შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაგოდეხის დედოფალი!


3-01-2016, 20:19
ავტორი ერკე
ნანახია 3 033

ლაგოდეხის დედოფალი,
გულით, სულით გრძნეული,
და სიცოცხლის მეგობარი,
ყვარელს პატარძეული.

ვერ აგიხდენ მე ოცნებებს,
შენ გაქუსლე მერანო
ფიქრებს ატან და მოვლენებს,
სხივთა ათასფერადო.

ზღარბუნია სიყვარულს
კვლავ დათესავ სამოთხედ,
და ამ ოფლით ნაშენ გულს,
ლავასავით ამოხეთქს.

მარიამო ლამაზო,
სიამ-ტკბილად მზირალო,
თითქოს სიტყვამ ამავსო,
და გადმომდო მფრინავო.

რა მშვენება შექმნილხარ,
რა საოცრად სრულყოფილს
დაგარქმევდი რომ გეთქვა
ჩემთან არ ხარ ნამყოფი.

ესმერალდას მეგზური
ციურ სხეულს შეგადრი,
ეს სიცოცხლე ბედკრული,
გადაიქცა ფერადი.

შემოხსენით ფარდები,
სიყვარულის ვარდები,
აქეთ გადმოვარდები
როცა არ გედარდებით.

მშვიდობა შეგვერია
ფრთებად ასხმულს ცამდე,
მიყვარხარ, შემიყვარე,
და პატივი დამდე!

ლაგოდეხის დედოფალო
გულით, სულით გრძნეული,
მზე ხარ! შენში შემოაღწევს,
სხივი პატარძეულის.
ე.მ.
3 იანვარი 2016 10:07


__________
ძალიან საყვარელი, თბილი, უზადოდ გემრიელი გოგოა, რომლის გულში ჩაკვრაც ალბათ გესიამოვნებათ. მერე და როგორ წერს?! თითებს ჩაიტკბარუნებთ და სიზმარში გეგონებათ თავი. ამ ჩემმა ლაგოდეხის დედოფალმა, ხომ იცის როგორ ძალიან მიყვარს? ეცოდინება... და როგორ არ შეასრულა პირობა, არადა ახალი წელი უკვე გავიდა? ეს ნამდვილად ეხსომება...
მე ამ ადამიანზე შეყვარებული ვარ. ძალიან კარგი გოგოა, უნაზესი და უამესი... რაღაც თავისი ხიბლი და სითბო რომ მოაქვს მის ყოველ სიტყვას და მთლიანად შეგავსებს, როგორც ყურძნით სავსე ბიდონი...
მარიამ.. არ ვიცი მერამდენედ გეუბნები ამას, მაგრამ მიყვარხარ!
ჩემო შვიდუნიაააა...



№1  offline წევრი EmyLee

ვაიმე ჩემო საყვარელო და უტკბესო მარიკუნა. .უზომოდ მიყვარხარ ჩემო შვიდუნაა♡♡♡♡♡♡♡ყვალაზე თბილი გოგო ხარ ♡♡♡♡♡ჩემილამაზოო
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Vaime ra sacodaoba iqneboda erke gogo rom yofiliyaviii... :-D gavkadnierdiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent