შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{9}


6-03-2015, 00:21
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 163

კარზე ზარი გაისმა. მხოლოდ მაშინ ავდექი.
-მე ვარ(ნინი)
კარი გავაღე, მაგრამ ხმა არ ამომიღია.
-რა ხდება? სად გაქრი?(ის)
-ძალიან დაკავებული ვიყავი..(მე)
-ააუუუ-ნინიმ ამოიოხრა.
-ბოდიში(მე)
-ისე, რომ არც კი დამირეკე?! გადაღლილიი ჩანხარ? არ გეძინა?(ის)
-არ მეძინა(მე)
-რას აკეთებ ასეთს?(ის)
-ნახე, წიგნი-მივაშტერი მას და ვუჩვენე ის, რაც სიცოხლეს მერჩივნა.
-ვხედავ-მან გაკვირვებით შემომხედა და წიგნი გადაშალა.
მიაშტერდა მიძღვნას.
-ვის?-შემომხედა. სახელი მითითებული არ იყო და მხოლოდ მე და რობერტმა ვიცოდით, რომ ეს მე მეძღვნებოდა.
-მე ვარ ის გოგო, რომელიც მთავრ გმირშია წარმოჩენილი. ჩემი სამყარო..-მან გამაწყვეტინა:
-კარგად ხარ?(ის)
-გრძელი ამბავია(მე)
-რამეს მიმალავ?(ის)
-ნუ ხარ ასეთი მკაცრი!(მე)
-მომიყევი-ტახტზე დაეშვა და მომაშტერდა.
-საუზმეს გამოვიტან და საუზმისას ვისაუბროთ(მე)
საუზმე გამოვიტანე და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. საათს რომ დავხედე 2 ხდებოდა.
-რამდენი დრო გასულა-ბოლოს ამით დავასრულე.
-ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხო და თან ახლავე. გოგო, რომანის გმირი ხარ, მაგრამ შენი ცხოვრებაც რომ რომანს ჰგავს-ნინი აღტაცებას ვერ მალავდა.
-სიყვარული ტკივილია. მის გარეშე ის აღარაა სიყვარული(მე)
-მარია, გილოცავ. აი, რატომ აღარ ჩამოგტირის სახე. წავიკითხავ. დღეს თავისუფალი ვარ(ის)
-ძალიან კარგი-გავუღიმე.
ზარი გაისმა.
-როგორ ხარ, მარია(რობერტი)
ხმა ამიკანკალდა და სიჩუმის შემდეგ ვუპასუხე.
-ისე როგორც არასდროს(მე)
-მიხაროა. ესე იგი, წაიკითხე?(ის)
-მთელი ღამე არ მეძინა, მაგრამ მაიც არ მეძინება.გასაოცარი ხარ(მე)
-მომენატრე(ის)
-მეც, მომენატრე(მე)
-გამოგივლი, თუ გცალია(ის)
-კი, კი(მე)
გავთიშე.
-რა ხდება?-ნინი მომაშტერდა.
-მოდის..(მე)
-შესანიშნავია-მან სხვა წიგნებიც შენიშნა და მიმითითა მათზე.
-ჰო, დანარჩენებიც წაკითხული მაქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებულია(მე)
-სხვებსაც წავიკითხავ თავისუფალ დროს(ნინი)
ამ დროს ზარი გაისმა.
კარი მაშინვე გავაღე. რობერტი ყვავილების თაიგულით ატუზულიყო კარებთან. კარი რომ გავაღე, მაშინვე ტუჩები საკოვნელად წამოსწია და ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა. შემდეგ ყვავილები მომაწოდა.
-შემოდი-გავუღიმე.
-სტუმარი თუ გყავდა არ ვიცოდი?-მან ნინი შენიშნა.
-სტუმარი არაა. ჩემი მეგობარია ნინი. ნინი ეს რობერტია(მე)
-სასიამოვნოა-ორივემ ერთდროულად თქვა.
-შენმა წიგნმა ისიც გაიტაცა(მე)
-მიხარია, რომ პირველებმა თქვენ წაიკითხეთ(ის)
-ჩვენც(მე და ნინი)
ნინიმ კითხვა განაგრძო, ჩვენ კი გვერდითა ოთახში გავედით.
-ამ სურათზე შენ ხარ?(ის)
-ჰო,მე ვარ. ეს დედაა და ეს- მამა(მე)
-რა საყვარელი ხარ. ალბომი დავათვალიეროთ(ის)
-რა თქმა უნდა-ჩემი ოთახიდან გამოვიტანე.
-ეს როდისაა გადაღებული?-ორი საათის თვალიერების შემდეგ ის ბოლო სურათს მიაშტერდა.
-ეს აგარაკზეა. ბოლო სურათი, რომელიც მშობლებთან ერთად გადავიღე. პრაქტიკულად, მათი ბოლო სურათი-თვალზე ცრემლი მომადგა.
-ვწუხვარ-ის ნაზად მომეხვია.
-იცი, რა ძნელია მარტოობა(მე)
-როცა ძმა დავკარგე, თავს სრულიად მარტო ვგრძნობდი, ყველას ვუფრთხოდი. იცი, არ მითქვამს შენთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ-ხელი ჩემს ხელს დაადო.
-გისმენ(მე)
-წერა მისი დაღუპვის შემდეგ დავიწყე. ის 11 წლის იყო. ასეთი პატარა მოშორდა სამყაროს.ღმერთო, ამის გახსენება მზარავს(ის)
-როცა მშობლები დავკარგე, პატარა ვიყავი და,იცი, როგორ ვაგრძელებდი ცხოვრებას და რას ვგრძნობდი? თითქოს, გამოქვაბულში ვიყავი მარტო, გარეთ გამოვდიოდი, მაგრამ მწვერვალზე ვიყავი,რომლის ქვემოდაც ქვესკნელი იყო და არანაირი იმედი არ არსებობდა თავის დაღწევის. ბავშვთა სახლიდან რომ გამოვედი მიჭირდა ცხოვრება. ცოტა ხანში შევხვდი ნინის და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ ასევე შევხვდი იმას ვინც გული გამიტეხა(მე)
-მარია, ვიცი რაც გამოიარე. ჩემი უბედურება ამასთან შედარებით არაფერის(ის)
-არა, რობერტ. ასეთ რამეს ერთმანეთს ვერ შეადარებ. აქ არ არსებობს ალტერნატივა.-მხარზე თავი დავადე.
-მარია, შენ გესმის ჩემი(ის)
-შენც გესმის,რობერტ. როგორ დაიღუპა? მითხარი,რომ ავარიაში მოყვა, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ გიცდია-ინტერესით შევხედე.
-სკოლიდან ექვსკურსიაზე მიდიოდნენ. მანქანა ხეს შეეჯახა-ისეეთი მწუხარებით წარმოთქვა, რომ ცრემლი ვერ შევიკავე.
-შეგიძლია სურათი მაჩვენო?(მე)
საფულედან სურათი ამოიღო და გამომიწოდა:
-მას შემდეგ სულ თან დამაქვს(ის)
-ღმერთო,როგორ გგავს(მე)
-მართლა?(ის)
-კი, მართლა-ხელი კისერზე მოვხვიე და ვაკოცე.
-მიყვარხარ და მაგიჟებ, მარია(ის)
-სიტყვებით ვერ აღვწერ(მე)
-წიგნს მალე დაბეჭდავენ(ის)
-შესანიშნავია.იცი, როგორ მიხარია. მიყვარხარ(მე)
-მეც, მეც,მიყვარხარ. მუდამ შენთან მინდა ვიყო(ის)
-ჩემი ძმის საფლავზე მივდივარ დღე და ხომ არ გამომყვები?(ის)
-სიამოვნებით. ის ვინც შენ გიყვარს ის მეც მიყვარს, რადგან შენ მიყვარხარ და შენ ყვალეფერი ხარ(მე)
-მარიიიიაა-ძლიერად მაკოცა.
ცოტა ხანში ეზოში ვიყავით. მან მანქანა დაქოქა და დავადექით სასაფლაოს გზას.
-მოვედით-ის.
ყვავილები საფლავთან დავუდე.
-დავითი-წავიკითხე მისი სახელი.
-ჰო,დავითი ერქვა(ის)
მის თვალზე ცრემლი შევნიშნე. ფეხის წვერებზე ავიწიე და მის თვალებს ტუჩები მივაწვდინე. ვკოცნიდი და მისი ცრემლის გემოს ვგრძნობდი. მე ისიც მიყვარდა.
-იცი, რა მოვიფიქრე?(მე)
-რა, მარია?(ის)
-ჩვენს შვილს დავითი დავარქვათ(მე)
-მიყვარხარ-ის აღტაცებას ვერ მალავდა.
-მეც,მეც(მე)
მანქანამდე გადახვეულები მივედით.
სახლში მიმიყვანა და წავიდა. სამეცადინო მქონდა და მაგიდასთან დავჯექი. თან ვფიქრობდი რობერტზე და იმ სიყვარულზე, რომელიც ერთმანეთს გვაკავშირებდა...
ის ის იყო, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი.
ყველაფერი ან არაფერი ეს მუდამ ჩემი დევიზი იყო. მახსოვს ცხოვრებაში რამდენი რამ დამიკარგავს ამის გამო. ამის გამო რამდენ სიძნელეს შევხვედრირვარ,მაგრამ არც არასდროს მინანია და არც ვინანებ.
ერთი კვირა გავიდა. დიდ დროს ვატარებდით ერთად.
დეკემბერიც მიიწურა. თოვლი არ მოსულა, მაგრამ ეს მაინც იდეალური ზამთარი იყო. ის ჩემს გარშემო ყველაფერს აფერადებდა. ის ხომ ჩემი ყველაფერი იყო.
შეგვეძლო მთელი დღე გვესაუბრა. სასაუბრო არასდროს არ გველეოდა. ზოგჯერ უბრალოდ ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით.
30 დეკემბერს ყველაფერი მზად გვქონდა ახალი წლისთვის. ყველაფერი ერთად ავარჩიეთ. გვინდოდა ახალ წელს მხოლოდ ჩვენ ორნი შევხვედროდით ერთად ჩემს სახლში. მას სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებდა.
უბედნიერესი ვიყავი. ეს ხომ ყველაზე ბედნიერი წელი იქნებოდა. ჩემს ცხოვრებაში მეთვრამეტე და ყველაზე ბედნიერი. ცაში დავფრინავდი. ეს ყვალაფერი სიზმარს გავდა.
საღამოს რობერტი დაფიქრებული იჯდა და მიყურებდა ხმას ვერ იღებდა.
-რა მოხდა?-სახეზე ხელი მოვუსვი და გავუღიმე.
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ. ყველაზე ბედნიერი ვარ და მეშინია ეს ყველაფერი არ გამომეცალოს ხელიდან(ის)
-რა სისულელეა. მიყვარხარ(მე)
-მეც-ძლიერი მკლავებით მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
მთელი დღე ერთად გავატარეთ. ბოლოს ტახტზე ჩაეძინე. მე კი არ მეძინებოდა.მხოლოდ მას ვუყურებდი. ისე საყვარლად ეძინა, შემეძლო მთელი ღამე მისთვის მეცქირა, ვიფიქრე დილას გავაცინებო და სელფი გადავიღე. მძინარე ის და მე მღვიძარე.
-აქ არ არსებობს შუალედი, მარია-ასე მომესალმა.
-არ არსებობს-ჩაი მივაწოდე.
-ჩაი ტკბილია, ჰო?(ის)
-დიახ, რობერტ-სიცილით ვუპასუხე.
-შენსაში ხომ არ აგერია?-სიცილითვე მიპასუხა. მე ტკბილს საერთოდ არ ვხმარობდი, ის კი პირიქით იყო.
-არა, რობერტ(მე)
-ტკბილი მიყვარს და ამიტომაც მიყვარს შენი ტუჩები-ჩემ თმებს ეთამაშებოდა და მიღიმოდა.
-მე რომ არ მიყვარს ტკბილი, მაგრამ შენი ტუჩები მიყვარს-საკოცნელად მივიწიე.
-მიყვარხარ-ღრმად შეისუნთქა და ჩემს კოცნას უპასუხა. ჩაის გემოს ვგრძნობდი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
ჩვენი იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია.
საუბარს რომ მორჩა, სახე შეცვლოდა.
-მარია, საქმეები მაქვს და უნდა წავიდე, მაგრამ დღევანდელი დღე ძალაშია(ის)
-კარგი. მომენატრები(მე)
-მეც. მიყვარხარ-მაკოცა და წავიდა.
ოთახი მივალაგე და ნინის დავურეკე.
-გოგო-ნინის “all I want for christmas is you” მაღალ ხმაზე ჩაერთო და მისი ხმა ძლივს ისმოდა.
-მე ვარ ხომ ის იდუმალი?-გამეცინა.
-დიახ, დიახ-სიცილითვე მიპასუხა ნინიმ.
-დღეს რობერტს საქმეები აქვს და გვიანობამდე არ იქნება. გამოგივლი რა(მე)
-მაგარია(ნინი)
-მოვდივარ-ტელეფონი გავთიშე.
სწრაფად ჩავიცვი და ნინისთან ვიყავი 10 წუთში.
-მომენატრე-გადავეხვიე.
-შოპინგზე რას იტყვი?(ნინი)
-მაგარია(მე)
„თბილისი მოლში“ წავედით და ათასი რაღაც ვიყიდეთ. 3 საათზე სახლში დატვირთულები დავბრუნდით, ცოტა ვჭამეთ. შემდეგ საახალწლო ფილმზე წავედით. შემდეგ კაფეში შევიარეთ და ათას რამეზე ვსაუბრობდით. 8 საათი იქნებოდა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
-შენ გირეკავენ(ნინი)
-რობერტი იქნება.ალბათ, მორჩა(მე)
მხიარული სახით ვუპასუხე ტელეფონს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent