ლექსი საყვარელ ქალს...
ტბა იყო ფართო, როცა შენს სახეზე ჭაობი ენთო, მზე იყო სახლში და გილაგებდა ეზოს. შენი სხეული, როგორც გაჭ....ტილი ვარდების ცრემლები, და შენი სუნი, როგორც მიწას ასდის მატარებლის რელსები. და შენი ცისფერი ბურთები, როგორც დემონის მკერდით, კანი გაქვს მზის ქვიშაზე ვარსკვლავთან მიხატული გვერდით. და შენი ტუჩები, როგორც ფოთლების ზედაპირი, და სისველე შენში ოკეანესავით ვრცელი ნაპირით. მიზიდავს თმები, გასაშრობად გადაკიდებული მთის პირას ლავაში, და მკლავები, თითქოს მოცახცახე სიზმრების ზამთარში. სითბო ისეთი, ვით ატომთა ფრქვევა, და შენი მზერა ემოციებს წვავს ჩემში რატომღაც ვნებად. და შენი თვალები, შიგ ცეკვავენ ამორძალები, და სუნი შენი ტყის ბოლოს ცისარტყელებად ამონაფრქვევი. ღრუბლის ნერწყვები ჟრუანტელს გისველებს, და შენი ჰაერი, სულიდან ამონატყორცნი ფიქრებს მიხელებს. ძილი შენი ნაზია, როგორც მკვდრის თითები, და ხეები დაგიდიან ფესვებში, ვით ფიქრები. უძიროა შენი სიღრმე და დაფშვნილი მზისფერი ხერხემალი, გიცქერ ისე, როგორც შენით გაჟღენთილი მკვდრისფერი ელამი. და შენი თითები ქუჩაში ნაპოვნი, და ცხვირი, თითქოს კიდურთა ბაზარში ნაშოვნი. ჯუჯებს აგიჟებს შენი სიმაღლე, და შენ კი გიზიდავს ჯუჯათა სიდაბლე. სხეულზე მატარებელი რელსებს გიფუჭებს, და ზღვის ხმაური ვენებს ტანზე უფრო და უფრო გილურჯებს. შენი ხმები გაწყვეტილი სიმებია ჩემი ბღავილის, მონოტონური სუბსტანციები, ტანზე იები, და შეგრძნება სულის ქავილის. შენი გაყინული მზე ჩაგიმალავს მკერდში, და გარინდული წვიმის წვეთემს უსმენ შენში. შენი ფერები, ზღვაში ბგერები, და შენი ენა ჩემი ფერია, ჩემი წუხილი, ცაში ქუხილი და ჩემი სიგიჟე შენი ჰორმონების ფერია. ჰგავხარ ტყეს, ოღონდ უფოთლოს, და მიცდი მე, როდის მოგირწყავ მაგ ფოთოლს. შენი თეძო, ენთო, გენთო, ტანში სიბრაზე მათრახს გიქნევს, და მეც დამშეული ხარივით ეგ შენი სიშიშვლე წითელ ფარდას მიქნევს. შენი ჩუმი მტრედი, დაბმული ფეხებთან, და მუქი კაბა ჩამოკიდებული სხეულის დაბერებულ ხეებთან. მკლავები, ვით ალები, ცრემლგამდინარები, ამაზონის სიუხვით სავსე. ეგ შენი ჩანჩქერები, ლოგინზე ნაფერები, მწვანე მენჯებში დაულეველი ჟინით მავსებს. გაირინდა, აირია, ფერები წაშალე თვალებში და გახუნდი. იღრიალე, იტრიალე, რაც რამ შეგეძლო და ბოლოს ჩემს მკლავებში დადუმდი. აღარ რწყავ სხეულში გარყვნილ ხეებს, აღარც ჰაერი გითამაშებს ტუჩებთან მაგ აშლილ ფერებს. ზღვები ამოაშრე და ზღვა ამოავსე შენი სისავსით, ცა გააქრე და ვარსკვლავებიანი ზეცა გახდი უღრუბლო სახით. ყვავები გიკორტნიან ქერტლს, მე ვერ ვაჩერებ შენთან მოცეკვავე ჩემს ტემპს. მხეცები მოაშენე შენს ლამაზ ლოგინთან, და ღრიალი გაშინებს მათი, მაგრამ სხეულის დაოკება სიმხეცით მოგინდა. მიწამ ალოკა შენი სიჩუმე, და ჩემი საათის ისრები შენს ზღვისფერ მუცელში იყუჩებს. დრო ამოძერწე ჩემი თითების ძვრაში, და სუსტი ნიავი ხარ ამ დამანგრეველ ქარში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.