შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის პირობა !


23-02-2016, 17:54
ავტორი Kristy
ნანახია 1 937

ფანჯრის მინები დაღარა წვიმამ,
გაგვაქრო შენმა უაზრო სიტყვამ...
სინათლის სხივი უაზროდ კვდება,
ადამიანი ვერაფერს ხვდება!

ლამაზ ოცნებად იქცევა დარდი,
წამებს მიწამლავს ამაყი მარტი...
ნოტების ჟღერა და სევდიანი,
მოუთმენელი, უნიჭო ბანი!

მტირალი ზეცა დამყურებს ვატყობ,
ისევ მომავლის გეგმებს რომ ვაწყობ
და გული ტირის, როგორც სამყარო…
მე ოცნებები მინდა გავყარო!

ძველდება მიწა, წყდება ხეები,
ასე სწრაფად რომ გარბის თვეები
და რომ წვიმით კვდება მაისის მზე,
როცა ქალი გლოვობს… არ იძვრის დღე!

დგანან ხეები წარბშეუხრელად -
ხეთა პანიკა, თან შეურხევლად...
გაყუჩებული ფითოლთა ჯგუფი,
ბრძოლის ყიჟინა, ზეიმის ბუკი!

და ამატირა სიჩუმემ სევდის
(ან ვის უნახავს სილაღე ბედის?)
ტატოს მერანი უძრავად გელის,
შენ უარობ და ვიღაც კი გეტრფის!

ქუჩაში ხესთან პატარა ჩიტი,
ურცხვი აზრები, ჩამტყდარი ხიდი...
ქალის ფიგურა, მასალა - ცვილი,
ლაღი ბუნების უკვდავი შვილი!

ისევ დამყვება შენზე ოცნება,
მინდა მოგიყვე... არ დამრთო ნება!
ცხოვრებაში რომ რაღაცა ხდება,
მოვლენის ექო უმალ არ ქრება!

აუხდენელი ოცნების გემი,
ისევ გაცურავს - ტყვექმნილი შენი
და სიყვარულის გულგრილი სენი…
ისევ ყიჟინა: ჰე, რამე ქენი!

ჩუმი ჩურჩული ისმის და ქრება,
ოცნება ჩემი წარსულში რჩება
და წვიმის შემდეგ დარი რომ დგება,
მოგონებებიც მალევე ჩნდება!

ნოტიო მიწის გრძნეული სუნი,
მიიპარება უჩუმრად სული,
ისევ იღვიძებს სულელი წუთი,
წამის კარნახი და შავი ყუთი!

უცებ მომინდა... აღარსად გიშვებ!
შენი გრძნობების აღწერას ვიწყებ...
წარმოდგენებში ვერ ხედავ სულელს,
მოგონებები ტოვებენ სულეთს!

უმტკივნეულო არაფერია
და ამ ცხოვრების ცაც სხვა ფერია…
გადაიშალე წინ ვრცელი გზები,
ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები,

რადგან ანათებს ცისარტყელები
და კვლავ იღვიძებს ურჩი გენები...
მე კი ვასრულებ, როგორც დავიწყე,
იმედები რომ არ დავივიწყე:

მე მეყვარები თავდავიწყებით,
როგორც მიყვარდი, როცა ვიწყებდით
და მინდა ვიგრძნო მე ბოლო კოცნა
ოთხმოცდაათის ვიქნები როცა...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

და შენ ამბობდი რომ გენიალურობა შენთვის მხოლოდ კომპლიმენტია?! კარგია თავმდაბლობა, ერთადერთი რამაა რასაც ამ დედამიწიდან ვერ წავიღებ, და მაინც, მე იშვიათად ვცდები, საშიშად იშვიათადაც კი, თუ გენიალურობა შენი ლექსით არ მთავრდება, იწყება მაინც. თუ გადახედავ აქამდე დაწერილ ლექსებს მიხვდები რომ ცოტა თუა ასეთი ღირებული, მადლობელი ვარ რომ მენდე და გაიხსენე ის, რაც ასე მძიმე იყო შენთვის... მე შევცვლი ამ სამყაროს თუნდაც მხოლოდ ამ ლექსის გამო, და ვის თუ არა მთხოვნელს მიეცეს კუთვნილი.

 


№2 სტუმარი Magda

გენიალური ლექსია

 


№3 სტუმარი Gio

ეს რა იყო. უმაგრესი რამეა. აი ერთი ამოსუნთქვით რო წაიკითხავ ისეთი

 


№4 სტუმარი Firestorm

მუსიკალური, რიტმიული, დიდებული ლექსი, ბრავო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent