შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა - ბავშვობიდან გამორჩეული, ერკე მიდასი - პასუხი ესმერალდას


20-01-2016, 21:41
ავტორი ერკე
ნანახია 2 521

დავიწყებ, იმით რომ, ლექსი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, სრულიად განსხვავებული გრძნობის მომტანი და აქამდე უცნობი გრძნობა, მეც რომ გამომაცდევინა.
როგორ დავიწყო და რა ვთქვა არ ვიცი. ხშირად დამიწერია სხვისთვის ლექსი, ეს იყო უბრალო მადლიერების გამოხატვის მიზნით, დაბადების დღის მისალოცად თუ სიყვარულის გამოხატვისთვის ან პატივისცემის ნიშნად, რომ მე მას ვაფასებ, მაგრამ არასდროს, ვიმეორებ, არასდროს მოუძღვნიათ ჩემთვის ლექსი, რომელმაც ემოციურ და სევდიან განწყობაზე დამაყენა, ასე ვთქვათ, თბილი მზის სხივების გადმოტყორცნისგან გული ამიჩუყდა და ვიგრძენი როგორ გავთბი მთლიანად ამ ზამთარში, სიცივეში. სიცივით გავთბი.
ესმერალდა... ვიცი ყველა იცნობთ მას, ეს სახელი მაინც გსმენიათ, ან მისი ლექსები, თუნდაც "ესმერალდა" (მოთხრობა) წაგიკითხავთ და იცით, როგორი ძვირფასი და საოცარია ჩემთვის ეს გოგონა. ოცნების ქალი, სიზმრად ნანახი, იდეალური და გრძნობებით სავსე გოგო, რომელიც ყველაფერზე ძალიან მიყვარს...
მახსოვს, როგორ მეუბნებოდა - "ამდენ ლექსს, რომ მიწერ, მეც მინდა რამე დაგიწეროო... მეც რომ ვიყო ნიჭიერი და ლექსების წერა შემეძლოს, მეც დაგიწერდი ლექსსო." აი, ასე და ამგვარად, სულ ვფიქრობდი რომ ჩემი ლექსები მას აბედნიერებდა, ახარებდა და იმასაც ვფიქრობდი რომ მისგან ასეთ საჩუქარს ვერ მივიღებდი, მხოლოდ სიყვარულზეც კი თანახმა ვიყავი, რა თქმა უნდა, რადგან მისი ფასი, ძალიან ძვირია!
მოულოდნელად კი რას მეუბნება. ლექსი დაგიწერეო... გავოგნდი, აბა რა იქნებოდა, დაუჯერებლად მეჩვენებოდა და ვერაფრით ვერ დავიჯერე სანამ არ ვნახე, მანამდე მაინც. რეაქცია იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე მხოლოდ გაოგნება იყო.
ბევრ ყბედობას მოვრჩები და თქვენ შეაფასეთ მისი ეს საოცარი ლექსი, რომლითაც მტკიცდება როგორი ნიჭიერი მყავს! პირველი მცდელობა, ეს გახსოვდეთ... რადგან ჩემი პირველი მცდელობა ისეთი იყო, ახლა რომ ვიხსენებ მიკვირს წერა საერთოდ რატომ განვაგრძე მაშინ.
აი, ლექსიც:
ესმერალდა - ბავშვობიდან გამორჩეული, ერკე მიდასი - პასუხი ესმერალდას


ბავშვობიდან გამორჩეული
პრანჭია, ცელქი...
გოგონა კულულა თმით
და ნაზი ხმით...
წვიმაზე შეყვარებული
ფერებში შეხამებული, მეგობრების გარემოცვაში
მომავალი მისი, კოშმარული სიზმარივით, ოღონდ გარემო ცხადში.

მივისწრაფი დასაწყისში
მიზნებით დასახული,
წილად კი მხვდა ცხოვრება დაძაბული...
სწორედ ამ დროს, გამოჩნდა ჩემს მხსნელად ბიჭი,
რომელსაც აღმოაჩნდა საოცარი ნიჭი.
მთელ სამყაროში გამორჩეული,
ჩემი მეგობრებისთვის, ჩემ გამო რჩეული.
შენ დამიბრუნე აწმყოში ხალისი
და ამიმაღლე ცხოვრების ხარისხი.

მხოლოდ შენ გამო დავიწყე ბრძოლა,
შევეწინააღმდეგე მომავლის რბოლას.
არ არსებობსო იდეალური,
მაგრამ ეს შენ ხარ...
მიმეორებ ჩემი მზე ხარო,
მაგრამ მზეც შენ ხარ...
მსოფლიოს სითბო შენ გერგო წილად,
მინდა, რომ ღამეც შენ გნახო ძილად...

ესმერალდაო დამარქვი ჯიუტად, მე კი ვერაფრით ვამსგავსებ თავს,
ბუტიაც ხარო პატარა გოგონა, ზოგჯერ კი მიწოდებ ოცნების ქალს.

შენ მანებივრებ ლამაზი სიტყვებით,
მიმეორებ, რომ სულ ერთად ვიქნებით,
ბრძოლას განაგრძობს შენი გოგონა, თუნდაც დამიჯდეს ეს მე რადაც,
შენთვის ვიქნები მე ემილიც, ჯულიეტაც და ესმერალდაც...
სულ მალე გავალთ ქუჩაში ჩვენ ორნი
ღამის წყვდიადში დაგვატყვევებს მთვარე,
ფეხით შემოვივლით ყველა ადგილს,
ამ წუთას ეს სიტყვები, საშინლად ჰგავს ადვილს.

მე კვლავაც სიცივით გაგათბობ შენ,
ეს მეოცნებე გოგო და უჩვეულო ბიჭი
ანუ ჩვენ...
ასე გასრულდება სამყაროს სვლა,
კვლავაც ვიქნებით წვიმაში
ხვალ...
ეს ორი სულიც გახდება ეული
თბილი გულით და ცივი სხეულით.
ე.ბ.
17 იანვარი 2016

ესმერალდა - ბავშვობიდან გამორჩეული, ერკე მიდასი - პასუხი ესმერალდას

მეთანხმებით ხომ, რომ საოცარია? შეუდარებელი ანგელოზია ჩემი... სხვას ვერაფერს ვუწოდებ! ანგელოზია, რომელიც ჩემთვის არსებობს და ამ სამყაროში მხოლოდ ჩემთვის გამოგზავნეს...
ვამაყობ, რომ მხოლოდ მე შემხვდა და ჩემია. მარტო ჩემი და სხვა არავისი!
ვამაყობ შენით ემილი და უკიდეგანოდ მიყვარხარ.. არ არსებობს საზღვარი ამ სიყვარულისა.
ისე მომხიბლა მე მისმა ლექსმა, გადავწყვიტე მეპასუხა.. და მეც დავწერე ლექსი "პასუხი ესმერალდას", რაც რა თქმა უნდა, მისი ლექსიდან გამომდინარეობს ძირითადად და ჩემ გრძნობებს შეეხება.
მიყვარს უზომოდ... ხოდა, ახლა ჩემ ლექსსაც უგდეთ ყური.
ესმერალდა - ბავშვობიდან გამორჩეული, ერკე მიდასი - პასუხი ესმერალდას


პასუხი ესმერალდას:

ცრემლებს ისევ ცრემლი აშრობს
ტკივილს ტკივილიო
მაგრამ ბედნიერებაა
უფლის გადმოსროლილიო.

სწორად გესმის ყველა სიტყვა, ყველა თბილი ხავერდით
მე მჭირდები ახლო ჩემთან, ხვევნა ტკბილი ალერსი.
ჩემსას გეტყვი, მეც გეძებდი, როგორც დავითი გოლიათს
შენ იყავი ჩემი ბედი, რაც ხარბისთვის ბროლია.
არა მზეს მე ნუ მიწოდებ, ეს არ მაქვს მე ძალებში
სითბო მინდა, შენ რაცა გაქვს, თავისით მეძალები.

ესმერალდა შენი სითბო, ოქროსავით ბზინავს
სიტყვებს გადმოგცემ მოპარულს, გონებიდან ამოქაჩულს და პოლარულ ვარსკვლავს ციდან
ჩამოვარდნილს, შენთვის სიყვარული მოაქვს,
სიყვარულით ბრწყინავს,
როგორც დედამიწა
ერთ დროს
უჟანგბადოდ და ხალხის გარეშე.

ძიებაში ამრევია გზები,
ყველაფერი მანიშნებდა სიკვდილს
მაპატიე ვეღარ დავნებდები,
მაპატიე დაგვიანებისთვის.
ჩემი გზაა წინმავალი ხიდი ორ ზღვას შუა
გადავკრთები, ალიონზე და სიცოცხლე ჩემი თუა
შენ დაგითმობ, რომ გამითბო სული და არა სხეული
ხორცი კვდება, აქ სულია,
სული გამორჩეული!

მზე თვალს მიკრავს, მიწვეთს ძილში სიზმარს ფერადს
თოლიები ხავერდოვნად გადაფრენდნენ,
მოივლიდნენ შორეთს ყინვას
რას მაგონებ? მეოცნებეს?
არა! თეთრი თოლია ხარ, ჯერ ცალ ფრთას რომ იშუშებს
გაუძელი ტკივილს რათა მიაღწიო აღმაფრენას,
გაუძელი, რადგან იგრძნო მთელი სიტკბო, ნეტარება
გადაივლის, გაფრინდები და სიცოცხლე გაგრძელდება,
გავაგრძელებთ ერთად ფრენას, მე შევცურე დინებაში, შენთან ერტად
და დავადნი შენ ტკბილ ტუჩებს.

ერთ ჩემ საშინელ, თან ყველაზე საოცარ საიდუმლოს გაგიმხელ
თვალებს აგიხელ
დაგაკვირდები და გეტყვი:
მე შენს მეტი არვინ მინდა, არ მჭირდება სხვა ქალი
ვერ გავხედავ, ვერც ვიწონებ, რას მაჩვენებს ჩემი თვალი.

საიდუმლო შენ იცოდე, შენ გენდობი მხოლოდ,
რომ მიყვარხარ გამეტებით, ჩემთან რჩები ბოლოს,
გესმის ჩემი? ალბათ გესმის, არ გაგიშვებ არსადა
მუდამ ჩემი, სულ ჩემ გვერდით, იქაცა და აქაცა.

ვეზიდები მხოლოდ ჩემი ბუტიასთვის
სურვილების კაფსულებს
შენ მე მეტყვი, რაც კი გსურს და
მე წამში შევასრულებ...
არა, თუ დავაყოვნე, არ ვამბობ არ დამელოდო
ჩვენ ზამთარში, საოცნებო თოვლივით, თუმც მაინც მოვალ,
მოვალ რომ დაგებედო.

სამყაროა იცი ნაზი, საოცარი ქმნილება
ერთისა ხარ, ერთი გიყვარს
და ერთს სულ ექმნილები.

აქ სიყვარულს დაეძებენ, სანთლის შუქზე, უკუნში
მაგრამ აღარ ვაკვირდებით, რომ გავიგოთ კაკუნი,
მე მიყვარხარ, მე შენ მყავხარ, არასდროს მიგატოვებ
ნუ გეშინის, ჩემო ტკბილო, სიცოცხლეს გისახსოვრებ.

(სულ შენი რომ იყოს და შენ ხელში...
შეიგრძნო ძალა და გულის ფრიალით, მზად იყო დარჩე მზედ და არა მზეში.)
ე.მ.
19 იანვარი 2016

ესმერალდა - ბავშვობიდან გამორჩეული, ერკე მიდასი - პასუხი ესმერალდას
ესმერალდა - ბავშვობიდან გამორჩეული, ერკე მიდასი - პასუხი ესმერალდას



№1  offline წევრი anuka^_^

ვგიჟდები <3 ყოჩაღ აიი არვიცი რავთქვა ცრემლებიც ვერ შევიკავე. როცა ასეთი ძლიერია სიყვარული სიტყვები ნამდვილად ზედმეტია !! <33 ყოჩაღ ემილი , ესმერალდა რავი რა დაგიძახო აღარ ვიცი <3 ერკე შენზე ლაპარაკიც ზედმეტია საოცრება ხარ მარა შენნაირი ნიჭიერი და განსაკუთრებული გოგო რო აგირჩევია?! <3 ნუ მოოკლედ ყოჩაააღ <3 love
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
♡♡პირველ რიგში არც ისეთი კარგია როგორც აღწერე:დ მიხარია, რომ მოგეწონა თან პირველად მოუძღვნიათ ლექსი .ჰო დაგპირდი და დაგიწერე კიდეც,აბა მარტო შენ უნდა წერო?:დ გმადლობ კიდევ ერთხელ გიო♡♡ შეუდარებელი ხარ♡

ჩემი გადარეული გოგო love love როგორ მიყვარს ჩემი ჯულიეტა, ემილიც და ესმერალდაც ^_^ <3 სამივეეე love
anuka^_^
ვგიჟდები <3 ყოჩაღ აიი არვიცი რავთქვა ცრემლებიც ვერ შევიკავე. როცა ასეთი ძლიერია სიყვარული სიტყვები ნამდვილად ზედმეტია !! <33 ყოჩაღ ემილი , ესმერალდა რავი რა დაგიძახო აღარ ვიცი <3 ერკე შენზე ლაპარაკიც ზედმეტია საოცრება ხარ მარა შენნაირი ნიჭიერი და განსაკუთრებული გოგო რო აგირჩევია?! <3 ნუ მოოკლედ ყოჩაააღ <3 love

რა თქმა უნდა :დ ნიჭი ნიჭს იზიდავს :დ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი natalii

ბავშვებოო,ძალიან კარგები ხართ,ვგიჯდები მე თქვენს სიყვარულზე,ერკე გამიგებს ეხლა რასაც ვიტყვი,სულ ვებუზგუნებოდი, (ვხუმრობდი რათქმაუნდა) მაგრამ მაინც არ მეჯერა ბოლომდე თქვენი სიყვარულის მაგრამ ეს ლექსები ალბათ ათასჯერ წავიკითხე,ყოველ წაკითხვაზე ახალს ვიგებდი,მომწონხართროგორც წყვილი.დიდ ბედნიერებას გისურვებთ ბავშვებო,სიყვარული ისეთი მტკიცე რამაა ყველანაირ დაბრკოლებას გადაგალახინებთ.მიხარია რომ ამ ჩემს გაუბედურებულ ქვეყანას თქვენი სიყვარულის ფერებით აფერადებთ <33

 


№4  offline წევრი N7

ორი საოცარი.
რა მეთქმის?
უბრალოდ, ერთ–ერთმა რაღაც გარემოებებში რომ გამარკვიოთ, არ იქნება ურიგო winked
გელით love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

კარგი მცდელობა იყო,ემი....ჩემი ფავორიტი ბარტყები ხართ......
ერკე,რაღაც მომენტებში რიტმი გიწყდებოდა,მაგრამ არაუშავს...
წარმატებები,ტკბილებო..

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

იცით როგორ მახარებთ? ძალიან, ძალიან... ალბათ გაიკვირვებთ კიდეც ჩვენი ბედნიერება როგორ ახარებსო? მაგრამ საყვარლებო იცით რა არის? თქვენნაირები ,, სულით შეყვარებულები" ძალიან ცოტანი არიან... იბრძვით რომ ბედნიერები იყოთ. გისურვებთ "მუდამ განუყრელობას"
წარმატებები ორთავეს, და თქვენი ბედნიერების შემყურე სადღაც შორიდან მეც გავიღიმებ

 


№7 სტუმარი gvirila

ერკეეეეეეეეე... ძალიან კარგი ხარ და გოგოც კარგი გყავს.. აი, ზუსტად, ნამდვილად შეეფერებით ერთმანეეთს!
ბედნიერებას გისურვებთ <3 <3

 


№8  offline წევრი anna31

Mtavaria axla ercke mydasi chemia. Da gzaze vegar gadamegobeba veravin. Ertxel dagtme da meored arvapireb! Miyvarxar!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent