შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [6 თავი]


26-03-2015, 20:57
ავტორი tamro
ნანახია 9 172

საღამოს მე და დედამ ერთად ვივახშმეთ. მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეთქვა ნელისთვის, რომ საცხოვრებლის შეცვლა მინდოდა. თანაც ეს ყველაფერი ისე უნდა მომეხერხებინა, რომ ვერაფერს მიმხდარიყო. მართალია დედაჩემის მოტყუება და მისთვის რამის დამალვა არსდროს მყვარებია მაგრამ იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი.
-დე ხვალ ცოტა ადრე უნდა წავიდე სამსახურში.
-ყველაფერი კარგადაა?
-კი. უბრალოდ გაცდენილი საათები მინდა, რომ ავანაზღაურო.
-კარგი საყვარელო.
-დე რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ შვილო.
-ანამ რაღაც შემომთავაზა.
-რა?
-მისი სახლის ახლოს პატარა ბინა ქირავდება და მინდა იქ გადავიდეთ საცხოვრებლად მე და შენ.
-ხო, მაგრამ რატომ? მოხდა რამე?
-არა, არაფერი. უბრალოდ ასე ანასთანაც ახლოს ვიქნები. შენც ნინო დეიდას მოინახულებ ხოლმე. თან შეიძლება ასე უფრო გამოვნახო მცირე დრო სწაავლისთვისაც. _ მართალია ჩემი ბოლო სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამებოდა მაგრამ ვიცოდი, რომ ასე უფრო არ გამიჭირდებოდა ნელის დათანხმება.
-კარგი საყვარელო როგორც გინდა. როდის ვაპირებთ გადასვლას?
-სავარაუდოდ კვირის ბოლოს. ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.
-მერე თინას, რომ ვეღარ ვნახავ. ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ.
-არც ეგ არის პრობლემა. თინა ბებოს ვთხოვ და თუ დაგვთანხმდება ისიც ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლად.
-ხო მაგრამ ევა, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხარჯია?
-ნუ ღელავ დე. რაღაც დანაზოგი მაქვს. ჯერჯერობით გვეყოფა. თან რაც მთავარია ვმუშაობ და არანაირი პრობლემა არ იქნება.
-კარგი საყვარელო როგორც გინდა. თინა ბებოს როდის ეტყვი ახალ ამბავს?
-ხვალ.
-კარგი.
********************
დილით ადრე ავდექი. დედას დავემშვიდობე და სამსახურში წავედი.
კაფეში დღეს უჩვეულოდ ბევრი ხალხი იყო. მთელი დღე ლანგრით ხელში მაგიდებს შორის დავდიოდი. მიუხედავად ბევრი საქმისა დაღლილობას ნაკლებად ვგრძნობდი, თანაც მერჩივნა, რომ რამით ვყოფილიყავი დაკავებული და ჩემთვის არასასიამოვნო აზრები ცოტა ხნით მაინც ამომეგდო თავიდან. ასე თავს გაცილებით უფრო კარგად ვგრძნობდი.
ფიქრებიდან, ზურგსუკან ვიღაცის ნაცნობმა ბარიტონმა გამომაფხიზლა.
-ევა? _სწრაფად შევბრუნდი. ჩემთვის ნაცნობი სილუეტის დანახვა ძალიან მესიამოვნა.
-ბექა? _ სწავლის პერიოდში ბექა და მე ვმეგობრობდით. ჩემზე რამოდენიმე წლით უფროსი იყო. სწავლა გასულ წელს დაამთავრა, მაგრამ ერთმანეთს მაინც
ხშირად ვნახულობდით. შეიძლება ითქვას, რომ მეგობრებზე მეტი ვიყავით. თუმცა სერიოზული არაფერი ხდებოდა. რაც სწავლას თავი დავანებე არსად შევხვედრილვართ ერთმანეთს.
-აქ საიდან გაჩნდი? როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ? სად დაიკარგე? _ჩემსკენ წამოვიდა და თბილად გადამეხვია.
-კარგად ვარ. აქ ვმუშაობ. _მეც გადავეხვე და თბილად გავუღიმე.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ. ძალიან შეცვლილხარ. კიდევ უფრო ლამაზი ხარ.
-მადლობა. შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ კარგად. შენზე მომიყევი სად დაიკარგე. ანასაც კი ვეღარ ვხედავ.
-სწავლას თავი დავანებე და აქ ვმუშაობ.
-ნელი დეიდა როგორა? გავიგე იმ ყველაფრის შემდეგ ცუდად ყოფილა.
-ხო, რაღაც პერიოდი ვერ იყო კარგად.
-სახლში მოგაკითხე, მაგრამ მითხრეს სხვაგან გადავიდაო.
-ხო. მე და დედამ საცხოვრებელი შევიცვალეთ. ძველი სახლი გავყიდეთ.
-ევა, ძალიან მომენატრე. _ თბილად გამიღიმა. - სამუშაოს რომელ საათზე ამთავრებ?
-ექვსზე.
-თუ სხვა გეგმები არ გაქვს გამოგივლი და სადმე გავიდეთ.
-არ ვიცი...
-გთხოვ, რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახია.
-ბექა უბრალოდ დედა ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და არ მინდა მისი დიდი ხნით მარტო დატოვება.
-კარგი. მესმის შენი. სხვა მხრივ რამე ცვლილება არის?
-რას გულისხმობ?
-პირად ცხოვრებას. _მის ნათქვამზე სიმწრით გამეცინა.
-არა, არაფერი.
-სიმართლე გითხრა შენი ნათქვამი მესიამოვნა. _ რაც თავი მახსოვს ბექა ყოველთვის პირდაპირობით გამოირჩეოდა. არც ახლა უღალატია ჩვეული ტრადიციისთვის.
-მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე. სხვა კლიენტებიც მელოდებიან. _ კაფეში ახალი კლიენტები შემოვიდნენ და იძულებული გავხდი დავმშვიდობებოდი.
-ხო, რა თქმა უნდა. კიდევ შევხდებით. _ ლოყაზე ნაზად მაკოცა და შენობიდან გავიდა.
ბექას ნახვა მართლა ძალიან გამიხარდა. თანაც ამდენი ხნის შემდეგ. იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში, რომ „წინა ცხოვრება“ თითქმის საერთოდ აღარ მახსოვდა. ყველაფერი წარსულში დარჩა.
როგორ მინდა, რომ დრო უკან დავაბრუნო. მაშინ ხომ არც არაფერი არ მოხდებოდა. არც დაბადების დღის აღნიშვნას არ გადავწყვეტდით, არც იმ რესტორანში წავიდოდით და არც ის საშინელი ავარია არ მოხდებოდა. ყველაფერი თავის ადგილას იქნებოდა. ისევ ისეთი ვიქნებოდი როგორიც ადრე. ჩემს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად. რამდენიც არ უნდა ვიოცნებო დროს უკან მაინც ვერ დავაბრუნებ. წარსულის გახსენებაზე გულზე საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, რაღაც საშინლად შემაწუხებელი. ყელში მძიმედ მომადგა ბურთი და თვალები ცრემლებით ამევსო. სწრაფად წავედი საპირფარეშოსკენ.
სახეზე წყალი შევისხი და აწითლებული თვალები შევიმშრალე. სანამ სამუშაოს დავუბრუნდებოდი ტელეფონი მოვიმარჯვე და სახლში დავრეკე. ტელეფონს არავინ არ პასუხობდა. არადა, როცა წამოვედი თინა ბებოც ჩვენთან იყო. კიდევ რამოდენიმეჯერ ვცადე დარეკვა მაგრამ კვლავ უშედეგოდ. უკევ სგარძნობლად ავნერვიულდი. გული თანდათან უფრო მიჩქარდებოდა. ჩემი სამუშაო ერთ საათში მთავრდებოდა. წინასწარ პანიკის ატეხა არ მინდოდა ამიტომ ახლა უკვე ანას დავურეკე. ჩემდა გასაკვირად არც ანამ მიპასუხა. კიდევ რამოდენიმეჯერ დავრეკე მაგრამ კვლავ უშედეგოდ. ცივმა ოფლმა დამასხა. სწრაფი ნაბიჯით გავედი საპირფარეშოდან. ერთ-ერთ თანამშრომელს ვთხოვე შევეცვალე, თვითონ კი გიჟივით გამოვვარდი კაფიდან. გზაში კიდევ ერთხელ დავრეკე სახლში. კვლავ არაფერი... ნერვიულობამ პიკს მიაღწია ჩემი ტელეფონი, რომ აწკრიალდა და ანას ნომერი გამოისახა ეკრანზე.
-ანა, რა მოხდა?
-ევა...
-ანა! დედა სადაა... ანა მითხარი ძალიან გთოხვ რა მოხდა..
-ევა საავადმყოფოში ვართ. _ გულში რაღაც მძიმედ ჩამწყდა. მუხლები მომეკვეთა და ძირს ჩავიკეცე. ანას არც ერთი სიტყვა აღარ მესმოდა. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე ფეხზე წამოდგომა. ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში წავედი.
გიჟივით მივრბოდი საავადმყოფოს ჰოლში. ეს სუნი უკვე გულს მირევდა, საშინლად მოქმედებდა ჩემზე. ყველაზე საშინელ მოგონებებს მიღვიძებდა. ბუნდოვნად ჩამესმოდა ირგვლივ მყოფთა ხმები. ერთადერთი რისი გარჩევაც მოვახერხე ანას ტირილისგან ჩახლეჩილი ხმა იყო.
-ევა! _მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით ჩავავლე ხელები მკლავში.
-დედა სადაა? რა სჭირს? ანა მიპასუხე რა მოხდა.
-გულის შეტევა _ჩუმად ამოილუღლუღა
-ისევ.. _ ემოციები ერთდროულად მომაწვა. თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა. ძალაგამოცლილი, მოწყვეტით დავეშვი სკამზე. ანა და თინა ბებო გვერდით მომიჯდნენ და მაგრად მომეხვიენ.
-დაწყნარდი საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ღელავ, ნელი გამოჯანმრთელდება და მალე ისევ ჩვენთან იქნება. _თავზე ხელი გადამისვა მოხუცმა.
-ექიმმა რა თქვა? _ჩახლეჩილი ხმით ამოვილუღლუღე.
-ჯერ არაფერი. რეანიმაციაში ყავთ.
-დედას, რომ რამე მოუვიდეს არ ვიცი... თავს არ ვიცოცხლებ... _სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი.
-ნუ ამბობ მაგას. ყველაფერი კარგად იქნება. _ ანა მაგრად მეხვეოდა. ვგრძნობდი როგორ უჭირდა ჩემი შემხედვარე მასაც თავის შეკავება.
-ევა, ანა _ ჰოლში ანას მშობლები ნინო და ლევანი გამოჩნედნენ. ქალი აცრემლებული თალებით წამოვიდა ჩემკენ და მაგრად გადამეხვია.
-ევა, ძვირფასო დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება _ არაფრის თქმა არ შემეძლო. ნინო დეიდას ხელებში თავჩარგული ვტიროდი.
-ევა დამშვიდიი შვილო. ასე ნუ განიცდი. ყველაფერი მოგვარდება. ნელიც კარგად გახდება და ისევ შენს გვერდით იქნება. _ თბილად დამიყვავა კაცმა.
რეანიმაციის კარი გაიღო და იქედან სწრაფი ნაბიჯით ლაშა გამოვიდა. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და წინ ავესვეტე.
-ლაშა, გთხოვ მითხარი, რომ კარგადაა... _ნამტირალევი ხმით ამოვიკნავლე.
-ევა ძალიან მწუხვარ მაგრამ, კარგს ვერაფერს გეტყვი. სასწრაფო ოპერაცია უნდა გავუკეთოთ. თუ დავაგვიანებთ შეიძლება ვეღარ მოვახერხოთ მისი გადარჩენა.
-რაც საჭიროა ყველაფერი გააკეთეთ._ ხელის ზურგით შევიმშრალე ცრემლები.
-სამწუხაროდ უნდა გითრა, რომ ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
-რა თანხაა საჭირო? _კითხა ნინო დეიდამ.
-მხოლოდ ოპერაციისათვის, ოცდახუთი ათასი. _ მძიმედ ამოისუნთქა. გულმა ლამის ფეთქვა შეწყვიტა. თავი ხელებში ჩავრგე და მოწყვეტით დავეშვი სკამზე. ცრემლები მთელ სახეს მისველებდა. წარმოდგენაც არ მქონდა სად უნდა მენახა ამდენი ფული. თავს საშინლად უსუსურად ვგრძნობდი. დედაჩემი საოპერაციო მაგიდაზე იწვა, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
-ევა დამშვიდდი ძალიან გთხოვ. რაღაცას მოვიფიქრებთ..
-ანა... სად ვიშოვო ამხელა თანხა... თანაც სასწრაფოდ, არ ვიცი რა გავაკეთო. _ ტირილისგან ხმაჩახლეჩილმა ამოვილუღლუღე -ლაშა დედას ნახვა მინდა. ძალიან გთხოვ.
-ევა...
-ლაშა გთხოვ, სულ ორი წუთით... ძალიან გთხოვ _აცრემლებული თვალებით მივაჩერდი. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სწრაფად ავედევნე უკან.
რეანიმაციაში შესვლისას, აპარატზე შეერთებული დედის დანახვისას ლამის მუხლები მომეკვეთა. თავის შეკეავება ვერაფრით შევძელი და კვლავ ხმამაღლა ავტირდი. მისი თითოეული ამოსუნთქვა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვეტილიყო, გულს მიწვავდა. ფრთხილად შევეხე დედის ხელს და ტუჩებთან მივიტანე. -გეხვეწები დე არ დამტოვო.... _ ნამტირალევი ხმით ამოვიკნავლე. -შენც, რომ წახვიდე ვერ გადავიტან... _ თვალები ამიწყლიანდა. თავში ყველაზე არასასიამოვნო ფიქრები მიტრიალებდა რაც კიდევ უფრო მიმძიმებდა გულს. რამოდენიმე წუთში ლაშა შემოვიდა და რეანიმაციის დატოვება მთხოვა. დედას ხელს ტუჩებით მაგრად შევეხე და უკან გამოვბრუნდი. ანა მაშინვე გვერდით ამომიდგა და მაგრად მომეხვია.
ნინო დეიდა და ლევანი ბიძია, თინა ბებოსთან ერთად ისხდნენ და შეწუხებული სახით საუბრობდნენ.
-ევა ძალიან გთხოვ ასე ნუ განიცდი. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ
-ანა ცუდად ვარ. დედას რამე, რომ მოუვიდეს ვერ გადავიტან. მამაჩემის შემდეგ ეს, ყველაფერი.... _სიტყვა გამიწყდა. ვერანაირად ვერ ვახერხებდი თავის შეკავებას. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა თვალებიდან. მუხლი მომეკვეთა და ძირს ჩავიკეცე.
-ნუ ამბობ მაგას. ყველაფერი კარგად იქნება _მაგრად მომხვია მხარზე ხელი. -აი ნახავ, აუცილებლად მოვახერხებთ მაგ თანხის შოვნას და ყველაფერი კარგად იქნება.
-რა გავაკეთო ანა.. როგორ მოვიქცე. ასე სასწრაფოდ ამდენი ფული სად უნდა ვიშო..._ სიტყვა გამიწყდა. თავში თითქოს ნათურასავით გაენათა ნაცნობი სიტყვები, რომლის გახსენებაზეც უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა თვალებში იმედის ნაპერწკალი ამენთო.
-ევა კარგად ხარ? _ჩემი სახის დანახვისას, შეწუხებული სახით მომაჩერდა ანა.
-ალექსანდრე. _მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე. ანას წამში შეეცვალა სახე. თვალები ბრაზით აენთო და ჩემთან ერთად წამოვარდა ფეხზე.
-ევა არ გაბედო! _მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცრემლები შევიმშრალე და სწრაფი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ. ანამ მშობლებს მიაძახა მალე დავბრუნდებითო და უკან ამედევნა.
-ევა მოიცადე. _წინ გადამიდგა -იცოდე იმ კაცთან მისვლა აზრადაც კი არ გაივლო...
-სხვა გზა მაქვს?! მიპასუხე ანა რა გავაკეთო?! მშვიდად ვიჯდე და დაველოდო როდის გამომეცლება დედა ხელიდან?!! რა გავაკეთო, მითხარი!_ხმას ავუწიე.
-ევა... _ხმა ჩაუწყდა. -რამეს მოვიფიქრებთ...
-რას? რას მოვიფიქრებთ. სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ დედა სიკვდილს ებრძვის! ვერც კი წარმოგიდგენია რა რთულია ჩემთვის ამის გაკეთება! როგორ ფიქრობ სხვა არჩევანი, რომ მქონდეს ამას გავაკეთებდი?!
-ევა... _ანას თვალები ცრემლებით აევსო.
-ლაშას უთხარი რაც საჭიროა ყველაფერი გააკეთონ. _ სწრაფად გამოვედი საავადმყოფოდან და ტაქსი გავაჩერე.
თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა. ალექსანდრე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მენახა. პირდაპირ კლუბში წავედი, რატომღაც ვიფიქრე, რომ შეიძლება იქ ყოფილიყო.
შენობაში შესული პირდაპირ ბარისკენ გავემართე. რუსოს ჩემი დანახვა გაუკვირდა და გაუხარდა კიდეც. თვალებით ნაცნობ სილუეტს ვეძებდი.
-ვა.. ევა როგორ ხარ?
-ალექსანდრე სად არის?
-ვინ?
-ალექსანდრე. სად არის?
-მოიცა ევა, რატომ ეძებ იმ კაცს იმის მერე რაც გითხრა.
-სად არის?
-ევა, არ მითხრა, რომ უნდა დათანხმდე... _გაოცებული მიყურებდა
-რუსო გთხოვ მითხარი...
-ევა... ნუთუ...
-დედა... ისევ ცუდად არის, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. შეიძლება ვერ გადარჩეს...ექიმმა თქვა ოპერაცია აუცილებლად უნდა გავუკე...._სიტყვა გამიწყდა. სახე ცრემლებმა დამისველა. გულამოსკვნილი ვსლუკუნებდი. რუსომ ხელი მომხვია და გასახდელში გავედით, რომ მშვიდად შეგვძლებოდა საუბარი
-ევა, იქნებ ...
-არ მინდა დედის დაკარგვა რუსო, არ მინდა... ნელის რამე, რომ მოუვიდეს თავს არ ვიცოცხლებ.... ვერც კი წარმოგიდგენია, რას ნიშნავს როცა სულ მცირე დროში შეიძლება ყველა შენი საყვარელი ადამიანი დაკარგო. სხვა გზა არ მაქვს.... _ თავი
ხელებში ჩავრგე და ბოლო ხმაზე ავტირდი. იატაკზე მუხლებით დავეცი. გული საგულედან ამოვარდნას ცდილობდა.
-მესმის, რომ ამ ყველაფერს დედის გამო აკეთებ და შემიძლია გულწრფელად გითხრა, რომ არასოდეს შემხვედრია შენისთანა შეუპოვარი ადამიანი.
-სხვა გზა არ მაქვს რუსო, არა...
-დამშვიდდი გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება. რა თანხაა საჭირო ოპერაციისთვის?
-ოცდახუთი ათასი.
-ასე უცებ ამდენი ფულის შოვნა ნამდვილად არ არის ადვილი.
-ვერ წარმოიდგენ რა რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი.
-მესმის შენი. _ თბილად მომეხვია.
-სად არის ალექსანდრე ხომ არ იცი? _ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე.
-დღეს არ მოსულა აქ.
-სახლში მივაკითხავ!
-იცი სად ცხოვრობს?
-კი! _ფეხზე წამოვდექი, რუსოს დავემშვიდობე და სწრაფად წამოვედი კლუბიდან.

*******************
მის სახლში ერთხელ ვიყავი ნამყოფი. მისამართიც მახსოვდა. ტაქსი გავაჩერე და სწრაფად ავირბინე კიბეები. ნაცნობ კართან მიახლოებისას გული უფრო ამიჩქარდა. ფეხები მიკანკალებდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ მოვახერხებდი. გული გამალებით მიცემდა. წამით ერთ ადგილს მივეყინე, თუმცა კვლავ წინ წავედი. ახლა ნამდვილად არ მქონდა ფიქრის და ლოდინის დრო. გონებაში ჯერ კიდევ ლაშას სიტყვები ჩამესმოდა. ახლა მხოლოდ დედაჩემზე უნდა მეფიქრა. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო. ზარი დავრეკე. მთელი სხეული მიცახცახებდა. რამოდენიმე წამში საკეტის გადატრიალების ხმა გაისმა და კარის ზღურბლზე ალექსანდრე გამოჩნდა.
**********
ცოტა შემაგვიანდა ახალი თვის დადება. იმედია მოგეწონებათ. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline წევრი S.likuna

auuu ra patara taviaa magram aii dzalian magariaa raaa 12 is mere dadeeb?

 


№2 სტუმარი nia

Kargi ra sad shewyvite es tavi kide ori dgero gvacdeino gadavirevi. Dzalian idzabeba ...

 


№3  offline წევრი mari__marikusa

Auu magari xar magram dzaan patara tavi iyo..:( 12is mere dade raaa gtxov

 


№4 სტუმარი Anyshki123

au tormetis mere dade ra kidee su patarac ro iyos

auu dade ra 12 mere pla

 


№5  offline წევრი Eternity8

დადე რა დღეს.. ნახე რამდენი ადამიანი გთხოვთ)))

 


№6 სტუმარი qeta

Agar daagvianoo da dges kidee dadevii raa gtxoov :(( da tavebi gazarde cotaa

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Chemi sawyali gogo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent