შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლევან კაპანაძე---აირია ფიქრები


16-01-2016, 21:58
ავტორი levan kapanadze
ნანახია 1 933

შენ ამბობო რომარ იცი
რა იქნება მომავალი
მე სულეს კი მეუბნები
მე ვარ შენი გზად მავალი

როს გითხარი ტურფა ქალავ
ეს ცხოვრება არად მინდა
ერთხელ ჩემსა მოიხედე
სთქვი ჩემგანა რაღა გინდა

ვერ გიმეტებ დასაკარგად
გული შენთვის მემეტება
სიყვარულის მოტრფიალეს
სულ ეგ თვალნი მენატრება

რომ წავიდე სად წავიდე?
გადვიკარგო უცხო მხარეს
იქაც არ დამიწყებ ძებნას
ვერვინ ნახავს ჩემს სამარეს

მომაყრიან ერთ გოჯ მიწას
არვინ იტყვის შენთვის მოვკვდი
მოსაგონარს არ იტყვიან
იფიქრებენ დარდით მოვკვდი

მე ფიქრები ამყვნენ ლანდად
ღამეც დიდად გაიწელა
მთვარეც სადღაც გადიკარგა
წამი წუთად გაიწელა

გათენებას ვეგებები
ანათებენ მზის სხივები
ლამაზია ეს ცხოვრება
ვიცი ისევ მელოდები

როს იძახი არ გიყვარვარ
ქალავ რაღად მელოდები?
თუ უბრალოდ შემეჩვიე
და მაგისთვის ვერ მშორდები

არა უნდა მოგიტაცო
ვეღარ ვუსმენ შენსა არას
წაგიყვან და გამოგკეტავ
ციხე კოშკსა ნარიყალას

ალბათ მერე შემეჩვევი
და გამიღებ გულის კარებს
ერთხელ მაინც გამიღიმე
დღეს ნუ მიქცევ შავ სამარედ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent