შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარაობიდან სიყვარულის ძალით დავბრუნდი(მეშვიდე ნაწილი-დასასრული)


10-04-2015, 00:02
ავტორი niniia
ნანახია 2 201

კარი გავაღე თუ არა უცებ მეტაკა სიცივე და წვიმით გაჟღენთილი, ნესტიანი ჰაერი. ნანახმა კი სახეზე ღიმილი შემაყინა.....სიმართლე, რომ ვთქვა ძალიან გამიკვირდა,თუმცა ჩემს ალტერ ეგოს, ჩუმად, თავისთვის მაინც ჰქონდა იმედი, რომ ის დაბრუნებოდა.დემეტრე წვიმისაგან სასტიკად დასველებული იდგა ჩემს წინ და სათქმელს მისი მრავლიმთქმელი თვალები ამბობდა.მე ის არ დამიკარგავს! დამიბრუნდა! უკვე მერამდენედ დამიბრუნდა, უკვე მერამდენედ გადააბიჯა მის სიამაყეს და უკვე მერამდენედ მომაკითხა ისევ მან. ამჯერად არც მე აღარ ვაპრებდი მის დათმობას. მეც უნდა გადამებიჯებინა, ჩემი სიამყისათვის და წარსულში მომხდარი არასასიამვნო ფაქტები წარსულში უნდა ჩამეტოვებინა. ვეღარ დავიწყებდი იმ ძველის ქექვას, თუმცა ბოლომდე არც არასოდეს დამავიწყდებოდა, შესაძლოა მომავალში სიცილითაც კი გამეხსენებია. ჩვენ, ადამიანებს ხომ უცებ გვავიწყდება, ხოლმე ტკივილი და წარსულში მომხდარს ხუმრობად აღვიქვამთ.ზოგჯერ კი ეს ხუმრობა მოუშუშებელი ჭრილობაც კია, ამიტომ მეც მალე დავძლევდი ამას. იმდენად ვიყავი გახარებული და ისე მქონდა ბედნიერების გემო დავიწყებული, რომ უცებ ვიეჭვე იქნებ სიზმარიათქო. მხოლოდ მაშინღა მოვედი გონს როდესაც დემეტრე, უკან გატრიალდა.მან ვერ გაბედა ხმა ამოეღო, ძალა ბოლომდე არ ეყო, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა. მე რათქმაუნდა არც კი დავფიქრებულვარ ისე ავედევნე დემეტრეს უკან. იმ მომენტში, არ მაინტერესებდა რას იფიქრებდა ხალხი ან თუმდაც თავად დემეტრე. მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა მაშინ და ავისრულე კიდეც. დემეტრეს ხელი მკლავზე მოვკიდე და ჩემსკენ ძლივს შემოვატრიალე. მერე კი მას მთელი ძალით ვაკოცე.როდესაც მან გაიაზრა რას ვაკეთებდი წამსვე ისიც ამყვა. აი ასე ვიდექით შუა ქუჩაში, წვიმის წვეთები კი მთელ ტანზე გვეფერებოდნენ, ერთმანეთს მთელი გრძნობით ვკოცნიდით და არ გინდოდა ეს წამები ოდესმე დამთავრებულიყო.ბოლოს, რომ მოვრჩით ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-ჩემი გრძნობები სიამაყეზე მაღალი აღმოჩნდა. არ ვიცი რამ მომიყვანა ისევ შენთან, მაგრამ მე ახლა აქ ვარ. წყნარად ვიჯექი ჩემთვის გადაფარებულში და შენზე ვფიქრობი, ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ დაგგკარგე. მერე უცებ გონებამ ფიქრი შეწყვიტა და გზა გულს გადაულოცა, რომელიც გამალებით სცემდა და მთელს სხეულზე იყო გაბატონებული. ხოდა ამ სხეულმა მომიყვანა შენთან. ეთადერთი ადამიანი ხარ რომელმაც ჩემი ქცევა მანანებინა და ჩემს ფუჭ ცხოვრებაზე დამაფიქრა.
დემეტრემ დაამთავრა თუ არა, მისი გულისტკივილის მცირედი ამოძახილი, მაშინვე მძლავრად მიმიხუტა გულზე და ლამის სული გამაძრო ისე მომეკრო.მერე ნაზად შუბლზე მაკოცა გაყინული ტუჩებით და ისევ დამიტოვა კვალი, ოღონდ ამჯერად არსად წასულა. მე ამის შეგრძნების შემდეგ მთელი სხეულით ავკანაკალდი, არ ვიცი რა დამემართა. არ მჯეროდა რომ ჩემს ცხოვრებაში ნანატრი წუთები დადგა. თითქოს ბუნებაც განგებ წვიმდა ასე ძლიერად და აღნიშნავდა ორი გულისა და სულის ერთმანეთთან შერწყმას.წვმის წვეთები ორივეს, სასიამოვნოდ გვიცებდა კანს, თითქოს ეს წვეთები იყვნენ ყველაფერის მახარებლები. იმ წუთებში მხოლოდ ჩვენ ორი ვვარსებობდით, დედამიწის ზურგზე და მხოლოდ ჩვენი იყო სამყარო. უკვე საკმაოდ შეგვცივდა ორივეს თუმცა არცერთი არ ვიმჩნვდით ამას.მერე ჩემდა უნებურად დემეტრეს თვალებს, მივადე სახე და ვიგრძენი რაღაც ცხელი სითხე.ტანში ეკლებმა დამიარა და თითქოს სიცივის გრძნობა სადღაც უკვალოდ გაქრა.თურმე ის ჩუმაად ტიროდა, მივხვდი, რომ უხერხულად გრძნობდა თავს და ამიტომ არ შევიმჩნიე მისი ცრემლები. რასაკვირველია ორივე ვტიროდით, მაგრამ არცერთ არ გვინდოდა ამის გამხელა, თითქოს ის სიამაყე მაინც იყო ჩვენში შემორჩენილი და ცუღლუტობდა.-ნამდვილად არ ვიცოდი რა მოხდებოდა მომავლაში, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი, მისი ცრემლები მეხსიერებაში ცხოვრების ბოლომდე დამრჩებოდა და არ მომცემდა ამ დიდი სიყვარულის დავიწყების საშუალებას, რადგან მე ამ ცრემლებმა მაშინ გამათბო.
მერე ერთმანეთს თვალებით ვანიშნეთ, რომ მალე მოვკვდებოდით თუ კიდევ დიდხანს გავჩერდებოდით აქ და ისევ ჩაგვმწარდებოდა ერთად ყოფნა.უხმოდ გავუყევით ჩემი სახლის გზას და გალუმპულებმა შევაბიჯეთ შიგნით. იმ დღეს, დემეტრე ჩემთან დავტოვე.მთელი ღამე არ გვძინებია არცერთს, თუმცა ხმას მაინც იშვიათად ვიღებდით, რადგან იმ მომენტში სტყვები ძალიან გვეზედმეტებოდა, უბრალოდ ერთმანთის ცქერით ვტკბებოდით და ხშირად სათქმელს თვალებით ვამბობდით. გარიჟრაჟი, რომ მოახლოვდა, ჩემმმა ხმამ დაარღვია დიდი ხნის სიჩუმე.
-დღეს მამაშენთან მივდივართ...!
-ისადა შენნ....
-არ თქვა თორემ ვიცი შახამი ამოგივა პირიდან
-არ შემიძლია. უფრო სწორად არ მიმესვლელება სახლში
-შენ არც ჩემთან მოსვლა არ შეგეძლო და არც ჩემთან არ მოგესვლელებოდა, მაგრამ ახლა ხომ აქ ხარ? ანუ შეგძლებია ხომ? მშობელს ყოველთვის გაუხარდება შვილის დანახვა თან შენნარი სიმპატიურის -გადავანეიტრალე უცებ აფირისტობით სიტუაცია.
-მმმმმ.... ვითომ? სიმპატიური? თუმცა რასაკვირველია არანაკლებ ლამაზი ქალი მიზის გვერდით.
-შევიფერებ.... ჩემო ლამაზ თვალებავ -თვალები განაზებულად დავახამხამე და ჩემივე ქცევაზე გამეცინა, როცა გავიაზრე, რომ ხუმრობაში "შემოგვეკომპლიმენტა" ერთმანეთი.-კარგი ესეიგი დღეს მივდივართ და მეც მოგვყვები.....
-კარგი, კარგი ჰოოო, ოღონდ შენც წამოხვალ! -მიხვდა, რომ აზრი აღარ ქონდა შეწინააღმდეგებას.
მალე მოვემზადეთ, მამას გამზადებული საუზმე მივირთვით და დემეტრეს სახლისაკენ წავედით.ბევრი, რომ არ აღვწერო მხოლოდ მნიშვნელოვან ფაქტებს ვიტყვი. სახლი ძალიან ლამაზი, კოხტა და საკმაოდ დიდი იყო. შინგნიდანაც ძალიან კარგად იყო მოწყობილი, როგორც ჩანდა ჩემი ბიჭი შეძლებული ოჯახიდან იყო. კარი, რომ შევაღეთ გიგამ(დემეტრეს მამამ)გაოცებული თვალები მოგვაპყრო ორივეს. მერე გონს, რომ მოვიდა და გაიაზრა მის თავლ წინ მომხდარი, დემეტესაკენნ დაიძრა. დემეტრემ კი მთელი ძალით მომიჭირა ხელზე ხელი და ლამის სული ამომხადა.მერე კი ერთამანეთს მონატრებულად გადაეხვია მამა-შვილი.რასაკვირველია მამამ, წამსვე აპატია შვილს დაუფიქრებელი ნაბიჯები და გულში ჩაიკრა დემეტრე. ბევრი ვილაპარაკეთ ფინჯან ყავასთან ერთად და უკვე, რომ მოსაღამოვდა დემეტრე ფეზე წამოდგა.
-ახლა სახლში გაგიყვან, გვიანია მამა ინერვიულებს. მზრუნველი თვალები მომაპყრო და კარისაკენ დაიძრა.
კართან ახლოს, რომ ივედით გიგა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა
-მადლობაო და სიყვარულით გამიღიმა.-ალბათ მიხვდა, ვისი დამსახურებაც იყო მომხდარი.
-გავცილებ და მალე მომვალ მამა.
-კარგი შვილო. თბილად მიუგო გახარებულმა კაცმა.
მე კი ცრემლები წამომივიდა, დემეტრეს თვალებში ამოდენა სიხარულს, რომ შევეჩეხე. ის მალე შეიცვლა და ერთი შეხედვით, იოლად ამოძვრა ჭაობიდან, თუმცა მხოლოდ ჩვენ ვიცით რის ფასად დაგვიჯდა ეს, და ჩვენს გარდა ვერავინ ვერ მიხვდება, რამდენი ტკივილით სავსე ცრემლია ამაში ჩაქსოვილი.
-ის რომ სხვა ქუჩის ბიჭებში გარეულიყოო, მას ვერც სიყვარული დაეხმარებოდა და ვერც რამე ზებუნებრივი ძალა. -ისევ გაუჩერებლად ვტიროდი და თან ღიმილით შევცქეროდი დემეტრეს. ის კი ჩემთან მოვიდა, ცრემლები მომწმინდა და ყურში ჩამჩურჩულა:
-სულელო ნუ ტირი, მიყვარხარ! მერე მხოლოდ მისი ნაზი შეხება ვიგრძენი ქვედა ტუჩზე და წამში გაითიშა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი.
888888888888888888888
-ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამ უბრალო, გოგონამ რამხელა რაღაც შეძლო სიყვარულით. ეს ყველაფერი ისე უცებ და გაუაზრებლად მოხდა, რომ მეთვითონაც მიკვირს როდის მოვასწარი მისი შეყვარება. მე რაღაც საოცარი გადამხდა თავს, არარაობბიდან სიყვარულის ძალით დავრუნდი და ისევ ვეზიარე ბედნიერებას. კატომ ცხოვრების მიზანი გამიჩინა. მინდოდა მისთვის ეს ყოველივე ამეხსნა და მადლობა მეთქვა, მისი ნაწილადები სითბოსათვის, მაგრამ ამის გაკეთება გამიჭირდებოდა . უცებ ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში, ჩემს "დღიურს" დავავლე ხელი და ბედნიერმა შევუდექი უკანასკნელი ფურცლის შევსებას.
"კატოსგან ვისწავლე, რომ თუ მიწაზე მწარედ დაენარცხე არ უნდა დანებდე ,პირიქით კარგად უნდა შეიგრძნო ამ დაცემის გემო და დაიმახსოვრო ეს გრძნობა იმიტომ, რომ წამოდგომის სიძლიერე კარგად შეიგრძნო. კარგად უნდა გაანალიზო ყველაფერი და ისე უნდა დაიძრა პრობლემისაკენ.ქვას ფეხი ინსტრიქტურადაც, რომ წამოკრა და დანებდე, ცხოვრების დაუნდობელი ძალა, დაუფიქრებლად გაგანადგურებს და გაგთელავს. თუ გაქვს რაიმე მყარი, რაზეც შეგიძლია დადგომა და ფესვების გადგმა, მას უნდა მოეჭიდო და არ გაუშვა. ცხოვრება წარმავალია, დღეს შეიძლება ხარ, მაგრამ ხვალინდელი დღე შეიძლება აღარ იყოს. ადამიანი, რომ ვერ გაუმკლავდება და დაძლევს ისეთი არაფერია, ამიტომ უნდა დაივიწყო ადამიანური ღირებულებები, რომელიც სიამაყის ფარგლებშია მოქცეული. რასაკვირველია თუ ეს ამად ღირს. უნდა დატკბე ცხოვრებით, იქამდე სანამ შეგიძლია, თორემ ყველა გაფაციცებულია როდის დაეცემი, რომ მშრალზე დაგტოვონ და ის ერთადერთი საარსებო ლუკმა გამოგტაცონ პირიდან, რომლითაც სული გიდგას. ბუნება ხომ ასეა მოწყობილი. შეიძლება ზოგჯერ თავი, უსაზღვროდ მარტო იგრძნო იმიტომ, რომ ყველამ მიგატოვა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ბნელშიც არის რაღაც სინათლის ნაპერწკალი.-ამ ყველაფერმა, ბევრი რამე მასწავლა და წარუშლელი კვალიც დამიტოვა.- ეს ერთი, რამ კი თავად დავასკვენი: -მე აღარ მქონდა უფლება ვყოფილიყავი "რამე", მე უნდა გავმხდადირყავი სამაგალითო ადამიანი, რომელიც არასოდეს შეუშინდება დაბრკოლებას.მე თვით სიკვდილსაც კი სიცოცხლის წყურვილით უნდა ვსძლიო." ამ ფურცელის ბოლოს, დავსვი დიდი, მუქი წერტილი, რომელიც ამავედროს ჩემი ძველი ცხოვრების წერტილის დასმაც იყო. რადგან უახლოესს დღეებში სკოლაში ვაპირებდი მისვლას სიტუაციის გასაგებად,რათა ცხოვრება, ჩვეულ რიტმში ჩამეყენებინა.
წერაში ისე შემომაღამდა, რომ ვერც კი გავიგე. ძალიან მეძინებოდა ამიტომ დაუფიქრებლად გადავეშვი არარეალურ სამყაროში. მეორე დღეს კი კატოს, დილაუთენია დავადექი თავზე და ზურგს უკან დამალული "დღიური" გადავეცი. სწორედ ასე გაიგებდა ის ჩემი გულისთქმას. ცოტახნის შემდეგ კი, შევამჩნიე კატოს თვალებზე ორი ობოლი ცრემლი. მე ის მთელი ძალით ავიკარი გულზე და ვგრძნობდი, როგორ გამალებით უცემდა გული ამიტომ მისი ეიფორია მეც გადმომედო. ყურთან ახლოს მივუტანე ტუჩები, რაღაცის სათქმელად, მას კი ტანში დაუარა. ეს რომ ვიგრძენი ჩამეცინა და ყურში ცავჩურჩულე
-არარაობიდან შენი სიყვარულის ძალით დავბრუნდი. მერე კი ყელზე ნაზად შევხე და იქ შევუტოვე ჩემი სუნვქვა. ისევ დავუბრუნდი ყურთან და ისევ ჩავჩურჩულე -მიყვარხარ! მე შენ ჩემში შემოგიშვი
-იცოდე! უკვე, ჩვენ ერთნი ვართ და მე მუდამ შენს გვერდით ვიყავი, ვარ და ვიქნები. მიყვარხარ !(კატო)

არც მე და არც კატომ არ ვიციით რა მოხდება მომავალში, მაგრამ არამგონია ბედს, ჩევენი დაშორება კიდევ მოუნდეს, ჩვენ ხომ დიდი გამოცდა ჩავაბარეთ. უბრალოდ დღევანდელი დღით ვცხვორბთ და მივყვებით დინებას.



აჰა ესეც ისტორიის დასასრული. მადლობა ვინც კითხულობდით და სტიმულს მაძევდით. ძალიან მიყვარხართ. შეიძლება მთლად მაგარი არ გამოვიდა მაგრამ ეს ჩემი პირველი მოთხრობაა რომელიც სააშკარაოზე გამოვიტანე და ბოლომდე მივიყვანე.თუ ვინმე თვლის, რომ ბანალურია მათ ერთი რამე მინდა ვუთხრა არა თავის მართლების მიზნით არამედ რჩევის სახით ბანალური ისტორიები არ არსებობს! რადგან ნაწარმოებში ერთი განსხვავებული სიტყვაც კი გამოარჩევს სხვებისგან თითოეულ მოთხრობას მითუმეტეს თუ მასში მთელი გულია ჩაქსოვილი. თუ ვინმეს მოგწონთ ან კრიტიკა გაქვთ ჩემს მიმართ გამიხარდება თუ კომენტარის სახით გადმოსცემთ თქვენს აზრს. შესაძლლოა არ მყავს 1000-ობით მკითხველლი, მაგრამ ვიცი რამოდენიმე მაინც ელოდება ჩემს ახალ თავებს. მალე დაგიბრუნდებით ახალი მოთხრობით მიყვარხართ (ბოდიშით ძაან გამიგრძელდა)



№1  offline წევრი talaxadze133

Dzan kargi iko minda gitxra rom nichieri xar velodebi shens shemdeg nashroms dzalian male..rac sheexeba istoris dasasruls dzalian ubralo magram kvelfris mtkmeli iko <333

 


№2  offline წევრი niniia

Madloba didi <3 <3
talaxadze133
Dzan kargi iko minda gitxra rom nichieri xar velodebi shens shemdeg nashroms dzalian male..rac sheexeba istoris dasasruls dzalian ubralo magram kvelfris mtkmeli iko <333

 


№3  offline წევრი ninaa26

dzaan nichieri xar..!! <3

 


№4  offline წევრი niniia

Madloba didi <3 <3
ninaa26
dzaan nichieri xar..!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent