დიახ, ქალი ვარ !
დიახ, ქალი ვარ - საოცარი უფლის ქმნილება და არ მჭირდება ძველ ცოდვაში ისევ მხილება! მე ვარ ედემის აკრძალული, უცხო ნაყოფი და საკვირველი სიფაქიზით მიყვარს ოცნება! დიახ, ქალი ვარ - უსასრულო გრძნობით ნახატი, სიყრმის ოცნება, სალოცავი წმინდა და ხატი! მე ვარ მართალი, არ მჭირდება ძაძის ტარება და მანკიერი არ მიზიდავს უცხო ზმანება! დიახ, ქალი ვარ - ვარ ქმედება და ემოცია, თუმც ჩემს ბილიკზე აღნიშნული წლები ოცია! მე ვარ ცანცარა, არ ვუჩივი საუბრის მადას და ყოველ დილით ხარბად ვისვამ წითელ პომადას! დიახ, ქალი ვარ - მშვენიერი, მგზნებარე ალი და იფერფლება ჩემს ფეხებთან სიცრუის კვალი! მე ვარ სიტურფე, გაზაფხულის ანცი ნათება, გზაჯვარედინი ყველა გრძნობის, თამამი ნება! დიახ, ქალი ვარ - სილაღისთვის ქმნილი არსება; ვიცი, ოცნება თავისთავად რომ ვერ ახდება! მე სიცოცხლე ვარ და მშობელი ისევ სიცოცხლის, არ დასრულდება ჩემი ერა, ის გზას იპოვის! დიახ, ქალი ვარ - ძლიერი და სუსტი თანაბრად; არ დავეცემი, ისევ შევძლებ დგომას ამაყად! მე ვარ მებრძოლი და თუ მაინც არ მყავს არმია, არ ვუშინდები შემოვძახო ბრძოლის არია! დიახ, ქალი ვარ - ძალმოსილი გრძნობის მეგზური და შემიძლია გისახსოვრო წლები მეფური! მე ვარ უცვლელი მეოცნებე და მაქვს ჩემი ხმა, რადგან არ ვხდები საოცნებო სიყვარულის ყმა! დიახ, ქალი ვარ - ჩემი გული ხმამაღლა კივის და მაინც ვდგავარ თავდახრილი და ვმალავ ტკივილს! მე ვარ მისანი (სათანადოდ არ მომექცევი?) და მესმის შენი მაშინაც კი, თუ გამექცევი! დიახ, ქალი ვარ - სანუგეშოდ დაფლული განძი, ვიცი ცხოვრების ყველა ძველი, მალული ფანდი! მე ვარ უკვდავი შთაგონება, ცისკრის სხივს ვგავარ; წარმოუდგენლად მიყვარს ქალი, რომელიც მე ვარ! დიახ, ქალი ვარ - ნაბოძები მაქვს მკვირცხლი ტვინი; გავჩნდი დედოფლად, თვით სამყარომ მიძღვნა გვირგვინი! მე ვარ თავნება, ოდნავ ურჩი (მიყვარს ეს ჟესტი!), ჩემი დუმილი ისე გრგვინავს, როგორც ორკესტრი! დიახ, ქალი ვარ - უჩვეულოდ უბრალო ქალი ჩემთვის შეიქმნა სახიფათო, თამამი რალი! მე ვარ ხალისი, დიდებული დღის პოზიტივი, შენთვის შექმნილი ერთადერთი ეული ტივი! დიახ, ქალი ვარ - მე ვარ დედა, მე ვარ მეუღლე, ჩემში ერთდება საწყისები, ვხვდები მე უკვე! მე ვარ მშვენება და ვარ მეტი, ვიდრე ქალღმერთი, არ გამიწყრება ამის თქმისთვის მე ჩემი ღმერთი! დიახ, ქალი ვარ - თუმც არ გავჩნდი, ვიცი, პირველი, ინდივიდი ვარ უჩვეულო და საკვირველი და ვეძებ გულწრფელ, მარადიულ გამბედაობას, რომ მეპყრობოდე, როგორც სრულ ქალს... ვხედავ მზაობას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.