ტრაგიკული სიყვარული
ღმერთო, ხომ ხედავ როგორ იბრძვის ეს ორი სული ადამიანებს უნებურად უწყობ განგებას, ახლა მათ შორის უკვე ჩადგა დიდი ეშმაკი და აზრი არ აქვს სიყვარულს და მათთან გაგებას. ბედისწერამ მათ მისცა შანსი ერთად ყოფნისა, მაგრამ კუპიდონს არ ეცალა, ზურგი აქცია გრძნობა რომელიც ერთდროს გულში მარად სუფევდა იუდას სულმა ბოროტებად გადააქცია. ქალი სუსტია მაშინ, როცა ვიღაცა უყვარს მისი წამალი გახდა ახლა ჭიქა არაყი თამბაქოს სუნით გაჟღენთილა ოთახი, თანაც მისი ხელებით დაწერილა იგავ-არაკი. მას შეუთხზვია ის ოცნება რომელსაც მალავს ვერ ამხელს რადგან იცის ამას არვინ მოისმენს საუკუნეებს უძლებს ერთი თქმულება ალბად ის იგებს მაშინ ვინც ცოტათი მაინც მოითმენს. ამ სიყვარულში ორივეა ალბად მართალი, მაგრამ გაგება ამ გრძნობაში არის მცირედი ყოველ ღამ ჩხუბი და ახალი ლექსის დაწერა მონატრებულზე ისევ ძლიერ ნახვის იმედი. მაგრამ ეს გზები წლებთან ერთად გადაიკვეთა ახლა აღარცერთს ახსოვს ჩხუბი, არც მონატრება მაგრამ ყოველ ღამ რაღაც ახრჩობს ორივე მათგანს კვლავ უცოცხლდებათ ახალგაზრდობის ეს მოგონება. მორჩა ზღაპარი და დასრულდა ის ისტორია რომელშიც ტანჯვა და სილაღე ერთად ფასობდა სიყვარულს მუდამ უნდა სითბო და მოფრთხილება ამას ოდითგან კუპიდონიც მყისვე ამბობდა. მაგრამ როდესაც ორ სულს შორის დგება ეშმაკი, სჯობს დაასრულო ყველა ბრძოლა, დადო ფარხმალი როცა იუდა მართავს კაცის სათუთ ბუნებას სჯობს დაამთავრო სიყვარულის მოკლე ამბავი. ახლა ორივე ნანობს ალბად თავის საქციელს ყველა ინანებს, რომ დაკარგა ნაზი ქმნილება, მაგრამ წამალი და დევიზი მხოლოდ ერთია, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.