შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი, დღესაც აწკაპუნდა წვიმა !


1-04-2016, 00:44
ავტორი Kristy
ნანახია 2 618

წვიმის კაკუნს გამოვყავარ გარეთ...
ვიცი, ამით გამომიხმობ ხოლმე
და არაფრით გაიძულებ, კარგო,
რომ მომიხმო სანუგეშოდ ორჯერ!

ველოდები შენ დაძახილს, როცა
წარბს შეიკრავს ურჩი ზეცა და მე
ამიტომაც მიხარია წვიმა,
ამიტომ არ ვუშინდები ხოლმე!

როცა მფარავს ბოროტების ფარჩა
(დღეს ხომ მასში გამოეწყო ყველა),
ვიცი, მიხმობ, ერთი წამი დაგრჩა
და დაგჩაგრავს შენ ცხოვრების დენა!

და თუ ზეცამ გადმოყარა ცრემლი,
ავტირდები, არ დამზოგავს ტანჯვა,
რადგან ისევ ჩამოინგრა გრდემლი...
საჭიროა ძველებურად გარჯა!

ისევ სევდა შემომაწვა - მარდი,
უკითხავად ამოგხედე მაღლა,
რადგან ზეცამ მოიშორა დარდი,
ვიცი, კარგო, შენ ტიროდი ახლა!

ალბათ იქაც არ ისვენებ, არა?!
ალბათ, გიცემს გამალებით გული...
ნატრობ, ერთო, იხარეო მარად,
დაიმშვიდე ეს ეული სული!

იცი, ვხვდები, მებუტები ისევ,
როცა სევდას გავუკაფავ სავალს,
რადგან თვალებს მზე ეტყობა კიდევ
და არ უნდა შეეგებოს მაღალს!

დამშვიდდები, გამიღიმებ კვლავაც,
როცა მხედავ სანიმუშოდ თამამს,
ძველებურად იამაყებ ჩემით,
რადგან არ ვწყვეტ საიდუმლო თამაშს!

აი, დღესაც აკაკუნდა წვიმა,
დღესაც შენთან მომიყვანა კენტად
და აქ, ისევ მარმარილოს ქვაზე
აწკაპუნდა ჩვენი ცრემლი ერთად!



№1  offline წევრი ელლ

iyo dargvevebi. bolo stropi gansakutrebulas momewona. mtlian leqss araushavda

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლამაზი ლექსი იყო, აი ისეთი მზიან დღეს წვიმას რომ მოგანდომებს love

 


№3 სტუმარი Magda

ელლ
iyo dargvevebi. bolo stropi gansakutrebulas momewona. mtlian leqss araushavda


ეს ლექსი იმდენად დიდ გრძნობას ეხება დარღვევებზე საუბარი ბოღმაა და მეტი არაფერი. საოცარი გოგო ხარ ავტორო. ამ ლექსმა ამატირა

 


№4 სტუმარი Firestorm

რამდენად ტრაგიკული ლექსია
უგულო ხალხი კი პატარა ხარვეზებზე საუბრობს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent