შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი VII)


8-04-2015, 21:23
ავტორი Skellington
ნანახია 1 638

სემი სარკეს მიუახლოვდა და იქ დანახულმა ბანალურობამ ძალიან გააკვირვა. სემი მაგვე კაბაში იყო გამოწყობილი, უკან კი მეჯლისის შავ მანტიაში გამოწყობილი ჯორჯი ედგა, რომელიც უღიმოდა. სემმა უკან მიიხედა, თუმცაღა იცოდა, რომ უკან არავინაც არ ედგა. ჯორჯმა სემს ხელი მხარზე მოუჭირა, ნიკაპი კი მეორე მხარზე დაადო. წყვილი ბედნიერად იღიმოდა და იცინოდა.
სემს სიმწრისგან ჩაეღიმა. ბალიშს ხელი დასტაცა და სარკის გატეხვის სურვილით შეპყრობილმა, სარკისკენ გააქანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი მომხდარა.
რამდენიმე წუთში, სემი მიშველე-ოთახიდან გავიდა და გრიფინდორის საერთო ოთახში წავიდა. გოგონამ საძინებლის კარი შეაღო და იქიდან გამოსულმა ფრედმა, გული გაუხეთქა.
- დილა მშვიდობისა, სამანტა, - კმაყოფილი ღიმილით მიესალმა თმაგაჩეჩილი ფრედი და კარები მოხურა. - შეიძლება დავინტერესდე, ვისთან ერთად იყავი? - საყვედურით შეხედა გამორკვეულმა გრიფინდორელმა და მზრუნველი ტონი, გაჯავრებულმა ტონმა გადაფარა.
- რაო? - განაცვიფრა ფრედის ასეთმა ტონმა სემი, - ვისზე რას ამბობ? რა გინდოდა გოგონების საძინებელში? - ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე სემმა.
ფრედმა პასუხად მაჯაზე ჩაავლო ხელი და ენაჩავარდნილი სემი ქვევით ჩაიყვანა. გოგონა ბუხართან ახლოს, პუფზე ძალით დასვა და თვითონაც მის წინ დაეშვა.
- გელოდები, - თქვა ფრედმა. შარვლის ჯიბიდან ცეცხლოვანი ვისკის ნახევრადდაცლილი ბოთლი ამოიღო და იმხელა ყლუპი მოსვა, რომ სასმელმა ნიკაპიდან ჩამოწვეთა.
- ყველაფერი გასაგებია, - ხელი ჩაიქნია სემმა, როცა გაერკვა ბიჭის ამჟამინდელ მდგომარეობაში. - ნასვამი ხარ, და არც კი იცი, რას ლაპარაკობ, - გოგონა წამოდგა, მაგრამ ფრედმა, ხელის ერთი მოძრაობით დააბერტყა უკან. - რა გჭირს?! - აენთო სემი.
- იმ დიგორისთან იყავი, არა? - ფრედს სახე ზიზღში მოებრიცა.
- ჯერ ერთი, არა, არავისთანაც არ ვყოფილვარ, - როგორც კი სემმა შენიშნა, რომ ფრედი რაღაცის თქმას აპირებდა, არც დალოდებია, ისე გააგრძელა: - რომც ვყოფილიყავი, მერე შენ რა?
- შენ ჩემთვის დასავით ხარ და არ მინდა, დაუფიქრებლად მოიქცე. შეიძლება მერე შეცდომა დაუშვა და... - სერიოზული სახის გამომეტყველებით უკითხავდა ფრედი ლექციას.
- აუფ, - აკისკისდა სემი, - როგორ არ გიხდება სერიოზულობა, ნეტავ იცოდე, - და კისკისი სიცილში გადაეზარდა. - მადლობა, ასე რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ არ ღირს. - თავი დაუკრა სემმა მადლობის ნიშნად და კიდევ ერთხელ სცადა წამოდგომა, მაგრამ მცდელობა ფრედის წინ გაშვერილმა ხელმა ჩაუფლავა.
- აბა, სად იყავი? - წაუყრუა გაჯიუტებულმა ფრედმა და სანამ აზრს დაასრულებდა, კიდევ ერთი დიდი ყლუპი შესვა, - სხვათა შორის, არც ისეთი ნასვამი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე რას ვამბობ, მერე რომ ვინანო, - ნასვამის კვალობაზე სრულებით გამართული და ჭკვიანური განაცხადი გააკეთა, და სემს სასმლის ბოთლი გაუწოდა.
- თავიდანვე ასე უნდა დაგეწყო, - უსაყვედურა პუფში მოკალათებულმა სემმა, შემოთავაზება მიიღო, ვისკი მოსვა და დაუმატა, - ისე, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა შენ და ჯონსონი ასეთ რამეებს რომ აკეთებდეთ, - ჰერმიონის ტონით გამოთქვა აზრი გოგონამ.
- ...ნათქვამია კიდევ, რომ ნასვამზე, ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ, - ფრედს თავისი საზრუნავი ჰქონდა და სულ არ უგდებდა ყურს სემს. - ანუ ჯერ არავისთან არაფერი არ გქონია? - ფრედმა თავხედური ინტერესით სავსე თვალები სემს მიაპყრო.
- ფრედერიკ უისლი! - აპილპილდა სემი და დოინჯი შემოირტყა, - აბა, რა ლაპარაკი ახლა ეს?! - ახლა უკვე მისის უისლის ტონით უსაყვედურა სემმა.
- კარგი იქნებოდა... - არაფრად ჩააგდო ფრედმა, - ...თუ ჩემთან გექნება. - როგორც კი ფრედმა, სემის სიბრაზისგან გაოგნებული სახე დაინახა, თავის გამართლებდა დაიწყო, - ვინმე ვიგინდარასთან რომ გქონდეს, შემდეგ შეიძლება ინანო და ისევ შენიანი არა ჯობია? არც გაგცემს, არც განანებს.
- შენი არ მესმის, - რატომღაც ძალიან სწრაფად დაცხრა სემი და ხელები ჩამოუშვა, ბოთლი კვლავ ასწია და ვისკის საყლაპავ მილში გადაუძახა, - ხომ იცი, რომ მე შენი ძმა მიყვარს...
- უფროსწორედ კი დიგორი! - თავისი ჭკუით შეუსწორა ფრედმა და კოპები შეკრა, - ეგ არამზადა, ეგა... - გააფთრებული მზერა ოთახს უაზროდ მოავლო, სემს ბოთლი გამოსტაცა და ისღა დარჩენოდა, კიდევ ერთგვარი ყლუპი მოესვა.
- ...შენ კი ანჯელინა, - ახლა უკვე სემმა წაუყრუა და ანგარიში, თავის სასარგებლოდ, ერთი ქულით ასწია, - პირველი კოცნა შენ რომ წამართვი, ეგ ვერ მომინელებია, ახლა კიდე რას ლაპარაკობ, თვითონაც ვერ ხვდები!
- მე წაგართვი? - გაიოცა ფრედმა, - ამბობენ, პირველი კოცნა დასამახსოვრებელი უნდა იყოსო, - რატომღაც დაასკვნა ფრედმა.
- სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს! - მკაცრად მოუჭრა სემმა, - მე იმაზე გავამახვილე ყურადღება, რომ...
- ...მე კი, - გააწყვეტინა ფრედმა, - როგორ არაშესაფერის დროს გავაკეთე ეს, მცდონოდა მაინც! - მწარედ შეიგინა ფრედმა და ცხელ გულზე ვისკის გადაჰკრა. - არაუშავს, გამოვასწორებ. - თავისთვის გადაწყვიტა ფრედმა, ბოთლი ძირს დააგდო, იატაკზე მუხლებზე შედგა, სემთან ერთი სწრაფი მოძრაობის შემდეგ გაჩნდა და ვისკით დანამული ტუჩებით, გოგონას ტუჩებს შეერწყა.
ზემოდან მოექცა და სემს მთელი ძალით დააწვა. ერთი ხელის გულით იატაკს ეყრდნობოდა, მეორეთი კი გოგონას თეძოზე ეფერებოდა. თავის თავს სრულ უფლებას აძლევდა იმისა, რომ გოგონას სხეულზე როგორც გაუხარდებოდა, ისე "ესეირნა". სემი, თავისდა გასაკვირვად და ასევე, საუბედუროდაც, კოცნაზე კოცნით პასუხობდა. მგონი ის ვისკი არ უნდა დაელია. სასმელმა ცუდი ეფექტი მოახდინა მასზე და გონება დაუბინდა. როგორ შეხედავს თვალებში ჯორჯსა და ანჯელინას? როგორ უნდა მოიქცეს, როცა ნახავს? მისი ფიქრები ფრედმა გაარღვია, რომელიც მის ტუჩებს დასცილდა და ყურში ჩასჩურჩულა:
- წარმოიდგინე, რომ ჯორჯი ვარ, - ცხელი სუნთქვა სემს, ყურს სასიამოვნოდ უწვავდა, - მგონი ეს ძნელი არ უნდა იყოს, არა? - და გოგონას ტუჩებში მოკლედ აკოცა. ფეხები ოდნავ განზე გააშლევინა და ქვედა ტანით მიეხახუნა. ფრედმა ვნებისაგან გაშმაგებული თვალები ქვევით დაუშვა და ამგვარ ფიზიკურ კონტაქტს თვალი დაადევნა. შემდეგ ისევ გოგონას ჩახედა თვალებში, - უბრალოდ წარმოიდგინე, ან თუ გინდა, ყველაფერი ისე დატოვე, როგორც სინამდვილეშია, - მისკენ დაიხარა საკოცნელად, მაგრამ სემმა თავი მარცხნივ შეაბრუნა, ფრედი რომ ვერ მისწვდომოდა.
- და... და ანჯელინა? ან ჯორჯი?
- თუ ასე გადარდებს ანჯელინა, - ხმადაბლა, ათრთოლებული ხმით მიუგო ფრედმა, - ბოლოს და ბოლოს დავშორდები და სინდისიც აღარ შეგაწუხებს. რაც შეეხება ჯორჯს... - ფრედმა ვეღარ გაუძლო და ტუჩებით კისერზე მიეფერა, - ჯორჯს მაინც არ უყვარხარ.
თუმცა სემმა იცოდა ეს, გული მაინც ასტკივდა, თითქოს დანა გაუყარესო. ალბათ სხვისგან, მითუმეტეს კი ფრედისგან, ამის მოსმენა დიდად არ ესიამოვნა. ფრედმა ისარგებლა მისი დუმილით და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა. თან ხელებით სხეულზე ეფერებოდა და მთელი გრძნობით კოცნიდა.
სემს შიგადაშიგ ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს იქ არ ყოფილიყო. დროდადრო ბრუნდებოდა რეალობაში, შემდეგ კი კვლავ სხვა რაღაცაზე იწყებდა ფიქრს. მაგრამ ეს პრობლემა მაშინ მოგვარდა, როცა ფრედმა კაბის გახდა დაუწყო. მოუთმენლობისგან აცახცახებული ბიჭი ტუჩებით კისერზე, ლავიწებზე და მხრებზე ელამურებოდა. ის აზრი, რომ ფრედი ზუსტად ასე ეფერებოდა ანჯელინას, შემდეგ კი დაუნაყრებელი, გაუმაძღრად "ფატრავდა" სემის სუსტ და გამხდარ სხეულს, მაშინ, როდესაც ანჯელინა იმავე ოთახის საძინებელში იწვა და მშვიდად ეძინა, სემს ერთგვარი ზიზღის გრძნობას უჩენდა. საშინელი სურვილი გაუჩნდა მისთვის ხელი ეკრა, მაგრამ თან თავს იკავებდა. ძალები გამოეცალა, რადგანაც ახლა ფრედის მკლავებში დნებოდა და ამის იქით, არაფერი აინტერესებდა.
- უჰუ-უჰუ, - ჩაახველა ვიღაცამ.
ფრედი და სემი ერთმანეთს იმავე წამს ავტომატურად დაცილდნენ და საძინებლისკენ გაიხედეს. თმაგაბურძგნულ რონს ბალიში მიეხუტებინა და ბრაზნარევი ინტერესით შეჰყურებდა ხან აწითლებულ სემს, ხანაც ვნებისგან თვალებმინაბულ ფრედს, რომელიც პირით, ღრმად და ხრინწიანად სუნთქავდა.
- ეს რა მოგიწყვიათ აქ?! - დაიწყო რონმა, როცა სიტყვის ჩამოგდებას ვერც სემი და ვერც ფრედი ვერ ბედავდა.
- და შენ რა დაგრჩენია აქ?! - გამოცოცხლდა ფრედი.
- ეს ჩვენი კლუბის საერთო ოთახია, თუ არ დაგავიწყდა! - კბილებში გამოსცრა რონმა. - ცოტა რაღაც ისეთი ხმები მომესმა და გადავწყვიტე შემემოწმებინა... - მოახსენა ვიზიტის მიზეზი ძმას, - შენ რა, სულ მთლად შეიშალე, არა? - მაგრამ უცბადვე გამოერკვა და ფრედს თვალებით სემზე მიანიშნა.
- აბა, მოუსვი აქედან! - დაუცაცხანა ფრედმა, სემი კი უკვე კაბას იწევდა.
- რა ამბავია, რა ხდება?! - რაინდის ხმით შესძახა კიბეებზე ჩამოსულმა პერსიმ და იქ მყოფებს მზერა გაუნაწილა.
ფრედმა რონს ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, არ გაგვცეო. რონიც მიუხვდა და პერსის მოჩვენებითი დამწუხრებით შეხედა.
- სემი... ისა... ცუდად გამხდარა, გული ერეოდა... ისა...
- ისევ ეს თქვენი გამოგონება შეაჩეჩეთ, არა?! - პერსი ძალიან ჰგავდა ახლა მისის უისლის.
- არა, არა! - ფრედმა სასწრაფოდ იუარა და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ხელებიც გაიქნია. - უბრალოდ ბევრი დალია! - ცილი დასწამა გოგონას.
პერსიმ ეჭვით შეხედა ძმას, შემდეგ კი სემს მიუბრუნდა:
- ახლა უკეთ ხარ?
- კი, სრულებით, - თამაშში ჩაერთო სემი და იქვე მდგომ რონს მოჰკრა თვალი, რომელიც დიდი მონდომებით ბურღავდა მას მზერით, - მადლობა, - თბილად გაუღიმა სემმა.
- კარგი მაშინ... - შეყოყმანდა პერსი, ისევ ზევით ასულიყო თუ არა, - წამოდით მაშინ, რაღას ელოდებით?! - ცივი წყალი გადაასხა ძმებს. - ხუთ წუთში საძინებლებში გაჩნდით, თორემ... - მუქარის ნიშნად მუშტი დაუშინა და კიბეებზე ავიდა.
- იცოდე, თუ კიდევ მაწვალებთ შენ და ჯორჯი, და დედასთან დამაბეზღებთ რაღაც-რაღაცეებზე, - ხმამაღალი ჩურჩულით დაიწყო რონმა, როგორც კი პერსი საძინებელში გაუჩინარდა, - ყველას მოვუყვები, ღამ-ღამობით რა ორგიებსაც აწყობთ აქ! - დაემუქრა აჭარხლებული რონი და საძინებელში მოკურცხლა.
რადგანაც უკვე ეჭვის ქვეშ იყვნენ აღებულნი, მაინც ვეღარაფერი გამოუვიდოდათ და წყვილი დაიშალა. ორივე თავიანთ საძინებელში ავიდნენ.

***

მეორე დღეს, როცა ტურნირის მეორე დავალების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, სემს სედრიკთან მისვლა უნდოდა, წარმატება რომ ესურვა მისთვის, მაგრამ მაკგონაგელმა დააკავა და დამბლდორთან გაიყვანა.
- კი მაგრამ, მალე დაიწყებენ უკვე, - გაუკვირდა გოგონას.
- ზუსტად, - უპასუხა მაკგონაგელმა და კაბინეტში შევიდნენ.
- დილა მშვიდობისა, მის პეის. ალბათ, ვერ ხვდებით, აქ რატომ ხართ. დღეს მეორე დავალებისთვის გვჭირდებით, - ჩაილაპარაკა დირექტორმა. - ჯადოს დაგადებთ, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ადვილად აიხსნება, ნუ ღელავთ, არ დაშავდებით, - გაუღიმა დამბლდორმა.
- მაგრამ... - ვერ იგებდა გაურკვევლობაში მყოფი სემი, მაგრამ ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან დამბლდორის ჯადოსნური ჯოხის წვერი განათდა და სემმა გონება დაკარგა.
სემმა სწრაფად ამოისუნთქა და თვალები გაახილა. გოგონა წყალში იყო და თავიდან ბოლომდე გალუმპულიყო. გრიფინდორელი ცოტა აზრზე მოვიდა და ხალხის აპლოდისმენტები გაიგონა. თვალებში კარგად გაიხედა და ზუსტად ეგეთივე სველი სედრიკი დაინახა.
- პირველები ვართ! - მიუგო მან, მაგრამ სემი მაინც ვერაფერს ხვდებოდა. გარშემო ბევრი ხალხი იყო, ტბასთან იყვნენ და ალბათ, ეს მეორე დავალება იყო.
- მისტერ დიგორი პირველი მოვიდა, თანაც ერთი წუთით ადრე გაათავისუფლა თავისი მეგობარი გოგონა, - გამოაცხადა დამბლდორმა.
მაკგონაგელმა ბავშვებს პირსაცოხები გადასცა და სემს ისე გაუღიმა, თითქოს რაღაც არჩევანს უწონებდესო. სედრიკმა თავისთვის მხოლოდ ერთი პირსახოცი აიღო, დანარჩენ სამში კი სემი გაახვია.
- პირველები ვართ! - კვლავ წამოიძახა სედრიკმა და გოგოს მოეხვია.
- გილოცავ, მაგრამ რა ხდება, არ ვიცი, - სხვათა შორის ჩააყენა საქმის კურსში სემმა.
- მართლა? მონაწილეებს ერთი საათი მოგვცეს იმისთვის, რომ წყალში ჩვენი "განძი" გვეპოვნა, - დაიწყო სედრიკმა ახსნა.
- განძი? - სემს ეს რომ არ ეკითხა, ისე ვერ მოისვენებდა.
- კი. მონაწილეების უახლოესი მეგობარი ან ნათესავი, - დაუმატა ბიჭმა.
- მისტერ დიგორი ორმოცდაშვიდ ქულას იღებს და ლიდერობს! - გაიგეს მათ დირექტორის ხმა.
- ჰო გეუბნებოდი, გაიმარჯვებ-მეთქი, - გაუღიმა სემმა.
- მე კიდე გამიკვირდა, მეთქი სად გაქრა-თქო, - უთხრა სედრიკმა.
"ის რა, მეძებდა?" - გაიფიქრა გოგონამ.
- ჩემთვისაც არაფერი აუხსნიათ, - მხრები აიჩეჩა სემმა.
- ბოლო დავალებაც დარჩა, - თქვა ბიჭმა, ციხე-კოშკში დაბრუნებისას.
- ყველაფერი გამოვიდა! ეჭვი არ მეპარება, - გაუღიმა სემმა, გვერდზე ფრედმა, ჯორჯმა და ალისიამ ჩაუარეს.
გოგონასთვის არაფერი არ უთქვამთ. ზედაც კი არ შეუხედავთ. ჯორჯისა და ალისიას ამბავი კიდევ გასაგებია, მაგრამ ფრედი?.. "ეგ უნამუსო!" - აპილპილდა სემი და სამეული მოწყენილი მზერით გააცილა. ძალით აიკრო სახეზე ღიმილი და საუბარი გააგრძელა.

***

- სემ, ჰოგსმიდში ხომ არ წავსულიყავით ერთად? - დაბეჯითებით ჰკითხა სედრიკმა, როცა სემი გრიფინდორის მაგიდისკენ მიდიოდა. სემმა ამოიოხრა, მაგრამ დათანხმდა. თან გრიფინდორელებისკენ გააპარა თვალი, რომლებიც დაუფარავი ინტერესით უყურებდნენ მას და სედრიკს.
ახლა სედრიკს სემი უფრო ხშირად გაჰყავდა სასეირნოდ. თითქოს მის გამხნევებას ცდილობდა, თუმცა თვითონაც ვერ გაეგო, რატომ. ჰოგსმიდის ტერიტორიაზე დაძრწოდნენ, ერთხელ აკრძალულ ტყეში შეპარვაც კი სცადეს, მაგრამ რადგანაც ღამდებოდა, გადაიფიქრეს. სედრიკს ყოველთვის გამოსდიოდა სემის გამხიარულება. ბიჭის თვალებში არაფერი შეცვლილიყო და კვლავ სიყვარულით სავსე მზერით აჯილდოვებდა სემს. აი, სემს კი სრცხვენოდა. ძალიან სრცხვენოდა... არა, არ უნდა დაელია ის წყეული ვისკი!

***

მიშველე-ოთახიდან გამოსული სემის ადგილი ტყუპებმა დაიკავეს. ოთახში შესულებმა, როცა გადაადგილებული სინჯარები და საგნები იხილეს, მიხვდნენ, რომ სემი ახალი წასული იყო. თან ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობოდა სემის ნაცნობი სუნამოს არომატი, რომელიც ჯორჯმა დიდი სიამოვნებით შეისუნთქა. თან ისე ღრმად, თითქოს ცდილობდა თავის ორგანიზმში გაეჯერებინა, ყოველთვის რომ ეგრძო ეს ციტრუსოვანი სურნელი.
- ალბათ თავის დიგორისთან წავიდა, - დამცინავად ჩაიფრუტუნა ჯორჯმა.
- მორჩი, რა! რა გჭირს? ადრე სულ არ გადარდებდა ვისთან იყო და რატომ იყო, - მომენტალურად აფეთქდა ფრედი. - რაო, ეჭვიანობ, არა?!
- არა.
- აბა, რაღატო ცოფდები ასე?
- არ ვცოფდები! ის უბრალოდ ჩვენი მტერია, - თავი დაიძვრინა ჯორჯმა.
- მაგრამ ჰარისთანაა შეკრული და ორივე ცდილობს, ჩვენი სკოლა ასახელოს. ჯობია საკუთარ თავში გაერკვე. ნურც სემის გრძნობებზე თამაშობ და ნურც სპინეტის, - დაუმატა ფრედმა, შემდეგ კი ეშმაკურად გაუღიმა თავის ასლს, - ისე, თუ მოქმედებაა, მალევე დაიწყე, თორე არ დაგელოდები.
რას გულისხმოდა ფრედი, ჯორჯი ეგრეც ვერ მიუხვდა და ვერც კითხვა ვერ გაბედა.

***

- სამანტა, გილოცავ! - ოთახში სახეგაბადრული ანჯელინა შევიდა. - ეს ბურბურახით უნდა ავღნიშნოთ!
- რა მოხდა? - დააჩქარა სემმა.
- ჯორჯი ალისიას დაშორდა! - გამარჯვებულის ხმით წამოიძახა ჯონსონმა. - ცოტა უცნაური მიზეზი კი დაუსახელა ჯორჯმა, მაგრამ... მაინც! ასე უთხრა, ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ და ურთიერთობების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან მომავალში ჩვენი თავი ვერ წარმომიდგენიაო.
- გასაგებია, - მხრები აიჩეჩა სემმა. ჯერ ერთი, უკვე შეეჩვია იმ აზრს, რომ ჯორჯი ზედ არ უყურებდა. მეორე, ახლა ძალიან დაბნეული იყო. და მესამე... ანჯელინას თვალებში ვერ უყურებდა. როგორც კი შეხედავდა, მაშინვე სხვა რაღაცაზე გადაჰქონდა მზერა. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, ესაო და, ანჯელინა ყველაფერს მიხვდება, თუ შევხედავო.
- და ეს არის შენი რეაქცია? - გაუკვირდა ანჯელინას. - როგორ ასე? ნუთუ არ გიხარია?
- რა უნდა მიხაროდეს, მოიცა, რა. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. რა მერე?
- ისა... წყვილი კი არა, ჯორჯი და ალისია. ეს არაფერს არ გეუბნება? ის ხომ მოგწონს, - შეახსენა ანჯელინამ.
- ჰმ... არ ვიცი, არა, - გულგრილად განაცხადა სემმა. თითქოს ჯორჯისადმი გაცივდა, მაგრამ ბოლომდე - არა, და ყველანაირად ცდილობდა, თავიდან საბოლოოდ ამოეგდო.
- ხანდახან მაგრად გიჭედავს ხოლმე, რა, პეის, - თავი გაიქნია ანჯელინამ. სემს გაეცინა.

***

ქვიდიჩის მოედანი უზარმაზარ ლაბირინთად აქციეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მესამე დავალებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. სემმა გადაწყვიტა, ეს კვირა სედრიკის გვერდით გაეტარებინა და გაემხნევებინა. ბოლოს და ბოლოს, ფინალი იყო და სემი კარგი შედეგით უნდა გაეხარებინა.
ერთად ფიქრობდნენ, როგორი იქნებოდა მომდევნო დავალება და რა შელოცვები დასჭირდებოდათ ჩემპიონებს. სემს კი იმედი ჰქონდათ, რომ აღანაირ "განძს" აღარ შეათრევდნენ ლაბირინთში.
ბოლო დავალების წინა დღეს, სედრიკმა სემი ჰოგსმიდში გაიყვანა. თან ეს პირდაპირ ჯორჯის თვალწინ გააკეთა. ბიჭმა წყვილს მზერა მოარიდა და უკმაყოფილოდ აქცია ზურგი.
- მაგრამ შეიძლება წასვლა? უკვე გვიანია, სოფელში გასვლა აკრძალული გვაქვს ასეთ დროს, - გაიკვირვა სემმა.
- ყველაფერი მოვაგვარე, წამოდი, მხოლოდ ერთი საღამო დაგვრჩა, - გაუღიმა ბიჭმა. მისმა სიტყვებმა ცოტა უცნაურად კი გაიჟღერა...
ჯორჯმა წყვილი მზერით გააცილა.
- არ ღირს. ჩემი. მოტყუება. - სნეიპის ტონით წარმოთქვა ფრედმა, ჯორჯი კი ადგილზე შეხტა და "სნეიპს" შეშინებულმა შეხედა. ფრედს სიცილი აუტყდა.
- ნუ ცუღლუტობ ერთი, დრედ! ასე ნუ იქცევი, თორემ იფიქრებენ, რომ მეც ზუსტად ასეთი ხელიდან წასული ვარ, - უკბინა ჯორჯმა. ნეტავ როდის აქეთ დაიწყო რეპუტაციაზე ფიქრი?
- მაშინ უარესად ვიცუღლუტებ, როგორც შენ თქვი! - დაემუქრა ფრედი. ჯორჯმა ამოიოხრა და გაიღიმა.
- სად მივდივართ? - დიდი ენთუზიაზმით ჰკითხა სემმა.
- "სამ ცოცხში", - უპასუხა სედრიკმა და ხის კარი გააღო.
- დიდი ხანია რაც აქ არ ვყოფილვარ, - ნოსტალგია მოაწვა სემს.
- აქ ზუსტად ამის გამოსასწორებლად ვართ.
სედრიკმა ბურბურახი შეუკვეთა და მაგიდას მიუსხდნენ, რომელიც ფანჯარასთან იდგა.
- ეს სადღეგრძელო შენ, როგორც ტურნირის ყველაზე საუკეთესო მონაწილეს! ხვალ გაიმარჯვებ, - დაარწმუნა სემმა.
- ღირსეული მოწინააღმდეგეები მყავს, სემ, - გაეღიმა სედრიკს. - ჰარიც ჰოგვორტსიდანაა და არ მეწყინება, თუკი ის გაიმარჯვებს.
- მოიცა ერთი! ვიცი, რომ გინდა გამარჯვება!
- ვის არ უნდა რო? მაგრამ ტურნირი მხოლოდ გამარჯვებისთვის არაა. მან სკოლები უნდა დააახლოვოს, - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ნუღარ აზვიადებ. მე შენი მჯერა! - თავი გაიქნია სემმა და გაიცინა. სედრიკს თბილად ჩაეღიმა.
- მადლობა.
- ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდება და უფრო ცნობილი გახდები. თუმცა ეს არც ისე საჭიროა, მთავარია - გაიმარჯვო. თუ სხვისთვის არა, საკუთარი თავისთვის მაინც, - დაუმატა სემმა.
- სემ, - წამოიწყო უცბად სედრიკმა. - არ ვიცი მაშინ მეჯლისზე რა მოხდა და ვერც კითხვას ვერ ვბედავდი მთელი ეს დრო... შეგიძლია არც მიპასუხო, მაგრამ ერთ რამეს დამპირდი. არასდროს არავის გამო არ იტირო, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიხარულის ცრემლები არ იქნება, - სემს ამ სიტყვების გაგონისას ჩაეღიმა, - დამპირდი, სემ! - მომთხოვნად შეუტია სედრიკმა.
- კარგი, გპირდები, სედრიკ, მადლობა, - დაიმორცხვა სემმა.
- უკეთესის ღირსი ხარ, - ბოლოს დააყოლა მან. სემმა გაკვირვებით შეხედა.
- იცი, ყველას ჯობიხარ. არა მგონია, კიდევ არსებობდეს შენნაირი ადამიანი. უბრალოდ... გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდები, რომელიც ყოველთვის დაგიცავს ისე, როგორც ძვირფას ქვას უფრთხილდებიან, - მიუგო სედრიკმა და თვალებში ჩახედა. - მაშინ პირველ რიგში, შენ მიიღებ სიამოვნებას, რადგანაც ბედნიერი იქნები, - ღიმილით დასძინა მან.
სემი თვალს არ აცილებდა სედრიკს. ასეთი სიტყვები... და ასეთი გულწრფელი! გოგონას კი მაგ მომენტში თავისი თავი შესძულდა! სულ არ იმსახურებს ასეთ ადამიანს! სავარაუდოდ, სედრიკისნაირად არავინ არასდროს დაუდგება გვერდით.
- მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შენ... - სემი შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობდა. არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა.
- მაგრამ იცოდე, თუ რამე დაგჭირდა, გვერდით მიგულე, - გაუღიმა სედრიკმა, და ამ დროს, სემი მიხვდა: რაც არ უნდა უთხრას გოგონამ, ბიჭს სულ კეთილი და თბილი ღიმილი ექნება სახეზე გამოსახული. ნეტავ, სედრიკს საერთოდ შეუძლია გაბრაზება?..
საღამოს გვიან დაბრუნდნენ. ცოტა ხანს ციხე-კოშკშიც სეირნობდნენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ცოტა დრო ჰქონდათ დარჩენილი, სედრიკის თქმისა არ იყოს. დამშვიდობების შემდეგ, სემი დაღლილი ღიმილით შევიდა საერთო ოთახში და საძინებელში ასვლა დააპირა.
- სემ? სად იყავი? - ჰკითხა ნაცნობმა ხმამ. ბნელოდა, ოთახს მხოლოდ ბუხარი ანათებდა.
- ჯორჯ? რატომ არ გძინავს?
- ისევე, როგორც შენ. სად იყავი? - გაუმეორა ჯორჯმა. სემს ფრედი გაახსენდა. იმ დღეს, ისიც ზუსტად ასეთი მბრძანებლური ტონით მიმართავდა. - ვისთან?
- ჰოგსმიდში, სედრიკთან. რა არის რო? - დაკითხვაც დაიწყო.
- არ მიკვირს, - ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე ჯორჯმა. - კიდევ ადრე დაბრუნებულხარ.
- შენ კი არ გგავარ, - გაბრაზდა სემი. არავის აქვს უფლება ასე ელაპარაკოს. - რამე არ გაწყობს?
- კი, არ მაწყობს! არ მაწყობს ის, რომ მასთან ხარ, - განუცხადა ჯორჯმა.
- ჰოო? - ჩაეღიმა სემს. - აი, მე კი შენთვის არაფერი ამიკრძალავს. იმასთან ვისეირნებ, ვისთანაც გამიხარდება.
- ძალიან კარგი! ოღონდ მერე წუწუნი არ დაიწყო, - მიახალა ჯორჯმა.
- ჯ... რა გჭირს? რა გჭირთ?! - შეასწორა სემმა, როცა კიბეებზე ჩამოსული ფრედი შენიშნა. - ან ერთს ან მეორეს! თქვენი საკუთრება არ ვარ, ნუ მექცევით ისე, როგორც ნივთს!
- თქვენიო?.. რაო?.. - ჯორჯმა უკვე გვერდით მდგომ ყურებამდე აწითლებულ ფრედს გახედა.
- ისა... სემი მეჯლისის ღამეს გვიან დაბრუნდა. ყველას გვეძინა. მგონი დიგორისთან იყო! - ითავხედა ფრედმა.
- რაო, რა თქვი?! - განცვიფრებისგან სემს ყბა ჩამოუვარდა, - ბოდიში მოიხადე, რა! ხომ გითხარი, არავისთან არ ვყოფილვარ-მეთქი! მიშველე-ოთახში ვიყავი და იქ მეძინა! - თუმცა სემი სულ არ ცდილობდა თავის გამართლებს, ბოლო წინადადებამ ზუსტად ეგრე გაიჟღერა. ფრედს გაეცინა. - ძალიან სასაცილოა, არა?! უნამუსო, კიდევ მოგივლი!
- ყველაფერი გასაგებია! - თავისაზე დარდობდა ჯორჯი.
- ეი, თქვენ! ქვევით! - გაისმა საძინებლიდან რონის მოგუდული ხმა, თუმცა სამეულმა მაინც მოახერხა სიტყვების გარკვევა.
- უჰ, შენ უნამუსო! - თითის ქნევით გამოაჯავრა ფრედმა სემი წრიპინა ხმით. მგონი შემდგარ სიტუაციას სულ არ უყურებდა სერიოზულად, რაც მისგან სრულებით მოსალოდნელი იყო და მსგავსი დამოკიდებულებით, დაძაბულ ატმოსფერას ხალისით მუხტავდა და ისეთი ნეგატივიც აღარ იგრძნობოდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
- ზურგს უკან რომანი გქონდათ, არა?! - ჯორჯი უფრო და უფრო უწევდა ხმას.
- რა გაცინებს, ფრედ!? - სემმა აღარ იცოდა, რომლისთვის მიქეცია ყურადღება და რომელი ერთი დაეშოშმინებინა. - ეს სასაცილოა?.. შენ კი ჯორჯ, ყველაფერს ყოველთვის არასწორად რატომ იგებ?! - შეუტია მეორეს.
- უჰ, თქვენი!.. - გაისმა ბიჭების საძინებლიდან საფრთხის მომასწავლებელი ხმა, რასაც შემდეგ იატაკზე მძიმე და ხმამაღალი ნაბიჯების ბაგაბუგი მოჰყვა. - აღარ მოკეტავთ?! - გამოყო კარის ჭრილში რონმა წითელი თავი. სახესაც ზუსტად მისი თმის ფერი მიეღო.
- სუ კარგად მეყოლეთ! - დააბოლოვა ჯორჯმა და კიბეებზე ავიდა. ფრედმა სემის შეთავაზებული მუშტი აიცდინა, რომელსაც ზურგში უმიზნებდა და სიცილ-ხარხარით აჰყვა ძმას.
ჯორჯი საწოლზე დაებერტყა. რას აკეთებს? რატომ იქცევა ასე? მესაკუთრეობის გრძნობა შიგნიდან ღრღნიდა. ის რა, ეჭვიანობს? სემი სულ აღარ აქცევს ყურადღებას, მთელ დროს დიგორისთან ატარებს. ჯორჯმა მხოლოდ მაშინ შენიშნა სიცარიელე, როცა სემი სხვასთან აღმოჩნდა. მას არ ესმოდა თავისი თავის, მაგრამ ერთი დანამდვილებით იცოდა: ჯორჯს არ სურდა, სემი დიგორის შეყვარებული ყოფილიყო. თუმცა ამაზე ფიქრი მაშინ შეწყვიტა, როცა მის ყურს გვერდითა ოთახიდან რონის შეძახილები, მისი ახლადგაღვიძებული ოთახის მეზობლების წუწუნი და ფრედის სიცილი მისწვდა.
სემი ოთახში შევიდა. ეს რა იყო? რა პრეტენზიებს უყენებენ ტყუპები? უფრო გასაკვირი ალბათ მაინც ფრედისგან იყო, იმიტომ, რომ მას ანჯელინა ჰყავდა... თუ ჯორჯისგან?.. მან ხომ უარი თქვა სემზე, ახლა კი უცბად ეჭვიანობა დაიწყო... გოგონა შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ჯორჯი ზედ არ უყურებდა და მისი გვერდით ყოფნა ახლა სულ აღარ სჭირდებოდა.

***

ფინალი მოახლოვდა. ჩემპიონებს დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ. სემმა სედრიკის კარავში შერბენა მოასწრო.
- გაიმარჯვებ, დარწმუნებული ვარ! ნუ შემედავები, რომ თითქოს არ იმსახურებ! ყველაფერი გამოგივა, - უღიმოდა სემი და სწრაფად ეუბნებოდა სათქმელს.
- მადლობა! ფრთხილად, თვალი არ მეცეს, - გაეცინა სედრიკს.
- ყველაფერი გამოგივა, - კვლავ გაუმეორე სემმა. ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა და გოგონა ჩაიხუტა. სედრიკს ძალიან ძლიერად შეუყვარდა სემი. მისი დანახვა ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა.
- სედრიკ დიგორი! - გაისმა დამბლდორის შეძახილი. ბიჭმა გოგონას ხელი უშვა.
- წადი და წარმატებები, ჩემპიონო! - გაამხნევა სემმა და კარვიდან გავიდა.
- ამ გამარჯვებას შენ მოგიძღვნი, - ჩუმად ჩაილაპარაკა სედრიკმა, თუმცა ეს არავის გაუგია.

***

დრო საშინლად გაიწელა, მონაწილეები კი არ ბრუნდებოდნენ. ხალხი დაწყნარდა, აღარ იგრძნობოდა ისეთი დიდი აზარტი, როგორც დაწყებსისას. ორჯერ ნაპერწკლები გაჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი მონაწილე თამაშიდან გავარდა. სემს იმედი ჰქონდა, რომ სედრიკი არ გავარდნილა. მას იმედი ჰქონდა, რომ ჰაფლეპაფელი აუცილებლად გაიმაჯვებდა...
სემი უფრო ჩაეფლო ფიქრებში. დაბნელდა. ცივმა ნიავმა დაუბერა, რითაც სემს უსიამოვნო ბუსუსები დააყარა.
უცბად ტკაცანის ხმა გაისმა და მოედანზე ჰარი, სედრიკი და და თასი გაჩნდა. ჰოგვორტსმა გაიმარჯვა! ენერგიულმა მარშმა იფეთქა და აპლოდისმენტები ატყდა. სემმა სიხარულისგან ამოიოხრა და ქვევით ჩასვლა დააპირა, როცა რაღაცამ შეაჩერა. წინა რიგებში მჯდომებს სახეები ნელ-ნელა დაუსერიოზულდათ. ფლერ დელაკურის გამგვირავი ყვირილი გაისმა. ხმაური თანდათან მიწყდა და სემის ყურს შემაძრწუნებელი სიტყვები მოსწვდა:
- ...ეს ბიჭი მოკლულია...
სემმა შეამჩნია, რომ ჰარი ინძრეოდა, ესეიგი...
გოგონას გულიდან განწირული კივილი აღმოხდა.
- სედრიკ! - დაიძახა მან და სასწრადოფ ქვევით ჩავიდა. სისხლი გაეყინა, სუნთქვა შეეკრა. თავში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ურტყავდა: "არა! არა! არა!"
- სედრიკ, - გაიმეორა, როცა დამბლდორს, ფაჯს, პოტერსა და... სედრიკს მიუახლოვდა...

*Patrick Doyle - Death Of Cedric*
ბიჭი გაუნძრევლად იწვა. ნაცრისფერი თვალები, რომლებიც ყოველთვის სიხარულითა და სითბოთი ავსებოდა, გაფართოებული ჰქონდა და ცარელა მზერით მიშტერებოდა სულ არაფერს. მასში ვერაფერს ამოიკითხავდი. ვერც აზრებს, ვერც ემოციებს; ტუჩები, რომელიც სულ ხალისიან ღიმილში ჰქონდა მოქცეული, ოდნავ გაპობოდა; ის სახის გამომეტყველება, რომელიც ახლა ჰქონდა, სულ არ შეეფერებოდა მას. ის გაკვირვებული ჩანდა... მგონი ვერც მოასწრო გააზრება, ისე გამოამშვიდობეს სიცოცხლეს.
სემმა უიმედოდ გაიქნია თავი. ტუჩები უკანკალებდა. მას არ სურდა ამის დაჯერება.
- არ გაბედო! თვალები გაახილე! - სემ მის გვერდზე დაეშვა და პირდაპირი გაგებით ეხვეწებოდა, თვალები გაეხილა, გაეღიმებინა მისთვის და ეთქვა, ყველაფერი კარგად არისო. ცრემლები ახრჩობდა. ახლა გულის ნაცვლად ერთი დიდი ხვრელი გასჩენოდა, რომელიც ორივე მხრიდან უშვებდა მის შიგნით სიცივეს და თითოეულ უჯრედს უყინავდა. ტკივილი, რომელსაც ახლა გრძნობდა, ვერანაირად ვერ შეედრებოდა ამ დრომდე განცდილ სხვა ტანჯვას. სემი ყვირილს აგრძელებდა, ლოყებს გავარვარებული ცრემლები უხურებდა. ძლივსღა სუნთქავდა, რადგან ტკივილი თითქოს მომაკვდინებლად ჩასჭიდებოდა მის ყელს და ხელს აღარ უშვებდა, დახრჩობის მიზნით. სედრიკი ხომ დაჰპირდა, ყველაფერი კარგად იქნებაო! სემი ახლა საყვარელი ადამიანის ცხედარს კი არა, თავის თავს ეხვეწებოდა. ხვდებოდა, რაც მოხდა. გაიაზრა. მაგრამ უარზე იყო, ეს ყველაფერი მიეღო და დაეჯერებინა. არა, ეს ცხოვრება ასე არ უნდა იყოს მოწყობილი. ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ! არ უნდა კვდებოდნენ ისინი, ვინც გვიყვარს და ასე გვჭირდება გვერდით!
- გამატარეთ! - ყვიროდა ამოს დიგორი. - მიმიშვით! გამატარეთ... - უყვირა სედრიკის გარშემო მყოფ ხალხს. - ეს ჩემი შვილია! - იმავე წამს აღმოხდა მას. - ეს ჩემი ბიჭია! - ტირილით დაიძახა და მუხლებზე დაეშვა. შვილის ცხედარს თვალს ვერ აცილებდა, არადა როგორ დიდ ტკივილს აყენებდა ეს მას. - ჩემი ბიჭი!
სემს ვიღაცა მხრებში ჩასწვდა, ააყენა და ძალით გაიყვანა გვერდზე. ეს ჯორჯი იყო. ბიჭს არასდროს ენახა სემი ასეთი განადგურებული. ის ახლა ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა. თან ისე მოთქვამდა, თითქოს ჰაერი არ ყოფნის და საკმარისზე მეტი ჰაერი რომც შეესუნთქა, მაინც ვერ მოვიდოდა აზრზე.
სემი ძირს დაეშვა. ჯორჯმა ხელები მოხვია. ეშინოდა, არ გაიქცესო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან გოგონას ძალები წაერთვა. სედრიკის სახე და ცარელა თვალები ჯერ კიდევ წინ ედგა. სემმა თვალებზე ხელი აიფარა და უფრო მწარედ აქვითინდა. ყველაზე ახლო ადამიანი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა და შველიდა... სემი მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ სედრიკი ერთადერთი იყო, ვისაც გოგონა გულწრფელად უყვარდა. ის მხოლოდ მას სჭირდებოდა. როგორ გააგრძელებს სემი ცხოვრებას? როგორ შეეგუება ამ სასტიკ ცხოვრებას, მისი ღიმილის, გაბრწყინებული თვალებისა და რჩევების გარეშე? მისი თვალებისას დანახვისას, სემს გუნება-განწყობა მაშინვე უკეთდებოდა და ღიმილს ვერ იკავებდა. ყველა პრობლემა ავიწყდებოდა, რადგან სედრიკის გვერდით თავს კარგად და მშვიდად გრძნობდა. მაგრამ აქ დამთავრდა ყველაფერი. აღარანაირი სიცილი, აღანაირი ღიმილი, აღარანაირი გამამხნევებელი სიტყვები... უკვე აღარაფერი იქნება მშვიდად და კარგად. აღარც სემი იქნება ისეთი, როგორიც იყო.
- არა! - ყვიროდა ამოს დიგორი, რომლის დამშვიდებას დამბლდორი ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. - არა!
მისი ყვირილი სემზე უფრო მოქმედებდა. ჯორჯმა უფრო ძლიერად მიიკრო სემის დასუსტებული სხეული, რომელიც კანკალებდა და ქვითინისგან შიგადაშიგ ხტოდა.
- წყნარად... ის თავს ახლა კარგად გრძნობს. ის ახლა კარგ ადგილასაა, ასე არ არის, სემ? რა თქმა უნდა. ის ბედნიერია, - ჩურჩულებდა ჯორჯი. - სემ, გთხოვ, - სემის გულის ტკივილი და განცდილი გრძნობები ახლა ჯორჯსაც გადაედო, - სემ, შენ მარტო არ ხარ. მარტო არ იქნები, ყველაფერი კარგ... შენ გაუმკლავდები ამას, ჩვენ გავუმკლავდებით. ერთად!.. მარტო აღარასდროს დაგტოვებ.



№1  offline წევრი Mkitxveli

წიგნში დიგორის სიკვდილზე მეც მოვკვდი.
მერე ფილმში ხომ საერთოდ.
ახლა მესამედ. ძალიან მიყვარს სედრიკი, იმედია მალფოი მალე გამოჩნდება როგორც მთავარი პერსონაჟი, თორემ ტყუპები უკვე ნერვებს მიშლიან.

 


№2  offline წევრი Skellington

Mkitxveli
წიგნში დიგორის სიკვდილზე მეც მოვკვდი.
მერე ფილმში ხომ საერთოდ.
ახლა მესამედ. ძალიან მიყვარს სედრიკი, იმედია მალფოი მალე გამოჩნდება როგორც მთავარი პერსონაჟი, თორემ ტყუპები უკვე ნერვებს მიშლიან.

დიგორის სიკვდილზე სულ ვტირი. ამას რომ ვწერდი, მაშინაც ვიტირე. :დდდდ
ტყუპები მეც ნერვებს მიშლიან უკვე. :დდდდ
რაც შეეხება მალფოის... კი, ძალიან მალე გამოჩნდება ჩემი დრაკო. :3

 


№3  offline წევრი Mkitxveli

დრაკო კი,მაგრამ
შენ თუ გამოჩნდები ძალიან მალე? :დ აქ საიტზე.

 


№4  offline წევრი Skellington

Mkitxveli
დრაკო კი,მაგრამ
შენ თუ გამოჩნდები ძალიან მალე? :დ აქ საიტზე.

Ra tqma unda. Tu ar damezara, xvalve davdeb axal tavs. Tu arada, zeg aucileblad. Bolos da bolos, Draco unda gamochndes. <3 :DDDDDDD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent