შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისაკუთრებული ბედნიერება 4


7-04-2015, 16:03
ავტორი ananushki
ნანახია 2 065

„საუზმობაც ამას ქვია” გავიფიქრე გონებაში სუფრას რომ გადავხედე და გულში გამეღიმა „ამ სახლში მყუდრო გარემოს აზრზე არარიან,წესების ცვენაა“ გავიფიქრე დანაჩანგლის დანახვისას სკამზე მოკეცილი ფეხით ჩამოვჟექი და ბლინს ხელით წავეტანე
-რამდენი წლს ბრძანდებით -გაისმა ნანას ცივი ხმა
-ოცდარვის-ვუპასუხე უემოციოთ
-რა პროფესიის?
-ფსიქოლოგი
-მუშაობთ?
-კი
-ქალბატონო ლიკა,არცისეთი პატარახართ და არცისეთი გაუნათლებელი ყოფილხართ არიცოდეტთ,რომ ჭამის დროს სკამზე სწორად უნდა იჯდეთ და ხელით არ ჭამოთ-მითხრა ნანამ ისე რომ ჩემსკენ არ გამოუხედავს და მომარჯვებული ჩანგალი თიატრალურად ჩაიდო პირში
ავილეწე მაგრამ არ დავბნეულვარ საკუთარი გრძნობების მართვა ბავშობიდან ადვილად მეხერხებოდა, ამიტომ ლუკმა წყნარად გადავყლაპე და ქალბატონ ნანას აუღელვებლად მივმართე ისე რომ ლევანისთვის თვალი არ მომიშორებია
-სამაგიეროდ მე არ მიწევს ფსიქოლოგებთან სირბილი,პირიქით აქეთ მაკითხავენ მაგ წესების მოყვარულები, ქალბატონო ნანა
შევატყვე როგორ გაბრაზდა,ჩანგალი თეფშზე აუღელვებლად დადო და რამოდენიმე წამი მოანდომა პასუხის მოფიქრებას
-მეც და ჩემი ოჯახიც მივდევთ ამ წესებს მაგრამ ჯერ არცერთს არ დაგვჭირვებია ფსიქოლოგი
-ყველა კი ვერხვდება ქალბატონო ნანა ჩვენი ჩარევის საჭიროვებას,ზოგი ამაზე განსაკუთრებით ძლიერად ხუჭავს თვალებს წესრიგის დასაცავად
-ანუ თქვენ ამბობთ რომ...
-კი სწორედ მიმიხვდით,მასე რომ არიყოს ახლა მე თქვენს მაგიდასთან არ ვიჯდებოდი და ჩემი უწესრიგობით აურზაურს არ შემოვიტანდი
შემთხვევით დავითის მზერას მოვკარი თვალი,ბავსვი გაოგნებული მიყურებდა მას ხომ ჯერ არ ენახა ბებოსთან ასე მოსაუბრე ადამიანი.მისმა მზერამ გამახსენა რომ მე და ნანა მარტო არ ვიყავით და ლევანს გავხედე,შუბლშეკრული მიმზერდა მაგრამ მომეჩვენა რომ შიგნიდან მიღიმოდა და მეთანხმებოდა,ნანამ ლევანს გადახედა და მედიდურად წამოდგა ფეხზე
-მადა დამეკარგა-თქვა და კარებისკენ წავიდა-გასვლისას შემოუბრუნებლად მიმართა ლევანს
-არამგონია ამ ქალბატონმა შენ შვილს რამე სასარგებლო ასწავლოს,გაითვალისწინე ჩემი რჩევა
ლევანმა ასევტქვათ გაატარა დედის სიტყვები და დავითს თვალი ჩაუკრა,მისმა ასეთმა საქციელმა მიმახვედრა რომ წეღან კი არ მოეჩვენა, მართლაც მეთანხმებოდა ამან გამბედაობა შემმატა
უხმოდ გავაგრძელეთ საუზმობა,ცოტახანში ლევანი წამოდგა
-მე უნდა წავიდე-თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ და ვეცდები დაგეხმაროთ
-კარგით-წამოვდექი მეც
დავითი მამასკენ გაიქცა და მოეხვია ლევანმა ხელში აიყვანა და კარამდე ასე მივიდნენ, მეც უკან მივყევი
-უფროსები არ გააბრაზო-დარიგა მამამ შვილი,ბევრი აკოცა და ჩამოსვა,უცბათ მე მომიახლოვდა ძალიან ახლო მოვიდა და თვალებში ძალიან ცივი თვალებით ჩამასტერდა
-ქალბატონ ნანას უფრთხილდი,მართალია დედაა ჩემი მაგრამ ამავედროს ძალიან საშიში ქალია ის მხოლოდ ამ სახლის დიასახლისი არაა ბევრ საქმეს განაგებს აქედან და შეიძლება მე ვერ შევძლო თქვენი დაცვა
ტანში გამაცია,მივხვდი მამაკაცი სიმართლეს მეუბნებოდა,ის მართლაც საშიში ქალი იყო მაგრამ მე მასთან უკვე ომი მქონდა დაწყებული,ამას კი არღარაფერი ეშველებოდა
-ხშირად არ მოხვდეთ თვალში დღეს-გამიღიმა მამაკაცმა და სახლის კარი გაიხურა
დავითს ხელი წავავლე და ბაღში გავიყვანე,მზე ანათებდა თავის მწვავე სხივებს,დღითიდღე იკრებდა ძალას და ზაფხულის ცხელი დღებისთვის ემზადებოდა,გადავწყვიტე სახლისთვის შემომევლო,უკან ეზოში გასაოცარი სილამაზე დამხვდა,გასაოცარი ყვავილები,ახლად აყვავებული ატმის და ალუბლის ხები და პატარა ხელოვნური ტბა,გამაოცა ამ სილამაზემ დავითს გავხედე ისიც ასეთივე გაოცებული სახით შეყურებდა იქავრობას
-აქ არასდროს ყოფილხარ?
-არა,ბებო ყოველთვის მიშლიდა აქეთ წამოსვლას-ამ ფაქტმა უფრო გამაოცა როგორშეიძლება ასეთი სილამაზე ბავსვს არ აჩვენო,ამ დროს ნანას სილუეტს მოვკარი თვალი,მუხლებზე იდგა და სავარაუდოთ ყვავილს რგავდა,ლევანის სიტყვები გამახსენდა „ეცადეთ თვალში არმოხვდეთო“ დავიტს ხელი მოვკიდე და იქავრობას მოვშორდით
მთელი დღე ბავშვთან გავატარე ეზოში, მზის სხივები არ მაზლევდნენ სახლში შესვლის უფლებას არც ის მინდოდა ნანაას თვალში მოვდებოდით ამიტომ სანამ მოსამსახურემ არ გვიხმო სადილის დროაო ეზოს ყველა კუტხე მოვირბინეთ მე და დავითმა,სადილიზე ნანა არ გამოჩენილა მხოლოდ მე და დავითმა ვისადილეთ და დარჩენილი დღეც მარტოებმა გავატარეტ,საღამოს ვაბანევე და საწოლში ერთი ზღაპარიც წავიკითხეთ,ნანა წიგნებს ეტყობა დიდ ყურადრებას უთმობდა დავითიას ოთახში საბავშო ბიბლიოთეკის კუთხე იყო გაკეთებული სადაც უამრავი საბავშო წიგნები იდო,ამ ფაქტმა აღმაფრთოვანა წიგნები მეც მიყვარდა და მიმაჩნდა რომ ბავსვს წიგნის სიყვარული თოთოობიდან უნდა ესწავლა
ჩაძინებულ დავითს ხელი გადავუსვი თავზე ვაკოცე და გარეთ გამოვედი კიბეზე მოსამსახურე გოგონა შემომხვდა
-ბატონმა ლევანმა გიკითხათ
-მოვიდა?
-კი,მითხრა აუზზე ვიქნები და ჩამოვიდნენო
-კარგი-ვუთხარი მოსამსახურეს და გზა განვაგრძე-აუზი სადაა?-მოვბრუნდი უცბათ
-დაბლა სულ ბოლო სართულზე ამ კიბით ჩახვალთ
„აი თურმე სად მიდის ეს კიბე მე კი მეგონა ამ კიბეს ნანას კაბინეტისკენ მივყავდით სადაც თავის შავბნელ საქმეებს აგვარებდა“ ჩემ ნაფიქრზე გამეცინა და კიბეს დავუყევი „ქვეშეთისკენ“

აი კიდევ მეორე საოცრება აქაც ყველაფერი ულამაზესი იყო,გარემო მოვათვალიერე და წყალში მოცურავე მამაკაცს გავხედე,გულმა ბაგაბუგი დამიწყო,მოცურავე ლევანი, მესამე საოცრება იყო ამ სახლსი რომელიც დრეს აღმოვაჩინე,არა ისედაც სიმპატიური იყო მაგრამ ახლა ახლა .....გონებაც კი დამება ისეთი სექსუალური იყო ,,ღმერთო მომეცი ძალა ამას გავუძლო“ გავიფიქრე გონებაში და ყურადღების მისაქცევად ჩავახველე
-მამაკაცმა ჩემსკენ გამოცურა და წყლიდან ამოვიდა,იქვე მიგდებული პირსახოცს დასწვდა ტანი შეიმსრალა
-დავითი სადაა?
-სძინავს
-ჯერ ხომ რვა საათიაა?
-დაიღალა და ზღაპრის კითხვისას ჩაეძინა
-მე კი მეგონა ერთად ბანაობას შევძლებდით
-სამწუხაროდ ვერ შეძლებთ
-ტქვენთან ერთად? -მკითხა მამაკაცმა და თავჩახრილმა ქვემოდან ისე შემათვალიერა როგორც არომატული ალუბალი რომელიც ხის კენწეროზე კიდია,
-საცურაო კოსტუმი არ მაქვს
-რა პრობლემაა შიშველმა იბანავეთ-ასეთ გათამამებას არველოდი,ნუთუ იგრძნო ჩემი გულის ბაგაბუგი,მის სექსუალურობის გამო რომ ღელავდა, „შეუძლებელია“ ვუთხარი ჩემს თავს და წამში მოვიიქრე ურცხვი პასუხი
-შიშველი ვერ ვიცურავებ, თქვენს ცოდვას ვერ დავიდებ-ასეთ გათამამებას არც ის ელოდა ჩემგან მაგრამ მალევე მოვიდა გონს
-რომელ ცოდვას გულისხმობთ?
ტუჩები მოვჭმუჭნე ახლოს მივედი და მის ყურთან ახლოს ვთქვი
-დაუკმაყოფილებელი მამაკაცის ცოდვას,თვალი თიატრალურად ჩავუკარი და კიბისკენ წავედი,ლევანმა მხოლოდ გამიღიმა,ვგრძნობდი როგორ მადევნებდა თვალს კიბეზე ასვლისას,მაგრამ მისკენ აღარ მომიხედავს
მასმერე რამდენიმე დღე ნორმალურად არც ქალბატონი ნანა მინახავს და არც ლევანი საჭმელს მე და დავითი სამზარეულოში მივრთმევდით,ერთ დრეს გავიგე ნანა ლევანთან როგორ აპროტესტებდა ამ ფაქტს მაგრამ ლევანმა წყნარად უთხრა
-სადაც თვითონ გაუხარდებათ იქ ჭამონ,არ მინდა შენი პრიკაზების გამო ლიკა ამ სახლიდან წავიდეს,დავითი კი მას გაედევნოს,ერთხელ უკვე გაიქცა შენი შვილიშვილი სახლიდან შენს გამო ამიტომ ამას მეორედ აღარ დაუშვებო
-ჩემს გამო?-გაიკვირვა ნანამ-მაგას რომ გაქცევის სურვილი სისხლში ქონდეს რა ჩემი ბრალია
-დედა-გაისმა ლევანის გამყინვარე ხმა-მეორედ ნინას კიდევ თუ შეეხები,ამ სახლს შენ დატოვებ...არ გაბედო და მეორედ არ ახსენო კარგადაც კი არ ხახსენო გასაგებია
-შენ რა მემუქრები? ხომ არ გავიწყდება ვის ესაუბრები და რა შემიძლია
-არა გაფრთხილებ,და არც ის მავიწყდება რა შეგიძლია მაგრამ ნურც შენ გავიწყდება რომ მე შენზე მეტი შემიძლია
ლევანის პასუხმა შემაშინა და ამავდროულად დამაფიქრა „ნეტავ რას წარმოადგენ ეს დედაშვილი ასეთს,აშკარაა ორივე დიდი ძალაუფლბით სარგებლობს მაგრამ სად,რომელ წრეში? „ და უცებ გონება გამინათდა ძალა რომელიც საშიში იყო მხოლოდ ორგან არსებობდა სახელმწიფო სათავეში,მაგრამ ისინი არცერთ მთავრობის წარმომადგენელს არ გავდნენ და ქურდულ სამყაროში სადაც მე არვიყავი ჩახედილი
ლევანი კიდევ მესმის კაცი იყო,მაგრამ ნანა,მისი ამ წრეში ყოფნა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა,ამ ფიქრებით გართული საძინებელს მივუახლოვდი ცოტახანში დავითმა შემოყო თავი
-მამამ თქვა გავისეირნოთო და ლიკას დაუძახეო
-სად გავისეირნოთო?
-სადაც ლიკას და შენ გაგიხარდებათო
-მერე სად გაგიხარდება ვკიტხე ბიჭს და თავზე ხელი გადავუსვი
-არვიცი
-მთაწმინდაზე წავიდეთ
-ეგ რარის?-გაოცებულმა პირი დავაღე პირველად ვნახე ბავსვი რომელიც მთაწმინდაზე არ იყო ნამყოფი
-წავიდეთ და ნახავ,წამო გამოგიცვალო
მის ოთახში სევედით მაგრამ გარდერობში ვერაფერი ვახე სპორტული,მის გარდერობში არაფერი მოიძებნებოდა სპორტული,მხოლოდ ახლა დავფიქრდი რომ ბავშვს სულ ოფიციალურად ეცვა და კიდევ ერთხელ ავღშფოთდი „საერთოდ არ აქვს ამ ბავშვს ბავშობა“ ჩავიდუდღუნე ჩემთვის
-დავით მოდი დღეს მამას ვთხოვოთ მაღაზიებში წაგვიჱვანოს ხვალ მთაწმინდაზე კარგი
-მაღაზიებში რა გვინდა?
-ტანსაცმელი ვიყიდოთ
-ტანსაცმელს ბებო ყიდულობს ყოველთვის
-ახლა მედაშენ ვიყიდით
-აბა რა გადაწყვიტეთ-კარებში მამა უფროსი გამოჩნდა
-საყიდლებზე მივდივართ-უთხარი უემოციოთ
-ანუ „შოპინგზე“ გადაამოწმა მამაკაცმა
-კი-თავი დაუქნიე მე
-სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ?
-მოვიფიქრეთ მაგრამ შესაფერისი ტანსაცმელი არ აღმოგვაჩნდა
-რამოხდა ისევ საცუროდ ხომ არ აპირებდით წასვლას? ეშმაკურად გამიღიმა მამაკაცმა
-არა მთაწმინდაზე,ჩემს მაგივრად დავითმა გასცა პასუხი
-არვიცოდი,მთაწმინდას რამე ოფიციალური ჩასაცმელი თუ ჭირდებოდა-ისევ გაიღიმა მამაკაცმა და დავითი კალთასი ჩაისვა
-არა პირიქით არაოფიციალური ჭირდება,მას კი სულ ოფიციალური ჩასაცმელი აქვს
-კარგი წავიდეტ მაშინ საყიდლებზე- გამომაჯავრა მამაკაცმა და ისევ ეშმაკური ღიმილით დამაჯილდოვა-თან საცურაო კოსტუმსაც შეიძენთ
-კი მაგასაც შევიძენ-დავეთანხმე და მეც გავუღიმე
თითქმის მთელი ქალაქის ბრენდული მაღაზია მოვიარეთ,ლევანი მხოლოდ დიდ მაღაზიასი შედიოდა,აბა ისე პატარაში არ დავეტეოდით და.....ჩვენ სამს კიდევ ოთხი ახმახი მცველი დაგვყვებოდა უამრავი ტანსაცმელი ვუყიდე დავითს კეტები ჯინსები და სპორტული მაისურები,ლევანმა სადღაც საოცარი კაბა გამოძებნა და შორიდან დამანახა
თანხმობს ნიშნად თავი დაუქნიე,მან კი გამყიდველს მიაწოდა და ჩვენს ნავაჭრს შეუერთა,მეგონა მე მიყიდა და ამ ფაქტმა საშინელი სიამოვნება მომგვარა მაგრამ იმედები გამიცრუვდა კაბა ქალბატონ ნანას ერგო „შერიგების“ მიზნით,საჩუქრის დანახვაზე ქალის თვალები წამიერად სითბოთი აივსო,მხოლოდ წამიერად მაგრამ მე მისი დანახვა მაინც შევძელი
დაღლილ დაქანცულმა როგორციქნა საძინებლამდე მივაღწიე და საწოლზე მივწექი,დავითის ხმა მესმოდა „ნეტავ სად აქვს ამ ბავსვს ამდენი ენერგია“ გავივლე გულში ბანალური ფრაზა და ისისიყო ძილს უნდა წავეღე რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა
-მობრძანდით-საწოლზე ზლაზვნით წამოვჯექი
ლევანმა შემოხსნა ოთახის კარი
-ეს შენ-საწოლზე დამიდო სასაჩუქრე პარკი-ათწუთში დაბლა გელოდები
-მაგრამ მე ძალიან დავიღალე
-თქვენ ხომ არგინდა ჩემი ცოდვა დაიდოთ,ხოდა ნუ დამტოვებთ გაღიმებულს-მითხრა და კარი გაიხურა
საჩუქარი ამოვიღე და სხვა რა, თუარა საცურაო კოსტუმი?! თანაც საკმაოზე სექსუალური უფროსწორად გადაჭარბებულად სექსუალური
-რა თამაშს მათამაშებით ბატონო დავით? -ვთქვი ჩემთვის-და რომ აგყვეთ ეს ვისთვის უფრო საშიში იქნება ნეტავი ვთქვი ისევ ხმამაღლა და ჩავფიქრდი მისი სხეულის გახსენებისას,ვიგრძენი როგორ აღიგზნო ჩემი სხეული და გადავწყვიტე თამაში ჩავრთულიყავი „რაც იქნება იქნება“ თუ საქმე საქმეზე მიდგა მე უკვე დიდი გოგო ვარ და არარის აუცილებელი ქალიშვილი მოვკვდე,თანაც ამ თამაშში აზარტს ვხედავდი და ეს უფრო მიზიდავდა სასწრაფოთ გამოვიცვალე თხელი ხალათი მოვიცვი და აუზს ვესტუმრე
-აი ლიკაც მოდის- დაიძახა ლევანმა
-ხო და თან როგორი ლამაზია -აღნიშნა დავითმა
-ხოო მართალია დაეთანხმა მამა
ორივეს გავუღიმე ხალათი გავიხადე და წყალში ჩავედი
-ცურვა იცი?-მკითხა მამაკაცმა
-სამწუხაროდ არა,იმედია მასწავლით-გავუღიმე,მამაკაცი მიმიხვდა ეშმაკობას
-ჯერ დავითის ჯერია ცოტახანს მოცდა მოგიწევთ
თავი დაუქნიე და აუზიდან ამოსასვლელ კიბესთან დავდექი
-რატომ არ დაგყავთ დავითი ბაღში-დავსვი უცბათ კითხვა
-რა საჭიროა?
-რატომ იქ ბავშვებთან,ადამიანებთან ურთიერთობას ისწავლის
-ადამიანები აქაც არ აკლია
-მე უცხო ხალხს და გარემოს ვგულისხმობ
-მისი ბაღში სიარული ცოტა საშიშია
-რატომ?
-ამის ახსნა არ შემიძლია
-რატომ?
-მეშინია არ დაგაფრთხოთ და არ დაგვტოვოთ
-„თ“ რატომ ვლაპარაკობთ
-თქვენ არმოგიციათ უფლება შენობით მომემართა
-ახლა გაძლევთ
-კარგი ამ წუთიდან შენობით მოგმართავ,ავიდეთ?
-სად ? ვერ მივხვდი უცბათ
-დღეს არაფერი გვიჭამია მამაკაცმა აუზის პირას გაშლილი დაბალი მაგიდისკენ მიმითითა
ნელა ამოვედი კიბეზე და პირსახოცით ტანის სველი ადგილები გავიმშრალე,
-იქნებ ხალათიც ჩაგეცვათ მითხრა მამაკაცმა ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს
-იყოს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს-ვუპასუხე ღიმილიტ და წინ გაუარე დემონსტარციულად
-თქვენ ახლა ჩემ ცოდვას იდებთ
-თქვენ არა შენ ვუთხარი მამაკაცს და დავითს გვერძე მივჯექი ბავშვი გემრიელად ილუკმებოდა მისი შემყურეს ღიმილი მომადგა პირზე ცოტახანში წამას მორჩა და იქვე შეზლონგზე მიწვა მე და ლევანი უსიტყვოდ მივირთმევდით
-მგონი დაეძინა-ჩავიჩურჩულე მის გასაგებად და ბავშვს გადავხედე
-ლევანმა მობილური ამოიღო და დაცვის ერთერთი წევრი მოიხმო მის საძინებელში ასაყვანად,მეც მცველს ავედევნე
-სად მიდიხარ?-ხელში ხელი მომკიდა მამაკაცმა
-საძინებელში
-ჯერ რომ ცურვა არ გისწავლია-დავინახე როგორ აცეკვდნენ მის თვალებში ჭინკები
-სხვა დროს იყოს- მამაკაცმა ხელი მომიჭირა და თავისკენ მიმწია
-მე ახლა მცალია-მის სიახლოვეს ვგრძნობდი,სხეული ამიკანკალდა-ხელი მომხვია და უცბათ ორივე წყალში აღმოვჩნდით
-ცოტას გაგრილდები-მითხრა ისევ ეშმაკური ღიმილით-თორემ ისე გახურდი მეგონა გადაიწვებოდი
მისმა სიტყვებმა გამაწითლა და მივხვდი რომ თამასის ეს რაუნდი მის სასიკეთოდ დამთავრდა
-მართლა ძალიან დავიღალე წავალ დავისვენებ სხვადროს იყოს ჩვენი გაკვეთილი -ვთქვი ჩუმად და წყლიდან ამოვედი
ამოვედი და საწოლსაც მივაშურე მაგრამ ვერაფრით დავიძინე,მთელი ღამე წაგებულ რაუნდზე ვფიქრობდი

კომენტარებს ველი,იმედია დამახვედრებთ შეფასებებს
შეცდომებს რაც შეხება როგორც ყოველთვის პატიებას ვითხოვ თქვენგან :)



№1  offline წევრი kapa

Dzaan magaria..levani momwons <3

 


№2  offline წევრი varduka

Ha haaa magariaa

 


№3  offline წევრი ananushki

kapa
Dzaan magaria..levani momwons <3

love

 


№4  offline წევრი aDa

ძაან მაგარიაა..მალე დადე რა ოღონდ კიდე უფრო დიდი თავები love love

 


№5  offline წევრი SaLoOme

Anaa dzalliiiqan momewoonaa ❤❤❤ male dadee axali taaavi ❤❤❤ Dzalian Kargi Gogo Xar Sheen ❤

 


№6  offline წევრი ananushki

SaLoOme
Anaa dzalliiiqan momewoonaa ❤❤❤ male dadee axali taaavi ❤❤❤ Dzalian Kargi Gogo Xar Sheen ❤

მადლობა ვეცდები დრეს ან ხვალ ავკრიფო და დავდო მაპატიეტ რომ ასე ვწელავ დროს ამას განგებ არ ვაკეტებ მარტლა არმაქვს დრო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent