაწყვიტე, როდის მოასწარიო. მერე ბიჭებმა სავაჭრო ცენტრში გამოგვიარეს და კაფეში ლატეს დასალევად წავედით.
-აბა სასტავს ტოვებ თუ როგორაა საქმე?
წამოიწყო დიალოგი ერეკლემ.
-რას ქვია ვტოვებ ? მსგავსი არაფერი მოხდება ! ვერ ეღირსებით.
ვუთხარი და გვერძე მჯდომ ერეკლეს ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე.
-ჩემი ონავარი გოგო თხოვდება ტო აზრზე ხართ?
-აზრზე ვართ !
სრული სერიოზულობით უპასუხა მერიმ და ყავა ხმაურით მოსვა.
-ჩემი წიწაკა.
თქვა ერეკლემ და იქვე მჯდომ მერის ხელი გადახვია.
-წიწაკა და რომელი !
უთხრა მერიმ და ლოყაზე აკოცა.
-კარგი მე და მერი წავალთ ახლა და აბა თქვენ იცით ბიჭებო, საღამოს გელოდებით.
-სიძეს რამე გავუჩალიჩოთ?
მკითხა გიორგიმ და წარბები მაცდურად აათამაშა.
-ისე ნუ იზავთ, რომ ბიჭი გააქციოთ.
-ოჰჰ.. შენ რომ დაგინახა მაშინ არ გაიქცა და ახლა რაღა გააქცევს?!
-ჰაჰაჰა.. ხუმრობაც გვისწავლია !
ჩავილაპარაკე და სერიოზულისი სახის შენარჩუნება ვეცადე მაგრამ სულ ტყუილად. კაფე მალე დავტოვეთ , და სახლში ავედით. უკვე ხუთი საათი იყო დრო იყო ჩაცმა დამეწყო. ჩემი დიზაინერობა დღეს მერიმ აიღო საკუთარ თავზე. კარგად დამამაკიაჟა, თმებიც კოსად ამიწია და უკვე მზად ვიყავი.
ორმაგი თამაში.. (ნაწილი X)

ექვს საათზე ერეკლე, რატისთან, ეილინთან, და მის რამდენიმე მეგობართან ერთად გვეწვია. წამსვე შევამჩნიე მერის როგორ ჩაუდგა თვალებში ჭინკები, მერე გამახსენდა კლუბში მერი რომ ერეკლეს თანხლებ ბიჭისადმი სიმპათიას გამოხატავდა.
ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახს შეეფერებოდა. მამა სიამაყით ივსებოდა ჩევნი ყურებისას, დედამ კი აღარ იცოდა როგორ ესიამოვნებინა სიძისათვის. ამასობაში მერი და ალექსი (იმ ბიჭს ასე ჰქვია) დაახლოვდნენ და ჭორაობდნენ რაღაცას. ჩემ ბიჭებსაზე (ერეკლეს, გიოსა და დათოს) ძალიან მოეწონათ მომავალი სასიძო და სულ ,,სიძე შე ძველოთი“ მიმართავდნენ რაზეც ერეკლეს ეღიმებოდა. საბოლოოდ ღამის 11 საათზე დატოვეს სახლი. ამ ხნის განმავლობაში ვერადავერ მოვახერხე ერეკლესთან მარტო დარჩენა ხან ვინ გამოერეოდა ხან ვინ. ჩვენც ბედს დავმორჩილდით. ხელზე თავდაპირველად მეხამუშეობოდა ბეჭედი, მაგრამ ამასთანავე საშინლად მომწონდა. მთელი ღამე ხელს დავყურებდი და სულელივით მეღიმებოდა.

პატარა თავიაა ვიცი მომიტევეთ რა... უბრალოდ ვერ ვახერხებ დაბეჭდვას და მგონი ეს სულ არაფრობას მაინც ჯობდა. ხო მართლა ისტორიას მალე დავამთავრებ სავარაუდოდ ორ თავში, მაგრამ მანამდე ყველაფერი სხვანაირად წარიმართება love
პ.ს თბილი კომენტარებისთვის მადლობები, ჩემო შოკოლადებო. love feel



№1  offline წევრი მარგო ♥

აუუ არ დაამთავრო რა მალეე..(( არ მინდა, რომ მალე დამთავრდეს. ეს თავი არ მეყო love მაგრამ მაინც მაგარი ხარ ♥ ♥

 


№2  offline წევრი knuwik

პატარა იყო მაგრამ კარგი love ვგიჟდები ერეკლეზე და ტასოზე, ძალიან საყვარლები არიან ^_^ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent