შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


31-12-2015, 14:20
ავტორი BvBArMy
ნანახია 11 086

მივდივარ
და
ქუჩის ორივე მხარეს
ცისფრად ანათებენ,
წინასაახალწლოდ დადგმული ანგელოზები.
არცერთი არ არის ჩემი მფარველი...
არცერთი არ არის შენი მფარველი...
და
არც ამ ქალაქის მფარველია რომელიმე...
უბრალოდ დგანან
და
ანათებენ,
სანამ ღამეა
და
სანამ ბავშვებს უხარიათ ასე თავისით,
რაღაც
რაც
უკვე დავივიწყეთ ალბათ დიდებმა,
რასაც
სიზმრებშიც ვეღარ ვნახავთ,
ვეღარ განვიცდით
და
რისი თხოვნაც ღმერთისთვისაც კი გვერიდება.
ამ ანგელოზებს
ალბათ
იქით სჭირდებათ დაცვა,
რომ
არ გამოიაროს ვინმე უღმერთომ
და
არ გადაწვას.
ეს ახალი წელიც
ძაფივით გაძვრება ნემსის ყუნწში,
მაგრამ
ძველ ჭრილობებს ვერ გაკერავს.

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


რა
მარტივად
გადაესმევა ხოლმე ხაზი,
მათ
ვინც ყველაზე ახლოა შენთან,
მათ
ვინც იმდენად ახლოა,
რომ
გამჭვირვალე ხდება შენთვის,
მათ
ვისაც არ შეუძლიათ ზურგი გაქციონ,
მთელი შენი აუტანლობის მიუხედავად,
როცა
საკუთარი თავი ჩაგჩიჩინებს,
რომ
მარტო ხარ
და
შენც უნამუსოდ იჯერებ ამას
და
ღალატობ მათ,
რადგან
ძმაკაცის ხელი დევს შენს მხარზე,
რადგან
დედის დაუთოებული ტანსაცმელი გაცვია,
რადგან
ეს ტანსაცმელიც ძმისგან ითხოვე,
რადგან
შენი საყვარელი გოგონა შენთვის აკეთებს საჭმელს,
რადგან
მეგობრის ხუმრობაზე გეღიმება,
რადგან
შენი დისთვის იჩხუბე,
რადგან
ვიწრო ფეხსაცმელები გაცვია
და
ტკივილს ითმენ,
იმიტომ
რომ
გაჩუქეს,
რადგან
ცდილობ მტრები შეგიყვარდეს,
რადგან
წერ
და
ვიღაც კითხულობს,
რადგან
გყავს ვინმე ვინც ვერ გაიგებს,
შენ ღალატობ მათ,
რომ
გწამს სიმარტოვის
და
ღმერთის ვერ იწამე..

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


ამ ახალი წლის ღამით
მინდა სახურავზე ავიდე
და
ფეიერვერკების ფონზე
ამ ცხოვრებას დედა მოვუტყნა.

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


ის კი არარის შვება,
როცა გულს ერევი,
ან უფრო ხშირად
გული გერევა,
შვებაა
როც
აღებინებ.
იცლები,
აღსარება
ნათქვამივით.
მახსოვს წირვაზე,
ჩვილ ბავშვს ზიარებისას,
გული აერია.
დავინახე იქ მდგარ,
იმ მრავალ,
ღრმა მურწმუნეთა
თვალებში,
როგორ ისადგურებდა
ურწმუნოება.
ერთ–ერთს წამოსცდა
კიდეც:
"რატომ არ მიიღო ქრისტეს
სისხლი და ხორცი?!
ის ხომ ანგელოზია?!"
ვერ მიხვდნენ,
რომ თავად ქრისტემ
ანგელოზის ხელით აზიარა
მამაო,
რომელმაც იმ წამსვე,
დაიჩოქა და მიიღო
ჩვილი ბავშვის ამოღებინებული
ქრისტეს სისხლი და ხორცი.
მას მერე აღარ მიკვირს,
მას მერე აღარც გულის რევის,
შეგრძნება არ მაქვს
როდესაც ვხედავ,
ძაღლები,
ადამიანების ნარწყევით,
რომ ნაყრდებიან.
არსებობს ხილული და უხილავი
სასწაულები.
და ისეთებიც, მხოლოდ ხილვა,
რომ არ არის საკმარისი.
თუ ვერ მიხვდი.

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


დიდი ხანია
ერთ წერტილზე მინდა გავჩერდე,
მაგრამ
ადამიანი
ან
მაღლა ადის,
ან
დაბლა ეშვება,
დაუსრულებლად გრძელდება ასე
და
ეს არ გავს
დღეების
და
ღამებიის
მონაცვლეობას,
ეს
უფრო
იღბალზე აგდებული მონეტის ტრიალია,
იმ
განსხვავებით,
რომ
იცი რომელი მხრით დაეცემა,
მძაფრად გრძნობ ამას,
მაგრამ
მაინც ღვთის იმედზე ხარ,
ამოგაბრუნოს.

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


რას აპირებ ამ შუა ღამეს.
საით აპირებ გაქცევას,
როცა განათება უმნიშვნელოა
და სიყვარული მიტოვებული.
გაწიე ფარდა,
შეხედე ფანჯრებს,
ქარი დგას მათთან
და შენ გდარაჯობს,
რომ ერთხელ შემოვიდეს, შემოაბიჯოს,
მოხვიოს ხელი შენს ოცნებებს და ყველა მოკლას.
რას აპირებ ამ შუა ღამეს,
როცა არჩევანის უფლება არ გაქვს,
როცა შენი თავი უპერსპექტივოა
და აზროვნების უნარი დაქვეითებული.
რას აპირებს შენი წარსული,
როცა ძველი სიყვარული ფეთქავს,
მაგრამ არსად ჩანს,
და არც კი იცის შენს შესახებ.
რას აპირებ ამ შუა ღამეს,
ძველი ლექსები
არ აპირებენ წამოდგომას და შენთან მოსვლას.
ყველაფერი უცვლელია,
მათ არ განუცდიათ რეინკარნაცია.
რას აპირებ, საით გინდა გაქცევა,
როცა სახლი არსად გაქვს,
როცა ყველაფერი მორჩა მამის სიკვდილის შემდეგ,
როცა ყველა გრძნობა ფეხზე გკიდია
და წარსულიდან ძველი სიყვარულის აჩრდილი მოგდგამს.

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


ერთი შეყვარებული წყვილი,
ალბათ უკვე წელიწადზე მეტი იქნება,
კვირაში რამდენჯერმე მოდის
ჩემი ფანჯრების წინ მდებარე პატარა ბაღში.

გოგო და ბიჭი,
ოცი-ოცდახუთი წლის.

ათვალიერებენ თავისუფალ სკამს,
სხდებიან
და არიან ასე,
ტყვეებივით,
უბნელი უსაქმური ბიჭების,
პოლიტიკაზე მოყაყანე პენსიონრების,
გვიანობამდე მომუშავე მშობლების მიერ
უპატრონოდ დატოვებული ბავშვების
გარემოცვაში.

ქუჩას მიკედლებულებს
არსად აქვთ ადგილი,
რომ უყვარდეთ ერთმანეთი.

...

ვუყურებ
და მეცოდება
ამ უმომავლო ქვეყანაში დაბადებული
მათი სიყვარული.

ვუყურებ
და ვხვდები,
რომ მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოკვდე...


ნუღარ უსმენ საკუთარ თავს
შენ არაფერი არ გაქვს
იძირები მოლოდინში
და სულ ემსგავსები გვამს
მიდის დრო და შენ არ იცი
თუ როდესმე დააღწევ თავს
ჩვენ ვერასდროს ვერაფერს ვხვდებით
სულ ვეჭიდებით სხვას

ჩვენი ოთახები იცლება, არ გვყოფნის ჰაერი
მე სულ ყველა იმედი მიქრება, არაფერს ველოდები

ნუ გეშინია ჩვენ არასდროს
არ შევიცვლებით
ერთმანეთისთვის ჩვენ დავრჩით
საყვარელი ნივთბი
და თუ როდესმე გაჩნდება
უცხო სურვილები
დახუჭე თვალები მათ ვერასდროს
ვერ მოესწრები

ჩვენი ოთახები იცლება, არ გვყოფნის ჰაერი
მე სულ ყველა იმედი მიქრება, არაფერს ველოდები



№1  offline მოდერი წითური გოგონა

სათაურმა გულიანად გამაცინა! wink
სიახლეს გადავხედავ და ჩემ მოსაზრებას შეგატყობინებ winked
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი maridb

კარგი სიახლე იყოო<3^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3 სტუმარი lana

arsebobs adamiani visac uyvarxar shenki argjera da ambob mkidia armjera araferi masxom siyvaruli ar sheudzlia ambobs me mainc miyvarxar shentu argera memsinc mkidia ambobs da gaidzaxis am cxovrebis dedac visac chemi arjera

 


№4 სტუმარი lelako xozre

კომენტარიra martivad gaesmeva xolme xazi mat visac imdenad axloa shentvis mat vic imdenadcaxloa rom.gamjirvale gamjirvale xdeba shentvis mat visac ar sheudzliat zurgi gaqcion mteli sheni autanloba miuxedavat roca sakutari tavi chagchichinebs rom amitom xar da shenc unamusos ijereb amas da galatob mat iyavi mshidad bednierad da ara ise ro yvelas edizgebode shen syvarel adamianebs miyvarxart xalxno yvela qartveli

 


№5  offline მოდერი Marry Amm

მომეწონა კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent