შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი ტუჩები (ანუ შენს კოცნას ვერ დავივიწყებ) *თავი5*


10-04-2015, 00:05
ავტორი anna777
ნანახია 2 987

მთელი ღამე თეთრად გავათენე დილის 5საათზე ჩამეძინა ცხადია სამსახურში წავიდოდი მაინც არ დავთმობდი ჩემს პოზიციებს...
9იყო რომ გამეღვიძა საშინლად მეძინებოდა მაგრამ რა მექნსა...მაკიაჟით ჩაშავებული თვალები დავიფარე.კლასიკური შარვალი და ლურჯი პერანგი ჩავიცვი,თმები ბოლოებში დავიხვიე ბაცი ფერის ტუჩსაცხი,ჩანთა და მზად ვიყავი.ძალიან მაგარი ყავა გავიკეთე...ვიჯექი და უბრალოდ ვფიქრობდი ხან რაზე ხან რაზე საფიქრალს რა გამოლევს? არა უბრალოდ რომ არ გადავყრებოდი ამკაცს რა იქნებოდა ან არ მეკოცნა მაინც...ან უბრალოდ იმ დღეს კიბეებზე იმ სისწრაფით არ ჩამომერბინა...რატომ?! ყველაფერი შენ რატომ გემართება ნატალია...საათს უღიმღამოდ შევხედე და კიბეები ჩავიარე აი ეს კიბე იყო კისერი რომ მოვიტეხე და მის მკლავებში ავღმოჩნდი არა მაინც მაჟრიალებს იმის გახსენებაზე როგორ ვაკოცე და როგორ აღმოვჩნდი მის მკლავებში.

^^^
სამსახურში მისულს ყველა იქ დამხვდა...ჩემი კაბინეტისკენ გავწიე და კარები გავაღე როცა ისევ ის კა*პა დავინახე,ღმერთო ჩემო ამან ჭკუა რატომ ვერ ისწავლა?? რატომ მხვდება ყველა დებილი მეეე!
-მგონი წესიერად ვერ აგიხსენი ხო რაც ხდება და როგორც ხდება?
არც კი მისმენს საბუთებში იხედება და რაღაცეებს კითხულობს...
-ნუ წვალობ მაინც ვერ გაარკვევ მანდ რა წერია...ერთი წუთით ყრუ ხარ? შენ გელაპარაკები.
უკვე წყობიდან გამოყვანილი მისკენ წავედი და მაგიდაზე რაც კი იყო ხელის მოსმით იატაკზე აღმოჩნდა...
-ესეც ასე შეგიძლია ხელი მოაწერო! მეუბნება,გახარებულ მზერას მტყორცნის და საბუთს მაწვდის...
-რას?
-იმას რომ დღეიდან ბატონი დემეტრეს მდივანი გახდებით...
-უკაცრავად გენაცვალე მგონი კარგად ვერ გამიგეთ!
-არა,ეს შენ ვერ გაიგე კარგად ნატალია!
ოთახში ჩემი საყვარელი მამაკაცის სურნელი დგება,მისკენ ვიხედები და დემეტრეს ვხედავ რუხ პიჯაკსა და თეთრ პერანგში...ისეთი თვალებით მიყურებს თითქოს დაუძინებელ მტერს უყურებსო მაგრამ მაინც შეგვიძლია ამოვიკითხოთ მის თვალებში ჩემდამი გრძნობა გრძნობა რომელიც თავს ახსენებს ჩემი ყურებისას...
-დემეტრე ამიხსნი რა ხდება...
-ასახსნერი არაფერია ქალბატონო ნატალია სამსახურს ტოვებთ ან ჩემი მდივანი ხდებით!
-კარგით თუ ასახსნელი არაფერია მაშინ სამსახურს დავტოვებ!
-დარწმუნებული ხართ ქალბატონო ნატალია?
-დიახ,სრულებით...
-თინა დაგვტოვე! ოთახში ისმის მისი ბარიტონი და ქალიც იმწამსვე დგება სკამიდან...
„ესეიგი თინა“ ვფიქრობ ჩემთვის და „მამის მკვლელ“ მზერას ვაყოლებ ქალბატონ თინას..

-ნატალია მომისმინე ძალიან ცუდად მეთამაშები...
ოჰ,ამას ვინ მეუბნება? ის ვინ იყო ვნებიანად რომ კოცნიდა თინას თუ ვინც არის?!! ეხლა ჩემგან რა უნდა მისი მდივანი გავხდე და მისი კაპრიზები ავასრულო არამც და არამც!
-თამაშში რას გულისხმობთ ბატონო დემეტრე?
-კარგად იცი რასაც... მამაკაცი ჩვენს შორის დისტანციას ამცირებს და ჩემსკენ მოდის,საჩვენებ თითს ზედა ტუჩზე ატარებს და ნაცრისფერი თვალებით თვალებში მიყურებს...
-ნუთუ არ გინდა,რომ ეხლა გაკოცო...
იმწამსვე რეაგირებს ალტერეგო და მამაკაცის კითხვაზე ტაშს უკრავს დადებითი პასუხით.მაგრამ მე რის ნატალია ვარ რათქმაუნდა,ვუარყოფ და ჯიუტად „არას“ ვამბობ...
-როგორ უნდა მინდოდეს იმ კაცის კოცნა რომელმაც დამამცირა,მიღალატა და სხვაში გამცვალა...
-ეჭვიანობ ნატალია?
-მე არ ვეჭვიანობ ბატონო დემეტრე მე უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ!
-მაშინ რატომ მიდიხართ სამსახურიდან?
-არავის არ მივცემ უფლებას დამამციროს
-ესეიგი,ამით თქვენ მცირდებით?
-დიახ,ამდენი არ მისწავლია იმისთვის რომ ვიღაც დემეტრე ავალიანის მდივანი გავხდე...
-მე ვიღაც ვარ ნატალია?
-ამ წამიდან დიახ...
-ანუ მივიწყებ?
-დიახ გივიწყებთ...
ობოლი ცრემლი მიგორდება თვალიდან და ოთახს ვტოვებ მაგრამ მაინც მესმის სიტყვები
„მაგასაც ვნახავთ!“

საშინელ ხასიათზე ვარ...როცა საშინელ ხასიათზე ვარ რასვაკეთებ? საშოპინგოდ მივდივარ ან ბევრ შოკოლადს და ნაყინს ვჭამ ან მეგობრებს ვურეკავ...
არავის ნახვის თავი არ მქონდა ამიტომ გადავწყვიტე რომ მამაჩემისთვის საჩუქარი ამერჩია თან ჩემთვისაც ამერჩია ტანსაცმელი...
იმის მიუხედავად რომ განწყობა არ მქონდა მინდოდა მამაჩემის დაბადებისდღეზე ლამაზად და გემოვნებიანად მცმოდა და სტუმრებისთვის თავბრო დამეხვია...
ბევრი სიარულის შემდეგ ულამაზესი კაბა ავარჩიე შაბიამისფერი თვლებით,მამას ულამაზესი საათი ვუყიდე ისეთი მას რომ შეეფერება...
სხვა რა გზა მქონდა სახლში წავედი...
^^^
ასე თუ ისე,საღამომდე დრო გავწელე და ბოლოს 7საათიც მოვიდა როგორც ქალიშვილი ცოტა ადრეც ხო უნდა მივსულიყავი მამას საჩუქარი ლამაზ პარკში ჩავდე მისი კონიაკიც შევფუთე...
კაბაც ჩავიცვი ლოკონები მხარზე გადმოვიყარე ლამაზი თვალისმომჭრელი საყურები გავიკეთე.
სუსტი მაგრამ ლამაზი მაკიაჟი გავიკეთე,შავი „ლობუტინები“ ჩავიცვი და „CHANEL MADEMOISELLE” მივიპკურე სარკის წინ ბევრჯერ დავტრიალდი ჩემი თავით გმაყოფილი გამოვედი სახლიდან,მანქანაში ჩავჯექი და მამაჩემის სახლისკენ გავწიე...
^^^
საერთოდ მდიდარი მშობლები მყავს,მამას სხვადასხვა კომპანიებში წილები აქვს,დედას საკონდიტრო ნაწარმის ქარხანა აქვს ყველანაირ ტკბილეულს ამზადებს პოპულარულიცარის და ხარისხსაც ვერ დაუწუნებ მე მამის პროფესიას გავყევი.
^^^
სახლთან მანქანების რაოდენობამ თვალი მომჭრა...ჰოლი სავსე იყო ძვირფასი სუნამოს სუნით სასიამოვნო მუსიკა იყო ჩართული,ყველა საუბრობდა მამა მოვძებნე თვალებით მისკენ წავედი და ვუთხარი:
-მსოფლიოში ყველაზე კარგ მამიკოს დაბადებისდღეს ვულოცავ! გულწრფელი ღიმილით გავუღიმე და საჩუქარი გავუწოდე
-ჩემი ქალიშვილი მოვიდა! არ უნდა მოიკითხო შენი მოხუცი მამიკო?!
-მამა შენ მოხუცი არ ხარ და საერთოდ სულ მახსოვხარ შენ მაინც არიცოდე რა გადატვირთული გრაფიკი მაქვს...
„განსაკუთრებით ეხლა“ გავიფიქრე მე...
-ხო სამსახურზე გამახსენდა შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს...
-მითხარი!
-წამოდი დაგელაპარაკები!
მამამ კაბინეტში გამიყვანა ოთახის კარები მოხურა და საუბარი დაიწყო...
შვილო უკვე 25 წლის ხარ და არშეიძლება ასე დიდ ხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე,ერთი თვეა ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი...თავისი კომპანია აქვს...დანარჩენი უკვე აღარ მესმოდა
უკვე მივხვდი მამას საითკენ მიჰყავდა ლაპარაკი...არა ნამდვილად არ ვაპირებდი უარის თქმას
ახლა ნამდვილად მჭირდებოდა მისი დავიწყება და მჭირდებოდა ამისთვის მამაკაცი...წარმოვიდგინე ჩემი თავი ცოლად და პატარძლად და გამაჟრიალა...
არ იქცევი სწორად შემომძახა „მეორე მემ“ შენ გაჩუმდი!! ვინ გეკითხება?! ჩემი ცხოვრებაა!
ასე გადავწყვიტე დაე იტანჯოს დემეტრე ავალიანმა! მაგრამ მე?! მე ვის ვატყუებ მე არ დავიტანჯები?! რაც არის არის! მე ამ ნაბიჯს გადავდგამ...
-ნატა თანახმა ხარ?
-კი მამა თანახმა ვარ!!
-რაა? მართლა?
-ხო მამა მართლა...!
-ძალიან კარგი ნიშნობაღა დაგვრჩენია...წამოდი ნატა!
მამამ სტუმრებისკენ წამიყვანა იმდენი ხალხი იყო,დედაც იქვე იყო სულელივით იღიმოდა მივხვდი ყველაფერი იცოდა...
-მოკლედ გაიცანით ალბათ მეტნაკლებად ყველა იცნობთ ეს ჩემი ქალიშვილი ნატალიაა!
ვგრძნობდი უამრავი ადამიანის მწველ მზერას როგორ მათვალიერებდნენ!
-მინდა ყველას ყურადღება აქეთ მოვმართო!! დღეს ჩემი დაბადებისდღის გარდა კიდევ რაღაცასაც ავღნიშნავთ ეს კი ჩემი შვილის ნიშნობააა...
მთელი დარბაზი ახმაურდა ყველა მე მიყურებდა...
-მამამ ხელი გამომიწოდა და მის გვერდით დამაყენა..!
-მინდა ჩემი სასიძო გაგაცნოთ...
ღმერთო სადაცაა გული მგლიჯავს! აქვე ინფარქტი მომივა! რომ არ მომეწონოს მახინჯი ან მოხუცი რომ აღმოჩნდეს?! არა მამა ერთადერთ ქალიშვილს ამისთვის არ გაიმეტებდა!!
-დემეტრე,სად ხარ...ამბობს მამა ჩემს საყვარელ სახელს
ღმერთო მძინავს ხომ?! ხომ მძინავს ეს ყველაფერი ხომ აფსურდია აი ეხლა გამეღვიძება!!
ოთახში ჩემთვის საოცრად ნაცნობი პიროვნება შემოდის მედედურად დგამს ნაბიჯებს საოცრად სიმპათიურია იმდენად რომ მინდა მისი ტუჩების გემო გავსინჯო...
-გილოცავთ მინდა ამ სასმისით დაგლოცოთ,იხარეთ და იბედნიერეთ
დემეტრე მიახლოვდება სარკასტულად იღიმის ჩემს გვერდით დგება და წელზე ხელს მხვევს...
მე კი თვალებს ვუბრიალებ და ისე რომ სტუმრებმა არ დაინახონ ვიცილებ!
სტუმრები უკვე აღარ გვისმენენ მომილოცეს,მისურვეს ბედნიერება ბარაქა ბლა ბლა ბლა ეს ხომ ყველაფერი აფსურდია!!!
-მამა ეს ყველაფერი რას ნიშნავს ვჩურჩულებ მამას გასაგონად!
-დემეტრე ავალიანი გაიცანი შენი მომავალი ქმარი...
-მამა ჩემი უფროსია!
-ვიცი შვილო!
-რაა მამა?
ჩემს ოთახში სასოწარკვეთილი მივრბივარ,ვგრძნობ როგორ მომყვება სასურველი მამაკაცი და ჩემს ბავშვობის ოთახში შევდივარ და საწოლზე მოწყვეტით ვწვები და ვქვითინებ...
-რატომ ტირი ნატალია? ოთახში დემეტრეს სურნელით ივსება მეც ვცდილობა მისი სურნელის მოშორებას და აივნისკენ მივდივარ
ბრრ! მცივა ღამე,მთვარე,ვარსკვლავები...
დემეტრე გარეთ გამოდის მის პიჯაკს იხდის და მე მაძლევს რა რომანტიულია!
-ნატალია! ჩემს უკან დგება და ხელებს წელზე მხვევს..!
-გამიშვი დემეტრე!
-მეყოფა შენი გაშვება,სამუდამოდ ჩემი იქნები!!
-არა შენი არასდროს არ ვიქნები!
ისეთ ტყუილს ვამბობ მეც რომ არ მჯერა! მეცინება
-იქნები თან როგორ! მისკენ ვბრუნდები და მისი სუნთქვა სახეში მეცემა როგორ მიყვარს მისი უძიროდ ნაცრისფერი თვალების ყურება მათში ბევრ რამეს რომ ამოიკითხავ ერთერთი ჩემდამი სიყვარულია!
პ.ს მიყვარხართ,შეცდომები მომიტევეთ,ვისაც მოგწონთ კომენტარები დატოვეთ!!



№1  offline წევრი Heartbeat

მიყვარხარ..ჯერ ისტრიაა ხომ მომწონს..ნუ ავტორზე კრინრტი ზედმეტია თოქინგი..მიკაქალ..უყვატრხარ შენ გულის ცემას და ერთ მუზიან მწერალს..❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი lika

momwons da rogor dzan kargia magram patara

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent