შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვერ შევქმნი ნახატისგან შედევრს...


26-03-2016, 01:27
ავტორი ერკე
ნანახია 1 776

მე ვერ შევქმნი ნახატისგან შედევრს,
მე არა მაქვს ნიჭი, სხვას მივბაძო
გადავხედავ ჩამოღვენთილ კედლებს
და წარსულით ჩემ თავს ფიქრებს ვაჭდობ.

მე ვერ შევქმნი ჰარმონიას ნოტით,
ჟღერადობას ვერ დავიჭერ ყურით
მოცარტს ეწერინებოდა გრძნობით
ქმნიდა მუსიკაში სიარულით.

ნიკალა რომ ჭიქა არყით თვრება
მე ის შედევრები მითრევს, მათრობს
როცა წამი გარდამავლის დგება
იძირები სახეებში, ამ დროს.

მე ვერ ჩავტევ მელოდიას ლექსში
მე ჯერ კიდევ, პოეტიც არ მქვია,
გალაკტიონს ღვინის ყოველ წვეთში
ნახევრად მთვრალს გრძნობით შეუქმნია.

„იმპერია“ - საშიშს კი ჰგავს მაგრამ
ალექსანდრეს კვალიც კი აღარ ჩანს,
ქონება და მიწა დღეს ქარს გაჰყვა,
ის მიწაში, სამუდამოდ ჩარჩა.

რასაც შექმნი ნადგურდება ისევ,
რასაც დაწერ ცეცხლში დაგიწვავენ
შენ სიკვდილი ცოცხლადვე მყოფს გიწევს
აი, მაშინ, ჯვარს რომ გაგაკრავენ.

მე ვერ შევქმნი იდეალურს, ვერც ლექსს
ვერც კი დავწერ ისეთს, დროს რომ უძლებს
წარმავლობა დაუკარგავს ელფერს,
ჩემს დახვრეტილ და ნაწამებ ფურცლებს.

დაიქცევა ნაშენები სახლიც,
თუ არ გაამაგრე სიყვარულით
დღეს ფასდება არა შექმნა ახლის,
არამედ ის, ერთმანეთს რომ უვლით!

ამიტომაც დაივიწყებთ ლექსებს,
დაივიწყებთ, რაც კი მიწერია
ერთადერთს ვერ გადასწონით გვერდზე,
რომ სულ ყველა გულით მყვარებია...
ე.მ.
26 მარტი 2016 1:04

ახლა დავწერე, რამდენიმე წუთის წინ და ახლავე გიზიარებთ თქვენ. უბრალოდ, ძალიან მინდა რა აზრიც ამ ლექსში ჩავდე ყველამ ზუსტად ისე გაიგოს და არა სხვაგვარად!
ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ წინასწარ ვიცი უმეტესობა როგორც გაიგებს. მაგრამ უფრო კარგად წაიკითხეთ, ჩემი თხოვნა იქნება...
მადლობა ყველას. დროდადრო დაკარგვები კი მაპატიეთ ხოლმე.
შემიფასეთ, ველი თქვენს კომენტარებს... ჩემო ტკბილებო ^^



№1  offline წევრი IZABELA...

"სითბოს და სირბილის სუნი" ჰქონდააა ...მოვპარავ ქარჩხაძეს სიტყვებს.

 


№2 სტუმარი Black

Vai sicocxleo ukugmarto danacarebo...magari iyo erkinio:D

 


№3  offline მოდერი nicol

ძვირი სანახავი გახდი ერკიულ ამ ბოლო დროს.
რას ვიზამთ დაკავებული კაცის საქმე ასეა♥♥♥
ლექსი ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს სწორედ ისე გავიგე, როგორც გინდოდა. შენი რაც კი წამიკითხავს (ლექსი) იმათში ეს ფავორიტია. ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი თამუნა

საოცრებაა გიორგი, ძალიან მომეწონა...
ამის მერე აღარ მითხრა პოეტი არ ვარო, თორემ აღარ დაგიჯერებ.
წარმატებები...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

დიდი მადლობა ყველაააას <3
როგორი კარგები ხართ და როგორ მომნატრებია თქვენი კომენტარები და შეფასებებიიი... მიყვარხართ მე თქვენ <3
პოეტი გალაკტიონია მე არა :D :D თამრო

Kristy
კარგი ლექსია ძალიან, მაგრამ იყო რამდენიმე სტროფი, რომლებსაც თამამად შემიძლია დიდებული ვუწოდო... გისურვებ, რო ყველა სრტოფი მათ გავდეს მომავალში love კარგი ხარ

მეტი კონკრეტიკაა საჭირო :დ <3 <3 მადლობა დიდი ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent