შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარ გყავს, იცოდე, აქ უკვე დობილი...


19-02-2016, 00:28
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 995

გუშინ კვლავ უწყალოდ გაწვიმდა ქუჩებში,
სილურჯეს მიენდო ყვითელი იაბო...
შენ უკვე ვერასდროს მაკოცებ ტუჩებში,
თუნდაც რომ ათასი არაკი მიამბო.
გრძნობა გაუხუნდათ მარწყვისფერ ატმებს და
ვაგლახ, რომ სინაზე არ შერჩათ ზღვისფერი,
ჩემი რომ დაბნელდა, შენი ანათებდა,
ლილისფერ უდაბნოს შაბიამნისფერი.
თურმე არც მე მძალუცს მთვარეზე თავდასხმა,
მის სხივთან ნატანჯი ლანდივით ვემხობი,
ღამდება და სისხლი კვლავ ითხოვს გადასხმას,
პირობას, ოდესღაც გაჭედილს ერთხმობით.
ღამეა, სიბნელე მაწვალებს არეულს,
სიზმრად კვლავ წარსულის ჩნდებიან ლანდები,
რაღა გსურს ისედაც დარდისგან მთვარეულს,
ღამეულ ფიქრებში რაღათ მელანდები.
წუხელ შველას მთხოვდა კვლავ შენი მანდილი,
ღამეულ ზმანებად მოველ შენ წინაშე,
შენ სულზე მე როგორ ვუკმიო წანდილი,
როცა მუხთალი ვარ ჩემ სულის წინაშე.
ვიხილე ზმანებად ხმატკბილი აედი,
მიდამო, ჩვენ სახლს რომ მიჰგავდა საოცრად,
შენთვის ჯოჯოხეთში ისე ღრმად ჩავედი,
უკან რომ დავბრუნდი თვით ეშმაც გაოცდა.
შენთვის ლუციფერის შევაღე ცხრა კარი,
ტიბეტის ცხრა კლანი რომ ფარავს საოცრად,
ალ ფარიკს ავართვი ქვესკნელის საკარე,
ვეღარსად ჰპოვა და უზომოდ გაოცდა.
კვლავ შენი წყალობით მუხლებზე დავემხე,
მის წინ, სამყარო ვის გართხმულა ფეხებთან,
სინანულის ზღვაში წელამდე ჩავემხე
რომ მაინც ვერ გნახე მსუფევი შენ ღმერთთან.
წახვედი... დაბნელდა კუპრივით ხევები...
ცეცხლმა და გოგირდმა ჩანთქა მთათ კალთები...
მოჯარდნენ შავწვერა შავტუხა დევები
და კვამლმა დაგივსო გული და თვალები.
ვერ ვპოვე წმინდანთა ნაქონი სამკლავე,
ჩაგიძვერ სულში და მწვერვალზე ავედი,
თვალმა ვერ გაუძლო გაწოლილ საფლავებს,
გავჭერი კარი და სიზმრიდან გავედი.
შენ კი უფსკრულიდან მიცქერდი ობოლი,
როგორც მე ნილოსზე წარსულში ოდესღაც,
აღარ გყავს, იცოდე, აქ უკვე დობილი,
სამზეოს მომავალს მე ესღა მომესმა.
წავედი მარტო და კვლავ სულით საპყარი,
ბინდისას კვლავ მოვალ, დილით კვლავ დაგტოვებ...
მანამ დასრულდება ეს გრძელი ზღაპარი,
მანამ ლუციფერი შენთან არ დამტოვებს.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დიდი ხანია მსგავსი კომპლიმენტი არავისგან მიმიღია request
მიხარია რომ ასე მოგწონს ჩემი ლექსები, ვეცდები ნელ ნელა დაგეწიო,
საჩუქრისთვის უღრმესი მადლობა, ეგ საიდან უნდა გავაგზავნო არ ვიცი და feel
მასწავლი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent