შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [10 დასასრული]


8-04-2015, 23:47
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 085

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით უმცროსო ქალბატონებო _ გაუღიმა თამარმა.
- მადლობა ბატონო დავით _ გაუღიმა გაიანემ.
- მადლობა მა _ შეიფერა თამარმაც.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო მამა _ ღიმილით მიუახლოვდა კონსტანტინე. _ ძალიან კარგად გამოიყურებით.
- მადლობა ძამიკო.
- თქვენი საცოლეც კარგად გამოიყურება _ კმაყოფილმა გაუღიმა გაბელიამ. ბაგრატიონს ჩაეცინა.
- კოსტა, სად გამომეპარე? _ ღიმილით მიუახლოვდა ქეთევანი.
- ახლა აღვნიშნე ქეთევან რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- მადლობა ექიმო, თქვენც ლამაზები ხართ. _ ღიმილით გაშორდა წყვილი გოგონებს.
- როგორ მინდა დავაცალო ბუწუწები.
- თამარ კარგი რა რას გიშავებს ახლა ეს გოგო? _ გაუცინა.
- რავიცი აბა _ თამარმაც გაიცინა და ხალხს შეერივნენ.

საღამო მართლაც კარგი იყო, თავისუფლად გრძნობდა თავს. თამარმა ყველას წარუდგინა, გულწრფელი ღიმილით ესალმებოდნენ და ეს აბედნიერებდა. რამდენჯერმე ბატონი უმცროსი კონსტანტინეს მწველი მზერაც შენიშნა, მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ გაემახვილებინა. მომხიბვლელად მოძრაობდა მაღალ ქუსლებზე და მოხდენილი ღიმილით ხვდებოდა ყველას. ერთი ჭიქა შამპანიურიც შესვა, მაგრამ ბოლო დალევა ცუდად დაამახსოვრდა და მიუხედავად ბიჭების თხოვნისა, მაინც წვენის ჭიქას მოჰკიდა ხელი. დახუთულობა იგრძნობოდა, ვერარ სუნთქავდა, სუფთა ჰაერი ესაჭიროებოდა, თამარი გააფრთხილა და ბაღისკენ წავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და იქვე სკამზე ჩამოჯდა. საერთოდ რა უნდა აქ? სრულიად მარტოს გიჟივით გაეცინა, თავგადასავლები ნამდვილად დაუგროვდა ამ ოჯახში. ფეხის ხმა გაიგონა, მაგრამ არც კი შეუხედავს, სანამ ხმაც არ მიჰყვა.

- გიხდება კაბა _ გაღიზიანებულმა ახედა ხმის პატრონს.
- ქეთევანსაც უხდება _ გამოსცრა და თავი ისევ წინ მიაბრუნა.
- მე ახლა ქეთევანზე არ ვსაუბრობ.
- მე ვსაუბრობ.
- კარგი, მე შენზე ვისაუბრებ, შენ ქეთევანზე _ გვერდით მიუჯდა და ბედნიერად შეუცურა წელზე ხელი. დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და შეუბღვირა.
- მოქმედებები აკონტროლეთ თუ შეიძლება.
- ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.
- მაშინ თავი შორს დაიჭირეთ. _ ჩაეცინა.
- ვერ ვიჭერ _ წამში მიუახლოვდა, მიიზიდა და ისევ დააკვდა „ტუჩებზე“. ამჯერად მაშინვე მოიშორა გაიანემ. მთელი ძალით გაარტყა და ატირებული ჩამოჯდა სკამზე. გარტყმა არა, მაგრამ ტირილი ნამდვილად გაუკვირდა ბაგრატიონს, მიუახლოვდა და მხარზე შეეხო.
- გაიანე.
- მო-მა-შო-რე ხე-ლები _ სლუკუნებდა მხრებაცახცახებული.
- კარგი, გაშორებ. გაიანე, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. _ გოგონა ჯიუტად დუმდა. _ გაიანე მაპატიე, თავი ვერ შევიკავე. _ კვლავ დუმილი. _ აღარ განმეორდება, გაიანე, საერთო აღარ მოგეკარები, გაიანე, ხმა გამეცი.
- საშინელი ადამიანი ხართ _ ცრემლიანი თვალები შეანათა და სკამიდან წამოხტა _ ყველაზე საზიზღარი, უთავმოყვარეო და ცდილობთ ჩემი თავმოყვარეობა და ღირსებაც შელახოთ. ვინ გგონიათ საკუთარი თავი? ვინ მოგცათ ასე მოქცევის უფლება ჩემთან? მგონი ამის საბაბი არ მომიცია.. არ ვიცი, იქნებ მიჩვეულიც ხართ ქალები ყელზე რომ გეკიდებიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ! იმ საღამოს რომ არ გაგარტყით და საკადრისად არ გიპასუხეთ იმას არ ნიშნავს რომ სულ ასე იქნება! ნუთუ ქეთევანის მაინც არ გრცხვენიათ?! თქვენს გამო ვნატრობ რომ რაც შეიძლება მალე გავიდეს ეს ერთი თვე! ვერ გიტანთ! კარგად დაიმახსოვრეთ, არავის მივცემ უფლებას დამამციროს, არავის! _ ემოციებისგან დაღლილი ისევ მძიმედ დაეშვა სკამზე და ქვითინს უმატა. ბაგრატიონი ხმას ვერ იღებდა. ყველაფერს ხაზი გადაუსვა გაბელიას სიტყვებმაც. თვითონაც ვერ ხვდება რა ემართება როცა ამ გოგოს ხედავს. განა არ იცის? იცის რომ არასწორად იქცევა, აქამდეც იცოდა მაგრამ ახლა, ახლა გაიანეს სიტყვებმა ისეთი სიმძაფრით დაანახვა ყველაფერი.. პირველად მიიჩნია რომ გაქცევა საუკეთესო საშუალებაა, ჰო და მირბის. ხვალ დილით წავა და აღარ დაბრუნდება სანამ ექიმი მათთან იქნება. ასე აჯობებს ორივესთვის, უფრო სწორად სამივესთვის. რომ ჩამოვა ქორწილიც ექნება და ყველა დაისვენებს.

გაბელია? ასე დამცირებულად არასდროს უგრძვნია თავი. თითქოს გასართობი იყოს, მდიდარი ბიჭის გასართობი. მაგრამ სულაც არა! არავის მისცემს უფლებას ასე იფიქროს. დღეიდან ზედმეტად ვერც კი მიეკარება ბატონი კონსტანტინე. ხვალ მიდის, სულაც ნუ ჩამოვა. როგორც იქნა დამშვიდდა და შეწუხებულ ვაჟს ახედა.

- მაპატიე _ ისევ იმავე სიტყვებს იმეორებდა.
- შიგნით ასე ვერ დავბრუნდები, დამეხმარეთ რომ სახლში წავიდე.
- კარგი, წაგიყვან.
- არა, ეს არ მიგულისხმია, იქნებ მძღოლს დაურეკოთ.
- დავურეკავ მაგრამ შემდეგ დაკითხვისთვის მოემზადე.
- კარგი, წავიდეთ.

მანქანაში ჩასხდნენ. სახლამდე ისე მივიდნენ არც კი გაუხედავთ ერთმანეთისკენ. ბაგრატიონი ხვდებოდა თავის დანაშაულს.. უკვე მასაც ერთი სული აქვს გათენდეს და მოშორდეს. მანქანა როგორც კი გააჩერა, მაშინვე გადახტა გაბელია და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში. გეზი ოთახისკენ აიღო. ისევე მიწვა ლოგინზე და თავიდან დაიწყო ტირილი. კონსტანტინეს არც უფიქრია გაყოლა, ასე უფრო გაართულებდა საქმეს. არც არავის შეუწუხებია გაიანე, ალბათ იმიტომ რომ დაეძინა. დილა შედარებით მსუბუქი იყო. ოდნავ შესიებული ქუთუთოები მაკიაჟით დაიფარა და კიბეებზე ჩავიდა. სწორედ ამ დროს ბატონი უმცროსი კონსტანტინე უკვე ემშვიდობებოდა ოჯახის წევრებს.

- კიდევ კარგი გაიღვიძე გაიანე, თორემ კოსტა ვერ დაგემშვიდობებოდა _ ღიმილი შეანათა უმცროსმა თამარმა. „ნეტავ სულ არ მენახა“- გაიფიქრა გაიანემ და თამარს გაუღიმა.
- ნახვამდის ექიმო _ მსუბუქად შეეხო ლოყაზე ბაგრატიონი და სწრაფად მოშორდა.

„უფლისწული“ წავიდა და სახლშიც სიმშვიდემ დაისადგურა გაბელიასთვის. მაგრამ მხოლოდ გაბელიასთვის. წასვლის დღიდან ყველა მხოლოდ კონსტანტინეს ახსენებდა. „როდის ჩამოვა.. როდის გავა ეს ერთი კვირა.. უკვე მომენატრა.. ნეტა აქ იყოს..“ და ა.შ. არადა როგორ უნდა გაბელიას რომ ეს ერთვი თვე სულ არ ჩამოვიდეს. პირველი ერთი კვირა მისი წასვლიდან სრული იდილია იყო. ისე მშვიდად და უშფოთველად გრძნობს თავს, რადგან სახლში არ ეგულება. მაგრამ მეორე კვირიდან ასე ვეღარ იყო. ჯერ ერთი შუაღამისას ვიღაცის ზარმა გააღვიძა. ხმაც არ ამოუღია, ეგ არაფერი. მეორე დილით ოჯახიდან დაურეკეს, ბებო გამხდარა ცუდად. ვეღარ გადაწყვიტა გაიანემ რა ექნა, ბოლოს მაინც მივიდა თხოვნით უფროს ქალბატონებთან. თანხმობა მიიღო და მეტიც, უთხრეს თუ გინდა ბარგიც წაიღეო. წამლებს ჩვენც დავალევინებთ და კვირაში ერთხელ შემოიარე მდგომარეობის გასაგებადო. სიხარულით დათანხმდა გაიანე შემოთავაზებას. მაშინვე მოაგროვა ბარგი, ყველას თბილად დაემშვიდობა და სახლი დატოვა. შინაგანად იმხელა თავისუფლება იგრძნო, სიტყვებით რომ ვერ გამოხატავს. სახლში მივიდა, ბარგი დატოვა და მაშინვე საავადმყოფოსკენ წავიდა. შვებით ამოისუნთქა, როცა უთხრეს რომ სერიოზული არაფერი ყოფილა. გაგიჟდებოდა მის უტკბილეს ბებიკოს რამე რომ მოსვლოდა. მეორე დღეს სამსახურში წავიდა და აიხდინა სურვილი. დილას ისევ საკუთარი კაბინეტით და მხიარული მეწყვილით იწყებს. ერთი კვირა გავიდა თუ არა, ბაგრატიონებს ეწვია, მათთან ისადილა, ბატონი კონსტანტინე გასინჯა. როგორც აღმოჩნდა უმცროსი კონსტანტინე კვლავ მივლინებაში იყო. ცოტა ხანს თამართანაც ისაუბრა. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გაახარა, რომ თურმე რემდენჯერმე მოწმეების გარეშეც შეხვდნენ გაგი და თამარი. ბატონი კონტსანტინე საავადმყოფოში დაიბარა საბოლოო გამოკვლევებზე და დაემშვიდობა.
საბოლოო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ უფროს ბაგრატიონს აღარ ესაჭიროებოდა მკურნალობა. ამ ფაქტმა ყველა გაახარა და გაბელიას ცხოვრებაც დაუბრუნდა ძველ სტილს. ერთი განსხვავებით, ახალი მეგობარი ჰყავდა, ხშირად ხვდებოდა თამარს, საუბრობდნენ, განიხილავდნენ. რამდეჯერმე სახლშიც დაპატიჟა. და ხმას არ იღებს „უფლისწულის“ შესახებ და არც გაიანე ეკითხება. მაგრამ ბოლო შეხვედრისას, ერთი დღის წინ კი მაინც შეეხო ძიმს ქორწინებას.

- ორ კვირაში დაგეგმეს ქორწილი, ჩამოვიდა ჩემი ძმა და აღარ ასვენებენ. რა ვქნა რომ უკეთესი მემეტება.
- კარგი რა თამარ, მთავარია შენს ძმას უყვარდეს და პატივს სცემდეს.
- რავიცი, რავიცი. კაბა შეარჩიეს, ახლა მეც უნდა შევარჩიო. დედას შევახსენებ რომ სტუმართა სიაში არ გამორჩე.
- არ ვიცი შევძლებ თუ არა წამოსვლას.
- როგორ ვერ შეძლებ, აუცილებლად წამოხვალ. წავედი ახლა მე.

იმ დღეს ამდენი ხნის შემდეგ პირველას იფიქრა კონსტანტინეზე. იფიქრა და ემოციებს ახსნა ვერ უპოვა. გაბრაზებული აღარ იყო.. რაღაც სხვანაირად იყო და თვითონაც ვერ გაეგო.. არც ის იცოდა როგორ მოიქცეოდა ახლა კონსტანტინე რომ ენახა.. თუმცა იცის, ცივად მიესალმებოდა და მორჩა. გაბრაზებული აღარაა, მაგრამ არაფერი დავიწყებია.. სულაც არ აპირებს თბილად შეხვდეს. არც მათ ქორწილში წავა, მეტი საქმე არ აქვს ახლა მის ქორწილშიც „აპაჭუნებინოს“ იმ კაცს თვალები. კონსტანტინეზე ფიქრები მოიშორა და საქმეს დაუბრუნდა.

რამდენიმე დღე გავიდა, ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა. დილას ხალისით მივიდა სამსახურში. მეწყვილეს მიესალმა და ხალათი მოირგო. ჩვეულებისამებრ ჩამოარა შემოვლაზე, ყველა პალატა აავსო ღიმილით და კაბინეტში დაბრუნდა.

- გაიანე, ახლა უნდა მომეძებნე, პაციენტი შემოიყვანეს მოტეხილი ფეხით.
- მე უნდა მივხედო? _ გაუცინა.
- კი, შენ. მე უკვე გავგზავნე რენტგენის გადასაღებად და დანარჩენს მიხედე შენ.
- კარგი, რომელი პალატაა?
- 62 პალატა.
- ანკეტა?
- მიმღებში იკითხე.
- კარგი გავედი. _ ანკეტა მოძებნა, ჩაიხედა და როგორც კი კონსტანტინე ბაგრატიონი დაინახა თვალები გაუფართოვდა. სხვა ინფორმაციისთვის აღარც გადაუხედავს თან ჯავრობდა ბატონ კონსტანტინეს ამ ასაკში როგორ შეუხორცდებოდა მოტეხილობა. სწრაფი ნაბიჯით გაეშურა პალატისკენ და მაშინვე მხიარული ტონით დაიწყო _ დიდი მეფე კვლავ მობრძანებულა _ მაგრამ სიცილი სახეზევე შეახმა. პალატაში უფროსის მაგივრად უმცროსი კონსტანტინე იყო. მაშინვე დაასერიოზულა სახე. _ გამარჯობა.
- გამარჯობა _ გაუღიმა.
- ღიმილის თავი თუ კიდევ გაქვთ კარგია.
- მაქვს.

ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარა და მკაცრი მზერით დატოვა ოთახი. ბაგრატიონი? მისმა დანახვამ თითქოს არე სამყაროს მოწყვიტა. ამდენი ხნის განმავლობაში თვითონაც ხვდებოდა დანაკლისის გრძნობას, ხვდებოდა და ენატრებოდა. ჰო, აღიარა, ეს მონატრება იყო. მაგრამ დღეს მისმა დანახვამ თითქოს ყველაფერს მოჰფინა ნათელი. გაიანეს გამოჩენის შემდეგ ყველაფერი აირია, მათ შორის ქეთევანთან ურთიერთობაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნატრობდა კიდევ ერთხელ შეხებოდა მის ტუჩებს, მის სახეს. მაგრამ არა როგორც საცოლიანი, არამედ როგორც თავისუფალი კაცი. ამ ქორწილს აუცილებლად უნდა მოუხერხოს რამე, დღესვე მოუხერხებდა რომ არა ეს ავარია და მოტეხილი ფეხი. ახლა უკვე ზუსტად იცის რა უნდა გაიანესგან, რას გრძნობს და რა მიზნები ამოძრავებს.
გაბელია სრულ გაურკვევლობაშია, არ ელოდა ბატონი კონსტანტინეს ნახვას და გაუკვირდა. გაუკვირდა და იქ შიგნით, გულში რაღაც იგრძნო..
საღამოს კვლავ შემოვლაზე გავიდა და ბაგრატიონის პალატასაც „ესტუმრა“. ოჯახის წევრებს და საცოლეს უკვე მოეყარათ თავი. ყველას ღიმილით მიესალმა და მდგომარეობა შეამოწმა.

- ძალიან გთხოვთ ქეთევანთან მარტო დამტოვოთ _ განაცხადა პრინცმა და სურვილიც შეუსრულეს.
- რა ხდება კოსტა?
- ქეთევან, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.
- გისმენ.
- მოკლედ, ვეღარ დავქორწინდებით.
- მეხუმრები?
- არა, სერიოზულად ვლაპარაკობ.
- შენ ხომ არ გაგიჟდი? _ წამოენთო ქეთევანიც. _ როგორ თუ არ ვქორწინდებით?
- აი ასე ქეთევან, ახლა მივხვდი სიყვარული რაც არის.
- მოიცა, მოიცა... ვერ ვხვდები, ანუ.. ანუ მე არ გიყვარდი? _ ახლა სლუკუნი დაიწყო.
- ბოდიში, მაგრამ არა. ეს მხოლოდ ოჯახის ახირება იყო, თავს ვიტყუებდით, სიყვარული სულ სხვა რამეა და ახლა მივხვდი.
- ძალიან კარგი ამაზე ჩემს ოჯახთანაც მოგიწევს საუბარი _ გამწარებულმა გაიკეტა კარები და გაიქცა. მაშინვე შეიხედა თამარმა. დაწვრილებით აახსნევინა სიტუაცია და გახარებულმა მოიხმო გაიანე პალატაში.
- გისმენთ ბატონო კონსტანტინე.
- გაიანე არ გინდა რა ეს ბატონო.
- გისმენთ.
- გაიანე მიყვარხარ.
- თავხედი ხართ. გარეთ საცოლე თქვენზე დარდით იკლავს თავს და მე აქ მეფიცებით სიყვარულს. უთავმოყვარეო, უნამუსო ადამიანი ხართ.
- გაიანე მათქმევინე. ქეთევანს დავშორდი.
- ჰო ეტყობოდა, წეღან თქვენზე წუხდა.
- გაიანე მართლა.
- თავი დამანებეთ.
- ცოლად გამომყვები?
- ახლავე ამ წამს _ ირონიულად გაუცინა.
- ძალიან კარგი, მე არ მაქვს პრობლემა.
- ცინიკოსი ხართ.
- გაიანე მე მართლა გეუბნები.
- მეც მართლა გეუბნებით.
- განო _ თბილად გაიჟღერა კაცის ხმამ.
- თქვენთვის ექიმი გაიანე ბატონო კონსტანტინე.
- კარგი რა.
- მე მართლა ვამბობ.
- კარგი, დამიჯერე როგორც კი გამოვჯანმრთელდები დაგიმტკიცებ ამ ყველაფერს და ჩემი ცოლიც გახდები.
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
- მაგასაც ვნახავთ.
- თქვენთან სალაზღანდარაოდ არ მცალია, პაციენტები მელოდებიან.
- ჩემსავით არავინ დაგელოდება.
- ფეხზე მკურნალობას რომ დაასრულებთ, შემახსენეთ და კარგი ფსიქიატრის ნომერს მოგცემთ.

ყოველდღე უფრო და უფრო უჭირდა გაიანეს კონსტანტინესთან ურთიერთობა. კაცი იმავეს უმეორებდა, მას არ სჯეროდა. ამ საკითხზე ვერც კი ფიქრობდა, რაღაც ამოუცნობის ეშინოდა.. ასე გრძელდებოდა, სანამ არ გაწერეს საავადმყოფოდან. მერე მოტეხილი ფეხით ხომ ვეღარ შეაწუხებდა? ჰო და თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, თითქოს.. ორივე ფიქრობდა ყოველდღიურად, ერთმანეთზე.. აბა სხვანაირად როგორ...

დრო გავიდა და ქალაქში შემოდგომამ შეამოაბიჯა.. თბილი სექტემბერი ჰქონდათ, ძალიან თბილი.. ბედნიერი ღიმილით მიაბიჯებდა გაბელია ქუჩაში, არა უფრო მიპაკუნობდა ან მიწკაპუნობდა.. მოკლე კაბაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხაზს უსვამდა მის სწორ ფეხებს და მოხდენილ სხეულს. უეცრად „ჰოპ“ და ქუჩაში აღარ მიპაკუნობდა, მანქანაში კიოდა.. კიოდა მაგრამ რას გააწყობდა.. ჰო და, ასე „ბედნიერად“ გადმოაბრძანეს ცოტა ხანში მანქანიდან და სახლში შეაბრძანეს. რას ხედავს?? არაფერს გასაოცარს, სავარძლიდან უღიმის ბატონი უმცროსი კონსტანტინე.

- გახსოვს რას დაგპირდი ექიმო?
- თქვენ რას დამპირდით არა და მე ახლავე დაგიწერთ ფსიქიატრის ნომერს _ იხტიბარს არ იტეხდა გაბელია.
- კარგი, დამიწერე და ერთად მივიდეთ.
- რა გნებავთ?
- თქვენზე დაქორწინება.
- ჰმ, ეგ ბევრს უნდა.
- არ გინდა ახლა თავის დაფასებები.
- ბატონო კონსტანტინე, უფლისწულს არ შეგშვენით ასეთი საქციელი.
- კარგად ვიცი რა შემშვენის და რა არა მომავალო პრინცესა, ძალიან გთხოვთ ოთახში მიბრძანდეთ და დაისვენოთ სანამ მე ოქრწინების საკითხს მოვაგვარებ.
- მოიცა ახლა თქვენ გაგიჟდით მართლა თუ ჩემს გაგიჟებას ცდილობთ?
- ძლივს სერიოზულად აღიქვი.
- ახლავე დამაბრუნე სახლში.
- უბრალოდ მომისმინე, დაჯექი _ მისი ხელები საკუთარ „ტორებში“ მოიქცია კონსტანტინემ და სრულიად მშვიდი, სერიოზული მზერით შეხედა. _ ჩვენს სახლში რომ მოხვედი, პირველი ერთი თვე მხოლოდ ექიმი იყავი. დაბნეული ექიმი, რომელიც გამუდმებით ბოდიშებს იხდიდა. მერე მერე ერთ დღესაც სხვანაირად შემოგხედე და მაშინ მივხვდი რომ ცუდ დღეში ვიყავი. პირველად რომ გაკოცე, მაშინ მე თვითონაც არ ვიცი თავში აზრად რატომ მომივიდა ეს. მაგრამ იმდენად დაუცველი იყავი, მინდოდა სულ ჩემთან დამეტოვებინე. მეორედ, მეორედ უბრალოდ თავი ვერ შევიკავე იმდენად ლამაზი იყავი მიმზიდველი. მაგრამ მაშინ მივხვდი რამხელა შეცდომა დავუშვი. წასვლამ გადაწყვიტა ყველაფერი.. ისე მომენატრე, ისე დამაკლდი.. საავადმყოფოში რომ დაგინახე მაშინ მივხვდი..მიყვარხარ..
- ეს ყველაფერი კარგი და შემდეგ?
- შემდეგ? შემდეგ.. აი ეს.. _ ისევ მოულოდნელად დაწვდა მის ტუჩებს და სხეულზე აიკრა. რა მოიმოქმედა ქალბატონმა ექიმმა? ბედნიერად შეუცურა ხელი მოკლე თმებში და აჰყვა. მოხერხებულად მოაშორა ტუჩები გოგონას ტუჩებს და ყელზე გადაინაცვლა, ასე „დასეირნობდა“ საკმაო ხანს, გაბელია კი სიამოვნებისგან განაბულიყო და თვალდახუჭული, ბედნიერი იღიმოდა. მამაკაცის ბაგეები რომ მოშორდა, უკმაყოფილოდ გაახილა თვალები და მაშინვე დამცინავ მზერას შეეგება.
- რაო სახლში დამაბრუნეო?
- ზუსტადაც _ ისევ თავისას იძახდა.
- კარგი რა ექიმო, მეტი რომ მომენდომებინა უარს არ მეტყოდი დამიჯერე _ ჩაიცინა.
- სახლში წამიყვანე.
- გაიანე! _ მკაცრად გამოუვიდა _ არ მეხუმრება, მართლა მიყვარხარ..
- არც მე, წამიყვანე..
- ახლა წაგიყვან და გავქრები შენგან..
- გაქრი..
- კარგი.. წამოდი მივდივართ..

ნელი ნაბიჯით გაჰყვა ბაგრატიონს.. და მაინც რას აკეთებს?? აქამდე არსებული დანაკლისი რომ შეუვსო მისმა ნახვამ ეს არაფერია? რაღაც საოცარი ემოცია რომ დაეუფლა არც ეს? და კოცნისას რა იგრძნო? ჯანდაბა.. ასე ჩუმად როგორ შემოიპარა „პრინცი“ მის ცხოვრებაში.. როგორ დაიკავა ამხელა ადგილი.. არა! ახლა რომ მისი ცხოვრებიდან გაქრეს, როგორ გადაიტანს? მთელი ცხოვრება ამ დანაკლისით ხომ ვერ იცხოვრებს? ისევ შარშია.. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად იცის რა არის გამოსავალი.. ამ სიჯიუტის გამო ხომ არ დაკარგავს ძლივს ნაპოვნ პრინცს.. თან როგორ პრინცს.. და მაინც, მორჩილად მიჰყვება მანქანისკენ. არა მაინც რა სულელია..

- კონსტანტინე!
- აჰ ბატონი აღარ ვარ? _ ირონიით გადმოხედა..
- არა, პრინცი ხარ..
- როგორ?
- მე პრინცესა ვარ..
- ნუ მეთამაშები გაიანე..
- არ გეთამაშები, ჯანდაბას! გეტყვი.. არ მინდა წასვლა.
- რასაც საჭიროა იმას არ ამბობ..
- ოოჰ! კარგი, მეც მიყვარხარ.. _ სწრაფად მიბრუნდა კონსტანტინე უკან, თბილად მიიხუტა და კვლავ „დააკვდა“ ტუჩებზე..


________________________
გთხოვთ გავეცნოთ ბოლოსიტყვაობას!

ესეც დასასრული შოკოლადებო.. ვიცი რომ არ ელოდით, სხვათაშორის არც მე (სიცილი).. უბრალოდ მოხდა ისე რომ ხვალ მიწევს სოფელში წასვლა ერთი კვირით და უბრალოდ მთელი კვირა მოლოდინში ვერ დაგტოვებდით.. რაც შეეხება დასასრულს, შესაძლოა მიფუჩეჩებული მოგეჩვენოთ იმიტომ რომ არ აღვწერე ოჯახების რეაქციები, ქორწილი, შვილები და ა.შ. ეს უბრალოდ არ ჩავთვალე საჭიროდ.. ამხელა "უფლისწული" კაცი (სიცილი) როგორმე მოახერხებდა ოჯახში სიტუაციის დალაგებას..

მოკლედ, არ ვიცი რამდენი ხნით გემშვიდობებით.. საგამოცდო ციებ-ცხელება აქტიურ რეჟიმში გადადის და შესაბამისად დროც ნაკლები მრჩება.. თუ ამ ერთი კვირის მანძილზე მუზამ ჩემთან ერთად "იმოგზაურა" და იაქტიურა, ისე რომ ერთი სრული ისტორია დავწერო, როგორც კი ჩამოვალ ავტვირთავ.. მაგრამ თუ არ გამოვიდა, პირობას ვერ მოგცემთ რომ ასე თავებით მალე დაგიბრუნდებით.. სულაც არ მინდა ლოდინით ისე დაგღალოთ, რომ ისტორიის წაკითხვის სურვილი აღარ გაგიჩნდეთ..მაგრამ თქვენს გარეშე რამდენად გავძლებ ეგეც არ ვიცი..

იმედი მაქვს მოგეწონათ დასასრული, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. კიდევ ერთი.. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს შოკოლადებო, როშენებო, ბარამბოებო, შოკი-მოკებო, კორონებო, ალპენ გოლდებო, სნიკერსებო, ბაუნტებო და ა.შ. (სიცილი) უუტკბილესი და უუთბილესი ხალხი ხართ.. მეძვირფასებით ჩემო კარგებო.. უყვარხართ თქვენს მარრიამს..

წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს... ქრისტე აღსდგა!!!

პ.ს. უღრმესი მადლობა ლილიანას იდეისთვის, იმედი მაქვს გავამართლე მოლოდინი და ისე დავწერე რომ მოგეწონა..



№1  offline მოდერი ლილიანა

შენ ხარ კარგი,არა საუკეთესო არა უბრწყინვალესი გოგონა,რომელიც ჩემს გულს იმაზე მეტად ახარებს ვიდრე ველოდებოდი,ძალიან ძალიან მომწონს ყოველი სიტყვა და ბწკარი რომელსაც ხორცს ასხამ,


ხოდაააააა
იცი შენ ,მე კიდევ ერთი იდეა ,რომ მაქვს და


აი იმით დაგვიბრუნდი რაა გთხოვვვვვვვ,გთხოვვვვვვ
მკითველებო თუ მიჭერთ მხარას თქვენც თხოვეთ რა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი Unnamed

მომეწონა! მართალია არ მომეწონა დასასრულიო რომ დავინახე :D მაგრამ კარგი იყო :) love

 


№3  offline წევრი ნინი-21

ლილიანა
შენ ხარ კარგი,არა საუკეთესო არა უბრწყინვალესი გოგონა,რომელიც ჩემს გულს იმაზე მეტად ახარებს ვიდრე ველოდებოდი,ძალიან ძალიან მომწონს ყოველი სიტყვა და ბწკარი რომელსაც ხორცს ასხამ,


ხოდაააააა
იცი შენ ,მე კიდევ ერთი იდეა ,რომ მაქვს და


აი იმით დაგვიბრუნდი რაა გთხოვვვვვვვ,გთხოვვვვვვ
მკითველებო თუ მიჭერთ მხარას თქვენც თხოვეთ რა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Liliana me shen gverdit var! ❤
Moutmenlad davelodebi axal istorias lilianas ideit, avtoris xorcshesxmit da mkitxvelis pozitiuri komentarebit❤
Rac sheexeba am istorias! Perfect! Ert-erti dasamaxsovrebelia chemtvis ❤

 


№4  offline წევრი EiLuL♥

ჩემი როშენიი... კი დამწყდა გული მაგრამ რა ვქნა ,,, მაინც გადასარევი იყოო ❤❤
--------------------
elene

 


№5  offline წევრი კოტი

მართალია არ მეყო მაგრამ იმედი მაქვს შემდეგში უფრო მაგარი ისტორიით დაგვიბრუნდები ესეც კარგი იყო თბილი და რაღაცნაირად კარგიი ჩემი ნიჭიერი ხრ შენ:*
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№6  offline წევრი Mkitxveli

ჭეშმარიტად! შენც გილოცავ,თუ გვეკარგები ცოტა ხნით :*

ისტორიაზე რა გითხრა,ძალიან მომეწონა. სხვებივით კარგი იყო,თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც არაა. იმას ვგულისხმობ,რომ წინა ისტორიები უფრო მიყვარს,ეს არაფრით ჩამოუვარდება,მაგრამ რაღაც ჩემი სტილი მაინც არ იყო,ალბათ,არ ვიცი. სხვებში უფრო მეტად იგრძნობოდა სიყვარული,ვნება,სითბო...

შენ კი ისევ ისე მიყვარხარ,როგორც ადრე.
მეტადაც,შეიძლება.
ახალი ისტორიით დაგვიბრუნდი,როცა გინდა. მთავარია დაბრუნდე :დ
ნახვამდის :დ

 


№7  offline მოდერი მარრიამი

რა ტკბილები ხართ და რა თბილები ხართ <3 უუღრმესი მადლობა ^_^ იმედი მაქვს მუზა არ დაისვენებს და ახალი ისტორიით დავბრუნდები :D თორემ მომენატრებით და ცოდო ვარ :D ^_^

 


№8  offline წევრი vighaca

Martla dzalian magaria

 


№9  offline მოდერი მარრიამი

vighaca
Martla dzalian magaria

მადლობა ^_^

 


№10  offline წევრი tamtu

Dzalian saxaliso tbili da tkbili istoria aris. Momecona. Ai shen ki ra gitxra. Unichieresi xar dzalian matbob sheni istoriebiiit. Darcmunebuli var dzalian tbili da tkbili marikuna iknebiii. Mixarixa rom gipove gemrielo shokoladoooo.♡♥♡♥♡♥

 


№11  offline მოდერი მარრიამი

tamtu
Dzalian saxaliso tbili da tkbili istoria aris. Momecona. Ai shen ki ra gitxra. Unichieresi xar dzalian matbob sheni istoriebiiit. Darcmunebuli var dzalian tbili da tkbili marikuna iknebiii. Mixarixa rom gipove gemrielo shokoladoooo.♡♥♡♥♡♥

უუღრმესი მადლობა <3 თქვენს სიტკბოსთან მე რას მოვალ <3

 


№12  offline წევრი veroo

ვაიმე აღფრთოვანდი სასწაულია მომეწონა ეს ყველაფერი კოსტანტინეს ნაირი პრინცი გვყავდეს ჩვენ ყველას ყოჩაღ იასამნისფერო გოგო სასწაულიხარ❤

 


№13  offline მოდერი მარრიამი

veroo
ვაიმე აღფრთოვანდი სასწაულია მომეწონა ეს ყველაფერი კოსტანტინეს ნაირი პრინცი გვყავდეს ჩვენ ყველას ყოჩაღ იასამნისფერო გოგო სასწაულიხარ❤

ვეროო, ჩემო უსაყვარლესო გოგო <3 დაე გამოჩნდეს კონსტანტინესნაირი და კიდევ უკეთესი პრინცი შენთვის :დ <3 ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent