შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალერმუს პრაიდი, ანუ ჩემი ცხოვრების შემცვლელი [2]


14-04-2015, 01:28
ავტორი შიკალატკა
ნანახია 1 794

- სამი დაცვა დგას კართან. მათი გათიშვა მოგვიწევს. - გვითხრა რობერტმა და ხელი კართან მდგარ სამ კაცზე გაიშვირა. - დეივი გაიტყუებს ერთს მაინც და იქ ამის გამოყენებით გათიშავ. - დაარიგა და ხელში პულიმერი შეაჩეჩა.
- გასაგებია და დანარჩემ ორს რა ვუყოთ? - ვკითხე და იარაღი გამოვართვი.
- მაგათ მე მივხედავ. მუზეუმი ხუთ წითში იკეტება. დეივ, მიხვალ და საპირფარეშოში შესვლას სთხოვ.
- უკეთესი ვერ მოიფიქრე? - გაღიზიანებულმა ჰკითხა და მისიის შესასრულებლად წავიდა.
- დეივ! - დაუძახა. მობეზრებული გამომეტყველებით მობრუნდა. - შარვალი ჩაიხადე მეტი დამაჯერებლობისთვის.
- სრულ ჭკუაზე ხარ?! - ხმამაღლა უთხრა, თუმცა რობერტის სახეს რომ გადააწყდა, მაშინვე შეასრულა ბრძანება. შარვალ ჩახდილი მივიდა დაცვასთან და თავისი მსახიობური ნიჭის გამოვლინება დაიწყო. არ მესმოდა, რას ეუბნებოდა, მაგრამ ერთ-ერთი გაიტყუა. რობერტი დარჩენილ ორთან მივიდა. ჯერ ერთი გათიშა, მერე მეორე. ხელით გვანიშნა მოდითო. ჩვენც წამებში მასთან გავჩნდით.
- კორიცინუსი ოცდამეთოთცმეტე რიგშია. - ვუთხარი და დეივს ხელით ვანიშნე, მალე მოსულიყო. გზაში ერთი მცველი შეგვხვდა, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა. მალევე მივაგენით კორიცინუსს.
- ელ, ქვა მომეცი. - უცებ ამოაძრო ყუთი და პინცეტით აღებული გამომიწოდა. დაჟანგულ, შავ, დიდ სამხედრო თვითმფრინავს მივუახლოვდი. როგორც კი ჩვენ შორის მანძილი შემცირდა, ქვა გაბრწყინდა და რაღაცა ნაწილი მოტყდა, რომელიც ზედ მიეკრო. მის ქვეშ შევძვერი და დესეპტიკონების მარკა ამოვიცანი, რომელიც რობერტმა მასწავლა, ერთმანეთისგან რომ გამერჩია.
- ჯანდაბა! რობერტ დესეპტიკონია! - დავიყვირე და გავიქეცი, რადგან კორიცინუსი ამოძრავდა.
- უმაქნოებო! ლაჩრებო! - როგორც კი ფეხზე წამლდგია, ირგვლივ ყველაფერი დალეწა და თან ხმამაღლა ღრიალებდა.
შეგვამჩნია და რამდენიმე ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
- არა, დესეპტიკონო, არ გავნებთ... - დაიწყო რობერტმა, როცა კორიცინუსმა გააწყვეტინა.
- დესეპტიკონი? წყეულიმც იყვნებ დესეპტონები! ავტობოტების მხარეს გადმოვედი. - გვითხრა და კედელუ გაანგრია. ჩვენც სირბილით ავედევნეათ და თან ვყვიროდით, რომ გაჩერებულიყო. ბოლოს გაჩერდა და მოგვიბრუნდა:
- რა ჯანდაბა გინდათ? - დაგვიყვირა. წინ წავიწიე და ლაპარაკი დავუწყე:
- თქვენი დახმარება გვჭირდება. ორი დღეა თქვენი ენის რაღაც სიმბოლება ვხედავ და მაინტერესებს რას ნიშნავს, რადგან შევაჩერო დესეპტიკონები, რომლებიც ჩვენს პლანეტას იპყრობენ. - განვურმარტე, თუ რა ხდრბოდა და განვაგრძე - მათ იციან, სად არის ტრანსფორმერებისმიერ შექმნილი იარაღი, რომელიც მზეს ანადგურებს. ჩემ მიერ ხილულ სიმბოლოება თუ განვშიფრავთ, მათ შეჩერებას შევძლებთ. - დანა ამოვიღე და მიწაზე დავწერე ყველა სიმბოლო, რომელიც გაფუჭებული მასეტასავით მიტრიალებდა თავში.
- იარაღი, მისი განადგურება მხოლოდ პრაიდის წარმომადგენელს შეუძლია.
- ალერმუს პრაიდს? - ხმის კანკალით ვკითხე.
- ზუსტად. შენ იცნობ მას? - ჩემკენ დაიხარა და მოჭუტული თვალებით დამაკვირდა.
- ხო. ის მოკლეს. - სევდიანად ვუთხარი და თავი ჩავხარე.
- მისი გაცოცხლება შეიძლება, თუ სხეული მთელი აქვს. - თვალებგაბრწყინებულმა ავხედე.
- კი! სხეული უსაფრთხოდ არის. როგორ შეიძლება მიდი გადარჩენა? - ინტერესით მივაშტერდი.
- ათწლეულების წინ, ერთმა პრაიდმა ძმებს უღალატა და მატრიცას მეშვეობით გალაქტიკის დაპყრობა განიზრახა, მაგრამ სამმა ძმამ იგი საგულდაგულოდ გადამალეს და სიცოცხლე დათმეს მის გამო. - უცებ ხელები ჩვენს გარშემონმოაქცია და მასთან ერთად გაგვაქრო. წელზე ტკივილი ვიგრძენი და ხმამაღლა ამოვიკვნესე. ფეხზე წამოვდექი და ჩემ გარშემო გადაშლილ უდაბნოს მოვავლე თვალი.
- დეიივ! ელიზაბეეტ! - ვიყვირე ბოლო ხმაზე.
- მიკაა! - გავიგე დეივის ხმა და მას გავყევი. რობერტი, დეივი და ელიზაბეტი ერთად იყვნენ. მე და კორიცინუსი მერე შევუერთდით.
- იქნებ აგვიხსნა, რა გვინდა შუა უდაბნოში?! - ხმამაღლა იკითხა განცვიფრებულმა რობერტმა.
- პრაიდებმა სადღაც აქ გადამალეს მატრიცა. ზუსტი ასგილსამყოფელი არავინ იცის, ამიტომ უნდა მოძებნოთ და ალერმუსი გააცოცხლოთ, თორემ თქვენი პლანეტა აღარ იარსებებს. - გვითხრა და საპირისპირო მხარეს მიტრიალდა.
- კი მაგრამ შენ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- მე მეტ ვერაფერში დაგეხმარებით. - მოგვიგო და ადგილს მოწყდა.
- გადასარევია! - შევყვირე და გარემო მოვათვალიერე. მზერა მფრინავ საგანზე შევაჩერე. მალევე მივხვდი, რომ რაკეტებს ჩვენ გვესროდნენ.
- გავიქეცით! სწრაფად! - ვიყვირე და მთელი ძალით გავიქეცი. საშინელი ხმაური ატყდა. გაუსაძლისი იყო აფეთქების ხმა, მაგრამ მაინც მივრბოდით.
- იქით, დროზე! - ხელით მარჯვნინ, გამოქვაბულისკენ ვანიშნე. არ ვიცი როგორ, მაგრამ გირემოლუსი და ტყუპები ჩვენთან გაჩნდნენ და დესეპტიკონებს დაუწყეს ბრძოლა. ოგლსი კი მანქანის ფორმაში იყო და შიგ ჩავჯექით. უცებ, წინა საქალე მინას, ვეფხვისოდენა რობოტი... ტრანსფორმერი დაახტა. შიშისგან ვიკივლე და გარეთ გადავხტი. სხვებიც მე მომყვნენ. ოგლსი თრანსფორმერად გადაიქცა და ერთი სროლით ნაკუწებად დაშალა მოწინააღმდეგე. უცბად, კანკალი და სიმბოლოების ნახვა დავიწყე. გამუდმებით პირამიდებსა და ვარსკვლავებს ვხედავდი. ვიგრძენი ვიღაცამ ხელში რომ ამიყვანა. ხილვები შეწყდა და მზერას დეივის სახეს მიწვდა. გამოქვაბულში შევარდით და ავფართხალდი, ძირს რომ დავესვი. თვალს ვადევდებდი ავტობოტებს. სასწაულად ვბრაზობდი, მათ დასახმარებლად, იმ მომენტში, ვერაფერს რომ ვაკეთებდი. დავინახე დონემუსმა ქერილამუსს როგორ მოაძროვრაღაც ნაწილი წელიდან. ტყუპი ძირს დაეცა და იმწამს ნასროლი რაკეტა აიცილა. გირემოლუსი მეორე დესეპტიკონს ებრძოდა, რომელიც დონემუსთან შედარებით, გაცილებით დიდი იყო. დაუნდობლად ესროდა ტყვიბს ავტობოტი. თვითმფრინავებად გადაქცეულმა მტერმა ტერიტორია დატოვა. გარეთ გამოვარდი და იმწუთას მოსულ ოგსლთან მივედი, რომელიც ჯერ კიდევ რობოტის მდგომარეობაში იყო.
- სად ვართ? - ვიკითხე და ოთხ გიგანტის თვალი მოვავლე.
- ეგვიპტეში. - მიპასუხა გირემოლუსმა.
- კორიცინუსი გვეუბნებოდა, რაღაც მატრიცა ალერმუსს გააცოცხლებსო. - ალაპარაკდა რობერტი და ინტერესიდ დააჩერდა მათ.
- მატრიცა სპრაიდთა იარაღია, რომელშიც მოთავსებულია ენერგია. ენერგია, რომელსაც ტრანსფორმერის გაცოცხლება და იარაღის გააქტიურება შეუძლია. - აგვიხსნა ქერილანუსმა.
- თუ იარაღის გააქტიურებას შეძლებს, ესეიგი დესეპტიკონებს ის სჭირდებათ. - ჩავილაპარაკე. - კი მაგრამ სად ვიპოვო?! არაფერი გაგვირკვევია ჯერ! იმ დეგენერატმა კორიცინუსმა არაფერი გვითხრა, გარდა იმისა, რომ სადღაც აქ, შუაგულ უდაბნიში არის დამალული! მე რა გავაკეთო?! მთელი უდაბნო უნდე შემოვიარო?! - ვყვიროდი და ვგრძნობდე, სასოწარკვეთილება როგორ იდგამდა ფესვს ჩემში. - სიმბოლოების, პირამიდებისა და ვარსკვლავების გარდა, არაფერს... - უცებ ჩავფიქრდი და ნათქვამი არ დავასრულე.
- მიკა. - თქვა ელიზაბეტმა.
- პირამიდები და ვარსკვლავები. აქამდე როგორ ვერ მივხვდი. - ჩემთვის ჩავილაპარაკე და რობერტს მივუბრუნდი. -
პირამიდებთან უნდა მივიდეთ და გათენებამდე იქ უნდა ვიყოთ. - ვუთხარი და მანქანად გადაქცეულ ოგლსში ჩავჯექი. გაკვირვებული რობერტი წუთის მერე გამოფხიზლდა და დეივს გვერდით მიუჯდა.
- მიკა, იქნებ გაგვანდი შენი ჩანაფიქრი. - მითხრა ელიზაბეტმა და ინტერესით ჩამაშტერდა თვალებში.
- გამთენიისას პირამიდიდან მოჩანს სამი ვრსკვლავი, როელსაც სამ მეფესაც უწოდებენ. წამიკითხავს, რომ ადრე მათ გზის გასაკვლევად იყენებდნენ და თუ მე ისინი მელანდება სხვა სიმბოლოებთან ერთად, ესეიგი რაღაცამდე მიგვიყვანს. - გავანდე მათ ჩემი მოსაზრება და სამ წყვილ, გაკვირვებულ თვალებს ყურადღება არ მივაქციე. მე და ელიზაბეტი ერთან ვიჯექით. ველოდებოდით, როდის დათენდებოდა.
- ისე, როგორ თავდაყირა დადგა ყველაფერი. - მივუბტუნდი და გავუღიმე.
- ხო. - დამეთანხმა და სივრცეს გახედა. რატომღაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. დეივი და ელიბეტი ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავაგდე და საფრთხე შევუქმენი მათ სიცოცხლეს.
- ელ, არ ხარ ვალდებული ეს ყველაფერი გააკეთი და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. - ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი. მან გამომხედა. ერთხანს მიყურა, მერე ძლიერად მომენხვია და მიჩურჩულა:
- მიკა, როგორ არ ვარ ვალებული. შენი მეგობარი ვარ და ჩემი მივალეობაა მუდამ გვერდში გედგე. - ლიყაზე ხმაურიანად მაკოცა და ისევ მომეხვია.
- თენდება, წამო რობერტი და დეივი გავაღვიძოთ. - ფეხზე ავდექით და მათკენ წავედით. გავაღვიძეტ და სამ, მოკაშკაშე ვარსკვლავს გავხედეთ.
- ხედავთ, ერთ-ერთი მათგანი ჰორიზონტს უერთდება. იორდანისკენ, პეტრას მთიკსენ მივდივართ. - ვთქვი და დავიძერით. შუადღისკენ ადგილზე ვიყავით. თვალს უზარმაზარი შესასვლელი მიწვდა, რომელსაც მთაში შევყავდით.
- ღმერთო ჩემო. კი, ნამდვილად უცხოპლანეტელებმა ააგეს აქაურობა. - თქვა რობერტმა და შიგნით შევედით. არაფერი იყო, გარდა გახუნებული, გაურკვეველი ნახატისა. მრისხანებამ მომიცვა „ ოდესმე ვიპოვით იმ წყეულ მატრიცას“ გავიფიქრე და წიხლი მსიბქად ვკარი კლდეს.
- აქ არაფერია. - თქვა დეივმა და კიდევ ერთხელ მოათვალიერა იქაურობა.
- კაიიი, არ გამაგიჟო. - სარკასტულად მივუგე. იმდენად ვიყავი გამწარებული იმედგაცრუებისგან, ვერ ვზომავდო ვის რად ვეუბნებოდი. დეოვი ალბათ მიხვდა, რაც ხდებოდა ჩემში და გაჩუმდა. გარედან ხმაური შემოგვესმა. თავი ნელა და ფრთხილად გავყავავი, იმის შიშით რომ დესეპტიკონები იქნებოდნენ, მაგრამ ხელში მოჩხუბარე ტყუპები შემრჩა. შვებით ამოვისუნთე და ხმამაღლა ვუთხარი:
- ქირელქონ! ქირელქომ! გეყოთ ეხლა! - დავუყვირე, მაგრამ შენც არ მომუკვდე, თუ გაიგეს საკითხავია. უცებ შეგნით შევარდნენ და ნახატშ დაეჯახნენ. დიდი ბზარი გაჩნდა, საიდანაც ქარი უბერავდა. ოგლსმა ტყუპები ხელში აიტაცა, ერთმანეთს თავით მიაეთქა და დააწყნარა.
- ოგლს, ესროლე ამას. - გავიწიე და ყურებზე ხელი ავიფარე, რადგან საშინელი ხმა სროლის ხმა გავიგე.განგრეულ კედელს მივუახლოვდი და მეტალს წავაწყდი, რომელზეც ტრანსფორმერების სიმბოლოები იყო გამოსახული.
- ეს არის! - ვიყვირე და შევედი. - რობერტ ფანარი მომაწოდე. - არ დააყოვნა და უცბად მომაწოდა. იქაურობა მტვერსა და აბლაბუდებში იყო. სამი დიდი ტრანსფორმერი, მრგვლად მოთავსებულიყვნენ. მათ შირის შევძვერი და მატრიცას მოძებნა დავიწყე. თვალი მოვკარი ლურჯ სხივს. მივტრიალდი და მეტალში მქცეული ლურჯი შუქი მიწვდა ჩემს მზერას.
- ოგლს, ეს მატრიცაა? - ვკითხე ოგლსს, რომელიც მედელს იქით იყო, რადგან ვერ შემოეტია და იქიდან გვიყურებდა.
- კი. - ამის თქმა და ჩვენ თავზე "სახურავის" აძრობა ერთი იყო. ხელში დონემუსი შემრჩა, რომელიც ხელს მატრიცასკენ იშვერდა, მაგრამ მე დავასწარი და ელვისებური სისწრაფით გავვარდი გარეთ. სამი რაკეტა ზედიზედ მესროლა, მაგრამ მოხდა სასწაული და ყველა ავიცდინე.
- ოგლს! - ვიღრიალე და იმწამს მოსულ, მანქანად გცეულ ოგლსში ჩავჯექი. სხვენს მოესწროთ თურმე ჩაჯდომა.
- მაიკს უნდა დავუკავშირდეთ და შევატყობინოთ, რომ ალერმუსის გაცოცხლება შეგიძლია. ადგილმდებარეობას ვეტყვით და ჩამოიყვანენ. - მომიბრუნდა რობერტი.
- ტელეფონი მაქვს, მაგრამ ბატარია დაუჯდა. - გულდაწყვეტილმა ამოვილაპარაკე. ერთხანს ჩავციქრდი და ოგლსს ვკითხე:
- ოგლსს, შენ არ გაქვს რამე ეგეთი მოწყობილობა? - იმედი ნაპერწკალმა გამიბრწყინა თვალები, როდესაც საჭის ცენტრიდან მობილური გამოსწია. რობერტს მივაწონე და გავიტრუნე. ნომერი აკრიფა და დაელოდა.
- მაიკ, რობერტ კლარკი გესაუბრებით.
- დიახ, რობერტ. - გავიგე ყურმილს იქით ბოხი, ინტონაციურად მდიდარი ხმა.
- ალერმუს პრაიდი უნდა ჩამოიყვანოთ ეგვიპტეში. - ხუთიოდე წამო დუმილი ჩამოვარდა.
- ეგვიპტეში? მანდ რა გვინდა? - გაკვირვება ამოვიცანი მაიკის ტონში.
- მიკა მილერს მისი გაცოცხლება შეუძლია, ჩვენ ადგილზე ვართ და თქვენი მოსვლაღა გვაკლია. იმედია იჩქარებთ, რადგან დესეპტიკონები თავს გვესხმიან. - უცბად მიაყარა და გაუთიშა.
- იმედი მაქვს გამოგივა. - მომიბრუნდა და მხარზე ხელი დამადო.
- იმედია. - ჩავილაპარაკე, უფრი ჩემთვის ვიდრე მათ გასაგონად. დაახლოებით ათ წუთში, მზერას ნახევრად დანგრეული შენობები მიწვდა, და მცირე ჯგუფებად დაყოფილი ხალხი. მთლიანობაში 30 პიროვნება იქნებოდა.
- ოგლს, აქ გააჩერე. - ვუთხარი და ქოხივით ნაგებობას გავხედე, რომელსაც, ჩემდა გასაკვირად, სახურავი მთელი ჰქონდა. გაჩერებული მანქანიდან გადმოვედით და უკან მივტრიალდი. " როგორც ჩანს ისევ მოუგეს " გავიფიქრე, მანქანად ქცეულ ავტობოტების დანახვისას.
- ჩვენ აქ ვიქნებით და გიყარაულებთ. - განაცხადა გირემოლუსმა. მე ქოხისოდენა შენობაში შევედი და ჩამოვჯექი. მშიოდა მთელი დღის უჭმელს, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. მეღარც ვგრძნობდი დამშეული მუცლის ტკივილს. დეივი გვერდით მომიჯდა და სახეზე მომაშტერდა. რობერტი და ელიზაბეტი ჩვენკენ ზურგით იჯდნენ, ოდნავ მოშორებით. ფაჟინებული მზერა გაუსაძლისი რომ გახდა, თავი მისკენ მივატრიალე და მის დიდრონ თვალებში ჩაშტერებულმა ვკითხე:
- რა იყო? - გავუღიმე და პასუხის მოლოდინშე ხმა გავიკმინდე. ათი წამი კიდევ მიყურებდა, ბოლოს ინება და ხმა ამოიღო:
- ლამაზი თვალები გაქვს. ვგიჟდები მაგ ზღვისფერ ირისებზე. - მიჩურჩულა და გამიღომა. ლოყებაფარკლულმა გადავუხადე მადლობა და თავჩახრილი დავაშტერდი ჩემს ტერფებს. დაღლილობამ თავისი ჰქნა და თვალებ მილულულმა მივადე თავი კედელს.
- მოდე აქ. - გავიგე დეივის ხმა და უცებ აღმოვჩნდი მის მხარზე თავჩამოდებული. იმდრნიად კონფორტულად ვგრძნობდი თავს, არ შევეწინააღმდეგე და მორფეოსის სასუფეველში გადავეშვი.

=_=_=_=


არ ვიცი, რამდენი ხანი მეძიბა, ნაგრამ ბურანიდან ბიჭის ბოხმა ხმამ გამომიყვანა. ქუთუთოებ დამძიმებულმა ძლივს გაცახილე თვალრბი და მომღიმარ დეივს წავაწყდი. მზერის დასაწმენდად რამდენიმეჯერ დავახამხამე და ფეხზე წამოვდექი.
- მაიკი ჩამოვიდა. - ღიმილით მითხრა და კარისკებ წამოყვანა.
- ელიზაბეტი და რობერტი სად არიან? - ოთახში მათი არ ყოფნა რომ შევატყვე, მაშინვე ვკითხე.
- გაფეთ გველოდებიან. - კარი გააღო და ფრთხილად გავედით. მზე ჯერ კიდევ ცაზე ეკიდა, ესეიგი დიდხანს არ მძინებია. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, იმის შიშით, რომ დესეპტიკონები გამოჩნდებოდნენ. ოგლსთან მდგარმა, ორმა სილუეტმა ხელი დაგვიქნია.
- მაიკი, დაახლოებით ორმოცდაათი მეტრით, დასავლეთისკენ არის, თავისი არმიითა და ალერმუსით. - მამცნო ახალი ამბავი რობერტმა, როგორც კი მივუახლოვდით.
- გასაგებია. - ვუთხარი და მანქანაში ვაპირებდი ჩაჯდომას, როცა უკნიდან ხმაური მომესმა:
- მატრიცა მოგვეცი ბრიყვო გოგოვ! - დამიყვირა დონემუსმა და ტყვიები დამჯშინა. ადგილს მოვწყდი და მაიკისკენ წავედი, რომლის მდებარეობას დიდი სამხედრო თვითმფრინავები ამტკიცებდნენ. დეივიც მე გამომყვა. რობერტი და ელიზაბეტი ქერილანუსს ჩაუჯდნენ და უკან გამოგვყვნენ. დანარჩენი ავტობოტები თავიანთ ნამდვილ სახედ გარდაიქმნენ და რაკეტები, ტყვიები თუ მუშტები დაუშინეს. უკანმოუხედავად გავრბოდი და მუცლის არეში ატკივებულ ორგანოს "ვაიგნორებდი". დიდ შენობის ნანგრევისკენ შევუხვიეათ. მკვეათრი მოხვევისგან ბალანს დაკარგულმა ძირს გავგორდი და ისე ამოვეფარე.
- მიკაა! - წინიდან გავიგე ვიღაცის ღრიალი და თავი ავწიე. ჩვენკენ ათი ჯარისკაცი მორბოდა და თან ტყვიებს ისროდნენ. ჩვენთან მოსულებმა, სროლა შეწყვიტეს.
- მე მაიკ ვილიამსი ვარ. - გამეცნო 32-33 წლის მამაკაცი, რონელსაც კურნოსა ცზვირი და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. თმა ვერ დავინახე, რადგან ჯარისკაცის ქუდი ეხურა.
- ალერმუასთან უნდა მიმიყვანოთ. - პირდაპირ ვაჯახე და წამოსადგომად მოვემზადე.
- ახლა ვერ წაგიყვანთ. - ხელი ჩამჭიდა და ზანგ მებრძოლს გახედა.
- აბა რას მთავაზობთ?! აქ ვიჯდეთ სანამ დესეპტიკონები არ ინებებენ და არ შეწყვეტენ შროლას?! ეს არ მოხდება და რაც უფრო მალე მივალ პრაიდთან, მით მალე მოშორდებიან წყეული დესეპტიკონები დედამიწას! - დავუყვირე და ვანიშნე ამდგარიყო. - ახლა პრაისთან წამიყვანეთ. - გავეცი ბრძანება.
- სერ, ვუბრძანე ნარინჯისფერი კვამლისკენ ესროლათ რაკეტები. - ალაპარაჯდა ზანგი და ფეხზე წამოდგა. დავინახე, როგორ აუფეთქდა ცხვირწინ, სავარაუდოდ დესეპტიკონისგან ნასროლი რაჯეტა ერთ-ერთ მეომარს და უგონოდ დაეცა ქვიშაზე.
- წავედით! - დაიყვირა მაიკლმა და გაიქცა. ყველა მას გავყევით. გავიგე ზურგსუკან აფეთქებული რაკეტების ხმა და უფრო ავჩქარდი. პრაიდს თვალი მოვკარი და მისკენ ავიღე გეზი. გვერდით რაკეტა ამიფეთქდა და ქაერში ავარდნილი ზურგით დავეხეთქე ნანგრევს. ტკივილი გაუსაძლისი იყო. სიმწრის ცრემლით ამევსი თვალები, მაგრამ ტირილის დრო არ მქონდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოვჯექი და იმწამსვე გვერდით გადავგორდი, ნასროლი ტყვიების ასაცილებლად. უცებ წამოვხტი ფეხზე და ალერმუსისკენ გზა განვაგრძე. წელი საშინლად მტკიოდა, მაგრამ სირბილს არ ვწყვეტდი. გარშემო ქაოსი იყო. ხმაური გამეფებულიყო და მტვერს მოეცვა გარემო. პრაიდზე ავძვერი და საგულდაგულოდ შენახული მატრიცა გულის არეში ჩავარჭე. წამებში გატოკდა და ჩამქვრალი თვალები ლურჯად გაუნათდა. ამოახველა და წამოდგომა სცადა. მიწაზე დავხტი და მის თითოეულ მოძრაობას დავაკვირდი.
- მიკაა! - ხელი დამტაცა დეივმა და გვერდით წამოყვანა. - კარგად ხარ? დავინახე როგორ დაეცი. გტკივა რამე? - შეშინებული მაყრიდა კითხვებს და სახეზე ხელებით მეფერებოდა.
- არა, კარგად ვარ. ნუ ნერვიულობ. - სანდომიანად გავიღომე. გულში ჩამიკრო და თმაზე ფერება დამიწყო. დენდარტყმულივით მოვშორდი, როდესაც ზურგს უკან ხმაური გავიგე. არსაიდან გაჩენილი კორიცინუსი, დაუნდობლად ხლიჩავდა შუაზე რობოტებს, რომელთა სიდიდე, ვეფხვისას არ აღემატებოდა.
- ჩაძაღლდით! უვარგისებო! - ლანძღვას არ წყვეტდა. ერთმა რობოტმა, რაღაც ნაწილი მოაძრო, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია.
- ალერმუს პრაიდ, ჩემი ნაწილები აიღეთ და ისე გაძლიერდებიათ, როგოც არასდროს. რაღაც ამოიგლიჯა და ძირს სავარდა.
- მალე მიეხმარე. - ორი ავტობოტი მიუახლივდა მათ. პრაიდა ნაწილები მიუერთეს და წამომდგარს მიაშტერდნენ. ზევიდან რაღაც ჩამოვარდა და ბუღი დააყენა. როდესაც შედარებით დაიწმინდა და სილუეტებისგარჩება შესაძლებელი გახდა, ჩემს მზერას უცხო დესეპტიკონი მიწვდა, რომელიც პრაიდის წინ იდგა და მას მიჩერებოდა.
- ორამის პრაიდი, როგორც ადრე გაგანადგურე, ახლაც ეგრე მოხდება. - ზიზღით უთხრა პრაიდმა ორამისს და ხელები იარაღად გარდაქმნა.

ესეც მეორე თავი. მართალია პირველ თავს კომენტარები არ ჰქონდა, მაგრამ არაფერია ^_^ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი და შენიშვნები დამიწეროთ, რათა გავითვალისწინო.
პ.ს მადლობა ვინც კითხულობთ ^_^
პ.ს.ს Facebook-ზე შეგიძლიათ დამიმატოთ. " შიკა ლატკა " ასე მომძებნეთ ^_^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent