ნაყიდი სილამაზე [10 თავი]
მთელი სხეული ამიხურდა. ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. გონება დაბინდული, გატრუნული ვიყავი მის მკლავებში. ჩანთა ხელიდან გამივარდა და იატაკზე ხმაურით დაეცა. სწრაფად მიხურა კარი და ზედ ამაკრო ისე, რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია. გაშლილი ხელისგულები მკერდზე მივაბჯინე. -ალექსანდრე... მოიცადე. _ ძლივს მოვახერხე მის ტუჩებს მოვშორებოდი. უშედეგოდ ვცდილობდი არეული სუნთქვის დარეგულირებას. -მომენატრე! _ ტუჩები ყელზე ჩააცოცა და პარალელურად პერანგის ღილების შეხსნა დამიწყო. -ალექსანდრე, არა. მოიცადე... _მის ხელებში შევფართხალდი. არანაირი რეაქცია არ ქონია! თუმცა როგორ არა, უფრო მაგრად მომხვია ხელები და მოძრაობის ყოველგვარი უნარი შემიზღუდა. -ალესანდრე... გთხოვ. არ გინდა... -რატომ?! _ კოპებშეკრული მომშორდა. -ახლა არა.. -აბა როდის?! -მივდივარ. -სად?! -მეგობართან. -მეგობარი მოიცდის! _ხელები წელზე შემომხვია და თავის სხეულზე ამიკრო. -ალექსანდრე, მოიცადე! -რა?! -გითხარი მეგობართან მივდივარ მეთქი! _უხეშად მოვიშორე მისი ხლები. -ვისთან?! -რაში გაინტერესებს?! -მიპასუხე! _ხმა გაუმკაცრდა -ვალდებული არ ვარ! -ხარ! როცა რამეს გეკითხები პასუხი გამეცი! _ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. -მეც გითარი, რომ არ ვარ ვალდებული რამე გითხრა._ მეც ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. -ევა! გითხარი პასუხი გამეცი მეთქი! -არა! -იმ ვიღაც ბექასთან მიდიხარ?! -რა? საიდან მოიტანე?! -მაშინ გისმენ! -რაში გაინტერესებს?! -რაც შენ გეხება ყველაფერი მაინტერესებს. -მე შენი საკუთრება არ ვარ, რომ... -ხარ! თანაც ერთი წლით! _ირონიულად ჩაიცინა. სიბრაზისგან თავში სისხლი მომაწვა. თავი საშინლად შეურაცყოფილად ვიგრძენი. დიდი სიამოვნებით დავამჩნევდი ხუთ თითს ლოყაზე და იმ ცინიკურ გამომეტყველებას მოვაშორებდი, მაგრამ თავის შეკავება შევძელი. -წადი! _კარისკენ მივუთითე. -რა მოხდა ევა? რამე არ მოგეწონა? განა ეს არ იყო ჩვენი მოლაპარაკება. -წადი მეთქი! -ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია. -არ მიპასუხია და არც ვაპირებ პასუხის გაცემას! -ძალიან კარგი. სანამ არ მეტყვი არც მე წავალ და ბუნებრივია არც შენ. _ სასტუმრო ოთახში შევიდა და უდარდელად გაწვა დივანზე. -ალექსანდრე რას აკეთებ?! გითხარი წადი მეთქი! _ უკვე ყვირილზე გადავედი. -ნუ წიკვინებ! _ თვალები დამიბრიალა. -წადი. -ვისთან მიდიხარ? -ანასთან! კმაყოფილი ხარ?! -კი. _ მაცდურად ჩაიღიმა. ვხედავდი, როგორ დათარეშობდნენ მისი თვალები ჩემს სხეულზე. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ვნებამორეულმა გაილოკა ტუჩები. -მარტო ცხოვრობ? -ხო! _გაბრაზებულმა შევუბღვირე. -ხომ გაიგე რაც გინდოდა, ახლა წადი. -ანასთან წასვლას ჯობია ჩემთან წამოხვიდე. _ ტუჩის კუთხეში ჩაეჩხვლიტა. -მაგას მე გადავწყვეტ! შენ კი ახლავე წადი აქედან! _ როცა ფეხზე წამოდგა, ვიფიქრე მეშველა მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე! წამის მეასედში წინ ამესვეტა, ჩემი სახე ხლებში მოიქცია და მოწყვეტით შეეხო ჩემს ტუჩებს. -მომენატრე. _ჩუმად ჩამჩურჩულა. მთელ სხეულზე ეკლებმა დამაყარეს. რა ჯანდაბა მჭირს! თავლები დავჭყიტე და ხელის კვრით მოვიშორე -გეყოფა! წადი ჩემი სახლიდან! _ ტუჩის კუთხეში ჩაეჩხვლიტა. მსუბუქად ჩამომკრა ნიკაპზე თითი და სახლიდან გავიდა. აფორიაქებული ჩავეშვი სავარძელში. ნერვიულად შევიცურე თმაში ხელი. გული გაორმაგებულ რეჟიმში ფეთქავდა. ეს დღეები რაც ალექსანდრე საქართველოში არ იყო, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, ახლა კი დაბრუნდა და ის უცნაური შეგრძნებები რაც მასთან მაკავშირებდა ყველაფერი ერთდროულად მოიყოლა თან. „დაბრუნებაც ასეთი უნდა“. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. -გისმენ ანა. -ევა სად ხარ ამდენი ხანი? -მოვდივარ. -რა გჭირს, რა ხმა გაქვს? -არაფერი. მოვდივარ უკვე. -კარგი, გელოდები. _ ფეხზე წამოვდექი და სწრაფად გავედი სახლიდან. *********** რაც სახლში დაბრუნდა, ტელეფონი არ გაჩერებულა. ხან რა საქმეზე ურეკავდნენ ხან რაზე. ბოლოს ნერვებმოშლილმა გამორთო ტელეფონი. ახლა ნამდვილად არ ქონდა სამსახურზე ფიქრის თავი. დივანზე გაწვა და თვალები დახუჭა. თუმცა ვინ აცალა! ახლა უკვე სახლის ტელეფონი ახმაურდა. გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე და სწრაფად უპასუხა. -გისმენთ. -სანდრო მე ვარ. -გისმენ გვანცა. -ალექსანდრე... _ქალს აშკარად ნამტირალევი ხმა ქონდა. -გვანცა რა ხდება?! _ თვითონაც შეწუხდა. -ალექსანდრე, ერეკლე... -რა სჭირს ერეკლეს! -ავარიაში მოხვდა... _ტირილს უფრო უმატა. -რა?! როგორ?! ვინ გითხრა?! _საშინლად ანერვიულდა. -თვითონ დამირეკა. საავადმყოფოშია. _ქალი ტირილს არ წყვეტდა -კარგი ახლავე წავალ! -სანდრო გთოვ, მეც წამოვალ. -ნუ ღელავ გვანცა. სახლში დარჩი, მე წავალ და ყველაფერს მივხედავ. -ალექსანდრე გთხოვ.. ძალიან გთხოვ. სახლში ვერ გავჩერდები, არ შემიძლია. -კარგი გვანცა, დამშვიდდი. გამოგივლი. _სწარაფად გათიშა ტელეფონი და გიჟივით გავარდა სახლიდან. ისე შევარდა პალატაში ლამის კარი ჩამოიღო. მეგობრის დანახვისას გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა. გვანცა მაშინვე ერკლეს მივარდა და მის მკლავებში ასლუკუნდა. -დამშვიდდი, ხომ გითხარი მნიშვნელოვანი არაფერია მეთქი. _ნაზად აკოცა ცოლს შუბლზე. -რას ნიშნავს არაფერია.. აბა ხელზე რა გჭირს? _ ნამტირალევმა ამოისლუკუნა. -ხელი მოვიტეხე. სხვა არფერი არ მჭირს, ნუ ღელავ. -მე რატომ არ დამირეკე? -დაგირეკე, მაგარმ ტელეფონი გამორთული გქონდა. _ახლაღა გაახსენდა გაბრაზებულმა, რომ გამორთო ტელეფონი. -ახლა როგორ ხარ? -კარგად ვარ ხალხო კარგად. ხელი მაქვს მოტეხილი. კი არ ვკვდები! -ერეკლე.! _კიდევ უფრო ხმამაღლა ატირდა გვანცა. -კარგი ხო ბოდიში. არ იტირო. _ მაგრად მიიხუტა ცოლი მკერდზე. -ნუ ღელავ გვანცა შენს ქმარს ცხრა სიცოცხლე აქვს. ჯერ მხოლოდ ერთი დახარჯა. -სანდრო... -კარგი, კარგი ბოდიში. ვიხუმრე. -კარგი რა გვანცა, არ იტირო. შენს ცრემლებს, რომ ვხედავ მაგაზე უფრო ცუდად ვხდები. -კარგი.. _ხელის ზურგით შეიმშრალა ცრემელბი და ქმარს მაგრად ჩაეხუტა. -ექიმმა რა თქვა, როდის გაგწერენ? -დღესვე. ხო ისე სანდრო, ლაშა ვნახე. -ლაშა? სიხარულიძე? -ხო, აქ მუშაობს. წეღან იყო შემოსული და მინახულა. ისე რამდენი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი. -მოგვიანებით ვნახავ მეც. ახლა შენს ექიმს დაველაპარაკები. შენ ხომ არაფერი გჭირდება? -არა არაფერი. -კარგი. _ პალატიდან გავიდა და ექიმის კაბინეტისკენ წავიდა. ის იყო ექიმის ოთახში უნდა შესულიყო, ნაცნობ სილუეტს, რომ მოკრა თავლი. თავიდან იფიქრა ვინმეში ამერიაო, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ ნამდვილად ევა იყო და არავისში არ არევია. საინტერესოა აქ რას აკეთებს? ხომ უთხრა ანასთან მივდივარო. უყურე შენ! ტყუილებიც რა კარგად გამოსდის! იქნებ ცუდად არის და მაგიტომ მოვიდა. ხო მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონაც შეამჩნევდა, ორიოდე საათის წინ არ ნახა? მშვენივრად გამოიყურებოდა და არაფერს არ უჩიოდა. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. გაარკვევს, აბა რას იზამს. ბევრი აღარც უფიქრია, სწრაფად დაიძრა გოგონასკენ. **************** -ლაშას უკვე ელაპარაკე? -კი. -რაო, რამე პრობლემა ხომ არ არის? -არა არაფერი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, ნელის მდგომარეობა ადრინდელთან შედარებით ბევრად უკეთესია. იმედია მალე გამოკეთდება. -იმედია. ევა მოიცადე... _შუა ჰოლში გაჩერდა -რა მოხდა? -ქურთუკი მრჩება. დამელოდე ავიღებ და მერე წავიდეთ. -კარგი. -ორ წუთში მოვალ. _სირბილით წავიდა უკან. ანას მოსვლამდე იქვე სკამზე ჩამოვჯექი. -ევა. _ ნაცნობი ხმის გაგონებისას ლამის გული გამიჩერდა. სიმწრის ოფლი მასხამდა სახეზე. ფეხზე წამოვდექი და ნელა მივტრიალდი ჩემს უკან მდგომი ალექსანდრესკენ - არ ვიცოდი, თუ შენი მეგობარი აქ ცხოვრობდა. _ირონიულად ჩაიღიმა. -მე... ე.. _სიტყვებს თავი ვერანაირად ვერ მოვუყარე. ასე დაბნეული ცხოვრებაში არსოდეს არ ვყოფილვარ. -რა შენ? როგორც მახსოვს მითარი, რომ ანასთნ მიდიოდი. -კი... -მერე? აქ ცხოვრობს ანა?! -არა, უბრალოდ... მე... -გისმენ. რა შენ? -ევა მე გამომყვა! _ ზურგსუკან ანას ხმა გავიგე. გული სიხარულით ამიფრიალდა. უზომოდ მადლიერი ვიყავი მისი, რომ ამ სიტუაციიდან მიხსნა. -თქვენ ვინ... -ანა. ევას მეგობარი! -გასაგებია. მე, ალექსანდრე _ხელი გაუწოდა -მშვენივრად ვიცი ვინც ხარ! _ამრეზით შეხედა მამაკაცის გამოწვდილ ხელს. ალექსანდრე წამით გაკვირვებული უყურებდა მასზე ორი თავით დაბალ ანას. შემდეგ ხელი ჩაუშვა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში. -ევა წავედით! _მთელი ძალით ჩამავლო მკლავში ხელი ანამ და საავადმყოფოდან ისე „გამათრია“, რომ ალექსანდრესთვის ზედაც არ შეუხედავს. -ანა ცოტა ფრთხილად, მეტკინა ხელი. _ჩემი მკლავი მაგრად მოექცია თითებში და მთელი სისწრაფით მიმარბენინებდა. -ღმერთო ჩემო რა ნაგავია! არამზადა! უსინდისო! გარეწარი! _ალექსანდრეს ლანძღვას არ წყვეტდა. -რა დიდი სიამოვნებით გავგლეჯდი შუაზე მაგ იდიოტს! -ანა... -არა მაინც რამდენად ამაზრზენი ადამიანია, რომ მსგავსი რამე შემოგთავაზა! მაგას ერთჯერადი სათამაშო ხო არ გონიხარ?! იდოტი! ნაბიჭ***ი!!! -ანა გთხოვ ჩუმად. ყველა ჩვენ გვიყურებს. _ ჩემს სიტყვებზე არავითარი რეაქცია არ ქონია. მაინც თავისას აგრძელებდა. ცოტაღა აკლდა და ალბათ პირიდან ცეცხლს გამოუშვებდა. ასეთი გაბრაზებული არასდროს არ მინახავს. -ანა! -რა?! -გთხოვ გაჩუმდი. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ყველამ ყველაფერი გაიგოს. -მაპატიე ევა მაგრამ, თავის შეკავება ნამდვილად არ შემიძლია! საშინლად გავღიზიანდი ეგ დამპალი შენს გვერდით, რომ დავინახე. ეგ რა უკან დაგდევს?! -ალბათ რაღაც საქმე ქონდა... -საავადმყოფოში რა საქმე უნდა ქონდეს?! კარგი რა ევა! -ანა გთხოვ, ნუღარ გააგრძელებ. არ მინდა არც ალექსანდრეზე და არც ჩვენს ურთიერთობაზე საუბარი. -ევა.. -გთხოვ. -კარგი ხო. წამო წავიდეთ, ნინო ალბათ უკვე გველოდება. ******** ჯერაც ვერ მიმხვდარიყო რას ნიშნავდა რამოდენიმე წუთის წინ მომხდარი. რას ერჩის ეს ანა? ალბათ ევამ უთხრა რაც ხდება მათ შორის. მაინც არ ესმის ასეთი რეაქცია რატომ ქონდა იმ გოგოს მისი დანახვისას. ევასთვის რამე, რომ დაეძალებინა ან რამე, დაეშავებინა მიზეზს უფრო მარტივად იპოვიდა, მაგრამ ასე არ იყო. აბა სხვა რა? ვერაფერს ხვდებოდა. -არ არის აქ რაღაც რიგზე. _თავისთვის ჩაილაპარაკა. -ალექსანდრე! _ ზურგსუკან ვიღაცის ხმა ჩაესმა და საწრაფად მიტრიალდა. -ლაშა! _ გახარებულმა შესძახა - როგორ ხარ? _ დიდი ხნის უნახავ მეგობარს გადაეხვია. -კარგად. შენ? -არამიშავს. არ ვიცოდი აქ თუ მუშაობდი. -პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ აქ დავიწყე მუშაობა. ჩვენ კი მანამდე ვერ შევხვდით ერთმანეთს სანამ რამე შარი არ ვნახეთ. _გაიცინა. -სამწუხაროდ ასე გამოვიდა. -შენი საქმეები როგორ მიდის? გერმანიიდან როდის დაბრუნდი? -ჯერჯერობით ყვლაფერი რიგზეა. ორი თვეა რაც ჩამოვედი. -რამდენი ხნით? -არსად აღარ ვაპირებ წასვლას. ყველაფერს აქედან მივხედავთ მე და ერეკლე. -კარგია. -შენ? შენც აქ აპირებ მუშაობის გაგრძელებას, თუ სხვა გეგმები გაქვს. -არ ვიცი. ჯერჯერობით აქ ვარ. დანამდვილებით არაფერი არ გადამიწყვეტია. შეიძლება წავიდე, შეიძლება დავრჩე. -კარგი იქნება თუ დარჩები. -სხვა რა ხდება, როგორც ყოველთვის ახლაც მარტო ხარ ხო? -შენ ვისზე რას ამბობ. _თვითონაც გაეცინა. -უკაცრავად _საუბარი ექთანმა შეაწყვეტინათ. -ექიმო, პაციენტი ნელი იმნაძე გონს მოვიდა. მის ქალიშვილს შევატყობინოთ? -არა მაგდა, ევა უკვე წავიდა. ხვალ ინახულებს. _ ნაცნობი სახელის გაგონება ცოტა არ იყოს ეუცნაურა. -ანალიზების შედეგები უკვე მზად არის. -კარგი, ახლავე მოვალ და ვნხავ. -ექთანი უკან წავიდა. -ლაშა, ევა ახსენე? -ხო. ჩემი ერთ-ერთი პაციენტის შვილია. რა იყო? -არა არაფერი. -სანდრო ახლა უნდა წავიდე. იცოდე ხვალ ჩემთან გელოდებით შენ და ერეკლეს. _სიცილით დაკრა მეგობარს მხარზე ხელი. -მე კი მოვალ მაგრამ ერეკლეს რა მოგახსენო. _ჩაიცინა -არაფერი არ ჭირს მაგას! რაღაც ნაკაწრი აქვს ხელზე და ააწრიალა ბიჭმა ყველა. აფერისტობს! _გაიცინა - იცოდე ხვალ გელოდებით. -არის ბოს! ლაშას წასვლის შემდეგ კვლავ ევაზე ფიქრი აეკვიატა. ჯერაც ვერ მიმხვდარიყო ანას, მსგავსი ქმედების მიზეზს. ახლა კიდევ ლაშას სიტყვები. ანუ რა გამოდის, რომ ევას დედა საავადმყოფოში წევს? იქნებ სხვა ევაზე იყო ლაპარაკი. ევა მარტო ერთ ადამიანს ხომ არ ქვია? ხო მაგრამ ექთანმა თქვა პაციენტი იმნაძეო. აშკარად ევას დედაზეა ლაპარაკი. აბა სხვა რა შეიძლება იფიქრო. თუმცა რა არის აქ გასაკვირი, ალბათ შეუძლოდ არის ქალი და მაგიტომაცაა აქ. ახლა უკვე გასაგებია გოგონას აქ ყოფნის მიზეზი რა იყო. მაგრამ მისი მეგობარი ანა, რას ერჩის მაინც ვერ გაიგო. ******* იმედია მოგეწონებათ <3 შეცდომებისთვის ბოდიში |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.