შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 9)


11-04-2015, 23:47
ნანახია 3 233

-ნაკრების ათი ნომერია.
-ყველაფერი კარგად იქნება.
ხელი ხელზე მოუჭირა და ეცადა ეჩუქნა ის სიმშვიდე რომელიც ყველაზე მეტად აკლდა მას.
***
ალბათ იმდენად არ გვჯერა ცხოვრების მშვენიერობის, რომ ერთი შეცდომა და ამ აზრს აღარ ვუჯერებთ. თუმცა როცა ყოფიერება ლამაზ დღეებს გვჩუქნის ამ ფრაზას ვაღიარებთ. ცხოვრება ფერთა გრადაციასავითაა, მუქი და ნათელისკენ ან პირიქით ნათელიდან მუქისკენ. ფერთა გარდამავლობა კი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა ვეცადოთ ბედნიერი დღეები გავიხანგრძლივოთ და ჩვენი ფერები ცისარტყელასავით მოედოს გარშემო ყველას და ყველაფერს.
პრობლემები შავი ლაქებივითაა, რომელიც შემთხვევით ეწვეთება ნათელ ფერებს. ცისარტყელა შავი ლაქებით, აი ასეთია ცხოვრება.
ვარჯიშს გული ვერ დაუდო, გაფანტული იყო ამიტომაც მიიღო უამრავი შენიშვნა.
-ერისთავი რა გჭირს ეს ერთი კვირაა იქნებ ამიხსნა ? აგვიანებ, არ უფიქრდები არცერთ მოძრაობას.
-არაფერი.
-ხვალ ასე ითამაშებ და ჩემი ხელით ჩაგსვამ თვითმფრინავში და გაგიშვებ ისევ დონეცკში.
-გამოვასწორებ.
მოკლე პასუხები მიუთითებდა მის დარდზე, გულისტკივილზე.
-ყველაფერი რიგზეა ? იქნებ პრობლემები გაქვს და დაგეხმარები.
-ყველაფერი რიგზეა,
-ჰო იცი ნაკრების ამ შემადგენლობაზე რა იმედებს ამყარებს ხალხი ?
-ვიცი და ბოდიში.
-აბა შენ იცი.
კარი გაიხურა და დარცხვენილმა გადაიკიდა სავარჯიშო ჩანთა. გარეთ ბიჭები ელოდნენ.
-რა ჭირს ამას ტო ?იკითხა ლუკამ
-მეგონა გამოვიდა თქო და მგონი ისევ ისეა.-აღიარა დათამ.
-დეპრესიონერა თუ იქნებოდა ეგ ოდესმე ვერასდროს ვიფიქრებდი.-დაამატა ლევანმა.
-ჩვენ ხო წარმოვიდგენდით. -არ ცხრებოდა ლუკა.
-წავედი ბიჭებო მე , ჩემ გოგოებს ვერ ვალოდინებ და რომ გავიგო ეგ სიჯიუტის ბუკეტი ვერ დაითანხმეთ დეპრესია თქვენ დაგეწყებათ მერე.
-ეხლა შენღა გვაკლიხარ ტო- გაუღიმა ლუკამ.
ლევანი ეს პერიოდი სულ ასე ადრე ტოვებდა, ბიჭებს საამისო მიზეზიც ჰქონდა, ორსულ ცოლს არაფერს აკლებდა. ბიჭებიც ხელს უწყობდნენ და უგებდნენ.
-რა სახით მოდის გახედე-მხარი გაკრა დათას ლუკამ.
- რაო გიამ ?
-ითამაშეო!
-რა გჭირს ტო ?
-დღეს კატოს მშობლები უნდა გავიცნო.
ბიჭებს ისტრეიული სიცილი აუტყდათ, გაბრაზებული სანდრო მანქანაში ჩახტა და ხელი აუქნია საუკეთესო მეგობრებს.
-ევროპას შენთან ვუყურებთ ისე - მიაძახეს ბიჭებმდა და სიცილი განაგრძეს.
სანდრო კი განიცდიდა, ვერ წარმოედგინა ვინმეს თვალში არაკაცი გამოჩენილიყო.კაცი იყო ყველასთვის და ვერ აიტანდა იმ ფაქტს, რომ იმ ქალის მშობლების თვალში, რომელსაც ცხოვრებას უკავშირებდა არაკაცი წარმოჩენილიყო. თავს უბრალოდ ცუდად არ გრძნობდა მთელი არსებით განიცდიდა.
***
ამბობენ ყველაფერი ზევით წყდებოა, იმასაც ამბობენ, რომ სიკეთე ბოროტებას ძლევს და სიყვარული სიძულვივლით დანგრეულს ააშენებსო.
თუმცა რეალობა ზღაპრებს არ ჰგავს, ბავშვობაში ბებო ბუხრის წინ, რომ გვიყვებოდა.
***
მაკიაჟით მაინც ვერ დაფარა სევდისგან დაღადრული სახე. სანდრო ხანდახან გახედავდა და ცდილობდა მისი ემოციები წაეკითხა. ცარიელი ფურცელივით იყო კატო, უემოციოდ.
-მკაცრი მშობლები გყავს ?-უეცრად იკითხა მან.
-შენ რა ნერვიულობ ?-გაეღიმა სანდროს.
-ცოტას.
-არ ინერვიულო, საერთოდ არ არიან მკაცრები.
მისმა რამდენიმე სიტყვამ მოუტანა სიმშვიდე. ბავშვურობაში გამოიჭირა და ხალისი მიეცა გზას. გარეთ კი შემოდგომა ფეხს არ იცვლიდა და ღრუბლებს ექაჩებოდა ლურჯი ცისკენ.
-ყვავილების მაღაზიაში უნდა შევიარო და რას მირჩევ ?
-სამი თაიგულის ყიდვა მოგიწევს, თეთრი ვარდები დედაჩემისთვის, მამიდაჩემს ტიტები უყვარს და მესამე რაც გინდა ის იყიდე.
-მესამე ვისთვის ?
-ჩემი ძიძისთვის.
-შენ რა ძიძა გყავს ?-კიდევ უფრო გახალისდა სანდრო.
-ჩვენი მოსამსახურეა, ის მზრდიდა და უბრალოდ მოსამსახურედ ვერ ვიხსენიებ.
4 თაიგულით დაბრუნდა ის.
-გვირილები შენ.
-ძალიან ლამაზია, მადლობ.
წვრილმანები გვიქმნის კარგ განწყობას, ეს წვრილმანები კი ერისთავმა ძალიან კარგად იცოდა.
-საიდან იცი, რომ გვირილები მიყვარს ?
-მწვანეთვალებიანებს გიყვართ გვირილები.
-ბევრი გყოლია მწანეთვალება ?-ცინიკური იყო კატო.
-დედაჩემს აქვს მწვანე თვალები.
ვერა და ვერ გამოიჭირა, იმ სუსტ წერტილს ეძებდა, რომელსაც საიმედოდ მალავდა სანდრო. კატოს სათვალავი აერია, მერამდენე პლიუსს იწერდა ერისთავი, თუმცა ამ არეულ სათვალავს კიდევ ერთი მიუმატა.
არ გამოჰპარვია, ძველებური კარის ორნამენტები და ქოთნის ლამაზი ყვავილები. კარი თენგიზმა გაუღოთ, ყველაზე მეტად დაძაბული იყო კატო ამ მომენტში თუმცა სანდროს ხელმა რომელიც მისას ჩაეჭიდა ყველაფერი გაანახევრა. ხაჭაპურის სურნელი ტრიალებდა სახლში, პატიება იგრძნო სანდრომ დედისგან, მხოლოდ მამისგან ვერ გრძნობდა ვერცერთ ემოციას.
-დედიკო ხაჭაპური გადაიღეთ.
-დედა გვეჩქარება, დაგვაგვიანდება.
მაკა თბილად ექცეოდა დაბნეულ გოგონას, ერთადერთი რაც გეგმად დაისახა სუსტი კატოსთვის წონის მომატება იყო. სხვამხრივ ძალიან მოეწონა.
მანქანაში ჩასხდნენ და წინ კიდევ უფრო დიდი გამოცდა ელოდათ.
***
-ვერცხლის ჭურჭლის იდეა არ მომწონს-ნიკაპთან მიიტანა ხელი ლალიკომ, თითქოს ასე უფრო მეტად იღებდა ახალ ვარიანტებს გონებისგან.
-ჩინური ფაიფური დავაწყოთ მაშინ.-გამოეხმაურა თეაკო
-მერე ჭიქებს ვერ ვუფიქრებ რომელი მოუხდება.
უკვე მერამდენე ვარიანტს აკეთებდა საწყალი თამარი, ლალიკო კი დაუკმაყოფილების ნიშნად თავს აქნევდა და ახალი ჭურჭლის გამოზიდვას იწყებდა. გადამაწყვეტი სიტყვა მაინც თეაკომ თქვა და სამივემ ამოისუნთქა. დაღლილები სავარძელში ჩაეშვნენ.
-გულზე მომეშვა..-გემოვნებიანად გაწყობილ სუფრას ამაყად გადახედა და მის ოთახში შევიდა გამოსაცვლელად.
ექვს საათს ხუთი წუთი აკლდა, როცა თეიუმურაზი მოვიდა სახლში, ხელში ანანასის წვენით სავსე პარკი ეჭირა.
მომლოდინე მზერით შემოუსხდნენ მაგიდას და ხან საათს, ხანაც კარს გაჰხედავდნენ.
, ზარმა დარეკა და თითქოს სუნთვა შეწყვიტეს დაბნეული სახეებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. კარი თამარმა გააღო, მისაღებისკენ გაუძღვა მათ, ლალიკომ ვერ მოითმინა და შვილი გულში ჩაიკრა.
მოკრძალებული საღამო გამოუვიდათ, მხოლოდ თეიმურაზი არ იმჩნევდა შვილს. ქორწილის თარიღი დანიშნეს და კატოს უფლება მისცეს სახლში დარჩენილიყო.
***
ბავშვობიდან მის წარმოსახვას, ეს დღე ხშირად შეექმნა. მზიანი, ნათელი, ღიმილიანი,მაგრამ დღესასწაული მოკრძალებულად და ვიწრო წრეში ჩატარდებოდა.
საღამოს, როცა დასაძინებლად წავიდა ლალიკო შევიდა მის ოთახში გვერდით მიუწვა და ხელები შემოხვია.
-როგორ დამეტანჯე დე...
ტირილი დაიწყო, ემოციებს ვერ ერეოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება გპირდები...
დედის გვერდით დგომა, კიდევ უფრო დააიმედა, მზისხივებივით შეიჭრნენ ეს იმედები მის სულში.
გათბა.
***
რეალობა არ იმეტებდა მისთვის ისეთ დღეებს, როგორიც წარმოედგინა. მიუხედავად რთული რეალობისა, ცხოვრების ქარტეხილებს არ ნებდებოდა.


გული მწყდება რომ თქვენ შეფასებებს ვერ ვნახულობ ))))



№1  offline წევრი Bero)))

მე ძალიან მომწონს და ველოდები გაგრძელებას love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent