შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. (ნაწილი XI)


8-04-2015, 20:17
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 782

მომავალი ერთი კვირა ნამდვილი ანარქიით იყო მოცული. ერეკლესა გადაწყვეტილებითა და ჩემი თანხმობით ჩვენი ქორწილი 26 მაიის, ჩემი დაბადებისდღიდან 5 დღის შემდეგ გაიმართებოდა. ალბათ ადვილი მისახვედრი იყო რომ ამ ერთ კვირაში მთელი ქორწილის ორგანიზატორობა, დიდ ტვირთად დამაწვა მხრებზე და რომ არა მერი და ეილინი ალბათ საქმეს ბოლომდე ვერც მივიყვანდი.
ერეკლეს უკვე გაფრთხილებული ვყავდი, რომ ჩემ დაბადებისდღეზე ვერ იქნებოდა, ძალიან გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ბერლინში 21 მაისს გამთენიისას, ჩარტერული რეისით გაფრინდა. გაცილებები და ცრემლის ღვრა ზედმეტ ბანალობად მიიჩნია და გამომიცხადა არანაირი გაცილების მსგავსი არ იქნებაო. გერმანიაში წასვლის წინა დღე წყნეთში გავატარეთ. იქ მართლაც შეუდარებელი იყო, არ მინდოდა წამოსვლა მაგრამ სხვა გზა, უბრალოდ არ გვქონდა. საღამოს წყნეთი დავტოვეთ და თბილისში დავბრუნდით. მაგრამ სახლში მაინც არ წავსულვართ.
-სად მივდივართ?
-სიურპრიზია.
-კარგი რა.. მითხარი გთხოვ !
ვუთხარი და ტუჩები საწყლად გამოვბრიცე წინ, მანაც არ დააყოვნა და გამობურცულ ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. მალევე მორჩა ტუჩების დაგემოვნებას, ტუჩები ვნებიანად გაილოკა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-არ მეტყვი ხომ ?
-ნწ.
მეც ხმა აღარ ამომიღია, ისედაც გაბრუებული ვიყავი, ჯერ ხომ შემოხედვითაც თავბრუს მახვევდა და ეს კოცნა საერთოდ მშლიდა და ქარიშხალს მიტრიალებდა გულში. მალე მანქანა ნაცნობ კლუბთან გაჩერდა, კითხვითი ნიშნით ავხედე ერეკლეს, მანაც ჩაიცინა თქმით კი არაფერი უთქვამს. მანქანიდან გადმოვედით, ერეკლემ ხელი წელზე შემიცურა და კლუბისკენ გავემართეთ. ჩვენი კარების შეღება და ჟრიამული ერთი იყო.
ყველა აქ იყო, მთელი ჩემი სამეგობრო, სამკუთხედი ქუდებით, სახეზე მულტფილმის გმირების გრიმებით, და რაც მთავარია თბილი და მომღიმარი სახეებით. ერეკლე ნელა გადმოიწია ჩემკენ, ტუჩები ყურთან ძალიან ახლოს მომიტანა.
-დაბადების დღეს გილოცავ პაწაწ !
მითხრა და ტუჩები ყურიდან, მფეთქავ არტერიაზე ჩააცოცა, სასიამოვნოდ გამაჯრიალა ტანში და სიამოვნებისგან გავინაბე. რეალობაში მეგობრების მისალოცმა ტექსტებმა და მერის ყელზე შემოჭდილმა ხელებმა (რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა) დამაბრუნა.
-მადლობა ბავშვებო. ძალიან მიყვარხართ.
სულ ერთი და იგივეს გავიძახოდი და ცრემლებს ღაპაღუპით ვღვრიდი.
-აუუუ ოღონდ ახლა არ იტირო რაა.
მითხრა გიომ და ხელი, როგორც ბავშვობიდან ჩვევია ხოლმე ისე გადამხვია. მე კიდევ კრუსუნს არ ვწყვეტდი. მალე ის სწერვა ნინოც მომიახლოვდა ვერ ვხვდებოდი ამას აქ რა უნდოდა, ჯერ ჩემი ლანძღვის მეტს ხომ არაფერს აკეთებდა და თან ერთი პერიოდი ერეკლესთან ერთად არ იყო?! მაგრამ იმ წამს ისე კარგად ვიყავი, ისე დატვირთული ვიყავი დადებითი ემოციებისაგან, რომ მოლოცვისთვის მადლობა გადავუხადე და ისევ ბავშვებს მივუბრუნდი. ჩემ ყოველ მოქმედებას, ერეკლე ერთ-ერთ სვეტზე მიყრდნობილი აკვირდებოდა, ზოგჯერ კი მარჯვენა ტუჩის მხარეს ჩატეხავდა ხოლმე და მე რომ მიყვარს იმ ღიმილით გამიღმებდა. ის ღამე მართლაც დაუვიწყარი იყო ჩემთვის, ჯერ მეგობრებიდან გამომდინარე და მერე ერეკლესგამო. მთელი ღამე ჩვენთან გაატარა, მერე მის მეგობრებს შეეხმიანა მათაც განუცხადეს: ,,სარძლოს დააბადებისდღეზე თუ არა აბა სად უნდა წავიდეთ, უკეთესზეო“ და თან რატიც და ეილინიც წამოყვნენ. რამდენიმეჯერ კი დავიჭერე ნინოს მწველი, და გამომწვევი მზერა რომელიც ერეკლეს მისამართით იყო მაგრამ ერეკლე არ იმჩნევდა და გვერდიდან არ მცილდებოდა რაც ძალიან მსიამოვნებდა. ორ თვიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე რომ დღეს კარგად გამოვმთვრალიყავი. ბევრი დავლიე, ძალიან ბევრი. აიი იმდენი შემდეგ რომ რვიანებს ხაზავენ ხოლმე.
მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, რომ არ წავქცეულიყავი ერეკლე ძლიერად მიჭერდა ხელს წელზე და ჩემ ბავშვურ და არაადეკვადურ ქცევებზე გულიანად ეცინებოდა.
-რა გაცინებს?
-...
-რა გაცინებს ერეკლე?
-რა არა ვინ !
-კაი ვინ მაშინ?
-შენ !
-შენი დასაცინი რა მჭირს?
იერიშზე გადავედი მე და მისი მკლავევიდან თავის დაღწევა ვცადე და როგორც კი ეს მოვახერხე, ორიენტაციის არ ქონის გამო ისევ მისკენ გადავიხარე.
-არ გიყვარვარ?
არა რა ეს სასმელი მთიშავს, რა დროს ეს კითხვა იყო ახლა.
-კი ძალიან.
-აბა რატომ დამცინი?
-მოდი მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ კარგი.
მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-არა მე დღეს მინდა.
გავჯიუტდი მე.
-თან ხვალე ვერ გნახავ.
-მნახავ და მორჩი.
-არა მე ახლა მინდა ერეკლე.
-მინდა კარგია, უნდა გერგებოდეს.
მითხრა, თბილად გამიღიმა, შუბლზე კიდევ ერთხელ მაკოცა, მანქანის კარები გამოაღო, ლამაზად ჩამსვა, ღვედი შემიკრა და თავის ადგილს მიაშურა. ისე გადაქანცული და გადაღლილი ვიყავი, რომ ჩემი სავარძელზე მიწვენა და დაძინება ერთი იყო.

ვიგრძენი მსუბუქი შეხება, შემდეგ ხელში აყვანა, ბოლოს ჩემი ლოგინი და...
ძილი მშვიდად გავაგრძელე.

###
-ადექი ტასს... დღეს შენი დაბადებისდღეა როდემდე უნდა იწვე ასე გაპუტულ ქათამივით?
თავზე ჯალათივით მედგა მერი და ვინ მოსთლის უკვე მერამდენეჯერ უშედეგოდ ცდილობდა ჩემ გაღვიძებას.
-ერეკლე უკვე გერმანიაშია შენ კიდე საძინებლიდან აბაზანაში ვერ გამიყვანიხარ რომ ცოტა გამოგაფხიზლო.
ერეკლეს ხსენებაზე წამსვე მოვეგე გონს და საწოლზე წამოვჯექი.
-რომელი საათია?
-პირველი ხდება !
-აუუ... ერეკლე წავიდა უკვე ხომ ?
-წავიდაა? ჰმმ.. სავარაუდოდ ჩასულიც იქნება.
-აუუ გუშინ რამდენი დავლიეე ღმერთო, საერთოდ არაფერი მახსოვს.
-გუშინ ყველამ ბევრი დავლიეთ, მე მაგალითად სახლში ალექსმა მიმიყვანა.
-ხოოო? მომიყევი დაწვრილებით.
-ოოო კარგი რაა..
როგორც კი შემ გაბრაზებულ სახეს გადააწყდა იმ წამსვე გააგრძელა.
-არაფერი მომხდარა, უბრალოდ ნასვამი საჭესთან ვერ დასვამ და წამო მე გაგიყვან სახლშიო. ბინის კარებამდე ამყვა მერე ლოყაზე მაკოცა და წავიდა. მთელი ნახევარი საათი სადარბაზოში ვიდექი, ბოლოს როცა სიცივემ ძვალში შეაღწია სახლში შესვლა ვიკადრე და შევედი კიდეც ასე დაჰიპნოზებული.
-ვაა ვაა... აშკარად პროგრესი გაქვთ ხოიცი !
-ხო რავიცი. აღარ მინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი. აი სარკე ნახე რას გავხარ.
მითხრა და დიდი სარკე მომიტანა სახესთან. იმ წამს მე რაც იმ სარკეში დავინახე და დამიჯერეთ ეს ნამდვილად არ იყო ადამიანი, ეს იყო რაღაც ჯუნგლებიდან გამოვარდნილი, უპეჩაცვენილი, მაკიაჟ გატყაპნილი და მოღუშული ცხოველი, ევოლუციის რომელიღაცა დაბალი საფეხურიდან.
სწრაფად წამოვხტი ფეხზე, საჭირო ნივთები ავკრიფე, და აბაზანისკენ მივაშურე. ნახევარ საათში ყველანაირად მოწესრიგებული, სამზარეულოში ვიჯექი და მერისთანე ერთად სენდვიჩს მადიანად მივირთმევდი.
-აბა მამი გუშინ დაიმხეთ კლუბი?
-კი მამი დავიმხეთ.
ვუთხარი და სენდვიჩებით, ჯერ კიდევ სავსე თეფში გავუწოდე.
-არა მადლობთ, მე უკვე გეახელით. სიძე სად მყავს, წავიდა უკვე გერმანიაში?
-კი მა წავიდა უკვე.
-ცუდია, მაგრამ არაუშავს. მოკლედ დღეს ჩემი მეგობრები, შენი ნათლია და შენი ძმაკაცები მოვლენ, სულ ახლობლები ვიქნებით და ერთად ავღნიშნოთ შენი გაბედნიერებაც და დაბადებისდღეც როგორი აზრია?
-მშვენიერი.
ვუთხარი და მამაჩემი თბილი მზერით დავასაჩუქრე.
-ძალიან კარგი, წავალ დედაშენს შევატყობინებ დაბრზრიალდეს რომ სტუმრებთან არ შევრცხვეთ.
მამამ სამზარეულო დატოვა და მე და მერი მარტო დავრჩით.
-ყავა გინდა?
-გააჩნია.
-კაი. ნალექიანი თუ უნალექო?
-უნალექო თუ არ გეზარება.
-ჩემთვის სულ ერთია.
ვუთხარი და ყავის მზადებას შევუდექი.
-ბიჭებს დაურეკე რა და უთხარი დღეს თუ ცალიათ ჩემთან ამოვიდნენ, ან თუ გინდა კაფეში წავიდეთ და მე ვეტყვი.
-მოიცა საღამოს აქ ამოსვლაზეც და კაფეში წასვლაზეც ერთად ვეტყვი.
მითხრა მერიმ, ტელეფონი ამოიღო და სავარაუდოდ ერეკლეს ნომერი აკრიფა.
-ალო, ერეკლიუს სად ხარ ?
-...
-რავი მე ძალიან კარგად, ესეც არის რა ცოცხალია. დღეს თენგო ბიძია გვეპატიჯება თავისთან ჩვენ სამეგობროს რა და რას იზავთ თქვენ?
-...
-ძალიან კარგი. მანამდე მე და ტასო კაფეში ჩავალთ, შოკოლადის ნამცხვარს დავაგემოვნებთ თქვენც ხომ არ შემოგვიერთდებოდით?
-...
-ჰო კარგი თქვენთვისაც შევუკვეთავთ რამეს.
-...
-ჰო კარგი რამეს არა პიცას. გკოცნი!
უთხრა, ყურმილი დაუკიდა და ღიმილიანი სახე მომაპყრო.
-ყველაფერი გაიგონე ისედაც და კიდევ გაგიმეორო?
მითხრა და კისკისით მოვიდა ჩემმამდე.
-არაა იყოს, ნუ დაღლი ენას.
ვუთხარი ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ყავა ფინჯნებში ჩამოვასხი.
-ჯვრის წერას სად აპირებთ?
-არ ვიცი, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ან სიღნაღში, მონასტერი რომაა იქ ან სამებაში, მაგრამ ერეკლეს სიღნაღი უნდა და ვნახოთ რა.
-აუუ ძაან მაგარიაა სიღნაღი. რაც შეეხება დარბაზს, ჩვენ დიზაინიც, მორთულობაც, ნომრებიც, ყველაფერი ორგანიზებულად დავგეგმეთ და მოვაგვარეთ ამიტომ არაფერზე არ ინერვიულო, ხვალ ტორტზე მივიდეთ.
-აუუ შენ რომ არ მყავდე რა მეშველება?
-არც არაფერი.
მითხრა და მას რომ ჩვევია, ისე გამიღიმა. მალე დავტოვეთ ჩვენი ბინა და კაფეში ბიჭებთან ჩავედით. დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზე იყვნენ, მათი განწყობა ჩვენც გადმოგვედო და პოზიტიურად განვეწყვეთ. პიცისა და შოკოლადის დაგემოვნების შემდეგ კაფე დავტოვეთ, ბიჭები თავიან გზაზე წავიდნენ თან დაიბარეს საღამოს შემოგივლითო და მე და მერი ისევ ბინაში ამოვედით თამარის დასახმარებლად. დედამ კი აიჩემა რად მინდა მე თქვენი დახმარება ხომ არ გაგიჯდითო და ჩვენც გადავწყვიტეთ სტუმრების მოსვლამდე რაიმე ფილმისთვის გვეყურებინა. ბოლოს არჩევან ,,A Walk To Remember”ზე შევაჩერეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ.
ფილმის შუა მომენტში მერის ტელეფონზე დაურეკეს, ის კი საეჭვოდ გავიდა აივანზე და იქიდან სახეგაბადრული დაბრუნდა. უეჭველია რომ ალექსმა დაურეკა, ამიტომ ზედმეტი შეკითხვებით აღარ შემიწუხებია და ფილმის ყურება განვაგრძეთ. მალე სტუმრებიც მოვიდნენ, მეც შესაბამისად გამოვეწყვე და სტუმრებთან გავედი. ცოტათი დაგვიანებით ბიჭებიც მოვიდნენ. ერთ საათში კი ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული პურობა მიდიოდა თავისი გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებითურთ. უცებ კარხე ზარის ხმა გაისმა, ყველა მოსული იყო არავის ველოდით, მეც ავდექი, მერიმ ღიმილიანად გამაყოლა თვალი და კარები გავაღე.
ხელში კი ვინ შემრჩაა არ იკითხავთ?
არც მეტი არც ნაკლები ჩემი ბიჭი. რომელიც საფირმო ჭიმილ აკრული შემომცქეროდა და თავზე ხელს ინსტიქტურად ისმევდა.
-შენ აქ რა გინდა? გერმანიაში არ უნდა იყო?
პირველი თავში, მონატრების შემდეგ რათქმაუნდა ეს მიტრიალებდა.
-მოუთმენლობა გულისაო ხომ გაგიგია?
მეც ზედმეტი არაფერი მითქვამს მისკენ წავედი და დიდი ხნის უნახავივით გადავეხვიე. კარებში დამდგარი მამა და დედა რომ დავინახე წამსვე ჩამოვცილდი .
-შემოდი!
ვუთხარი და ხელით სახლისკენ ვენიშნე.
-ახლა არა. წამოდი ჩემთან ერთად, რაღაც უნდა განახო.
მე კითხვითი სახით გადავხედე, მან კი უბრალოდ მზერა მშობლებზე გადაიტანა.
-შეიძლება?
-რათქმაუნდა წადით.
უთხრა მამამ და თბილად გამიღიმა. ძალიან კი მერიდებოდა სტუმრების მაგრამ ახლა რომ არ გავყოლოდი არ შეიძლებოდა.
-სად მივდივართ?
ისევ ტრადიციული კითხვით შემოვიფარგლე
-სიურპრიზია.
ოსევ ტრადიციულმა პასუხმა დამაკმაყოფილა.
მივხვდი რომ კითხვებს აზრი არ ქონდა და მანქანაში გავინაბე. მალე ავტომობილი ერთ დიდ შენობასთან გაჩერდა.
-აქ რა გვინდა?
გაკვირვებული ავხედე ერეკლეს.
-წამოდი და ნახავ.
მეც გადმოვედი მანქანიდან, ერეკლეს ხელი ჩავჭიდე და ბინის კიბეებს ავუყევი.
-უპსს.. ხო მართლა ეს დამავიწყდა.
მითხრა და შავი ლენტი გამომიწოდა.
-ეს რაღაა?
-თვალებზე აიფარე.
მითხრა, მომიახლოვდა და ლენტი უკან განასკვნა. მთელი 5 წუთი (რომელიც მე მაშინ ერთ საუკუნედ მეჩვენებოდა) დასჭირდა რომ როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდე მიგვეღწია. ბოლოს ერთ ადგილზე შევჩერდით.
-მოვედით ?
-მოვედით.
მითხრა და მეც ხელი ლენტისკენ წავიღე მოსახსნელად.
-მე თვითონ.
გაისმა ერეკლეს ხავერდოვანი ხმა და მეც მის ნებას დავმორჩილდი, შავი ლენტი მომხსნა და კარების წინ აღმოვჩნდი, თვალები რამდენიმეჯერ დავაფახურე, რეალობის გადასამოწმებლად მაგრამ გამოსახულება არ იცვლებოდა.
-ეს რა არის?
-კონკრეტულად ეს...
მითხრა და ხელი კარებისკენ გაიშვირა.
-არის ჩვენი ახალი სახლის კარები.
-ჩვენი..? სახლის..?
აღმომხდა გაოცებულს და ერეკლესკენ შევტრიალდი.
-ხო ჩვენი სახლის, ეს ჩემი დაბადებისდღის საჩუქარია.
-დაბადებასდღეს გილოცავ ანასტასია მურვანიდზე-ბარათაშვილისა!
მითხრა და ჩემს ტუჩებს მომთხოვნად დაეწაფა. მალევე ჩამომეცალა და ემოციებიდან გაბრუებულის ლენტით განასკვნილი გასაღები გამომიწოდა. მეც ავიღე და დაპროგრამებულივით საკეტი გადავატრიალე, კარები შევაღე და საოცრებაა...
კიდევ ერთი საოცრება...
მთელი მიმდებარე ტერიტორია ბუშტებითაა სავსე.
ორმაგი თამაში.. (ნაწილი XI)

გაუბედავად შევაბიჯე ოთახში ფეხი და ამ ულამაზეს სანახაობას აცრემლიანებული თვალებით შევხედე. შემდეგ კი ერეკლესკენ შევტრიალდი და მაგრად ჩავეხუტე.
-ძალიან დიდი მადლობა.
-სამადლობელო არაფერია ტას.
-მიყვარხარ !
-მეც უკიდეგანოდ მიყვარხარ ტას
მითხრა და ხელები უფრო მტკიცედ შემომაჭდო წელზე, თითქოს ამით ჩემს შესისხლხორცებას ცდილობსო!

არც კი ვიცი რა გითხრათ ! არც გადამიკითხავს ისე ავტვირთე ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ, დღეს რომ არ დამედო ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი მარგო ♥

Auuu auu ra sayvarlebi arian. Es erekle xom saetod sxva temaa.. ❤❤❤ auu dzaan gamaxare rom dade. Dzaan magari gogo xar ❤❤❤

 


№2  offline წევრი knuwik

ამ ისტორიის წასაკითხად შემოვდივარ სინამდვილეში ამ საიტზე. ძალიან მომწონს და ჩემთვის N1 ავტორი ხარ შენ. love ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და რომ ვხედავ ხოლმე ახალ თავს თვალები სიხარულით მიბრწყინდება love

 


№3  offline წევრი Shore

მაგარია !!! და უმაგრესი გოგო ხარ შენ ჩემო კარგო ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent