შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ ოდესმე დაგივიწყო...


24-02-2016, 01:46
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 816

შენითღა ვცოცხლობ, ქვეყანაზე არვინ მჭირდება,
თუნდ ამ ღამითვე თავს დამადგეს შავი მცელავი,
მკვდრეთით აღმდგარი ოდისეას თუკი გპირდება,
მენდე პირობა შეასრულოს უკეთ ვერავინ.
მე ხომ სიკვდილის გვირაბები გამოვიარე,
უკან დავბრუნდი, აგისრულო რათა ოცნება,
ტატო დაგრძალეს, მე ლურჯათი ჩამოგიარე,
რათა მომეძღვნა ბოჰემები მზისფერ კოცნებად.
შენ ჩამიფიქრე წლების წინად, თვალებგახელილს,
მის მოლოდინში ფანჯარასთან როცა გეძინა,
შენი ამხდარი ოცნებაა ჩემი სახელი,
ისევ არ გჯერა?! მაშ მითხარი, რად გაგეცინა?!
აი მიეგო საფასური იმ დიდ საზღაურს,
სამსხვერპლოს სახით მოყვასისთვის შენ რომ გაიღე,
მე ხომ არ ვითხოვ არანაირს შენგან სარწყაოს,
რაღა გაეჭვებს, შენია და მოდი, წაიღე.
მე მხოლოდ მახსოვს უცხო ფერი ქრიზანთემების,
დედის ცრემლია ალიონზე კვლავ რომ გაწვიმდა,
ღმერთმა ხომ იცის ცრემლიანი სუნთქვა თემების,
მას ხომ შენს სულში გამოკეტილს ათოვ-აწვიმდა.
და რომ ზამთარი ჯერ წინ გვიძევს სულო მარტამდის,
ეს რეალობა ერთადერთი არის იცოდე,
მაშ რად არ მომკალ, მიპასუხე, ღამის ნატვრამდი..
თუკი ამდენი რამის ვიყავ ბედთან შემცოდე.
როდი უარვყოფ, ცოდვა ბევრზე ბევრი მიქნია,
მაგრამ სიწმინდე შემიბღალავს არსად, აროდეს,
ველური ვნებაც, ანგელოზო, მხოლოდ ფიქრია,
და ნეტავ ხიდის ჩასატეხად ფიქრი კმაროდეს.
და რაკი გული გამიხსნია ჰგონებ შეშლილი,
ანდა საცდური ბიწიერი გამოგეცხადე,
ბედუკუღმართი გიშერი მაქვს სულში ჩაშლილი,
და უკვდავება მე სასჯელად გამომიცხადეს.
აყვავდებიან გაზაფხულზე ნორჩი ყლორტები,
და განახლდება დაბეჭდილი გულის იარაც,
მიყრილი მქონდა ცოცხლად დაფლულს ღვიის ტოტები,
სანამ სიზმარში თვით ნატვრამ არ ჩამომიარა.
სიზმარში ვნახე მე ხატებად შენი აჩრდილი,
ნატვრას გავყევი და თორმეტი ღამე ვიარე,
სანამ წყვდიადი ალიონის შუქმა დაჩრდილა,
სანამ სიკვდილის კარიბჭე არ გამოვიარე.
ამად წერია სახედ ჩემდა სიტყვა ლაზარე,
მკვდრეთით აღმდგარი, სულო, შენთვის მეცამეტე ვარ,
მე ტრფობის ხელი გაგიწოდე არას გაძალებ,
მუზათ სამყაროს პოეზიის მკვდარი მეფე ვარ.
შენი წყალობით სამზეოზე მობრუნებული,
და ფიცს ვერ გავტეხ, თუმც არ იცი ახლა ვინა ვარ,
სიყმაწვილე ვარ კვლავაც შენთან დაბრუნებული,
ახალი ლექსის დასაწყისი აქ, შენს წინა ვარ.
და თუ ჩემგან ფიცი გინდა, მოგცემ და არ დაივიწყო,
ყველა ფიცი არის წმინდა და ვერ გასტეხს მუხთალი დრო,
ლურჯა უფალს როდი უფრთხის მფარველია სახსოვარი,
გიმეგზურო, მიგატოვო ჩავკლა ნდობა ნათხოვარი.
საუკუნე ცეცხლში ვიჯდე, წყვდიადს ვეღარ ვშორდებოდე,
თვით ეშმაკი მოვა ვიდრე, კუპრის ქვაბში ვცხონდებოდე,
განქარდეს და გაბათილდეს რაც მირონით მადლი ვიცხო,
თუ ოდესმე გიღალატო, დაგკარგო ან დაგივიწყო.
ვერა ჰყრიდეს სულს შავს, ეულს, გვამს ძლიერი ვერა შხამი,
ვერ ჰფარავდეს კეთრით სნეულ სხეულს ვერა მოსასხამი,
მზეს ავხედო არ მათბობდეს, მთვარე გზას რა მინათებდეს,
ვერა ლოცვა და ვედრება მკვდარ სულს ვეღარ ანათებდეს.
წუთისოფლის მედოს ვალი, მძიმე ტვირთი მხრებით ვზიდო,
შემაქციოს ღმერთმა თვალი, სამუდამოდ წარვიწყმიდო,
განვქარდე და გავქარცეცხლდე, დავისაჯო ჩემივ ნებით,
თუკი გზაში მივატოვო ოცნებათა იალქნები.
მესაფლავეს კვლავ აქვს ნება, თქვას იგივე რაც მას უნდა,
დიდ პოეტსაც გაეცინა: მაგრამ თურმე ისეც ხდება..
მიწას ვეღარ ასცილდები, სამსხვერპლოზე დაებმები,
ფიცს თუ გასტეხ, ლუციფერის მახეში თუ გაებმები.
თვით იხილა, იგივ მეფემ, უფლის რისხვის მთელი წყება,
ამად არის ოდისეა მეორედ რომ კვლავ იწყება,
ვერ უშველა ვერა ნიჭით დიდოსტატმა საოცარმა,
ბედის რისხვაგადავლილი მოგევლინა საოცრადა.
რომ ბედია, მე ვინა ვარ, რას დაეძებ, რად ვერ ხვდები,
უზენაესს გაუხსნია ოცნებისკენ შენი გზები,
მოგელიან დაკარგულნი მეგობრები, ძმები, დები,
თვით ღმერთისთვის დაენანათ რომ ითხოვე შენ ის ბზები.
სანამ მთლად არ დაიცლება ღვინისაგან ბედის ბოცა,
მევალება ლურჯა ცხენით მფარველი და გზირი იყო
ბედისაგან ასე ნანატრ მშობლიურ და ზღაპრულ კოცნას
ფიცის ნიშნად სულ მოგიძღვნი, თუნდაც ასთხუთმეტის იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჩემია, მიხარია თუ მოგეწონა, აი ვეფხისტყაოსნის სადარიც მაქვს, ამას იქამდე ბევრი უკლია
request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent