შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის ჰარმონია


6-03-2016, 20:31
ავტორი Kristy
ნანახია 1 911

ჩემი ცხოვრების წიგნს ისევ ვფურცლავ...
მინდა, რომ ახალ გვერდზე აღმოვჩნდე
და თუ ოცნება მექცა ტკივილად,
მინდა, რომ წამით მაინც გამოვჩნდე!

როცა ყურს ვუგდებ დუმილის ჩურჩულს,
მშიერი სული ზეცას ვერ სწვდება
და რომ სიკვდილი გამიმიჯნურდა,
მოკვდავი სული დღემდე ვერ ხვდება!

გულის ტირილი იღვრება გარეთ,
ისევ ჩამიდგა სატანა კვალში
და ხელოვნება თავის დაკარგვის
მთელ სივრცეს იპყრობს უდარდელ წამში!

დავიჯერე, რომ დუმილი მეფობს,
რომ იყო კარგი მხოლოდ მითია
და მეც დინებას უტყვად მივყევი,
მოვინახულე ისევ „პითია“!

ვნახე სიბნელე, ვნახე სიკვდილი,
ვეწვიე მათ დამსხვრეულ ადგილებს;
ვნახე ბოროტი ძალების მარშით
სამყარო ძალებს რომ ანაწილებს!

დაბნეული ვარ და გითმობ ჩემს თავს,
რადგან მჯერა, რომ კარგად ვიქნები
და გაიფანტა წყვდიადის შიში,
რადგან მოწყალე, ვიცი, იქნები!

ეს არის ჩემი ეული თხოვნა,
ჩუმი ძახილი უტყვ უდაბნოში
და სნეული ვარ თუ დაბნეული,
დღეს იმედი ჩანს ჩემს მომავალში!

დიახ, დავეცი, მაგრამ ჯერ ვცოცხლობ;
ვიცი, წინ მაქვს ზღაპრული დღეები
და შტორმის შემდეგ ვიპოვნი ადგილს,
სადაც იქნება ლაღი ქცევები!

როცა გავახელ მწუხარე თვალებს,
ვნახავ კაშკაშა, მანათობელ მზეს
და უცებ ვხვდები, კარგად ვიქნები,
ისევ შევხვდები სიყვარულის დღეს!

სამყარო სუნთქვას იწყებს თავიდან
და მელოდება ახალი ერა,
რადგანაც ვხედავ შენს გამოწვდილ ხელს
მაშინაც, როცა მისი არ მჯერა!

მე გავიხარებ და განვაცხადებ,
რომ გამარჯვება ჩემი ღმერთია
და როცა ვიბრძვი, ვარ დამპყრობელი -
ბოლოს შედეგი მაინც ერთია!

და რომ არ შევცდე, არ წავბორძიკდე,
გთხოვ, გამიწიო ღმერთო გიდობა
და როცა ვგრძნობ, რომ ჩემი კვლავ გესმის,
ახალი დღეა... მოდის მშვიდობა!
წამის ჰარმონია



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო! ღიმილი გაუქრობელი
სახიდან ახლა სტროფებს მიჰყვება,
რაც მათ შემორჩათ დაუპყრობელი,
ასე მგონია ითქვა სიტყვებად.

არ ვიცი თავი რით გასცა ასე,
სიკვდილი ნახე და თან იცანი,
კუპლეტ და კუპლეტ მეცვლება სახე,
ისე წერ, თითქოს იყო მისანი.

გამოვედევნე დემონთ მხედრიონს,
სისხლი ღვარად სდის მაშვრალ იორღას,
არ დაუნდვია ის სინედრიონს,
ვეღარ უშველის შენი იოგა.

love მადლობ, რომ არსებობ feel

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

love მე ყოველთვის აქ ვიქნები love მთავარია შენ არ დამეკარგო feel

 


№3 სტუმარი Magda

მაგარი გოგო ხარ, წარმატებები

 


№4 სტუმარი Firestorm

კიდევ ერთხელ დავრჩი გაოცებული, ბრწყინვალე ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent