შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [9]


7-04-2015, 23:05
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 991

მთელი საღამოს განმავლობაში ბაგრატიონი თვალს არ აშორებდა ექიმს. გაიანე კი პირიქით, მზერას არ უსწორებდა. უნდოდა რამე ეთქვა კონსტანტინეს, მაგრამ სათქმელს ვერ პოულობდა. რამდენჯერაც ზოგადი საუბარი წამოიწყო, გოგონა არ აჰყვა, იჯდა და არაფრის დიდებით ხმას არ იღებდა. გვიან ღამით აალაგეს სუფრა გოგონებმა. მეორე სართულისკენ რომ წავიდნენ, კონსტანტინეს ხმამ გაიჟღერა ჰაერში.

- გაიანე, ერთი წუთით _ უხერხული მზერით მიმოიხედა გაბელიამ და უკან დაბრუნდა.
- გისმენ. _ დანარჩენები მეორე სართულზე ავიდნენ.
- გაიანე, მართლა არ ვიცი რა დამემართა..
- ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე საუბარი.
- ვიცი მაგრამ, უნდა გითხრა. არც მე მინდა ასე უცხოებივით ვიყოთ.
- ახლობლად მიღებამ რა შედეგიც გამოიწვია ორივემ ვნახეთ _ სიმწრით ჩაეცინა.
- მე მართლა არ ვიცი..
- მე ვიცი _ შეაწყვეტინა _ ალკოჰოლმა იმოქმედა, ჰო და კიდევ ალბათ ჩემი ბრალიცაა, ზედმეტად ბევრი გითხარი უბრალო პაციენტის, ან უფროსის კვალობაზე.
- გაიანე ასე არ არის..
- ზუსტად ასეა ბატონო კონსტანტინე.
- ბატონო? _ გაიკვირვა.
- ბატონო.. დღეიდან ასე იქნება.
- მაგრამ გაიანე.
- არავითარი მაგრამ, ორივესთვის ასე აჯობებს. ერთი თვეც და გავქრები თქვენი ცხოვრებიდან.. ამ თემაზე საუბარი აქ დავასრულოთ, არ მაქვს სურვილი სახლში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდეს.
- კარგი, მაგრამ არ დაგვისრულებია.
- მე დავასრულე, თქვენი არ ვიცი.
- მაგრამ..
- ძილინების ბატონო კონსტანტინე _ სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს და ოთახში შევიდა.
- ხომ მშვიდობაა, რა სახე გაქვს? _ მაშინვე შეშფოთდა თამარი.
- მშვიდობაა თამარ, გადავიღალე ალბათ, დავიძინებ.
- კარგი ძილინების _ გაუღიმა.

ლოგინში შეწვა და კედლისკენ გადაბრუნდა. ეს რა დღეშია, მაინცდამაინც მას უნდა მოუვიდეს ყველაფერი.. ან რამ დაალევინა, ან რამ ალაპარაკა. საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა ამ ყველაფერში. „საბაბი რომ არ მიმეცა ხომ არ ჩაიდენდა“ - აბა რა ეგონა ბედნიერად რომ შემოჰხვია ხელები. „მაგრამ მას უნდა ეფიქრა“ - მაინც ამართლებდა ვიღაც. რას წარმოიდგენდა ეს თუ მოხდებოდა, ბაგრატიონისგან ფაქტობრივად ვერაფერს გრძნობდა. რა შარშია, ქალბატონმა ელენემ თუ გაუგო, სულ კინწისკვრით გამოაგდებს სახლიდან, მაგრამ მისი რა ბრალია. პასუხი თავის ვაჟს მოთხოვოს. როგორ უნდა რომ ეს დღე საერთოდ ამოშალოს ცხოვრებიდან. საერთოდაც, რატომ დათანხმდა აქ წამოსვლას, თავსატეხები ისედაც არ აკლდა.

მეორე ოთახში ბაგრატიონი ვერ ისვენებდა. ბიჭების საუბარში არ ერთვებოდა, თავისთვის ფიქრობდა. იცის რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. ამ გოგოზე ფიქრს თავი უნდა დაანებოს, თორემ შეიძლება უარესებიც მოხდეს. მართალი იყო გაბელია, ისევ ექიმი-პაციენტის ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ასე უფრო გაუადვილდებათ და არაფერიც არ მოხდება. გონებაში კი გადაწყვიტა, მაგრამ რამდენად შეძლებდა ეს უკვე სხვა საკითხია.

- გამოფხიზლდი, სად დაფრინავ მთელი საღამოა? _ უკმაყოფილო ტონმა და „მუჯლუგუნმა“ გამოაფხიზლა.
- არსად არ დავფრინავ.
- კარგი ექიმი გყავთ ხომ იცი შენ? სიამოვნებით მოვიტეხდი რამეს _ გაიცინა რეზიმ.
- ბიჭო _ შეუღრინა კონსტანტინემ _ ზედმეტი არ მოგივიდეს და ცუდად არაფერი იფიქრო.
- რაო? _ გაეცინა _ ცუდად რატომ უნდა ვიფიქრო, მაგრამ შენ რას იღრინები?
- არ ვიღრინები, გითხარი.
- ქეთევანი მოგენატრა კოსტა?
- არა და საერთოდაც დაიძინეთ რა.
- რა ხასიათზე ხარ _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თავი მიანება რეზიმ.

დილა სხვებისთვის პოზიტიურად, ზედმეტად მხიარულად დაიწყო. ასე არ დაუწყია გაიანეს, თუმცა მაინც გადაედო სხვების განწყობა და მალე მათთან ერთად გულიანად კისკისებდა. კონსტანტინესაც უნებურად ეღიმებოდა მის კისკისზე, თუმცა თვითონ მხოლოდ მეგობრების ხუმრობას აბრალებდა ამას. შუადღისთვის დაბრუნდნენ ქალაქში. მანქანაშიც არ ამოუღია ხმა გაბელიას. სახლში რომ შევიდნენ და დივანზე მოკალათებული ქეთევანი დაინახა, სირცხვილისგან კინაღამ დაიწვა. გამარჯობაო ჩაიბურტყუნა და კიბეებზე ავიდა. ახლა ყველაზე მეტად ბატონი კონსტანტინეს ნახვა უშველიდა, მისი ოთახისკენ აიღო გეზი და თბილად ჩაეხუტა მოხუცს. კაცს არაფერი უკითხვას, თბილად მოჰხვია ხელები და თავზე ხელი გადაუსვა. დამშვიდდა რომელია, კინაღამ ჩაეძინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაიგო და ოთახი დატოვა. ერთი დღისთვის ზედმეტად გადაიტვირთა. ცოტა ხნით თუ წამოწვება ცუდი არ იქნება. წამოწვა, დაეძინა კიდეც, თითქოს მთელი ამ უარყოფითი აურისგან განთავისუფლდა. თუმცა ფიქრები მაინც გაურბოდა. სულ ერთი თვე, ცოტა უფრო ნაკლები და დილას ისევ თავისი საყვარელი კაბინეტით დაიწყებს, მხიარული გიორგი, ღიმილიანი მედდები, მეტი რა უნდა ისურვოს. სურვილები კიდევ აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ამჟამად ეს ყველაფერი ენატრება. ვახშმის დროაო შეატყობინეს და ისიც მორჩილად დაუყვა კიბეებს. ღიმილით მიესალმა მათ, ვინც არ უნახავს და თავის ადგილზე მოტავსდა. უკვე ბაგრატიონის გვერდით ჯდომაც კი აკომპლექსებდა. თვალიც კი არ გაუპარებია მისკენ, დაპროგრამებული რობოტივით იყურებოდა მხოლოდ წინ. ვახშმის შემდეგ მშვიდი ნაბიჯით წავიდა ბაღში და საქანელაზე ჩამოჯდა. მთელ სახლში ალბათ ეს იყო ყველაზე უფრო მშვიდი და ლამაზი ადგილი. აქ შეეძლო ფიქრი, განმარტოება, ყველაზე კარგად გრძნობდა თავს, უშფოთველად. ახლაც საზურგეს მიეყრდნო, თავი გადასწია და თვალები დახუჭა. არ იცის რამდენ ხანს იყო ასე, როცა იგრძნო რომ ვარდისფერი ბურუსისკენ მიიწევდა გონება, მხოლოდ მაშინ წამოდგა და ოთახს მიაშურა. ესიამოვნა ამ სიცხეში გრილი მატერიის შეხება, კვლავ დახუჭა თვალები და მშვიდად დაიძინა. მაგრამ შუაღამისას გამოაღვიძა არასასიამოვნო სიზმარმა, თუმცა სიზმარი კი არა მოგონება იყო. წინა დღის მოგონება, ისევ აუწითლდა ლოყები. ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში ჩაიპარა. ჩუმად მოუშვა ონკანი და ჭიქა აავსო.

- ვერც შენ დაიძინე? _ სიბნელიდან მოისმა ხმა და გაიანეც შეხტა.
- პირველი, შენ კი არა თქვენ ბატონო კონსტანტინე და მეორე, სანამ მთელ კოლექციას არ დამალეწინებთ მანამ ვერ შემეშვებით?
- ახლა არ გაგიტეხავს, წინსვლაა _ გაუღიმა.
- ძილინების _ გვერდი აუარა და სამზარეულოდან გავიდა.
- ძილინების ექიმო _ უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა ბაგრატიონმა და ქალს მიჰყვა.

დილით საუზმეზე აღარ უნახავს გაიანეს უმცროსი ბაგრატიონი. თავისუფლად ამოისუნთქა და მშვიდად ისაუზმა. „ეს ერთი თვე თუ სულ არ გამოჩნდება უკეთესი იქნება“ - გაიფიქრა და თამარს გაუღიმა. ისე აგიხდეთ ყველაფერი, კონსტანტინე დაგვიანებით მივიდა საუზმეზე და გამოაცხადა ორი კვირით მივლინებაში მივდივარო. გაბელია მაინც უკმაყოფილო ჩანდა, დარჩენილი ორი კვირა რაღა იყო, ბარემ ერთი თვით წასულიყოო. ხვალ დილით მივდივარო, განაცხადა პრინცმა.

- ჰო და კიდევ, დღეს საღამოს გამოსამშვიდობებელი საღამოსავით ვაწყობთ რაღაცას, კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მოკლედ, კორპორატიული საღამო უფრო გამოგვდის. როგორც კომპანიის შემქმნელის, შემდეგ კომპანიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ოჯახი, სრული შემადგენლობით უნდა დაესწორთ ამ საღამოს.
- სად აწყობთ საღამოს კოსტა? _ დაინტერესდა ქალბატონი ელენე.
- რესტორანში დედა, ყველაფერი მოგვარებულია.
- უკაცრავად _ ყურადღება მიიქცია გაიანემ _ რადგან ამ საღამოს ყველა იმ საღამოზე მიდიხართ, შეიძლება მე ჩემს სახლში წავიდე? ხვალ დილით ადრე დავბრუნდები.
- შეგიძლია გაიანე _ ოდნავ გაუღიმა ელენემ.
- არავითარ შემთხვევაში _ მაშინვე „გამოხტა“ უმცროსი თამარი. _ დე გაიანე უკვე ფაქტობრივად ოჯახის წევრია, მესამე თვე დაიწყო, რაც ჩვენთან ცხოვრობს, გაიანეც წამოვიდეს რა.
- თამარ კარგი რა _ აწუწუნდა გაბელია _ უცხო საზოგადოებაში ყოფნას, საკუთარ ოჯახთან მირჩევნია დროის გატარება.
- მე უცხო ვარ? _ ტუჩები მობუსხა.
- გაიანე, თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს წამოდი, თან ხშირად კი არ ექნებათ მკურნალი ანგელოზის ნახვის პატივი _ გაიცინა მოხუცმა.
- მაგრამ იქ ზედმეტი ვიქნები, თავიც უხერხულად უნდა ვიგრძნო და არ მინდა.
- რატომ გაიანე, ნაცნობებიც ვიქნებით, ჩვენი მეგობრებიც იქნებიან, მათ იცნობ უკვე _ კმაყოფილი მზერით გაუღიმა კონსტანტინემ.
- დიახ ბატონო კონსტანტინე, მაგრამ ეს იდეა არ მხიბლავს.
- დამეხმარეთ ახლა ვინმე დარწმუნებაში _ ისევ აწუწუნდა თამარი.
- გაიანე, თუ პრობლემები არ შეგექმნება, წამოდი _ ვინ სთხოვა? თვით ქალბატონმა ელენემ.
- იცით... კარგი, იყოს ასე _ ამოისუნთქა. გახარებულმა შეხედა თამარმა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თვალი ჩაუკრა.
საუზმის შემდეგ მისკენ წავიდა, ლოყაზე აკოცა და გაკრეჭილი უმზერდა.
- ქალბატონო თამარ _ სიცილით გადახედა გაბელიამ გოგონას _ ვერ გავითვალისწინე რომ ექიმობის პერიოდში ასეთ საღამოებზე მომიწევდა სიარული და საღამოს კაბები შენ დავტოვე. ნება იბოძეთ და გამომყევით შინ _ გაუცინა.
- ნებას ვიბოძებ, მაღაზიებში გავიაროთ და ახალი კაბები ვიყიდოთ.
- რომ მეზარება? _ სახე შეჭმუხნა.
- კარგი რა, მიდი, მიდი ჩაიცვი და გავიდეთ. მძღოლს გავაფრთხილებ.
- კარგი.

სულ მალე უკვე ტანსაცმელს არჩევდნენ. იმდენი ეძებეს, ბოლოს ფეხები ტკიოდათ ორივეს. სასურველ კაბებს კი მაინც ვერ მიაკვლიეს. თამარს რატომღაც გრძელი კაბა უნდოდა და მოსაწონი ვერ იპოვა, გაიანეს მოკლე კაბა სურდა, თუმცა რაც მოიზომა ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა. სხედა ახლა და ელოდებიან კონსულტანტს, რომელიც კაბებს ეძებს. დაღლილი სახით მიუახლოვდა გოგონა ორი კაბით ხელშ. გრძელი, ლურჯი კაბა თამარს გადასცა, მოკლე, ზურმუხტისფერი გაიანეს. ერთად გამოვიდნენ გოგონები გასახდელიდან.

- თამარ აი ეს უნდა აიღო _ გაუცინა გაიანემ.
- შენც უნდა აიღო ეგ _ გახარებული იყო თამარიც.
- არა, ასეთი ამოღებული ზურგით არ მინდა.
- არ გადამრიო ახლა, ძლივს რაღაც ზისტად შენს ტანზე მორგებული ვიპოვეთ და არ მოგწონს? კარგი რა. _ იმდენი არწმუნეს ცალკე ბაგრატიონმა და ცალკე კონსულტანტმა, რომ დათანხმდა. ფეხსაცმელებიც შეუხამეს და შინ დაბრუნდნენ. სადილობის დრო აღარ იყო. სენდვიჩები მოიმზადეს და წაიხემსეს. ქალბატონმა ელენემ ამცნო სტილისტი და ვიზაჟისტი მოვლენ და მზად დახვდითო. მალე მივიდნენ, თან იმდენნი იყვნენ, ყველა ქალბატონს ცალ-ცალკე უტრიალებდნენ. გაბელია ბოლოს ბანკეტზე იჯდა ამდენ ხანს გასაპრანჭად, დაიღალა, ფეხებიც კი დაუბრუჟდა, სადაც იყო წამოხტებოდა და გაიქცეოდა. ქალი კი ერთსა და იმავეს უმეორებდა : „სულ ცოტაც და დავამთავრებ..“ აღარ ეღირსა დამთავრება. კულულებიანი თამარი, უკვე მომზადებული სიცილით უმზერდა გაიანეს. ეს თვალებით ემუქრებოდა. ქალბატონი ელენეც მოემზადა, უფროსი ქალბატონის და ახლა ყველა მხოლოდ გაიანეს ელოდა. ძლივს დაასრულეს მისი „მორთვა“. კაბებიც მოირგეს და მისაღებში მოგროვდნენ.

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით _ გაუღიმა გაიანემ ქალბატონებს. _ შენ საერთოდ პრინცესა ხარ, დედოფალა _ გაუცინა თამარს.
- მადლობა შვილო, შენც ძალიან ლამაზი ხარ _ გაუღიმა უფროსმა თამარმა.
- მართლა კარგად გამოიყურები გაიანე, გიხდება ეს ფერი.
- მადლობა _ გაუღიმა გაიანემ.
- თამარ დაურეკე შენს ძმას და ჰკითხე ქეთევანს ჩვენ უნდა გავუაროთ თუ თვითონ მიიყვანს? _ დედის თხოვნა შეასრულა.
- მისულა უკვე _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და სავარძელში მოთავსდა.
- ძალიან კარგი, წავიდეთ მაშინ.

ქალბატონები მანქანაში მოთავსდნენ. თამარი დაწვრილებით უხსნიდა გაიანეს რა სიტუაცია დახვდებოდათ იქ, ექიმიც მშვიდად უსმენდა და უღიმოდა. მანქანის კარები რომ გაიღო, თავი საფინანსო კომპანიის კორპორატიულ საღამოზე კი არა, ოსკარის დაჯილდოებაზე ეგონა. წითელი ხალიჩა, სტენდი, კამერები, ცოტაც და მთელი ხმით აკისკისდებოდა. ქალბატონებს მეუღლეები მიეგებნენ, თამარი და გაიანე მარტო დარჩნენ, წითელ ხალიჩაზეც მარტო მოუწევდათ გავლა, რომ არა რეზი და შოთა. ღიმილით შეხვდნენ გოგონებს, კომპლიმენტებიც არ დაიშურეს და წითელ ხალიჩაზეც ერთად გაიარეს. ექიმმა ადვილად შენიშნა იქვე მდგარი „უფლისწული“ საცოლესთან ერთად. ჩვენი „პრინცი“ სულ შავებში იყო, შავი პერანგი შავი კოსტუმი, შავი შარვალი, ვაღიაროთ, სიმპატიურია. კაცის თვალმაც მაშინვე აღიქვა ახლადშესული გაიანე, მზერა გაექცა და შეცდომაც დაუშვა. მთელი საღამო სხვა ვეღარაფერს შეამჩნევს. ისეთი ლამაზი ეჩვენა ამ მოკლე, ზურგამოღებულ, ზურმუხტისფერ კაბაში. თმებიც, წინ ჩაწნული, უკან კოსად შეკრული, მცირეოდენი მაკიაჟი და მეტი რაღა იყო საჭირო.

- ერთი ამას უყურე, ეს ფოსფორისფერი კაბა რომ არ ჩაეცვა ისე ვერ მიიქცევდა ყურადღებას? _ კვლავ უკმაყოფილო იყო უმცროსი თამარი სარძლოთი.
- გაჩუმდი გოგო, რაც უნდა ის ჩაიცვა _ გაუცინა.
- ოხ გაიანე, შენთან მაინც მათქმევინე, სხვა ვერავისთან ვიღებ ხმას.
- კარგი თქვი _ გაუცინა და წვენის ჭიქა აიღო. თამარმაც მას მიბაძა.
- ჩვენ გაგვიმარჯოს _ გაიცინა.
- გაგვიმარჯოს _ მიუჭახუნა გაიანემაც და გაეცინა.

__________________
ესეც მეცხრე თავი შოკოლადებო.. ვიცი ცოტა პატარაა, მაგრამ მაპატიეთ, ვეცდები ხვალ დიდი თავი ავტვირთო...რაღაც არ ხართ ემმოციების გაზიარების ხასიათზე ამ ბოლო დროს, თუ არ მოგწონთ არ ვიცი.. მე მაინც იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის..



№1  offline ადმინი ano23

ეგ შენი კოსტა ძალიან ცუდად აცეცებს თვალებს და საცოლემ არ შეამჩნიოს ,თორემ არ მოხდება კარგი ამბავი :D

 


№2  offline წევრი ტასიკო

ძალიან მომწონს , ცოტა დააჩქარე ამათი დაახლოება ტორრე მერე გისაყვედურებენ აქამდე რატომ არ შეგვაყვარე ერთმანეთიო:D:D

 


№3  offline მოდერი ლილიანა

აუ მარიკუს არ მეყო.ხვალაც რა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი სოფო

ოოო ველოდები შემდეეეეგს winked

 


№5  offline წევრი salo..))

mmmmmm... mgoni chveni princis sacole brmaa :dd an tvitonac acecebs tvalebs da sheumchnevelii rcheba ragacebi :d
tamari kide dzaan sayvareliii aa. <3
mokled veli axal tavs <3

 


№6  offline მოდერი მარრიამი

მადლობაა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent