შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [16 თავი]


12-04-2015, 13:56
ავტორი tamro
ნანახია 9 616

-ევა ძვირფასო, დაღლილი ხარ. დაწექი და დიძინე. _ფეხზე წამოვდექი ნინოს და ლევანს დავემშვიდობე და ანასთან ერთად საძინებელში გავედი.
-ევა გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ..
-საავადმყოფოდან არ უნდა წამოვსულიყავი.
-კარგი რა. იქ ყოფნით მაინც ვერავის ვერაფრით ვერ დაეხმარებოდი. მთელი ღამე იქ ხომ არ იქნებოდი.
-მეშინია ანა... _ ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი საწოლზე.
-ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. _მაგრად მომეხვია.
-ევა, საყვარელო _ ოთახში ნინო დეიდა შემოვიდა. -შენი ნახვა უნდათ.
-ჩემი? _გაკვირვებულმა შევხედე.
-ხო. ვიღაც ბიჭი იყო. ასე თქვა აუცილებლად უნდა ვნახოო. ლევანთან ერთად გარეთ დგას.
-ლევანი ბიძიას ელაპარაკება?
-ხო, აბა სტუმარს მარტო ხომ არ დავტოვებდით გარეთ. სახლში შემოსვლაზე უარი თქვა. ვინ არის?
-არ ვიცი. _დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები. ფეხზე წამოვდექი და გარეთ გავედი. ლევანი ბიძია ვიღაცას ელაპარაკებოდა. მიუხედავდ იმისა, რომ უცნობი ჩემგან ზურგით იდგა, მაინც მივხვდი, რომ ალექსანდრე იყო.
-ალექსანდრე. _წამში შემობრუნდა ჩემკენ
-მე დაგტოვებთ. _ ლევანი ბიძია სახლში შევიდა.
-აქ რა გინდა? როგორ გაიგე ანას სახლის მისამართი? _ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ჩემი არც ერთი სიტყვა არ გაუგიაო. -ალექსანდრე, მოხდა რამე? _ კვლავ არაფერი უთქვამს. წამით ერთ ადგილას გაშეშებული იყო. შემდეგ ჩემსკენ დაიძრა, მკლავები მაგრად მომხვია და მკერდზე მიმიხუტა.
მისი ამ ქმედებით დაბნეული ერთ ადგილს ვიყავი მიყინული. ვერაფერს ვხვდებოდი.
-ალექსანდრე, რა მოხდა? _ თავი მაღლა ავწიე და შავ თვალებს მზერა გავუსწორე. ხლები კიდევ უფრო მაგრად მომხვია და შუბლზე ნაზად მაკოცა. უფრო მეტად დავიბენი. რამოდენიმე წამი ასე უხმოდ ვიდექით. აშკარად არაფრის თქმას არ აპირებდა. ბოლოს ისევ მე გადავწყვიტე ხმის ამოღება.
-ალექსანდრე....
-გისმენ. _ „მე მეგონა დამუნჯდა“.
-რა მოხდა? რისთვის მოხვედი?
-შენი ნახვა მინდოდა.
-ჩემი ნახვა დილითაც შეგეძლო. ამ შუაღამეს...
-მე ახლა მინდოდა. _კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე. ახლა საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდი. ვინ შეიძლება შუა ღამისას თავზე დაგადგეს იმის გამო, რომ შენი ნახვა უნდა. ასეთი არანორმალურებიც არსებობენ თურმე.
უცებ წარმოვიდგინე, რომ სახლის ფანჯრებიდან ნინო ან ლევანი შეიძლება გვიყურებდნენ. ალექსანდრეს მკვლავებიდან თავის დახსნა ვცადე. თვითონაც აღარ შემწინააღმდეგებია და ხელები შემიშვა. სიცივემ ერთიანად დამიარა მთელ სხეულში, ახლაღა გავაცნობიერე, რომ მის მკლავებში თავს უფრო კომფორტულად და თბილად ვგრძნობდი.
-სახლში შედი, გაცივდები.
-რისთვის მოხვედი?
-ევა სახლში შედი. _ხმაში მკაცრი ტონი გაუკრთა. მეც აღარაფერი აღარ მიკითხავს, უკან გამოვბრუნდი და სახლში შევედი.
-ევა, ძვირფასო ვინ იყო ის ბიჭი? _ შესვლისთანავე შემომეგება ნინო.
-ე... მეგობარი. რაღაც მნიშვნელოვანი საქმე ქონდა.... და მაგიტო მოვიდა. _ სწრაფად მოვუყარე ტყუილს თავი. აბა როგორ უნდა ამეხსნა მისი ეს უდროო სტუმრობა, მაშინ როცა მიზეზი მე თვითონაც არ ვიცოდი. მართლა იმას ხომ ვერ ვეტყოდი, რომ ჩემს სანახავად იყო მოსული. ეს აზრი მეც აფსურდულად მეჩვენებოდა.
-თავაზიანი ბიჭი ჩანდა. გარეთ გასვლამდე იმდენჯერ მოიხადა ბოდიში ამ დროს სტუმრობისთვის, რომ...
-ალექსანდრე ბურდულის აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი _ლევანი ბიძია სიტყვებზე სულ მთლად გავშრი.
-თქვენ საიდან იცნობთ?
-არ ვიცნობ. უბრალოდ ტელევიზორში ხშირად მინახავს. ბიზნესმენია ხომ?
-დიახ.
-ისე კი გამიკვირდა თავიდან, ჩვენთან რას აკეთებდა. კარგი ადამიანი ჩანს.
-ალექსანდრე იყო? _აქამდე ჩუმად მდგარმა ანამაც ამოიღო ხმა. მამაკაცის სახელი ისეთი სინაზით წარმოთქვა, რომ მე თვითონაც გამოკვირდა. მაშინვე მივხვდი, რომ ანა ახლა იწყებდა მისი მსახიობური ნიჭის გამომჟღავნებას.
-შენ საიდან იცნობ დედა? _ახლა ანას მიუბრუნდა ნინო.
-სტუდენტები საქველმოქმედო აქციებს, რომ ვაწყობდით გასულ წელს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ხომ გახსოვთ?
-კი, მერე?
-ხოდა ალექსანდრე დაგვეხმარა ბევრ რამეში. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის კლინიკა გახსნა. ჩვენც სწორედ მაშინ გავიცანით. მას შემდეგ ვმეგობრობთ._ თვალებგაფართოებული ვუსმენდი ანას. როგორ შეეძლო ასე მშვიდად ესაუბრა. თანაც ისეთ რამეზე რაც საერთოდ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. შევამჩნიე როგორ გააღრჭიალა კბილები სიტყვა „ვმეგობრობთ“-ს წამოთქმისას. ნინო და ლევანი როგორც ჩანს კმაყოფილები დარჩნენ ახსნა-განმარტების მოსმენით. ანამ თავით მანიშნა გავყოლოდი. ხელახლად დავემშვიდობე ყველას და უკან ავედევნე.
-რა ჯანდაბა უნდოდა აქ?! _როგორც კი კარი ჩაკეტა მაშინვე მე მომიბრუნდა.
-არ ვიცი. _მხრები ავიჩეჩე.
-რას ნიშნავს არ იცი გოგო, ნუ გადამრიე! ადამიანი შენთან მოვიდა და არ იცი რისთვის? ან რას გეხუტებოდა?! ნინოს ძლივს ვაკავებდით მე და მამა, რომ გარეთ არ გამოეხედა.
-მხოლოდ ის მითხრა შენი ნახვა მინდოდაო. სხვა არაფერი უთქვამს. მე თვითონაც ძალიან დავიბენი.
-ვერ არის კარგად ეგ შენი ალექსანდრე ხო იცი?!
-ჩემი? _წარბაწეულმა შევხედე.
-რა მნიშვნელობა აქვს, ვისიც უნდა იმის იყოს! არა მართლა ვერ არის კარგად ეგ კაცი. საიდან გაიგო სად იყავი?
-არ ვიცი. მეც ძალიან გამიკვირდა.
-ისე რა არის გასაკვირი. მაგას ოღონდ რამე აინტერესებდეს და ნახევარ საათში არ გაარკვევს _ჩაიცინა.
-შენ ის მითხარი ასეთი ტყუილების სწავლა როდის მოასწარი?
-ნუ, ყველაფერი ტყუილი არ ყოფილა. მხოლოდ ის მოვიტყუე, რომ ალექსანდრე გვეხმარებოდა იმ საქველმოქმედო აქციაში, თორე კლინიკას რაც შეეხება ეგ მართალია.
-შენ რა იცი, რომ მართალია?
-ღამის კლუბში, რომ დაიწყე მუშაობა და როცა ბურდულის შესახებ მიყვებოდი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბიზნესმენი იყო. ხოდა მეც სოციალურ ქსელებში მოვიძიე რაღაც ინფორმაცია და მაშინ გავიგე კლინიკის შესახებაც.
*********
-ვერასდროს წარმოვიდგენდი მსგავს რამეს. _ერეკლე ყურებს არ უჯერებდა.
-როცა ლაშა ამ ყველაფერს მიყვებოდა თავი უკანასკნელ ნაბ*****დ ვიგრძენი.
წარმოგიდგენია რამდენი რამე გადაიტანა. მე კიდევ.... _ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი.
-შენ ხომ არაფერი არ იცოდი...
-ხომ შემეძლო გამერკვია!! მაგრამ არაფერი არ გამიკეთებია! მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორმე ლოგინში ჩამეწვინა! მისი თვალები, რომ დავინახე... მანდ უკვე ყველაფერი დამავიწყდა... ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ მაგრად მოვხვეოდი და აღარ გამეშვა. იმ წუთას ის ღამე გამახსენდა, პირველად, რომ მოვიდა ჩემთან. მისი სახე, თვალები... ყველაფერი ერთდროულად დამიდგა თვალწინ. რომ წარმოვიდგენ რას შეიძლება გრძნობდეს....
-სანდრო შენ არაფერი არ იცოდი. დარწმუნებული ვარ ეგ ყველაფერი ადრე, რომ გცოდნოდა სულ სხვაგვარად მოიქცეოდი.
-ხო მაგრამ ერეკლე, ხომ შემეძლო ყველაფრის გარკვევა ადრეც. მაინცდამაინც ახლა რატომ...
-იმიტომ, რომ მის მიმართ ახლა სულ სხვა რამეს გრძნობ. როცა შენს გვერდით არ არის ხვდები, რომ რაღაც გაკლია. უმისობას გრძნობ. გინდა, რომ ყოველთვის შენ თავლწინ იყოს, რომ სულ ხედავდე და მისით ტკბებოდე. გეტყობა როგორ იცვლება შენში ემოციები მასზე ფიქრისას, მისი სახელის ხსენებაზეც კი სულ სხვაგვარად რეაგირებ. ალექსანდრე ვხედავ ბოლო დღეები როგორც ხარ.
-არა... არ მიყვარს... _თავი გააქნია
-რატომ უარყოფ.
-იმიტომ, რომ თვითონაც არ ვიცი რას ვგრძნობ. ალბათ უბრალოდ მეცოდება.
-ეს მხოლოდ სიბრალული არ არის. ასე, რომ იყოს არც კი დაფიქრდებოდი ისე მისცემდი შენგან წასვლის უფლებას. შეძლებ მაგას? შეძლებ, რომ გაუშვა?
-არა! არავითარ შემთხვევაში!
-სანდრო, ჯერ ერთს ამბობ, ახლა მეორეს. _ჩაიცინა -უბრალოდ აღიარე, გამოუტყდი საკუთარ თავს, რომ ევას მიმართ არ ხარ გულგრილი.
-არ ვიცი... უბრალოდ მინდა, რომ ბოლომდე გავერკვე საკუთარ თავში. მეშინია, რომ შეიძლება გული ვატკინო.
-"როცა ვინმე გიყვარს, ათასნაირი ახალი შიში გიჩნდება, რომელთა შესახებ წინათ არაფერი იცოდი."
-ერეკლე...
-კარგი, ჩუმად ვარ. უბრალოდ ჩემს სიტყვებზე იფიქრე. _ ფეხზე წამოდგა
-უკვე მიდიხარ?
-შეგახსენებ, რომ სახლში ცოლ-შვილი მელოდება. გვანცა მანამდე არ იძინებს სანამ სახლში არ დამიგულებს. _გაიცინა
-კარგი.
ერეკლეს წასვლის შემდეგ კვლავ მარტოობის მძაფრი სუნი იგრძნო. ადრე ხომ საერთოდ არ აწუხებდა მსგავსი რამ. ახლა რა შეიცვალა? ნუთუ ერეკლე მართალი იყო. უცხო იყო ეს განცდა მისთვის და უჭირდა საკუთარ თავში გარკვევა.
*************
მთელი სხეული საშინელი ტკივილით მეწვოდა. ყელში მძიმედ მქონდა ბურთი მომდგარი, რომელიც არც ტირილის და არც გაჩერების საშუალებას არ მაძლევდა. უბრალოდ ერთ ადგილას გაბრუებული ვიჯექი და თეთრ კედლებს თვალს არ ვაშორებდი. იმდენად უზარმაზარი და გაუსაძლისი იყო გულზე მოდებული სიმძიმე, რომ მიკვირდა საერთოდ როგორ ვიდექი ფეხზე ან როგორ ვსუნთქავდი. სულისშემხუთველ ტკივილს ვგრძნობდი. ვგრძნობდი დედის თითოეულ ამოსუნთქვას რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვეტილიყო. აღარ შემეძლო იმ ფუნქციადაკარგული სიტყვების მოსმენა, რომელსაც ყველა ყოველ წუთს მიჩიჩინებდნენ.
ერთ ადგილას გახევებულმა თითქოს სრულიად დავკარგე დროის შეგრძნება.
ვერ ვაცნობიერებდი, რომ დრო გადიოდა. არ მახსოვს, როდის დაღამდა ან, როდის გათენდა. ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა დღეები.
ორი დღე ისე გავიდა, რომ სიტუაცია კვლავ უცვლელად რჩებოდა.

-ანა, რა ხდება? _ ახალგაღვიძებულს ბუნდოვნად ჩამესმოდა ხმები.
-დედა ახლა ამის დროა?!
-ხო მაგრამ... რა უნდა ამ ბიჭს აქ?
-დედა!.. _ წამწამები გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს. საავდმყოფოს კედლებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. ყველაფერი უცვლელი იყო. ან რა უნდა შეცვლილიყო... თუმცა რაღაც ისე არ იყო, როგორც ადრე. ნინო დეიდა და ანა ჩემს წინ იდგნენ, როგორც კი შეამჩნიეს, რომ გავიღვიძე მაშინვე გაჩუმდნენ. ქალმა თბილად გამიღიმა. საპასუხოდ ტუჩების გამოძრავებაც კი ვერ შევძელი. ოდნავ შევიშმუშნე სკამზე. ახლაღა შევამჩნიე, რომ ბევრად უფრო უკეთ ვიჯექი ვიდრე წინა ღამეს. ვიღაცას მჭიდროდ მოეხვია ჩემთვის მკლავები და პატარა ბავშვივით გულზე ვყავდი მიხუტებული. ნაცნობი სურნელის შეგრძნება მეუცნაურა, თვალები ფართოდ გავახილე. თავი ოდნავ წამოვწიე, ჩემზე ჩახუტებული ალექსანდრეს დნახვისას თვალები კიდევ უფრო გამიფართოვდა. გაოგნებულმა დავახამხამე რამოდენიმეჯერ წამწამები. აშკარად მოლანდებები დამეწყო! აბა სხვა შემთხვევაში რა უნდოდა ალექსანდრეს აქ. კუპრივით შავი თვალებით მიყურებდა.
-შ..შენ აქ რას...
-ჩუ... _ტუჩებზე ხელი ამაფარა და კიდევ უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე.
-ალექსანდრე... შენ... _ არ მინდოდა იმის დაჯერება რასაც ამ წუთას ვფიქრობდი. მაგრამ აბა სხვაგვარად როგორ?.... საიდან?... თუ არაფერი იცის აქ რისთვის მოვიდა? ყველა კითხვა ერთდროულად გამიჩნდა. მისმა მზერამ კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი აზრების სისწორეში.
-ნუ ღელავ. ყველაფერი კარგად იქნება. _ნაზად მაკოცა შუბლზე. წამით ადგილს მივეყინე. საშინლად დაბნეული ვიყავი ამ ყველაფრით. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა. სწრაფად მოვიშორე მისი ხელები და გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე. ვხედავდი როგორ გვიყურებდნენ ნინო და ლევანი. საუბრის დაწყება მინდოდა მაგრამ არა მათი თანდასწრებით. გასასვლელისკენ წავედი, ალექსანდრეც უკან გამომყვა. გარეთ გასულს ცივი ჰაერის შეგრძნება მესიამოვნა. ღრმად ჩავისუნთქე.
-ევა, მე ყველაფერი ვიცი.
-რ..რა იცი? _ენის ბორძიკით დავიწყე. - შენ...
-ყველაფერი.
-საიდან? როგორ?
-ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
-როგორ თუ არ აქვს...
-ევა, რატომ არ მითხარი? რომ მცოდნოდა...
-ეს არაფერს შეცვლიდა.
-რას ნიშნავს არფერს შეცვლიდა?! _ხმა გაუმკაცრდა.
-ალექსანდრე, რაც მოხდა იმას უკვე ვერ შევცვლით. არ მინდა ამაზე საუბარი... არც შენ ხარ ვალდებული, რომ აქ იყო. _ შენობაში ისე შემოვბრუნდი, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ. არ ვიცი საიდან ან როგორ გაიგო სიმართლე მაგრამ ეს ჩემს წინაშე საერთოდ არ ავალდებულებდა.
ნინო და ლევანი ინტერესით მაკვირდებოდნენ მაგრამ არცერთს არაფერი არ უთქვამთ. სკამზე ჩამოვჯექი და იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი. ანაც გვერდით მომიჯდა.
-საიდან გაიგო? _ჩურჩულით მკითხა.
-არ ვიცი.
-არაფერი არ უთქვამს? _ უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ეს აქ უნდა იყოს? _ სწრაფად წამოვწიე თავი და ანას მზერის ობიექტს გავხედე. ჩემი სიტყვების მიუხედავად როგორც ჩანს არსად წასვლას არ აპირებდა. სწრაფად გამოიარა ჰოლი და ჩვენს გვერდით დაჯდა.
-ალექსანდრე ხომ გითხარი....
-წეღან პასუხის გაცემა არ მაცადე. ხოდა ახლა გიპასუხებ. არსად წასვლას არ ვაპირებ.
*************
დაგვიანებისთვის ბოდიში. არ ვიცი რამდენად კარგი თავი გამომივიდა. ველოდები თქვენს შეფასებას. შეცდომებისთვის ბოდიში.
პ.ს. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.



№1  offline წევრი qetu

შენ გაიხარე, არაჩვეულებრივი იყო.ასე გაგრხელე ოგონდაც ძან ნუ აგვიანებ თავების დადებას.

 


№2  offline წევრი dartymuli princesa

Es gogo ro datanje araushavs????ramdeni tavia sul amis tanjva ra mxodeba ro cota bednieri iyos es dedamisi kide an gamoajanmrtele bolomde an ar vici rame qenii :/ ise kargia

 


№3  offline წევრი human

ძალიან კარგი იყო აი ძალიან მთავარია ახალი თავი მალე დაიდოს

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra tkbilebi aroan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent