შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [8]


6-04-2015, 22:20
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 672

დილით უჩვეულოდ კარგ გუნებაზე გაიღვიძეს აქეთ გაბელიამ და იქით კონსტანტინემ. ორივე თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ ოთახებიდან. ბაგრატიონი დაინახა თუ არა, უკან შევიდა გაიანე, ლამაზად დაკეცილი მოსაცმელი გაიტანა და წინ „აეტუზა“. უხმოდ გაუწოდა, გაუღიმა და კიბეებისკენ გაემართა. ისევ გაექცა კონსტანტინეს თვალები ქალის სილუეტისკენ. კმაყოფილი ღიმილით შეიტანა მოსაცმელი ოთახში და თვითონაც სასადილო ოთახისკენ წავიდა. ყველა იქ დახვდა, ღიმილით მიესალმა საზოგადოებას და თავის ადგილზე მოთავსდა.

- ჩემს მოსაცმელს შენი სუნამოს სუნი შერჩა _ ჩურჩულით უთხრა გაიანეს. გაკვირვებულმა შეხედა.
- მაპატიე, დამიბრუნე, გავრეცხავ და მოშორდება _ ფინჯანს გაუსწორა თვალი და მერე ისევ ახლოს მიიწია _ მაგრამ შენ სხვა ქალის სუნამოების სუნს არ უნდა აკვირდებოდე _ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა. ბაგრატიონს ჩაეცინა.
- არც ვაკვირდები, უბრალოდ კარგი ყნოსვა მაქვს.
- აჰ, მე მაპატიეთ.
- მიპატიებია.
- კიდევ კარგი თორემ მოვკვდებოდი დარდით _ ჩაიფხუკუნა და ყავა მოსვა. აღარაფერი უპასუხია კონსტანტინეს, ან რა უნდა ეთქვა, გაიანე მართალი იყო. მაგრამ კაცია და გაექცა თვალი, იმართლა თავი უცებ. „ქეთევანისკენ რატომ არ გაგირბის?“ - გამოხტა ეგო.

საუზმემ მშვიდად ჩაიარა, როგორც ყოველთვის.. არც დღის განმავლობაში მომხდარა რაიმე განსაკუთრებული, თუ უმცროსი ბაგრატიონის დაჟინებულ მზერას არ ჩავთვლით გაბელიას მიმართ..

...............................

კიდევ ერთი თვე გავიდა და სულ ერთი თვეღა დარჩა.. უკვე ზაფხულია და გაიანეც ბედნიერებისგან ფრინავს.. ზაფხულს არაფერი ურჩევნია..მასთან არაფერი შეცვლილა. გაგისთან მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებს, რამდენჯერმე თამარსაც შეახვედრა. აი რაც შეეხება მას და კონსტანტინეს, ადამიანი ვერ გაიგებს რა ხდება.. ბაგრატიონი რაღაც უცნაურად იქცევა, ექიმს აკვირვებს მისი ჩუმი ჩაცინებები, უცანური მზერა, მაგრამ ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს.. ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ესაუბრება, პირადზეც კითხა რამდენჯერმე.
თავად ბაგრატიოიც კარგად ხვდება რამდენადაა დაინტერესებული გაბელიათი, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, ან უბრალოდ არ უნდა დანახვა.

ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს, თამარი წინადადებით შევიდა გაიანესთან.
- რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ წინააღმდეგობა არ გამიწიო რა _ გაუცინა.
- რა ხდება?
- მოკლედ, სამეგობრო ვაპირებთ ერთი დღით წყენთში ასვლას, მეგობრის სახლში., წამო რა შენც.
- თამარ, თამარ _ გაიცინა _ უარი უნდა გითხრა, რა მინდა შენს სამეგობროსთან ერთად წყნეთში. თან მთელი დღე უნდა დავტოვო სახლი, უპასუხისმგებლობაა ჩემი მხრიდან.
- კარგი რა, ერთ საღამოს წავალთ და მეორე დღის შუადღისთვის ასე წამოვალთ.
- თან ღამეც უნდა დავრჩეთ. შენ მარტო არ გიშვებენ და მაგიტომ მოირბინე ჩემთან? _ ეშმაკურად გაუცინა.
- მიშვებენ _ ენა გამოუყო _ თან მარტო არა კოსტაც მოდის. თითქმის საერთო სამეგობრო გვყავს _ გაუცინა _ იმისი ძმაკაცები და ჩემი დაქალები ჩვენსავით და-ძმები არიან უმრავლესობა.
- მით უმეტეს მარტო არ მიდიხარ და ჩემგან რა გინდა? გამაგდებს დედაშენი და ნახავ მერე _ გაუცინა.
- არ გაგაგდებს, მაგას მე და კოსტა მივხედავთ, შენ ოღონდ დამთანხმდი.
- თამარ არ მინდა რა _ შეწუწუნა.
- რატომ არ გინდა? იცი რა კარგი ბავშვები არიან? თან მგონი ერთი დღე და ღამე გეკუთვნის დასვენება ამ ორი თვის განმავლობაში.
- მეკუთვნის ერთია და მინდა თუ არა მეორე.
- აუ გთხოვ რა, ძალინ გთხოვ, სანამ უფროსები ჩამირევია დამთანხმდი _ გაუცინა.
- ჭირვეული ბავშვივით იქცევი ხანდახან თამარ.
- ბავშვი ვარ ჯერ და იმიტომ. გთხოვ რა.
- არ ვიცი.
- რა არ იცი, დღეს საღამოს მივდივართ, ფიქრის დრო არაა. ჩაალაგე რაც გჭირდება და წავედით.
- მე დედაშენს ვერ ვეტყვი გამიშვით-თქო.
- ეგ მოგვარებულია _ გაეკრიჭა.
- აბა მოვაგვარებთო? _ წარბი ზემოთ აქაჩა.
- რა გინდა მერე, მე გუშინვე მოვაგვარე ეგ _ კმაყოფილმა ჩაიცინა.
- ხანდახან როგორ მაბრაზებ _ ჩაიბურტყუნა.
- მაგრამ შენ მაინც გიჟდები ჩემზე _ გაუცინა თამარმა, მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და ოთახიდან კისკისით გავიდა.

სიმართლე რომ თქვას სულაც არაა უკმაყოფილო ამ „მოგზაურობით“. ძალიანაც მოწონს ასეთი სიტუაციები, მაგრამ ოჯახთან ერიდება, რას იტყვიან. თუმცა რადგან თამარმა რაღაც აიჩემა, აუცილებლად შეასრულებს კიდეც და აჰა, შეასრულა. ახლა კმაყოფილი ეძებს რა შეიძლება ჩაიცვას. ივნისია და ცხელა. ჯინსის შორტი და თხელი მაისური გამოიღო. სწრაფად მოემზადა, გრძელი თმა კოსად აიკეცა და მზად იყო. ცოტა ხანში ბაგრატიონის მანქანაში ამოყო თავი, მისი საცოლე რომ ვერ დაინახა, გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. ადგილზე რომ მივიდნენ, აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ბევრი ხალხი, ასე 10 ადამიანი. ბაგრატიონები თბილად მიესალმნენ ყველას, გადაკოცნეს, მოიკითხეს და შემდეგ თამარმა წარადგინა გაიანე.

- გაიცანით გაიანე, ჩემი მეგობარი და ოჯახის ექიმი _ გაიცინა. _ გაიანე ესენი არიან ჩემი მეგობრები ანინო, ლიზი, ნათია და ბარბარე.
- სასიამოვნოა _ გაუღიმეს გოგონებმა.
- ჩემთვისაც.
- არ დამისრულებია _ გაიცინა თამარმა _ რეზი, ანინოს ძმა, შოთა - ლიზის ძმა, ნიკა - ნათიას შეყვარებული და ბაჩო - ბარბარეს შეყვარებული. ჩვენ კი გვიცნობ.
- სასიამოვნოა _ახლა მათ გაუღიმა გაბელიან.
- ჩვენთვისაც.
- ბიჭო და ქეთევანი სადაა? _ ინტერესით იკითხა რეზიმ.
- რავი, იმდღეს ვიკამათეთ რაღაცაზე და არ წამოვიდა _ მშვიდად უპასუხა.
- კაი, შევედით აბა სახლში. კეთილი იყო შენი მობრძანება გაიანე _ გაუღიმა რეზიმ.

სახლი კარგად მოწყობილი აღმოჩნდა, კომფრტული ოთახებით და შესანიშნავი ინტერიერით. მისაღებში მოთავასდა ყველა, ზოგი დივანზე, ზოგი სავარძელში, ზოგი „პუფებში“. ზაფხულის მიუხედავად, აქ მაინც გრილოდა, ბიჭებმაც არ დაიზარეს და ბუხარი აანთეს. ცოტას კი წუწუნებდნენ ამ სიცხეში რა საჭიროა, მაგრამ გოგონებმა აქაც თავისი გაიტანეს.

- გაიანე, მოგვიყევი აბა ცოტა შენს შესახებ, სამეგობროს ახალ წევრს ხომ უნდა ვიცნობდეთ _ გაუღიმა შოთამ.
- გაიანე გაბელია, 25 წლის, ექიმი, ტრავმატოლოგი _ გაუცინა.
- პირადი?
- თავისუფალი.
- ისე ოჯახი?
- დედა, მამა და უმცროსი ძმა.
- მინი-დოსიე შევსებულია _ გაიცინეს.
- აბა დატრიალდით ახლა გოგოებო და გაშალეთ სუფრა _ გაუცინა ნიკამ დანარჩენებს.
- ექიმს არაფერი დაავალოთ თორემ დავრჩებით მშივრები _ ირონიულად ჩაიცინა კონსტანტინემ. ნაწყენმა გადახედა გაიანემ.
- კარგად უნდა დამეწვა ეგ ხელი _ ჩაიბურტყუნა და ცეცხლისკენ მიბრუნდა. სახე რომ დაიმშვიდა და დაილაგა, ფრთხილად ადგა პუფიდან და ნელი ნაბიჯით გაეშურა სამზარეულოსკენ. სუფრა ისე გაშალეს, არავის არაფერი დაუმტვრევია. კმაყოფილი მზერით მიუჯდა მაგიდას, ნიშნის მოგებით გადახედა ბაგრატიონს და თეფშზე სალათი გადაიღო. ყველამ დალია ცოტა, გოგოებს უფრო მოეკიდათ, ბიჭებსაც ისე რა. მეგობრობის სადღეგრძელო განსაკუთრებული აღმოჩნდა.
- იმ მეგობარს გაუმარჯოს, პირველ ცრემლს რომ შეამჩნევს, მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს.
- იმ მეგობარს გაუმარჯოს, ჭირში რომ კარებს შემოგინგრევს და ლხინში დაგიკაკუნებს.
- იმ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც მოვა შენთან, მაშინ როცა ყველა მიდის.
- მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ამ ცხოვრების რეცეპტში და ამ მეგობრობას გაუმარჯოს.
- მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრობის სადღეგრძელო ვთქვათ,
ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,
ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს -
შენი სიკეთე რომ არასდროს არ შეშურდება.
მოდი! - დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...
პირველ მოსული... ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,
ჭირში კი არა, ზუსტად ლხინში არ გაგექცევა -
და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!
მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს,
მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშვლებს,
იმას კი არა.. ლხინის ზიარს! - მსურს გაუმარჯოს!
ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ!
სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება,
ადამიანი ხშირად ჭირში.. სიბრალულს მოჰყავს -
მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი,
დავლოცოთ მეგობარი - ლხინის ზიარი -
პირველ მოსული.. ბოლო სტუმარს რომ გააცილებს! (შენიშვნა: ავტორი ვინ არის არ ვიცი ბავშვებო)

რეზის ნათქვამი ეს სიტყვები პიკი აღმოჩნდა გაბელიასთვის, სწრაფი ნაბიჯით დატოვა სუფრა და ეზოში ერთ-ერთ სკამზე აქვითინებული ჩამოჯდა. უკვე მეექვსე წელია ამ ტკივილს დაატარებს. ექვსი წლის წინ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა მისი საუკეთესო მეგობარი, ფაქტობრივად და. ადამიანი, რომელთან ერთადაც ჰქონდა გატრებული მთელი თავისი ცხოვრება. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ, საუკეთესო მეგობრები, მრჩევლები, კრიტიკოსები, დები - ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის. შემდეგ, ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს დაურეკეს გაბელიას და ამცნეს რომ თათია საავადმყოფოში იყო. ვერაფრით აეხსნა, ახლა დაქალი მის სახლში უნდა ყოფილიყო, ესენი კი ეუბნებიან საავადმყოფოშიაო. მაშინვე იქით დაიძრა, მოსაცდელში დედამისი ნახა, განადგურებული სახით. მთელი ძალით ჩაეხუტა, ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ექიმი რომ გარეთ გამოვიდა, იმ ერთმა სიტყვამ, იმ ერთმა სიტყვამ წამებში გააცამტვერა მისი რწმენა, თითქოს სამყარო თავზე ჩამოექცა. ყველაფერზე უფრო საშინელი იყო ექიმის „ვწუხვარ“.. გონს მაშინ მოვიდა, მიხუტებული ქალი რომ ჩაიკეცა. მოასულიერეს, მაგრამ უარესი იყო. ამ ყველაფრის მერე ერთი კვირა სრული ჯოჯოხეთი იყო. შემდეგ ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან, ცდილობდა ტკივილი მოენელებინა. თათიას დედასთანაც ხშირად დადიოდა.. მიეჩვია თათიას გარეშე ცხოვრებას. თავიდან მაინც სულ ელოდებოდა, ძნელი იყო იმის გააზრება რომ აღარ ჰყავდა. ელოდა მის მესიჯს, ზარს, ოთახში შევარდნას, კისკისს.. მაგრამ არ ჩანდა. ტკივილი არ განელებია, უბრალოდ მიეჩვია... ვერავინ შეუვსო მისი დანაკლისი და ვერც ვერავინ შეუვსებს.. გულში მუდამ ექნება ერთი კუნჭული, რომელიც მხოლოდ თათიას ეკუთვნის... ახლაც ძველებური სიმძაფრით განუახლა ტკივილი მათმა სადღეგრძელოებმა. მოწოლილი ცრემლები რომ ვეღარ შეიკავა გარეთ გამოვარდა, სკამზე აეწია ფეხებიც, თავი მუხლებში ჩაერგო და მხრებაცახცახებული ქვითინებდა.
მაშინვე მიხვდა კონსტანტინე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და უკან გაჰყვა. თამარმა მზერა გააყოლა ძმას და თვითონ გასვლა აღარ ჩათვალა საჭიროდ. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ბაგრატიონი გაიანეს, ჯერ გაუკვირდა მომტირალი რომ დაინახა, ვერ მიხვდა რა დაემართა, მერე გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი შეახო. ცრემლიანი თვალებით ახედა გაბელიამ და ამოისლუკუნა.

- ჩუ, დამშვიდდი _ მიიხუტა კონსტანტინემ და ექიმმაც მთელი ძალით მოჰხვია ხელები. მაინც ვერ დაწყნარდა, ახლა მის მხარზე სლუკუნებდა და პერანგს ცრემლებით უსველებდა. კაცი მონოტონურად უსვამდა თავზე ხლეს და რაღაცებს ეჩურჩულებოდა. ძლივს დაწყნარდა გაიანე, მაშინვე მოშორდა და დარცხვენილმა ახედა.
- ბოდიში.
- რა ბოდიში ნუ გამაგიჟე. დამშვიდდი? ყველაფერი რიგზეა?
- კი _ ჩაილაპარაკა.
- რა მოხდა?
- არაფერი.
- კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
- მართლა არაფერი, უბრალოდ მათმა სიტყვებმა ჩემი მეგობარი კიდევ უფრო მომანატრა და ემოციები ვეღარ შევიკავე.
- თუ მხოლოდ ეგაა მიზეზი ხვალვე გაჩვენებ შენს მეგობარს. _ გაბელია ისევ ასლუკუნდა.
- ვერ მაჩვენებ.
- აუ მაპატიე, უცებ ვერ მივხვდი, ბოდიში.
- არაუშავს _ ამოისლუკუნა.
- ჩშშ, დამშვიდდი, ნუღარ ტირი _ ფრთხილად ააწევინა თავი, ცრემლები მოწმინდა და შუბლზე ფრთხილად შეეხო ტუჩებით.
- მტკივა _ არასდრსო არავისთვის გაუმხელია ემოციები, რომელიც თათიასთან აკავშირებდა. ყოველთვის გულში იკლავდა, მაგრამ ახლა მოუნდა ვინმესთვის ეს ეთქვა. ალბათ ალკოჰოლის ბრალიც იყო ნაწილობრივ, მაგრამ ადამიანი ზოგადად, სავარაუდოდ ვერ დაიტევს მარტო ამდენ ტკივილს.
- ვიცი, ძნელია, მაგრამ ეცადე. _ მანამდე ჰყავდა მიხუტებული, სანამ არ დაწყნარდა.
- მაპატიე, ჩემი პრობლემები მოგახვიე.
- ჩუ, ეგ აღარ გაიმეორო.
- თათიაზე არასდროს არავისთან მისაუბრია, დღეს რატომ მომინდა ამის გაკეთება არ ვიცი.
- იმიტომ რომ დალიე, იმიტომ რომ გჭირდებოდა ვინმესთვის ემოციები გაგეზიარებინა, იმიტომ რომ მარტო ეს ყველაფერი ვეღარ დაიტიე.
- მადლობა რომ მომისმინე.
- შეგიძლია ჩემი იმედი სულ გქონდეს.
- მადლობა _ ოდნავ გაუღიმა და თვალებზე ხელი მოისვა.
- გაიანე.. _ საუბარი დაიწყო კონსტანტინემ. ინტერესით შეხედა გოგონამ, მაგრამ „უფლისწულს“ აღარაფერი უთქვამს, თავისკენ მიიზიდა და ნაზად შეეხო ტუჩებზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაბელიაც აჰყვა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და მოშორდა.
- ეს.. ეს არ შეიძლება _ აკანკალებული ხმით ამოთქვა. _ შენ, შენ საცოლე გყავს.
- ვიცი, ვიცი, მაპატიე,მაპატიე, არ უნდა გამეკეთებინა, ასე არ შეიძლება, ბოდიში _ ხელი წაიღო ქალისკენ.
- არ შემეხო _ მაშინვე წამოხტა გაბელია. _ მორჩა... _ სახლისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. ნაღვლიანი მზერა გააყოლა ბაგრატიონმა. თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ გააკეთა, უბრალოდ იმ წამს ისეთი დაუცველი მოეჩვენა, უნდოდა მოფერებოდა, გულში ჩაეკრა, მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა. იცის რომ აფსურდია, მაგრამ მაინც.. თუმცა ეს არ შეიძლება! მას საცლე ჰყავს, თვითონაც ხვდება, ამით შეურაცხყოფას რომ აყენებს ორივეს, თამარსაც და გაიანესაც, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. ნელი ნაბიჯით გაუყვა თვითონაც სახლისკენ გზას. იქ შესულს გაბელია უკვე მაგიდასთან მჯდარი დახვდა, თვალი თეფშისთვის გაეშტერებინა და გარშემო არ იყურებოდა. ბაგრატიონმა ხომ არც კი იცოდა გაიანეს თავში რა ხდებოდა. სრული ქაოსი იყო. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ არ ელოდა ამგვარ ქმედებას, ნაწყენიც იყო, გაბრაზებულიც, გაოცებულიც. საბოლოოდ კი ობიექტური პასუხის ნაცვლად, რაღაცები ილუღლუღა და სახლში შევიდა. დარწმუნებულია სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო თავზე დაამხობდა ყველაფერს, კარგადაც გაულაწუნებდა. მაგრამ ახლა ხმა არ ამოუღია, ეს არ შეიძლებაო ჩაიბურტყუნა და მოშორდა.

- კოსტა გამოფხიზლდი, რაზე ფიქრობ? _ მხარი მიკრა რეზიმ.
- არაფერზე.
- ქეთევანზე ფიქრობ ახლა, ჰოდა მოდი შენი სიყვარულის სადღეგრძელო შესვი..
- ჩემი სიყვარულის არ მინდა, ზოგადად სიყვარულის სადღეგრძელოს შევსვამ _ ჩაილაპარაკა და გაიანეს გადახედა. ექიმმა მაშინვე დახარა მისკენ მიმართული თვალები და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ჯერაც ვერ გაეგო როგორ აეხსნა მომხდარი...

_________________________

ესეც მერვე თავი შოკოლადებო.. გუშინ ატვირთვა ვერანაირად ვერ მოვახერხე.. მაგრამ მგონი დღევანდელი თავი კარგი გამოვიდა.. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ბოდიში შეცდომებისთვის, ვეღარ გადავხედე. ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის...



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ამატირე მარიკუსა,საუკეთესო თავი იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი სპენსერი

კოსტა ნახე რა wink ეს გაიანე რა საყვარელი გოგოა wink მიყვარდება მგონი lol ^.^

 


№4  offline ადმინი ano23

ნუ რა გოგო ხარ.. კოსწიკს უყურე რა , რა დღეშია :D ამან არ იცის ანდაზა ორი კურდღლის მადევარზე ხომ? :D მაგარი თავი იყო მარიამ :-*^_^

 


№5  offline წევრი EiLuL♥

რა გოგოო ხარ შენოო იიიიიფ :****
--------------------
elene

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

შენ გოგო ხარრრ....აი არ ვიციი❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline მოდერი მარრიამი

მადლობააააა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent