შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {4}


3-04-2015, 20:37
ავტორი nefertiti
ნანახია 2 087

გამარჯობათ! მე ქეთა ამირეჯიბი ვარ და მინდა დიდი სიამაყით გამცნოთ-მე იდიოტი ვარ.
დიახ,მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი ათოსნობისა,პოტენციური ოქროს მედლის და უამრავი უსარგებლო ინფორმაციისა ჩემს ტვინში მე იდიოტი ვარ, რადგან იმის გააზრებაც არ შემიძლია დამიანე რას წარმოადგენს ჩმთვის. ჯერ-ჯერობით ვერ მივხვდი მომწონს თუ არა. არსებობს მსგავსი რაღაც? საკუთარ გრძნობებს ვერ ხვდებოდე ადამიანი. ჩემი ტვინის შერყევიდან უკვე ერთი კვირა გავიდა,იმ ავბედითი საღამოს შემდეგ დადა აღარც გამოჩენილა-გასაკვირი არცაა,ალბათ გაბრაზდა. მას შემდეგ ვწევარ უაზროდ ჭერს მიშტერებული და არ არსებულ წერტილებს ვითვლი ჩემს ახლად გარემონტებულ ოთახში. ქვემოდან კარის ხმა მესმის,როგორც ჩანს მაკა დაბრუნდა. საკვირველია პირდაპირ 39 წლის ქალს რომ უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს ვიდრე 17 წლის მოზარდს. ჰო,მაკამ და ალექსანდრემ მგონი ერთმანეთს გაუგეს და ახლა ერთად არიან. ისე რა ეწოდება მათი ასაკის წყვილს? შეყვარებული ძალიან ბავშვურად ჟღერს,მეგობარი მამაკაცი? თუ გავითვალისწინებთ დედაჩემის მის სახლში სტუმრობის რაოდენობას სანდროს მეგობარი ნამდვილად არ ეთქმის.
ამ ბოლო დროს მაკა თითქმის ღამით სულ მასთან რჩება-ამის გამო ტანსაცმლის ნაწილი მის სახლში გადაიტანა რაც ძალიან არ მომწონს-მიყვარს მისი ტანსაცმელის ჩაცმა განსაკუთრებით იმიტომ რომ მის გარდერობში მხოლოდ ბრენდების ტანსაცმელია,რითაც მე ნამდვილად არ ვარ განებივრებული. მისი ფერაგამოს შავი კაბა მიდგება თვალწინ და ვოხრავ,სწორედ ამ დროს შემოდის ქალბატონი მინისტრი ოთახში. მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურება,ვიცნობ მის ამ გამოხედვას სადაცაა ტირილს დაიწყებს
-რა მოხდა? ვამბობ შეშფოთებული და საწოლში ვჯდები რაზეც ჩემი შერყეული ტვინი გამჭოლი ტკივილით მასაჩუქრებს
-დავშორდით,მეუბნება უემოციოთ და ქვედა ტუჩს იკვნეტს ცრემლების შესაკავებლად. გვარის შეცვლა მომთხოვა,გესმის? აქ კი თავს ვეღარ იკავებს და ხმამაღლა იწყებს ტირილს.
როგორ უნდა შევიცვალო გავრი როცა ჩემი ნახევარი ცხოვრება ამ გვარით გავატარე? ვაჩეზე ეჭვიანობს,გარდაცვლილ ადამიანზე ხვდები? როგორ შეიძლება რომ ვაჩეს შეედაროს? არც უნდა ედრებოდეს,იმიტომ რომ ვაჩე აუცილებლადგადაწონის მას თუ არჩევანის წინაშე დამაყენებს. ბოლოს და ბოლოს მამაშენია,კაცი რომელმაც შენნაირი შვილი მაჩუქა!(ეს ვითომ კომპლიმენტი იყო?!). ამიტომ დავშორდი,არ დავუშვებ რომ ვინმემ მისი ადგილის დაკავება მოინდომოს,ამ სახლში ერთადერთი კაცი იყო და ყოველთვისს ასე დარჩება. საწოლიდან გაჭირვებით ვდგები და მაგრად ვეხუტები,ფეხებზე ახლა ჩემი ტვინის შერყევა.
-შენ და დადა რას შვრებით? მეუბნება ქსუტუნით დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ როცა ბოლოს და ბოლოს გულისგამაწვრილებელ ტირილს წყვეტს
-რას უნდა ვშვრებოდეთ? ვამბობ გაკვირვებული და მხრებს ვიჩეჩ
-კარგი ბიჭია დადა,მგონი დროა აბაზანა მიიღო და მერე ლაშას მასთან წაყვანა სთხოვო
-რისთვის? ვამბობ აუღელვებლად მაგრამ სადაცაა გული ამომვარდეს
-მეც-ო ხომ უნდა უთხრა? იღიმის დედაჩემი და ოთახიდან გადის. ოი ოი შენ რა ხარ დედაჩემო! მეცინება,აბაზანა მართლაც მჭირდება, ოღონდ დადასთან წვალ თუ არა ჯერ კიდევ არ ვიცი. ასე ადვილი არ არის,შეყვარებული არასდროს მყოლია,არც კი ვიცი მსგავსს სიტუაციებში როგორ იქცევიან ხოლმე.
ნახევარ საათიანი(ანუ ის დრო რაც აბაზანაში ვიყავი) სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებ,და ლაშას წაყვანას ვთხოვ, დიდი იმედი მაქვს ჩემი ნახვა გაახარებს. საერთოდ,ასე მარტ9ვად გადაწყვეტილებებს არ ვიღებ თუმცა რაღა მარტივად მთელი კვირაა ამაზე ვფიქრობ. არ ვიცი ამის შემდეგ რა იქნება მაგრამ ამ მომენტში ერთადერთი ეს მინდა.
დადას სახლს ლაშა ადვილად აგნებს,როგორც ჩანს რემონტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა იმიტომ რომ შიგნიდან რაღაცის კაკუნის ხმა გამოდის. ვაკაკუნებ,იმედია პირდაპირ ის დამხვდება თორემ სხვა შემთხვევაში... ჯანდაბა,დედამისი მხვდება
-გამარჯობათ,მე დამიანეს კლასელი ვარ ქეთა,სახლშია?
-გამარჯობა ქეთა,იღიმის ქალი,საერთოდ ვერ ვატყობ უცნაურობას. დადა თავის ოთახშია შედი გენაცვალე. ერთ ერთ კარზე მითითებს და თვითონ კარების გადაკეტვითაა დაკავებული. მოიცა ასე შევიდე? აი ასე უბრალოდ? იქნებ რას აკეთებს. კარგი რა ქეთა,რას უნდა აკეთებდეს?! ოთახში შევდივარ და კედელთან,ზურგშექცევით მჯდარ დამიანეს ვუყურებ,რაღაცას გამალებით წერს ალბათ მეცადინეობს. წელსზემოთ შიშველი. ზურგზე ორი ღრმა ნაჭრილობევით. თვალს ვერაფრით ვაშორებ და უნებურად იწყებს ჩემი თავი ზუზუნს,შრამები გრძელ ზოლებად გასდევს. კარის დახურვის ხმაზე ბრუნდება,ალბათ ინსტინქტურად დავხურე თორემ ახლა ისე ვარ გამოშტერებული რა მეკარება?
შეცბუნებული დგება და სასწრაფოდ მაისურს იცვამს
-შენ ახლა არ უნდა იწვე?. ვერაფრით ვახერხებ პასუხის გაცემას,თვალწინ მუდმიად მისი დაშრამული ზურგი მიდგას
-აქ არ უნდა მოსულიყავი. იღრინება დამიანე. ისევ ვერ ვპასუხობ. ეს არ უნდა გენახა. ჯანდაბა არ უნდ აგენახა! ღრიალებს და თავს ხელებში რგავს. მის ყვირილზე უნებურად ვიწყებ ტირილს და სახლიდან სწრაფად გამოვდივარ. არ უნდა მოვსულიყავი,დამიანე მართალია აქ არ უნდა მოვსულიყავი. სწრაფად ჩავდივარ კიბეზე და მანქანაში ვჯდები. ლაშა ეჭვისთვალით მიყურებს
-სახლში წავიდეთ რა გთხოვ. ვამბობ ქსუტუნით და თავს მუხლებზე ვიდებ
-ესე ვერ მიგიყვან ქეთუშ სახლში,მაკა არ გეცოდება? არ გინდა მე და შენ ნაყინი ვჭამოთ?
-არაა! ვამბობ და ამჯერად ტირილს ვეღარ ვიკავებ (რა მენაყინება ერთი?!)
-ოო,აი თუ ნაყინიც არ გინდა მაშინ სერიოზულად არის საქმე. კეფას იფხანს ლაშა ჩაფიქრებული სახით
-გეგასთან წამიყვანე. ცრემლებს ბავშვივით მუჭებით ვიწმენდ და ფანჯრიდან ჩემსავით მობუზულ ჩიტებს ვუყურებ.
გეგასთან მისულს საბედნიეროდ ელენა სახლში არ მხვდება. თორემ ეგ დედაჩემზე უარესია,კთხვებით სულს ამომხდიდა.
-რაში ადანაშაულებ ვერ მივხვდი. მხრებს იჩეჩს გეგა ყველაფრის მოსმენის შემდეგ
-მიყვირა! მე იმისთვის მივედი რომ მეთქვა მომწონხართქო და იმან კიდევ მიყვირა.
-ნერვები ვეღარ მოთოკა,ასეთ მდგომარობაში უმეტესობა ასე მოიქცეოდა. ხვდები მაინც რა დამამცირებელია მისთვის ეს შენი შეშფოთებული მზერა?
-ანუ აქეთ მე ვარ დამნაშავე?
-მე მაგას არ ვამბობ. თავს აქნევს გეგა და თან ჩაის მიკეთებს-უბრალოდ,არც მე მომეწონებოდა,ჩემი შრამიანი სხეული კრისტოფერს რომ ენახა და მასეთი რეაქცია ქონოდა.
და საერთოდ,იცი რა მაგარი ამბავი მაქვს შენთვის? უცებ დაგავიწყდება დადა და მისი შრამები! სორბონის უნივერსტეტში შეგვიძლია მომავალი წლიდან ვისწავლოთ
-ეგ როგორ? ვამბობ გაოცებით? სორბონი? პარიზში? საფრანგეთში სწავლა შემიძლია? ღმერთო ჩემო!
-როგორ და მიღება 18 წლიდან აქვთ ზაფხულში კიდევ ორივე უკვე 18სები ვიქმებით. მოკლედ ახლა უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ნიშნები და მასწავლებლების დახასიათებები და 6 თვეში შეგვატყობინებენ პასუხს,მეორე ეტაპი გამოცდაა,მესამე გასაუბრება. წარმოიდგინე რა მაგარი შანსი გვაქვს!
-გეგა,სერიოზულად ამბობ? მიყვარს დედაჩემი,ყველაზე წინდახედული ქალია ძალით რომ მასწავლა ფრანგული ენა არადა სულ ვწუწუნებდი რაში გამომადგებათქო.
-სერიოზულად ხო. ხვალვე დავაწერინებ ყველას დახასიათებას და დირექტორს ნიშნებს დავამოწმებინებ.
არა,ვაღიარებ,ნამდვილად „შკოლნიკი“ ვარ,ვისღა ახსოვს დადა ისე ვარ ამ ამბით აღტაცებული!
ასე რომ საფრანგეთი გვიხმობს! იცინის გეგა და ჩაის ჭიქას ხელში მაჩეჩებს.
-სორბონს გაუმარჯოს! ვამბობ მხიარულად და ჩემს სიცოცხლეში პირველ სადღეგრძელოს ვამბობ ჩაით.

-----------
ვა-ი-მე!
როგორ დავიგვიანე საცემი ვარ ნამდვილად. მაგრამ სამწუხაროდ მაღალი სიცხეები მქონდა,და თურმე "მუზა" სიცხიანზე არ მოდის.
ვეცდები ავანაზღაური თქვენთვის მოყენებული "ზარალი" :დ და ყოველდღე დავდო ამიერიდან.
ველოდები ისევ და ისევ თქვენს შეფასებებს
პ.ს დიდი მადლბა მათ ვინც წინა თავებზე გამოთქვეს აზრი,მახარებთ ძალიან ^_^



№1  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent