შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცოლო პოეტს


1-11-2015, 03:26
ავტორი Anna)))
ნანახია 1 856

ეწევი ბოლო დროს ღერებზე ღერებს ,
და ხანაც ცხოვრებას რთულსა და წვიმიანს ,
სვამ ბევრ ალკოჰოლს და იზრდი წვერებს,
ულექსოდ გასული ყველა დღე ცივია.
დადიხარ ქუჩებში კენტად და ამაოდ ,
იცი რომ ბოლოში არავინ დაგიცდის ,
ისევ წერ მასზე და ცდილობ დაღალო
სულ ყველა გრძნობა სანამ არ გაგიჟდი.
ნოემბერს უყვები დარდებს და ტკივილებს,
არ გეკარება ძილი და განიცდი,
კვლავ ალკოჰოლის დიდ დოზას მიიღებ
და რიჟრაჟამდე ნასვამი დაიცდი,
რომ მერე ადგე და გაუყვე სველ ქუჩებს,
და გაიხსენო მისი თმის სურნელი,
რომ უსველებდი იმ ღამით თბილ ტუჩებს
და კლავდა მისი შეცდენის სურვილი.
რომ გაიხსენო გიყვარდა როგორ ,
ქალი , რომელიც მარტო დატოვე,
ქალი,რომელიც ჯერ კიდევ გოგო
გენდო და გახდა შენი საცოლე.
მთვარეულივით მიჰყვები სველ გზებს,
იხსენებ მის გრძელ თითებს და ფიქრობ
რომ გინდა მთელი სიცოცხლე წერდე
მასზე და ასე შეეხო თითქოს.
ფიქრობ სიცოცხლე ჩატოვე მასში
მაისის თვეში ჩუმად რომ გაქრი,
და გახსოვს როგორ გტკიოდა მაშინ ,
როცა ამ ქვეყნად სულ მარტო დარჩი.
მარტო თუ არა-ლექსებთან მაინც,
და წერდი ყველა შენი ნერვებით,
გტკიოდა ყველა წამი ,და თავიც-
გსურდა მოგეკლა შენი ხელებით.
დადიხარ ახლაც და ღერებზე - ღერებს,
ნერვებზე -ნერვებს აყოლებ ნიავს ,
სურვილი ერთია-გინდა რომ წერდე,
რადგან უცოლო პოეტი გქვია.
ანა ზეიკიძე
1.11.15



შემეხო.
საოცრება ხარ,ზეიკიძე.
მაგრამ პოეტობას ვერ დაგაბრალებ,
თუკი გაფრენა არ შეგიძლია.

 


№2  offline წევრი Anna)))

უცნობი კრიტიკოსი
შემეხო.
საოცრება ხარ,ზეიკიძე.
მაგრამ პოეტობას ვერ დაგაბრალებ,
თუკი გაფრენა არ შეგიძლია.

რაღაც დოზით ყველა აფრენს ♥
მადლობ ^_^ მიხარია თუ მოგეწონა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3 სტუმარი მდა...

ბოლოს იმენა მაგრად დაიღალე ხომ ?

 


№4 სტუმარი Ana

აი ძაან ძაან მაგარი იყო ^_^ ♡♡

 


№5  offline წევრი Anna)))

Ana
აი ძაან ძაან მაგარი იყო ^_^ ♡♡

მადლობა ანა <3 ♥

მდა...
ბოლოს იმენა მაგრად დაიღალე ხომ ?

სხვანაირად თუ დაასრულებდით მირჩიეთ და ვეცდები გავითვალისწინო =]
--------------------
ა.ზეიკიძე

 


ძაან მაგარია smile

 


№7  offline წევრი Anna)))

თორნიკე დევაძე
ძაან მაგარია smile

მადლობ , თორრნიკე ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№8  offline ადმინი შამანი

კარგიაა <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№9  offline წევრი Anna)))

შამანი
კარგიაა <3

მადლობა <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent