შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!


30-07-2015, 14:09
ავტორი BvBArMy
ნანახია 6 412

აქ უცხოპლანეტელს ცნობენ,
უცხოსამყაროელს ვერა,
ამიტომ
ვარ მარტო.

ზურგით დამაყენე
და
მესროლე თუ გინდა,
ოღონდ
ფონი ცისფერი იყოს.

ჩვენი მოკვეთილი თავები
ხომ
მზესუმზირებს გვანან.

ჩემი სისხლის შხეფები ცაზე დარჩება.
და
სანამ ღამე სიბნელეს აცნობიერებს,
მე აღარაფრის მეშინია,
რადგან
ჩვენ მოვუშვით წვიმა მოწმენდილი ციდან,
რადგან
ჩვენ გადავტეხეთ სინათლე ხერხემალში,
რადგან
ჩვენ ამოვიყვანეთ ცისარტყელა ღამით,
რადგან
ჩვენ ვიპოვნეთ ღმერთი ადამიანებში
და
არავისთვის არაფერი გვიკითხავს,
რადგან
აწი თვალდახუჭულები დავინახავთ ერთმანეთს,
ჩვენ - შეშლილები.

ვგიჟდები სიცოცხლეზე
და
ოცნებაზე,
ცალ-ცალკე შეუძლებელია
და
ალბათ
ჩემი პირველი ლოცვაც
ეს იყო,
ღმერთო ნუ განმკურნავ სიგიჟისგან.

ვწერ
და
სუნთქვა მავიწყდება.

ზოგჯერ
სიზმრებშიც ვათენებ ღამეს.

მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!
არ შემიძლია,
ცარიელი
გულის ტარება.


მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!

___________________________________________________________


სასაცილოა.
რაც უფრო მარტო ვარ,
მით უფრო არ მყოფნის სიმარტოვე.

რატომ ხდება,
რომ
საკუთარ თავთან საუბარს
პირველი ყოველთვის მე ვიწყებ ხოლმე,
ხომ შეიძლება
ერთხელ თვითონ მოვიდეს
და
გამომელაპარაკოს,
ზრდილობის გამო მაინც მოვუსმენდი.

ეს ყველაფერიც სისულელეა,
როცა ისიც კი არ მესმის,
რომ
როდესაც
მავთულზე გულუბრყვილოდ მჯომ ბეღურას
თოფს უმიზნებენ,
რატომ არ აფრთხობს ღმერთი,
როცა
თვითონ ვერაფერს ხვდება.

თითქოს ჩემი სიგიჟე ასეთია,
რომ
ხელებზე ეკლები მაქვს ამოსული
და
გაბერილი ბუშტი ისე მიჭირავს,
არ სკდება.

ნეტა ჰაერის მიტანა
წყალივით შეგვეძლოს ერთმანეთისთვის.


მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!




ჩემი
ქალაქის ჰაერი
მე
ვარ,
ჩემი
ქალაქის ცა,
ჩემი
ქალაქის მიწა.

ადამიანები დალაქეს
ქუჩებმა
და
გზა გაწითლდა,
შენ
კი
მიდიხარ საით?...
ღრუბელო.

სხვამ
ნერვებს მიხედოს,
მე
გავისეირნებ
ცოტას
და
უბრალოდ
მსურს
გადმოვიხედო
წვიმის სიმაღლიდან,
ნუ
გამაკრიტიკებ.

თვალები მოხრიან
და
გადმოღუნავენ
შენსკენ
ლამპიონებს
იმდენად
ჩუმი
ხარ.

მე
ვიცი
ამ
გზაზე გიჟებიც დადიოდნენ,
იმათაც
უყვარდათ,
ისინიც
უყვარდნენ,
ღამდება შორიდან.

ადამიანებს ყლაპავენ
ქუჩები,
ჩრდილები ურჩობენ
და
ბოლოს
რჩებიან სხეულის კუთხეში
მოკუნტულები
და
სულებს ღაფავენ საშინლად,
მოვიხდი ბოდიშს
და
ჩავწვები საფლავში,
ვიღაც
გაიხარებს.

აქ
არც
მაწანწალა ძაღლები ადარდებთ,
აქ
არც
ნაგვის ბუნკერები ყარან,
აქ
არც
ვირთხები ალპობენ სადარბაზოებს,
ნუ
მომიახლოვდებით,
სიკვდილს გადაგდებთ.

მზერას ვაყოლებს ყორანს
და
არა
მინდორს,
რომელზეც
აძოვებს
მოხუცი ფარას.

ჩემი ქალაქის ჰაერი
მე
ვარ,
ჩემი
ქალაქის ცა,
ჩემი
ქალაქის მიწა,
ადამიანები დალაქეს
ქუჩებმა
და
გზა გაწითლდა,
შენ
კი
მიდიხარ საით...?
ღრუბელო.

იწვიმოს,
იწვიმოს
და
გადმოიღვაროს ტკივილი ზეციდან,
მიწას ცრემლები ჩამორეცხავს,
სისხლს წურბელებისთვის ვინახავ,
რადგან
ვენები ერთამდე შემცირდა,
შენ
დაგვიფარე ღმერთო.



მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!




მივდივარ
და
ქუჩის ორივე მხარეს
ცისფრად ანათებენ,
წინასაახალწლოდ დადგმული ანგელოზები.

არცერთი არ არის ჩემი მფარველი...
არცერთი არ არის შენი მფარველი...
და
არც ამ ქალაქის მფარველია რომელიმე...

უბრალოდ დგანან
და
ანათებენ,
სანამ ღამეა
და
სანამ ბავშვებს უხარიათ,
რაღაც ისეთი წარმავალი სულის სიკეთე,
რასაც დიდები ვეღარ ვამჩნევთ ვეღარ განვიცდით,
მაგრამ
გულით ვატარებთ ხოლმე.

ამ ანგელოზებს
ალბათ
იქით სჭირდებათ დაცვა,
რომ
არ გამოიაროს ვინმე უღმერთომ
და
არ გადაწვას.

ეს ახალი წელიც
ძაფივით გაძვრება ნემსის ყუნწში,
მაგრამ
ძველ იარებს ვერ გაკერავს.


მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!



მე რაც მიყვარს,
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს
და
რაც მძულს,
ისიც სიცოცხლეზე მეტად.

ვფიქრობ
და
ახლაც არ ვიცი,
როგორ
შეიძლება
გიყვარდეს
და
არ უყვარდე,
უყვარდე
და
არ გიყვარდეს.

არ ვიცი,
მე საერთოდ არაფერი ვიცი,
არც ის მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე,
მითუმეტეს სიყვარულზე.

მიყვარს შეშლილებთან საუბარი,
ამიტომ ველაპარაკები საკუთარ თავს საათობით.

მქონია ღამეები რომლებმაც გამათენეს.

მაზოხისტი არ ვარ,
არც გეგონო,
ღმერთმა დამიფაროს,
უბრალოდ
როცა
არაფერი მტკივა,
მინდა ხელისგულზე
ლურსმანი დავიჭედო მთელი ძალით
და
ტკივილისგან ცრემლები წამომივიდეს.

ჩემი სული ღრიალებს,
ჩემი სული ყვირის,
გამხადეთ სხეული!
შემომაფლითეთ ტანი!
მინდა ეს ყვირილი ვარსკვლავებს გავაგონო,
ღმერთამდე მივიტანო
ჩემი დასახიჩრებული სურვილები,
ჩემი გაუკუღმართებული მე.

ვგრძნობ როგორ მეყინება ვენებში სისხლი,
ალბათ
რომ
გადავიჭრა,
ერთი წვეთიც არ წამსკდება ჩემს გემოზე.

ზოგჯერ თვითმკვლელობასავით მჭირდები,
ალბათ ამიტომ არა ხარ ჩემთან.

ჩემს სულში რომ ჩაეხედა
დედაჩემიც თავს მოიკლავდა.

მე ვიცი რატომ მოიჭრა ვანგოგმა ყური.



მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!



რა ვქნა,
იმაზე უბრალო
და
ძვირფასი,
რომ
მიყვარხარ.

სხვა არაფერი შემიძლია,
შევძლებ ყველაფერს,
თუმცა
არ ხდება,
ჩემისთანამ იცოცხლოს დიდხანს,
ან რას მოვასწრებ,
ცხოვრებაში სიყვარულის მეტს.

ფოთლებიც როგორ გაყვითლებულან.

მინდა ამოვარდეს ქარი,
ძლიერი ქარი,
გავიდე გარეთ
და
ვუსმინო ფოთლების შრიალს,
უკვე მიწიდან,
უკვე გამხმარს,
უკვე ჩამოყრილს,
ქუჩებში სადაც
მტვერზე მეტი სიცოცხლე ყრია.

ვგრძნობ ასეთ ხმაურს
არავინ უსმენს
და
გული მწყდება.



მე დავარქვი სიყვარულს სიყვარული!



№1 სტუმარი okay

სურათები იყო, აი არვიცი, ძალიან მაგარი <3 უსაზღვროდ მომეწონა სურათებიც, ლექსებიც და მთლიანად სიახლეც ხომ უნიკალური იყო <3
ოღონდ მეტი ასეთი ფოტო დადე !
ჩერქეზიშვილი, გომელაური და კიდევ სხვებიც შემატე <3
მიყვარხარ ძალიააან <3 ! !

 


№2  offline წევრი BvBArMy

okay
სურათები იყო, აი არვიცი, ძალიან მაგარი <3 უსაზღვროდ მომეწონა სურათებიც, ლექსებიც და მთლიანად სიახლეც ხომ უნიკალური იყო <3
ოღონდ მეტი ასეთი ფოტო დადე !
ჩერქეზიშვილი, გომელაური და კიდევ სხვებიც შემატე <3
მიყვარხარ ძალიააან <3 ! !

ლავ იუ თუ. შევმატებ აუცილებლად <3
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent