არარაობიდან სიყვარულის ძალით დავბრუნდი(მეექვსე ნაწილი)
მივლულე თვალები და გადავეშვი ისევ ჩემს საყვარელ სიზმრებში. რომლებიც მაძლიერებდნენ, რადან მხოლოდ მათ შეუძლიათ მომწყვიტონ რეალობას..... თვალების გახელა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახელდი წამწამები ერთმანეთზე მქონდა მიკრული და შეუძლებელი იყო თვალების გახელა. უცებ რაღაცის წრიპირინის ხმა მომესმა, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი ან რა ხდებოდაა, მაგრამ მერე ჩემსს ყურთა სმენას მიწვდვდა ნაცნობი ხმა, ოღონდ ახლა უკვე აკანკალებული. -გონს მოვიდაა ექიმს დაუძახეთ!!!! სწრაფად.... წამწამები ძლივს, ვაი-ვაგლახით დავაშორე ერთმანეთს თუმცა როოგრც ჩანს დიდხანს მქონდა დახუჭული , ამიტომ მიჭირდა რამის დანახვა. ცრემელები უნებლიედ წამოვიდნენ, იპოვეს გზა სახეზე და ყელის არეს ჩაუყვნენ. უცებ ვიღაცის სიახლოვე ვიგრძენი და შევკრთი, არ ვიცოდი აქ როგორ მოვხვდი ან ვინ იყო ჩემს გვერდით...თავი უკვე ამდენი კითხვებისაგან მისკდებოდა. -დაწყნარდი, არაფერია საშიში, ყველაფერი რიგზეაა, მალე კარგად იქნები. მომესმა უცხო ხმა და თვალები რომ დავძაბე მხოლოდ თეთრი სილუეტის დანახვა შევძელი.მივხვდი, რომ ეს ექიმის ხმა იყო. -რატოომ ვ ა რ აქქქ? ძლივს ამომივიდა ხმა ყელიდან -დაწყნარდი, დაისვნე ჯერ და მერე ყველაფერს მოგიყვებით. ეს უკვე ნაცნობი ხმა იყო და ამ ხმას მივენდე. ბოლოს ისევ მისი კოცნა შემრჩა შუბლზე. ახლა უკვე ვიცოდი ვინ იყო ჩემი გადამრჩენელი და ისიც ვიცოდი ვის სიახლოვეს ვგრძნობდი. -დ ე მ ე ტ რ ე შენ ხარ? უკვე ძალა მოკრებილმა ამოვილაპარაკე. -დამშვიდდი პატარა, ხო მე ვარ, დაისვენე მე არსად წავალ. მინდოდა კიდევ მესაუბრა მასთან და გამეგო რა უნდოდა აქ მაგრამ, ძილი იმდენნად სასტიკად მინდოდა, რომ აზრებს ვერ ვაწყობდი. ამიტომ ისევ ჩემს საყვარელ სიზმრებში გადავეშვი. " რაღაც დიდ სახლს მოვკარი თვალი, მაგრამ ირგვლივ, რომ მიმოვიხედე სხვა სახლები არსად ჩანდაა. შემეშინდა თუმცა ,მაინც იმ სახლისაკენ ავიღე გეზი. შიგნით, რომ შევედი პატარა ბავშვს მოვკარი თვალი, რომელიც ნაცნობი სახის მქონე კაცს ეთამაშებოდა. ოღონდ ვერ ვიხსენებდი ვინ იყო ეს ნაცნობი სახე, მერე უცებ ორივე გაჩერდა ჩემს დანახვაზე. ნაცნობმა სახემ ჩემკენ წამოსვლა დააპირა, მაგრამ პატარა ბავშვმა შეაკვა.ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ან სად ვიყავი. თუმცა იმ კაცს ისეთ სახე ჰქონდა, რომ შემეშინდა და უკან დავიწყე სვლა. თუმცა კარები გამქრალიყო. კაცმა ამასობაში დაიხსნა პატარა ბავშვისაგან თავი და ჩემკენ გამოექანა ყვირლით. -"აქედან წადი სანამ კიდევ კარგ ხასიათზე ვარ. თვალით აღარ დამენახო თორემ დედას მალე მოინახულებ" ეს სიტყვები მეცნო თუმცა, არ ვიცოდი სად მქონდა განაგონი, მაგრამ ამ სიტყვების გაგონებისას, აშკარად სიცივე ვიგრძენი გულში.მე ძალიან შემეშინდა, წასვლა მინდოდა, მაგრამ ვეერ მივდიოდი. თითქოს რაღაც მაკავებდა და ვერ ვტოვებდი მათ. ნაცნობმა სახემ უმალვე შენიშნა ძვრა, რომ არ მქონდა, ამიტომ ახლა უფრო გაცეცხლებული წამოვიდა ჩემსკენ და ჯიიბიდან დანა ამოიღო. მძლავრად დამჰკრა ეს დანა გულში და ადგილზე გამაქვავა. თვითონ კი გაქრა და პატარა ბავშვიც თან გაიყოლა.მერე უცებ სახლიც გაქრა და დავრჩი მარტო. ირგვლივ, რომ მოვიხედე ტბა შევამჩნიე, რატომღაც ადგილი მეცნო. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებობდა ჩემს თავს, სად ვიყავი, ან რა უნდოდა იმ კაცს ჩემგან?. მერე უცებ არ ვიცი როგორ, მაგრამ დანა თავისით გამოძვრა გულიდან და სისხლმაც იჩქეფა.ვდილობდი შემეკავებინა სისხლის ნაკადი, მაგრამ პირიქით იზრდებოდა. უცებ რაღაც დატრიალდა გონებაში და გამახსენდა ეს ადგილიც, ნაცნობი პიროვნებაც და ის დიდი ტკივილიც რაც მან მომაყენა.დემეტრეს მიერ ჩადენილი, ყოველი მოქმედება ამომიტივტივდა თავში და მივხვდი რატომაც ვერ ვაჩერებდიი სისხლს. უცებ ტირილი ამივარდა და ყველაფერი გაქრა. მე სიბნელეში სულ მარტო დავრჩი." უცებ ვგიგრძენი რომ ვიღაც მანჯღრევდა და მეძახდა გაიღვიძეო. -გონს, რომ მოვედი ვიგრძენი, რომ სახეზე სითხე ჩამომდიოდა და მივხვდი, რომ რეალობაშიც ვტიროდი და რეალობაშიც მქონდა დემეტრეს მიერ მოყენებული ჭრილობა, რომელიც ჯერაც არ იყო შეხორცებული. მე მის გამო ვიყავი აქ, მე მის გამო დამემხო თავზე ჩემი ცხოვრება, მე მის გამო ისევ ვკარგავდი სიცოცხლის შეგრძნებას, მე მის გამო მტკიოდა სული. მეგონა თუ ის გამოჩნდებოდა ყველაფერს ვაპატიებდი, მეგონა მისი ერთი ჩახუტებაც კი შეცვლიდა ყველაფერს, მაგრამ არა!!!!. მე პირიქით უფრო მეტად მტიკოდა. ვერ ვხვდებოდი, აქ რა უნდოდა ან იმ დღეს რატომ მოვიდა ჩემთან? ვუყვარდი? თუ ვუყვარდი მარტოობისათვის რატომ გამიმეტა? თუ უბრალოდ ვეცოდებოდი? ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა, მაგრამ ახლა გული მხოლოდ იმას მკარნახობდა, რომ დემეტრე უნდა წასულიყო!!! -თვალები რომ გავახიილე დემეტრეზე ვიყავი აკრული, ეს რომ გავაცნობიერე ცივად მოვშორდი მას და თვალები უსასრულობას გავუშტერე. ფანჯარაში, რომ გავიხედე ისევ წვიმდა. ძალა გამოცლილი ვიყავი, მაგრამ უნდა გამებედა და მეთქვა დემეტრესათვის ყველაფერი, რათა ჩემს კითხვებზე შესაბამისი პასუხები მიმეღო. -რატომ მოხვედი?სიმკაცრე გავურიე ხმაში -იმ დღეს სანამ წავიდოდი მამაშენს ვუთხარი თუ ცუდად გახდება დამირეკე და დაგეხმარებითთქო. მანაც მაცნობა რომ დიდი ტემპერატურა გქონდა და ვერაფერს ვერ გშველოდა, ამიტომ საავადმყოფოში მიჰყავდი. მეც არ დავაყოვნე და მოვედი. ეს თქვა და გამიღიმა -არა დემეტრე შენ ვერ გამიგე.... საერთოდ რატომ მოხვედი? ისევ ტკივილი უნდა მაგემო? თუ იცი, საერთოდ რატომ ვარ აქ? რატომ გავხდი ცუდად? ხომ არ იცი, ვინაა ამაში დამნაშავე? შენი აზრით როგორ ვიყავი 3 კვირის განმავლობაში? ნუთუ ერთხელ მაინც არ მოგინდა გაგეგო ჩემი ამბავი? ახლა კი უეცრად გამოჩნდი ვითომ არაფერი და გინდა ჩემს გვერდით იყო. -უბრალოდ არ შემეძლო გესმის? არ შემეძლო ვერ გპატიობდი, რომ ჩემს სულში აფათურე ხელები და ერთადერთი წმინდა რაც კი გამაჩნდა იმას დაუკითხავად შეეხე. გესმის ეს რთული იყო ჩემთვის. ვერ გპატიობდი. გამიგე ვერაა.... - მე მესმის შენი. ახლა შენც უნდა გამიგო და წახვიდე. ახლა მე ვერ გპატიობ, მაშინ სულ მარტო რომ დამტოვე, ახლა მე არ შემიძლია, ახლა შენ უნდა წახვიდე ისე, როგორც მე წავედი მაშინ. ისე როგორც მე მატკინე, ახლა შენც უნდაა გაიგო რა არის ტკივილი... რა გრძნობაა როდესაც საყვარელი ადამიანის მონატრება გტანჯავს. დამიჯერე ეს იმაზე მეტაად გეტკინება ვიდრე დედის გარდაცვალება, რადგან გეცოდინება, რომ მე ცოცხალი ვარ, მაგრამ შენს გვერდით არ ვარ. უფრო დაიტანჯები იმაზე ფიქრით რომ შეიძლება ვეღარასდროს მნახო. გეცოდინება რომ მხოლოდ შენთან გავქრი. ეს მოუშუშებელ ტკივილად დაგრჩება მთელი ცხოვრება და არასოდეს გაქრება, ისე როგორც, ჩემთან არ გამქრალა დღემდე. -კატო, ვიცი რა ტკივილიც მოგაყენე, მაგრამ გთხოვ ნუ გამიმეტებ ისევ იმ სიცივისათვის, ისევ მარტოობისათვის. ხომ იცი ამჯერად ეს ბოლოს მომიღბს -არ მინდოდა მისი გაშვება. რადგან ვიცოდი ჩემი ეს ნაბიჯიი მას დაღუპავდა, მაგრამ ისევ იმ სიცივეს ვყვადი დამონებული. ამდენმა ტკივილმა შემცვალა და სხვა, უგრძნობი ადამიანი გამხადა. არ მინდოდა მისი გაშვება, ეს ჩემთისაც ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგრამ სიამაყემ ბოლომდე დამფარა.-აღარფერი თქვა დემეტრე, წადი ახლა მე გაგიმეტებ ისე როგორც შენ გამიმეტე მაშინ. -ერთმანეთს ასე უნდა ვეჯიბროთ? ნუთუ სიყვარული ჩაკალი შენში? იცოდე თუ წავალ აღარ დავბრუნდებბი. მერე მის ბაგეს სამი ბგერა მოწყნდა -მიყ.... მაგრამმ აქ შეჩერდა და არ დაამთვარა სიტყვა. ის უკან მოუხედავად წავიდა. ჰო წავიდა, მასაც ჰქონდა თავმოყვრეობა და სიამაყე, ამიტომაც წავიდა. -მათალია გავაცნობიერე ჩემი შეცდომა და მივხვდი რომ საკუთარი ბედნიერება მეთვითონვე გავანადგურე, მაგრამ იმ დროს ძალიან გულ ნატკენი ვიყავი და მხოლოდ სიზმარში ნანახი გულიდან წამოსული, სისხლის გუბე მედგა თვალწინ. ამან დამიბინდა მთელი გონება. ვიცოდი ახლა თუ გავუშებდი მას,ახლა უკვე მართლა დამთავრდებოდა ყველაფერი, ამიტომ წამით სიამაყეს ვსძლიე ფეხზე წამოვვარდი და დერეფანში გავვარდიი. მთელი საავადმყოფო ფეხით მოვიარე, თითოეული ადგილი მოვათვალიერე, მაგრამ ის არსად იყოო. რა სულელი ვიყავიი, იდიოტიი!!!!! ასეთი სულის სიმდაბლე როგორ გამოვიჩინე. ასეთი ჩერჩეტი როგორ ვიყავიი. სიამაყემ როგორ მძლია.ჩემთან მოსული ბედნიერება საკუთარი ხელით გავაბრუნე უკან. ისევ პალატისაკენ ავიღე გეზი და შიგნით შესულმა საწოლთან ჩავიკეცე. ავტირდი, ასეთი სულმდაბალი როგორ ვიყავი ასეთი ამაყი როდის გავხდი. ღმერთოოო რატოოომ? რატომ გამაჩინეე ასეთი უტვინოო რატომ რატოოო?????? ოთახში მამა შემოვარდა ექიმთან ერთად და ორივე მამშვიდებდა. რომ ვერაფერს გახდნენ დამაშვიდებელი გამიკეთეს. მე კი მხოლოდ ერთს გავყვიროდი...... -მეე მინდა მოვკვდეეეეეე!!!!! დამაცადეთ სიკვდილიიიიი. -მამამ პირველად ასწია ჩემზე ხელი და განერვიულებულმა გამარტყა, თან დამიყვირა -გაჩუმდიი, საკუთარი თავის გარდა იფიქრე ოდესმე სხვაზეც. თვითონ ინგრევ ყოველთვისს ცხოვრებას, ამიტომ ახლა გაჩუმდიი.ეს თქვა და პალატიდან გავარდა. -იმ მომენტში ტირილს უფრო ვუმატე და საკუთარ თავს ახლა უფრო ვწყევლიდი. განა იმიტომ, რომ მისი გარტყმულიი მეტკინაა? აარაა !!!! იმიტომ ვტიროდიი, რომ ის მართალიი იყოო. მე არამარტო ჩემი ცხოვრება, არამედ ორი ადამიანის ცხოვრებაც დავანგრიეე.ჩემი , მამასიი დაა დემეტრესი. ამ შემთხვავაში არარაობა მეე ვიყავი. ხოო მე ვიყავიიი და არა ის. >.................................................. 3 დღე ვიყავი საავადმყოფოში. მამა იშვიათდ შემოდიოდა პალატაში. ძირითადად მაშინ იყო ხოლმე ჩემთან, როცა მეძინა.თვალს ვერ მისწორებდა, გამრტყმის გამო, მაგრამ პირიქით ეს მე ვერ ჩავხედავდი მას თვალებში,პირიქით ეს მე მესიკვდილებოდა მისი შეხედვა,რადგან მე უფრო მეტად ვიყავი დამნაშავე მის წინაშე . პირიქით მე ერთ გარტყმაზე მმეტის ღისსიც კი ვიყავი. მამამ სახლში უხმოდ მომიყვნა, არაფერს მეუბენბოდა სხლში, რომ შვედით მე ცრემლები წამომივიდა და ძლივს ამოვისლუკუნე შემდეგი სიტყვები: -მამა ამოიღე ხმა და გამისწორე თვალები. შენ არაფერში ხარ დამნაშავე პირიქით, ეს მე დაგინგრიე ცხოვრება, პირიქით მე მოგაყენე იმაზე მეტი ტკივილი ვიდრე შენი გარტყმული იყო. მე შენგან მეტის ღირსიც ვიყავი. პირიქით, ეს მე ვერ გაგისწორებ ვერასოდროს თვალს. მამა უხმოდ მოვიდა ჩემთან და ჩამიხუტა, მასაც ცრემლებ წამოუვიდა და მითხრა: -ჩემო პატარა გოგო. მორჩი ამდენ ტანჯვას. გეყოფა ამდენი ტკივილი, ხომ იცი რომ ამით მეც მტკკენ, ჩემო საყვარელო!!! პატარა გოგონა.შენ ჩემთვის ყოველთვის ის პატარა, კოპწია კატო იქნები, რომელიც ჩემს წინ იზრდებოდა და სწავლობდა ფეხის ადგმას. მე ყოველთვის მემახსოვრება შენგან პირველად ნათქვამი, "მამა". ისეთი საყვარელი იყავი მაშინ ისეთი უცოდევლი. ისეთი ბედნიერება გეხატა სახეზე, რომ გეგონა შენი იყო ცაც და მიწაც. მინდა სულ ის ბედნიერება გეხატოს სახეზე ჩემო ლამაზო. არ მინდა შენი ნაღვლიანი თვალების ყურება. -მამა ჩემი ეთადერთი ნათელი წერტილი ხარ. არასოდეს მიმატოვოო გთხოვ. შენც არ დამტოვოო ამას ვეღაც გადავიტან. -მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები და დედაც მუდამ ჩვენს გვერდითაა ეს არასოდეს დაივიწყო. მამამ ცრემლები მმომწმინდა და შუმბლზე მაკოცა, მაგრამ ამ კოცნას ჩემთვის კვალი არ დაუტოვებია ისე, როგორც დემეტრემ დამიტოვა მაშინ, თავისი თბილი ტუჩებით. ამის გახსენებაზე, ისევ დარდი ჩამეღვარა გულში, თუმცა მამას დასანახად ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სახეზე. ის კი მამა იყო და მიხვდა ჩემს უემოციოო ღიმილს,ამიტომ უფრო ჩამიკრა გულში. მერე კარზე ზარის ხმა გაისმაა. მამამ ხელები გამიშვვა და ღიმილით მითხრა - მიდი შენთან არიანო და თვალი ჩამიკრა. ვერ მივხვდი სადიან იცოდა, რომ ჩემთან იყვნენ. ალბათ თვითონ არავის ელოდა და ამიტომ. მეც უცემოციოდ წავედი კარისაკენ და მამას საქცილეზე ჩამეღიმა. კარი გავაღე თუ არა უცებ მეტაკა სიცივე და წვიმით გაჟღენთილი, ნესტიანი ჰაერი. ნანახმა კი სახეზე ღიმილი შემაყინა...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.