ახალი წელი და ისევ ახალი წელი!სიმბოლური თარიღი შემოგვღებს კარს, დავიფიცებთ ერთურთი გვეყვარება კვლავ. სიყვარული და სითბო ხელებს გვიწევს შორს, ნუთუ ისევ იღვიძებ,აღარ კარგავ გონს. შენს ხუჭუჭა დალალებს მივამგვანებ ხეს, თოვლი მოვა და ისევ გაგიღიმებ ბევრს. ვიცი,არ დაივიწებ ამ ჩვენს ახალ წესს, გზავნილს დავწერთ ჩვენ ერთად ლამაზ-ლამაზ ფერს. წელი დგება ნანატრი,ბარაქალა სძევს, გარეთ გამო,პატარავ,მგონი,თოვლი დევს. ახალი წელი არის სიმბოლო,დაუწერელი,აღუწერელი, ძლიერ მიყვარდა მე ის იმ ერთ დროს,ძლიერ მიყვარდა ეს სიყვარული. ახალი წელი იყო ზეიმი,პაპა ხეს რთავდა,ბაბო ჩიჩილაკს, ჩემთვის ეს იყო შეუცნობელი და თორმეტ საათს ველოდი წიკ-წაკს. შენ მე მჩუქნიდი ულევ საჩუქრებ,თვალები გქონდა შეუცნობელი, შენ მანახებდი სითბოს და ღელვას,მიწილადებდი,რაც გულში გლესდა. მაგრამ წლებია,რაც მიმატოვე,დააიგნორე წელი ახალი, ჩუმად წახვედი,არად ჩააგდე ეს დღე ლამაზი,დღე სიხარული. ნუთუ დაგვტოვე პირველ იანვარს,დღესაც არ მჯერა ეს პარადოქსი, ნუთუ წახვედი სულ დაგვიკიდე,არად ჩააგდე დღე სიმბოლოსი. დღესაც არ მჯერა,რომ ვეღარ გხედავ,ისევ რომ ვხვდები ამ წელს უშენოდ. დღესაც არ მჯერა,რომ ისევ მოთოვს,პაპავ,ძირფასო,უსიყვარულოდ. ისევ ვუყურებ დათოვლილ ქუჩებს,ისევ მივდივარ ქართლის ფოსტაში, ისევ მგონია გზავნილს ავიღებ,კვლავ გავიღიმებ მე შენს სიტყვებში. მჯერა,რომ ისევ ვიხილავ წერილს,ლექსს წამაკითხებს მე სიყვარული, მგონია,ვნახავ შენს ლამაზ ნაწერს,ისევ მოვიდა,მარიკო,თოვლი. დღეს ისევ გათოვს თავზე სითეთრე,ისევ მიყურებ,ისევ ირევი, ბაბო,სად არის-შენ მეკითხები,გულმავიწყობას კვლავ ვერ ერევი. ისევ მიდიხარ,რაფასთან დგები,დღეს თოვლს უყურებს ეს სიყვარული, ისევ ბრუნდები,ისევ მიღიმი,კვლავ მეკითხები წრფელი გრძნობებით-ისევ მოვიდა,მარიკო,თოვლი? პ.ს ჩემი ნაჟღაბნებიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.