მკვლელობის საღამო (დასასრული)
ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ საყვარელ ადამიანებს გული ვატკინოთ.სანამ ადამიანი ამ აზრამდე მივა,იქამდე დარწმუნებული ვარ ბევრის გადატანა მოუწევს..ამიტომ აზრებს,ფიქრებს დამტკიცება უნდა და არა მხოლოდ მასზე საუბარი..ყოველთვის როცა ადამიანი სხვისგან განსხვავებულია,მას საზოგადოება რიყავს..მათ არ ძალუძთ აღიქვან ახალი იდეები..განსხვავებულ ადამიანს აზროვნებაც სხვანაირი აქვს,ხოლო ვინც მას გაუგებს,ჩათვალოს მაგრად გაუმართლა... -მიხარია რომ ყველანი აქ ხართ.. -ჩვენც გვიხარია გახარებულს რომ გხედავთ. დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ,იმდენ რამეზე გვეცინება და თან იმდენზე გვეტირება,მთავარია რომ გვერდით გყავს ადამიანები რომლის იმედიც გაქვს,ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. -მიდი ეკას დაუძახე.. მიმართავს დედა ქეთის. -მე დავუძახებ.. ფეხზე ვდგები და კარისკენ მივიწევ,ეკას მისმა დაქალებმა მოაკითხეს,ისიც გარეთ ესაუბრება,ალბათ სახლში შემოსვლა არ მოინდომეს. -ეკაა.. ვუძახი ჩემს დას. მის მეგობრებს ჩემს დანახვაზე სიცილი უტყდებათ. -რა.. -ეს შენი და არ არის? -კი.. ეთანხმება ეკა,გამკაცრებული ხმით. ხმის ამოღებას არ ვაცლი და ვუახლოვდები. -რამე პრობლემები ხომ არ გაქვთ,უსაქმურებო? -როგორ ბედავ.. -ან აქედან გამეცლებით ან სახლში დასახიჩრებულები მიგიწვთ მისვლა. -ოჰოო.. ერთ-ერთს ხელს ხელზე ვკიდებ და მთელი ღონით ვუჭერ. -არ მინდა ჩემი მთლიანი ენერგია დავხარჯო.. -გამიშვი,მტკივა..წავალთ,კარგი წავალთ.. -ძალიან კარგი.. ხელს ვუშვებ და უკან ვიწევ ერთი ნაბიჯით,გაფითრებული სახით მიიწევენ თავიანთი მანქანისკენ... -მანქანა უყიდიათ.. -ხო.. პასუხს მიბრუნებს ეკა,შეშინებული სახით. -რამე მოხდა? -მაგარი ხარ. -ვიცი.. თვალს ვუკრავ და სახლის კარს ვაღებ. -ჩვენი წასვლის დროა.. მესმის საბას ხმა. -ცოტა ხანს დარჩით.. -აუ,მართლა უნდა წავიდეთ.უკვე გვიანია. ეთანხმება ნია. ბოლოს მაინც ისინი იმარჯვებენ,ვაცილებთ და სახლში ვბრუნდებით..მაქსის ხელები წელზე მეხვევა.. -დედა დაგვინახავს.. -კარგი რა,ის სახლშია.. მისკენ ვტრიალდები. -მიყვარხარ.. -რა? -მიყვარხარ თქო.. -აბა ჩემს დაბადებისდღეზე გეტყვიო? -უბრალოდ ვეღარ მოვითმინე,ამის თქმა მომინდა. -მე უფრო მიყვარხარ.. -ერთი ამას უყურე.. -ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ. -გმადლობ.. -გმადლობ?მეტი არაფერი..? -ვფიქრობ არა.შენ რისი მოსმენა გინდოდა.. -რავი ალბათ:მეც მიყვარხარ ან სხვა რამ. -მოვიფიქრებ და გეტყვი.. -ბავშვებო.. მესმის დედას ხმა. -მოვდივართ.. ხელს ხელზე ვკიდებ და სახლში შემყავს.. -თამთა შენ შენს ლოგინში დაიძინებ,..მაპატიე მაქსს შენ დივანზე დაძინება მოგიწევს. -არაუშავს..ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. -კარგით,მაშინ დაიძინეთ..მე ჩემს ოთახში შევალ,ღამემშვიდობისა. -ღამემშვიდობისა. -ტკბილი ძილი,დე.. დედა თავის ოთახში შედის და კარს კეტავს. -წავედი ახლა მე დავწვები,დასვენება არ მაწყენს. -აუ კარგი რა,ცოტა ხანს ჩემთან დარჩი.. -იცოდე დედა სახლიდან გაგაგდებს. -არაუშავს გადავიტან. -ნუ გავიწყდება რომ მარტო არ ვართ. -მერე რა,ჩუმად დაჯექი ჩემს გვერდით და ვისაუბროთ. -საუბარი?მეღადავები,ისე მეძინება აქვე შეიძლება დავიძინო. -გთხოვ.. -კარგი,კარგი ოღონდ ბევრი ლაპარაკი არ გვინდა,15 წუთში უნდა დავწვე. მის გვერდით ვჯდები..ჩუმად ზის და მიცქერს. -რას აკეთებ? -სილამაზით ვტკბები. -ნუ აჭარბებ. -კარგი,მართალი ხარ.. -სულელო.. -ხომ იცი როგორ მიყვარს როცა ბრაზდები,ისეთი საყვარელი ხდები. -ესეგი მასე არა..ძალიან კარგი,წავალ დავწვები.. -ბოდიში,არ მინდოდა გაბრაზებულიყავი. -არა,მართლა უნდა დავწვე. -კარგი,წადი და ხვალ იცოდე ადრე გაგაღვიძებ.შევთანხმდით. -არა.. ფეხზე ვდგები და ჩემი ოთახისკენ მივიწევ. -დრო 8 საათამდე გაქვს.. -მაგასაც ვნახავ ვინ უფრო ადრე ადგება.. კარს ვხურავ,ტანსაცმელს სწრაფად ვიხდი და საწოლში ვწვები..როგორც იქნა დადგა დრო როცა ღამე მშვიდად დაძინების საბაბი მომეცა.. დილით მაქსის ყვირილი მაღვიძებს.. -ადექი,ძილისგუდავ..ხომ გითხარი გავიმარჯვებ თქო.. -აუ...კარგი,გავიგე რომ დავმარცხდი ახლა წადი. -მაპატიე,მაგრამ სურვილს ვერ შეგისრულებ.. ხელს მკლავებზე მკიდებს,რამდენიმე წამში ხელში მიტაცებს. -გამიშვი,სულელო.. -წამოდი.. გარეთ მივყავარ,ეკას ჩვენს დანახვაზე სიცილი უტყდება.. -მერე დაგელაპარაკები..შენ კი ჩამომსვი. მიწაზე მსვამს..სიცივეს ვგრძნობ თუ არა ვხტები. -ცივა..გამატარე სახლში შევიდე.. წინ მიდგება. -შენ არ იცი რა შემიძლია. ვემუქრები რაც შეიძლება მკაცრი ხმის ტონით. -შენი კნავილი არ მაშინებს.. მაჯავრებს და სიცილს იწყებს. -ახლავე ნახავ.. მისკენ მივიწევ და ხელს მისკენ ვწევ..ისიც სწრაფად მკიდებს ხელს მლკავში და სახლისკენ მიმათრევს.შინ შევდივარ თუ არა დივანზე ვჯდები. -სად იყავით? გვეკითხება დედა რომელიც სამზარეულოდან გამოდის. -მას კითხე.. -თამთამ გარეთ გასვლა მინდა,აქაურობა მომენატრაო და მეც გავყევი. დივნიდან ვუბღვერ და ფეხზე ვდგები.. -წავალ ჩავიცვამ. ჩემი ოთახის კარს ვაღებ,უკნიდან მაქსის ხმა მესმის რომელიც მომყვება. -რა გინდა? -უბრალოდ მოგყვები. -რატომ? -ჩაცმაში მოგეხმარები.. კარს ვუხურავ და სწარაფად ვიცვამ...თმას ვიშლი და საძინებელს ვტოვებ.მობილურის ხმა მესმის და ვჩერდები. -გისმენთ? -თამთა.. -ნიკა? -მე ვარ. -როგორ ხარ?ხომ გამოკეთდი? -კი,კარგად ვარ. -მიხარია. -შენთან შეხვედრა მინდა? -იცი,ახლა მე თბილისში არ ვარ. -გთხოვ.. -სად ხარ? -მისამართს გამოგიგზავნი,უბრალოდ მოდი.შენთან სალაპარაკო მაქვს. -კარგი,ახლავე წამოვალ. მობილურს ვთიშავ და ქურთუკის ჯიბეში ვიდებ. -ვინ იყო? -ნიკა, -რა გითხრა? -ჩემი ნახვა უნდა. -სადაა? -თბილისში. -უნდა წავიდეთ? -კი. -მე მანქანასთან დაგელოდები,დედაშენს დაემშვიდობე. -კარგი.. სამზარეულოში შევდივარ და დედას ვეხვევი. -დედა.. -ხო,საყვარელო. -უნდა წავიდე. -რატომ? -საქმე გამომიჩნდა,გპირდები კვლავ ამოვალ. -ცოტა ხანს იქნებ ყოფილიყავი.ხომ იცი როგორ მენატრებოდი. -ვიცი დე,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.გამიგე. -კარგი,როგორც გინდა.მთავარია შენი იყო კარგად,მე მხოლოდ ის დამრჩენია დაველოდო შემდეგ ვიზიტს. -გმადლობ,რომ ჩემი გესმის. -მშვიდობიანი მგზავრობა.. დედას ვემშვიდობები და მანქანაში ვჯდები. -დანარჩენებს ჩემს მაგივრად დაემშვიდობე. -კარგი.. მაქსი მანქანას ძრავს და თბილისისკენ მიემართება. -რატომ სურს შენი ნახვა? -არ ვიცი.მითხრა სალაპარაკო მაქვსო. -ვერ ვხვდები შენთან რა საქმე აქვს. -არ ვიცი,გავიგებთ. საუბარს ვწყვეტ და ფანჯარას ვეყრდნობი..მშვენიერია როცა თვალწინ ასეთი ლამაზი პეიზაჟი გეშლება..მაგრამ საშინელებაა როცა გულში ასეთი სევდა გაქვს... -უბრალოდ ხანდახან მიჩნდება სურვილი ამ ქვეყნიდან გავქრე.. -შენ აქ იმიტომ არ ხარ რომ ეს უბრალოდ ასე უნდა იყოს,ეს იმიტომ ხდება რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ერთმანეთის გამო უნდა ვიცხოვროთ.. -ვიცი,მხოლოდ ეს მაძლებინებს.სხვა იმედი არ მაქვს,უბრალოდ რომ ვაცნობიერებ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ჩემს გამო და რამდენი იტანჯება. -შენ მე მაბედნიერებ,ეს საკმარისი არა?? -დედამიწაზე მარტო მე და შენ არ ვართ.მათ ვერ დავაიგნორებთ. -ვიცი,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ.ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი.ჩემი გადასაწყვეტი არ არის სხვა ხვალ რას იზამს,შეყვარებულის გვერდით იჯდება თუ თვითმკვლელობას გადაწყვეტს. -გეთანხმები,მაგრამ არ შემიძლია.ყველაფერი ასე დავტოვო. -დაგეხმარები,გეფიცები ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები,მაგრამ ჯერ საკმარისად მზად არ ხარ.სულ რაღაც 16 ის ხდება,რამდენიმე დღეში..უნდა იცოდე რა არის ბავშვობა,სკოლა,გაკვეთილებისთვის გათენებული ღამეები.ეს ყველაფერი უნდა შეიგრძნო.როცა სკოლას დაამთავრებ და ჩამოყალიბდები,მე უკვე ჩავთვლი რომ ყველაფერს გააზრებულად აკეთებ. -ესიგი ახლა ბავშვი ვარ რომელმაც არ იცის რა უნდა? -მე ეგ არ მითქვამს,უბრალოდ არ მინდა გადაწყვეტილებები სპონტანურად მიიღო. -მადლობა შენი აზრი მეც რომ გამიზიარე...მართალი ხარ,ალბათ სჯობს ცოტა ხანს კიდევ მოვიცადო. ხელს ხელზე მშვიდად მახებს..მისი სითბო მეც მათბობს..რამდენიმე საათში თბილისში ვართ..ნიკას გამოგზავნილ მისამართზე მივდივართ..კარებს ვაღებ.. -დარჩი.. ვეუბნები მაქს როცა ისიც მომყვება. -რატომ? -პირადად უნდა დაველაპარაკო. -კარგი.. მანქანიდან გადავდივარ და ნიკას ვუახლოვდები,ზურგით დგას. -ნიკა.. ხმაზე ტრიალდება.მისი სახის გამომეტყველება მამწუხრებს,როგორც ჩანს ტიროდა. -მადლობა რომ მოხვედი. -თავი ვალდებულად ჩავთვალე. -ჩამოვჯდეთ.. იქვე ვსხდებით.. -გისმენ.. -პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადო,არ ვიცი რა დამემართა,გონება დაბინდული მქონდა,ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი..ახლა ყველაფერი გავარკვიე.საბუთები,ინფორმაცია ხელთ მაქვს. -რას გულისხმობ? -მე მას გავანადგურებ,ნინოს მკვლელობას არ შევარჩენ. -მათ ვერ დაამარცხებ,ძლიერები არიან.უფროსს და მის არმაის ვგულისხმობ. -მეგონა შემომიერთდებოდი. -მე? -კი. -არ შემიძლია. -რატომ?ნინოს გამო გული არ გტკივა?თავს დამნაშავედ არ თვლი? -კი,მაგრამ ჯერ საკმაოდ ვერ.. -რა?უბრალოდ უნდა გავერთიანდეთ. -მაქსთან ერთად ცხოვრება მინდა,არ მსურს მას გული ვატკინო. -ნინომ თავი შემოგწირა,თავი გასწირა რომ გადაერჩინე.მგონი იმსახურებს მის გამო დაფიქრდე მაინც.. ფეხზე ვდგები..ისიც დგება და სურათებს მაწვდის. -ესენი ნახე,გოგონას რომელსაც ვუთვალთვალებდით რა დამართეს.. სურათებს ვხედავ თუ არ სახეზე ხელს ვიფარებ. -არა..არ მჯერა.. მის ნაწამებ სხეულს თვალს ვაშორებ და სურათებს ნიკას ვაწვდი. -ხედავ?ისინი უბრალოდ არავის უშვებენ.არც შენ ხარ გამონაკლისი.დამიჯერე მოგაგნებენ და მოგკლავენ..ჩვენ მათ უნდა დავასწროთ.. მანქანისკენ მივემართები.. -არაფერს იტყვი? მანქანის კარს ვაღებ.. -2 წელი.მხოლოდ 2 წელი მომეცი,გპირდები დაგიკავშირდები და ნინოს გამო შურს ვიძიებთ.. მანქანაში ვჯდები..მაქსი დაბნეული მიცქერს. -ეს რატომ უთხარი.. -მე შენ დაგპირდი რომ მექნებოდა დროის გარკვეული პერიოდი როცა ყველაფრისგან დავისვენებდი ასეც იქნება დამიჯერე. მანქანას ძრავს და მის სახლსკენ მივემართებით. -ახლა რას ვაპირებთ? -ჯერ სახლში წავიდეთ.. ამ საუბრის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა...დადგა დრო როცა თავს უფრო უფროსად ვგრძნობდი.დიახ,დღეს ჩემი დაბადების დღეა....14 აპრილი.ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ 16ის ვარ.თვალებს ნელ-ნელა ვახელ.მაქსის თვალები ჩემსკენაა მომართული. -რაა?? -გილოცავ.. ჩემსკენ მოემართება და ხელში მიტაცებს.. -არ მომწონს როცა ამას აკეთებ.. -მე კი ძალიან მომწონს. -იცოდე კისერში გიკბენ. -რაც გინდა გააკეთე. -ვამპირად გადაგაქცევ. -ბევრ ფილმებს უყურებ ვამპირებზე. -ეგ შენი საქმე არ არის.. რამდენიმე წუთში ჰაერიდან მიწაზე ვეშვები. -საზიზღარო.. -აბა მითხარი დღეს რა გეგმები გვაქვს..?? -პირველ რიგში საბუთები უნდა შევიტანოთ სკოლაში. -წელი უკვე მთავრდება. -მერე რა..მე ხომ დასაკარგი დრო არ მაქვს.. თვალს ვუკრავ და ფანჯრიდან ვიხედები.. ვიცი,სისულელეა როცა ადამიანები ფიქრობენ რომ მისი საყვარელი ადამიანები რომლებიც სამწუხაროდ არ არინ მათ გვერდით,(ანუ დატოვეს ცოცხალთა სამყარო)ზეციდან უყურებენ,მაგრამ მე ნამდვილად მჭირდება ეს ყველაფერი სიმართლე იყოს..ცხოვრებაში ბევრი დავკარგე მაგრამ ამავდროულად ბევრიც მივიღე,ამისთვის მადლობელი ვარ..ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს მაქსი..ის ჩემთვის ადამიანია,რომელმაც ღამით როცა თავს ცუდად ვგრძნობდი,მითხრა რომ მე ის დამეხმარებოდა როცა ეს დამჭირდებოდა,პიროვნება რომელმაც საკუთარი ქორწილიდან გაქცევაში დამეხმარა,მასწავლიდა ყველაფერს რაც კი მჭირდებოდა და რაც მთავარია ბიჭი,რომელიც მიყვარს და ვიცი რომ მასაც ძალიან ვუყვარვარ...აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია არ არსებობს სიხარული,ტანჯვის გარეშე..ჯერ უნდა გაიგო რა არის ცუდი რომ კარგის გარჩევა შეგეძლოს.თუ არ იცი რა არის სიძულვილი,ტანჯვა,გულისტკენა ვერ მიხვდები რაა სიყვარული.რამდენიმე კვირის წინ სიკვდილსაც კი ვნატრობდი,ახლა ბედნიერი ვარ..რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ეს თუ გადამხდებოდა თავს,მაგრამ როგორც ჩანს,ეს მოხდა.რათქმაუნდა არ ვიცი რა მოხდება მომავალში მაგრამ მზად ვარ გავუმკლავდე მას... ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვინც კითხულობდა და აკომენტარებდა,ასევე იმათ ვინც კითხულობდა მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ აკომენტარებდა.მოკლედ ყველას დიდი მადლობა..ძალიან გამიხარდება თუ დასასრული მოგეწონებათ,მაგრამ პირადად ჩემთვის თამთას ისტორია ამით არ მთავრდება,რადგან ყველა პერსონაჟი(თუ შეიძლება ასე ვუწოდო)ყოველთვის აგრძელებს ბრძოლას,რაც მთავარია კი სიცოცხლეს.უბრალოდ არ მინდოდა ძალიან გამეწელა,როგორც მივხვდი ზოგ მკითხველს უფრო მალე უნდოდა ფინალი,ამიტომ მათი აზრიც გავითვალისწინე...ასე,რომ გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ ამ მოთხრობის და კერძოდ ფინალის შესახებ,ყველას დიდი მადლობა <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.